დედიკო, დღეს საჭმელს შევჭამთ? ძალიან მშია... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედიკო, დღეს საჭმელს შევჭამთ? ძალიან მშია...

page info icon
2021 იანვარი 18
page info icon
1633
გულსაკლავად კითხულობს 5 წლის ანანო და დედას კალთაზე ექაჩება. „მეც, მეც მინდა ჭამა! დედა, პური მაინც თუ გვაქვს?“ - კვერს უკრავს უმცროსი ძამიკო, შოთიკო (3 წლის). „მოითმინე, ჩემო სიხარულო, იქნებ მეზობელმა მოგვიტანოს რამე“, - ალერსიანად პასუხობს დედა, გვანცა (29 წლის) და ბავშვებს თავზე ეფერება. „მაცივარი სულ მოცარიელებულია, მათ ვერაფრით ვაწყნარებ, ისევ მეზობლებისთვის მომიწევს თხოვნა, - ჩვენკენ ტრიალდება და თითქოს თავს იმართლებსო, სევდიანად გვიხსნის ახალგაზრდა ქალი. ზურგი ვაქციე, ცრემლები და დაბნეულობა რომ დამემალა. „ღმერთო, ნებისმიერ ტანჯვას ავიტან, ოღონდ ჩემი შვილების შიმშილს არ ვხედავდე! - მწარედ ტირის საბრალო, ახალგაზრდა ქალი. - ადრე, თავი რაღაცნაირად მაინც გაგვქონდა, ახლა კი ვერც სამსახურს იშოვი, არც ტრანსპორტი მუშაობს... ზოგჯერ, დღე ისე გადის, ბავშვები ცარიელ ჩაისა და პურზე არიან!“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,625 ₾
( 306 დონორი )
დასრულებულია

ამ ხელმოკლე, ქართულ ოჯახში, სამი შიმშილითა და სიღარიბით გაწამებული ბავშვი იზრდება: ანანო (5 წლის), შოთიკო (3 წლის) და ნატა (1 წლისა და 6 თვის). მათ საშინელ შენობაში ცხოვრება უწევთ, რომელიც სახლს საერთოდ არ ჰგავს! აქ ისე ცივა, როგორც ქუჩაში, კედლები იშლება, იატაკზე კი ბეტონის საფარია!

სრულ სასოწარკვეთილებამდე მისულმა გვანცამ ჩვენს ფონდს იმ იმედით მიმართა, რომ სულგრძელი ქართველი ერი მოძმეს გასაჭირში არასდროს მიატოვებს.  

გვანცა, თუ შეიძლება, გვითხარით, რამ გაიძულათ, ჩვენთვის მოგემართათ?

გვანცა: ჩვენს რთულ, ფინანსურ მდგომარეობას უკვე დიდი ხანია, ვეღარ ვუმკლავდებით. ოთხი წლის წინ, ოჯახური პრობლემების გამო, ჩემი მშობლების სახლიდან აქ გადმოვედით. თავიდან გვეგონა, რომ სიღარიბის დაძლევას შევძლებდით, მაგრამ არ გამოგვივიდა. ადგილს, სადაც ახლა ვცხოვრობთ, სახლს ვერ დავარქმევ. ეს უბრალოდ ბეტონის კედლებია; მაგრამ მადლობა ღმერთს, აქ ჩემმა მაზლმა შეგვიკედლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პატარა ბავშვებით ხელში, ქუჩაში აღმოვჩნდებოდით.

პანდემიასთან ერთად, ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა. შვილების გამოკვებას ძლივსღა ვახერხებთ. არის დღეები, როდესაც ისინი საერთოდ შიმშილობენ და მაცივარშიც არაფერია. ჩემმა მეუღლემ წერა-კითხვა არ იცის. მას მძიმე ბავშვობა ჰქონდა და განათლების მიღების შესაძლებლობა მისთვის არ არსებობდა, თუმცა, ჩვენი შვილების გამო ის ყველაფერს აკეთებს. როგორც კი თუნდაც უმნიშვნელო საქმე ჩნდება მტვირთავად, მაშინვე ხელს ჰკიდებს... მაგრამ ხომ გესმით, შეუძლებელია, რომ ეს სამ პატარა ბავშვს ეყოს.

ჩერნოვეცკის ფონდის შესახებ როგორ შეიტყვეთ?

გვანცა:ერთხელ, ჩემმა მეგობარმა თქვენი ფონდის შესახებ მიამბო. მაშინვე თქვენს ვებ-გვერდზე შემოვედი და გავხევდი. ვერ დავიჯერე, რომ ამდენ ხალხს ეხმარებით! ვერ ვიჯერებდი, რომ ამდენი კეთილი და მზრუნველი ადამიანი არსებობს; მაგრამ რომ დავინახე, რას აკეთებთ, ხალხს როგორ ეხმარებით, ჩემში იმედმა კვლავ გაიღვიძა, რომ შეიძლება, ჩემს შვილებსაც დაეხმარონ!

დიდი ხანია, რაც ასეთ რთულ მდგომარეობაში იმყოფებით?

გვანცა:იცით, 4 წლის წინ, რუსთავში ვცხოვრობდით, ჩემს მშობლებთან. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ, ჩემი ძმა დაქორწინდა და ბინაში ყველა ერთად უკვე ვეღარ ვეტეოდით. არ მინდოდა, ჩემი ოჯახის გამო, ჩემს ძმასა და დედაჩემს შორის განხეთქილება მომხდარიყო, ამიტომ საცხოვრებლად აქ გადმოვედით. ჩვენ იოსების ძმამ შეგვიკედლა, რისთვისაც მისი უზომოდ მადლიერები ვართ და მხოლოდ კომუნალურ გადასახადებს ვიხდით. 

სანამ დედაჩემთან ერთად ვცხოვრობდით, ჩემს შვილებს თბილი სახლი და სუფრაზე საჭმელი ჰქონდათ, მაგრამ მას შემდეგ, რაც გადმოვედით, ჩემმა ანგელოზებმა ბავშვობა დაკარგეს. მათ ცხოვრებაში სიხარული თითქმის აღარ დარჩა. მათაც ჩემსავით ეშინიათ, რომ ხვალ საჭმელი აღარაფერი გვექნება. იმ წუთის გახსენებაც კი  მეშინია და მრცხვენია, როდესაც იმდენად გაგვიჭირდა, რომ უფროსი გოგონასთვის (გვანცა ცრემლებს ძლივს იკავებს) თმის შეჭრა მოგვიწია. ვუთხარით, რომ ოჯახისთვის ასე იყო საჭირო. ღმერთო, წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რა თმა ჰქონდა!

სახელმწიფოსგან დახმარებას თუ იღებთ?

გვანცა:დიახ, ჩვენ სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ და სოციალურ დახმარებას ვიღებთ, რითიც საკვებისა და ყველაზე აუცილებელი ნივთების, მაგალითად, საფენების ყიდვას თუ ვახერხებთ. გადასახადების გადახდა უფრო და უფრო გვიჭირს. ბავშვებისთვის ტანსაცმელსაც კი ვერ ვყიდულობთ. როგორც წესი, მეზობლები ან უბრალოდ, კეთილი ადამიანები გვეხმარებიან. ყოველი ნივთისთვის მათი ისეთი მადლიერი ვარ! ახლა ზამთარიც დადგა და ბავშვებს სახლშიც კი ძალიან სცივათ. ნეტავ, ავად არ გახდნენ!

ვინ გეხმარებათ? იქნებ ნათესავები ან მეგობრები?

გვანცა:პანდემიამდე, დედაჩემი გვეხმარებოდა. ყოველთვის მოჰქონდა მაკარონი, ბრინჯი, ყველა საჭირო ნივთი; მაგრამ ახლა, რუსთავიდან აქ ჩამოსვლა შეუძლებელია, ასე რომ მისი მხარდაჭერის გარეშე დავრჩით. ბავშვებსაც ძალიან ენატრებათ... მაგრამ ერთი მეგობარი მყავს, რომელიც ჩვენზე ყოველთვის ფიქრობს. რამე ხორციანს თუ გააკეთებს, შეძლებისდაგვარად, ერთი ნაჭერი ჩემი ანგელოზებისთვისაც მოაქვს. ის რომ არა, ბავშვებს ხორცის გემო დიდი ხნის წინ დაავიწყდებოდათ. (გვანცა ცრემლიანი თვალებით საუბრობს).

აქ ჩემი ქმრის ძმამ შემოგვიშვა და ჩვენ მისი უზომოდ მადლიერები ვართ. ის რომ არა, არც კი ვიცი, რას ვიზამდით. ვერ წარმომიდგენია, რაიმე ფართის დასაქირავებელ ფულს საიდან მოვიტანდით.

სად ცხოვრობთ? თქვენი საცხოვრებელი პირობები აღგვიწერეთ.

გვანცა:ჩვენ პატარა მინაშენში ვცხოვრობთ. საითაც არ გაიხედები - ყველგან ბეტონია. ცოტა ხნის წინ, ძმამ არ მოინდომა, რომ მთავარი კარით გვესარგებლა და გვთხოვა, რომ ცალკე შესასვლელი გვქონოდა, ამიტომ, ჩემს მეუღლეს ერთი კედლის ამომტვრევა და მასში კარის ჩასმა მოუწია, რომელიც მეზობელმა მოგვიტანა და ძალიან თხელია. ასეთს, როგორც წესი, შენობის შიგნით, ოთახებს შორის იყენებენ, ასე რომ, იმაზე მეტად აცივდა, ვიდრე უწინ. ფანჯრებიც ძალიან თხელია, ტემპერატურა გარეთაც თითქმის იგივეა, რაც შიგნით.

ტექნიკაც გაფუჭებულია, სარეცხი მანქანა არ მუშაობს, ასე რომ იქ უბრალოდ ნივთებს ვაწყობ და შემდეგ, ხელით ვრეცხავ. მაგრამ რაც ყველაზე მეტად მაწუხებს, ღუმელია. ის თითქმის არ ათბობს და სახლში სითბოს შენარჩუნება სულ უფრო და უფრო გვიჭირს... ადრე, ბავშვებს ტელევიზორის ყურება უყვარდათ, მაგრამ ისიც გაფუჭდა, ძალიან ძველი იყო.

თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობა როგორია?

გვანცა:ისინი ავად ხდებიან, სულ სურდო და ხველება აწუხებთ. შარშან, დაახლოებით დეკემბერში, მთელი ჩვენი ოჯახი ავად გახდა, ყველას 40-მდე ტემპერატურა ჰქონდა და ყველანი სასწრაფო დახმარების მანქანით წაგვიყვანეს. ღმერთო! ის დღე არასდროს დამავიწყდება, როდესაც მე ერთ პალატაში ვიწექი, ჩემი უფროსი გოგონა კი მეორეში. მასთან დასარეკად ტელეფონი მომცეს, ის კი ყურმილში ტიროდა და მეუბნებოდა: „დედა, ვკვდები, მიშველე!“ (გვანცა ცრემლებს უკვე ვეღარ იკავებს.)

ჩემი პატარა... ის ისეთი განსაკუთრებულია... ბევრ ზრდასრულზე უკეთ ესმის ყველაფერი... ისე ცუდად იყო, სიკვდილი უნდოდა! ღმერთო, ამას მეორედ ნუღარ გადაატანინებ! ჩვენი გადმოსვლის შემდეგ, ძალიან შეიცვალა, საკუთარ თავში ჩაიკეტა. ამბობს კიდეც, რომ აღმზრდელისთვის გამარჯობის თქმა რცხვენია. ანანო რატომღაც დარწმუნებულია, რომ ის ყველაზე ცუდია... ჩემი გოგონა...

ახლა, ჩემი ჯანმრთელობაც ვერ არის მთლად სასურველ დონეზე. გული უფრო და უფრო ხშირად მტკივა, სუნთქვის უკმარისობა მაქვს. ანანოს, შარშანდელი ფილტვების ანთების შემდეგ, იმუნიტეტი დაუქვეითდა და უფრო ხშირად ავადმყოფობს. გამოკვლევები მარტო მე კი არა, ანანოსაც სჭირდება, მაგრამ ჯერჯერობით, თავს ამის უფლებას ვერ ვაძლევთ... არც ის ვიცი, როდის შევძლებთ...

თუ შეიძლება, მოგვიყევით, რამდენია თქვენი ყოველთვიური შემოსავალი? რაზე გყოფნით?

გვანცა: ჩვენ სოციალური დახმარება გვაქვს - თვეში 450 ლარი. ზოგჯერ, მეუღლეს შეიძლება გაუმართლოს და მაღაზიისთვის ან აფთიაქისთვის მანქანის ჩამოტვირთვა დაავალონ, მაგრამ ძირითადად, ამაში ფულს არ იღებს. ასე ვალებს ვფარავთ. აი, ახლაც, აფთიაქში 50 ლარის ვალი ჯერ კიდევ დაგვრჩა.

ასე რომ, 450 ლარი საჭმელზე - წიწიბურაზე, მაკარონზე, პურზე - და საფენებზე თუ გვყოფნის... და რა თქმა უნდა, კომუნალურ მომსახურებაზე. ზოგჯერ, ელექტროენერგიის გადასახადი 50 ლარი გამოდის.

– როგორ იკვებებიან თქვენი შვილები?

გვანცა: ვცდილობ, მათ ყველაფერი გავუკეთო, რაც ორგანიზმს სჭირდება. ძირითადად, წვნიანებს, ბორშჩს, ფაფებს ვუმზადებ. საბავშვო ბაღი ბავშვებისთვის ბურღულს და ცოტა საჭმელს გვაძლევს, ჩვენს მდგომარეობაში კი ესეც დიდი დახმარებაა. პურს თავად ვაცხობ. ფქვილის ყიდვა უფრო იაფია, ვიდრე მზა პროდუქტის. თან, ბავშვებსაც მოსწონთ. მათ ხორცი და თევზი ძალიან უყვართ, მაგრამ ხომ გესმით, ამის ფული საერთოდ არ გვაქვს.

ჩემი შუათანა ბიჭი სულ იოგურტს მთხოვს. ის მას „ბუტიტი“-ს ეძახის. ამბობს: „დედა, ბუტიტი მიყიდე“. მაგრამ მას რომ ვუყიდო, დანარჩენები? ასე რომ, არც ამით გამომდის მათი გახარება. არც ტკბილეულის ფული გვაქვს, ხანდახან საწუწნ კანფეტებს თუ ვიყიდი და ეგაა...

- მათ რას უსურვებთ?

გვანცა:მინდა, მათ ჯანმრთელობა და თბილი, მყუდრო სახლი ჰქონდეთ. ამისთვის ყველაფერს გავიღებ. იცით, როდესაც ანანო სულ რაღაც 3 წლის იყო, უზარმაზარი, ლამაზი სახლი დაინახა და ისტერიკა დაეწყო. მისი დამშვიდება ვერ მოვახერხეთ, ნევროპათოლოგთანაც კი მივიყვანეთ. ექიმი შეძრწუნებული იყო, ვერ იჯერებდა, რომ სამი წლის ბავშვს ნერვებთან დაკავშირებული ასეთი პრობლემები ჰქონდა. წამლების დანიშვნაც კი მოუწია (გვანცა სულ მთლად გაფითრდა). გესმით, რა ფაქიზი სული აქვს? 3 წლის ასაკშიც კი ესმოდა, რომ ჩვენი ოჯახი სხვებისგან განსხვავდება, რომ ჩვენ ცუდ პირობებში ვცხოვრობთ...

მეუღლე როგორ გაიცანით?

გვანცა:დაახლოებით რვა წლის წინ, ჩემმა მეგობარმა ამ სოფლის ბიჭზე იქორწინა, ამიტომ ქორწილში ჩამოვედი. ერთმანეთი აქ გავიცანით, შეგვიყვარდა…ის ისეთი თავაზიანი და მზრუნველი იყო. თავიდანვე ვიცოდი, რომ ფინანსური პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ის ყოველთვის მუშაობდა. იოსები ძალიან შრომისმოყვარეა. დავქორწინდით, საცხოვრებლად თბილისში გადავედით. პირველი ორი წელი შვილი არ გვყავდა, მაგრამ შემდეგ, უფალმა ანანო გვაჩუქა. არაფერი გვაკლდა, მაგრამ როდესაც მეტი შვილი შეგვეძინა, იოსებმა კი სამსახური დაკარგა, მაშინ ძალიან გაგვიჭირდა. 

ხალხის სიკეთის თუ გჯერათ?

გვანცა: როგორ არ უნდა მჯეროდეს, თუ ეს ის არის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში, გვშველის და ბედნიერ წუთებს გვჩუქნის.

მახსოვს, ერთხელ, ერთმა კაცმა ჩვენი ოჯახის შესახებ შეიტყო. მოვიდა და რამდენიმე კილოგრამი კარტოფილი, ლიმონათის შეკვრა და ცოტაოდენი ხორციც კი გვაჩუქა. ბავშვებს წვნიანი გავუკეთე. რა ბედნიერები იყვნენ! იმ დროისთვის, მათ უკვე დიდი ხანია, მსგავსი არაფერი ეჭამათ. იმ ადამიანის ისეთი მადლობელი ვარ... სულ რაღაც ერთი თვის წინ კი საჭმელი საერთოდ გაგვითავდა, არაფერი გვქონდა, ბავშვები მთელი დღე მშივრები იყვნენ. ჩემმა მეზობელმა ჩაისთვის პური და კარაქი მოგვცა... ამის შემდეგ, ხალხის სიკეთის როგორ არ უნდა გჯეროდეს?!

ხომ არ გინდათ, ჩვენს მკითხველებს მიმართოთ?

გვანცა:მჯერა, რომ კეთილი ადამიანები არსებობენ. მჯერა, რომ მათ ჩვენი დახმარება შეუძლიათ. ყოველდღე ვხედავ, თქვენს ვებ-გვერდზე ხალხი ჩვენნაირ ოჯახებს როგორ ეხმარება. ეს მაძლევს იმედს, რომ ჩემი შვილებიც განიცდიან ბედნიერებას იმ ყურადღების გამო, რასაც თქვენ ჩუქნით!  

ჩვენ თქვენი მადლობელი უკვე იმის გამო ვართ, რომ ყურადღება მოგვაქციეთ, მოხვედით, მოგვისმინეთ... ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.

თუ შეიძლება, მინდა, ბავშვებსაც გავესაუბრო

ანანო, დედამ შენზე ბევრი გვიამბო. შენ ისეთი ჭკვიანი ხარ! მითხარი, რაზე ოცნებობ?

ანანო (5 წლის): დიდ, ლამაზ სახლზე ვოცნებობ! საბავშვო ბაღში ხშირად იცინიან, ამბობენ, რომ მე ქვის სახლში ვცხოვრობ, მაგრამ ეს ხომ დროებითია, არა? დედა ამბობს, რომ ჩვენ ყველაფერი გვექნება, ოღონდ ჯერ არ იცის, როდის... მაგრამ დავიცდი.

გავიგე, რომ საბავშვო ბაღში დადიხარ. მოგწონს?

ანანო: საბავშვო ბაღი მიყვარს, იქ ყოველთვის ვმხიარულობთ და ვთამაშობთ. მასწავლებელი უკვე კითხვას გვასწავლის. მე ჯერ არ ვიცი, მაგრამ მალე ვისწავლო. მართლა! სწავლა მიყვარს. მასწავლებელი ამბობს, რომ ყველაფერს სწრაფად ვითვისებ!

ბაღში მეგობრები თუ გყავს?

ანანო: დიახ, ბევრი მეგობარი მყავს! ჩვენ სულ დედა-შვილობანას ვთამაშობ. მე უკვე ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. ზოგჯერ, ნატასაც ვუვლი, ხელში ამყავს. ის ისეთი პატარაა, მაგრამ მისი ხელში დაჭერა უკვე საერთოდ აღარ მეშინია.

რის კეთება გიყვარს?

ანანო: ძალიან მიყვარს ტელევიზორის ყურება, აი, ისეთის, wi-fi-ით. ჩვენ ტელევიზორი არ გვაქვს, მაგრამ ჩემს მეგობარს აქვს... კიდევ, ცეკვა მიყვარს, „ტიკ-ტოკიც“ მიყვარს. როგორც კი მუსიკა ირთვება, მაშინვე ვცეკვავ, როგორც მაშინ, ქორწილში! ძალიან სახალისო იყო!

უკვე იცი, თოვლის ბაბუასგან რა გინდა?

ანანო: ძალიან მინდა ბარბი და ტელევიზორი. ჩემს მეგობრებს ბარბი აქვთ და ახალ წელს, მათ კიდევ აჩუქებენ. მერე, მათთან თამაში მეც მინდა.

– შოთიკო, შენ რა გინდა?

შოთიკო (3 წლის): მე ბევრზე ბევრი ტკბილეული მინდა! მიყვარს კანფეტები და ბუტიტი (იოგურტი), ისეთი გემრიელია. მაგრამ დედას დიდი ხანია, აღარ უყიდია.

***

მეგობრებო, ამ ისტორიის წაკითხვის შემდეგ, ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, რომ გაჭირვებულ ხალხს არ დავეხმაროთ! მოდით, ვილოცოთ ამ ოჯახისთვის, ყველამ ერთად შევთხოვოთ უფალს, რომ ამ ოჯახის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალოს!

გადასარჩენად, მათ პატარა ოჯახს ძალიან სჭირდება: საკვები, სამედიცინო გამოკვლევა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა! დაეხმარეთ მათ გადარჩენაში! ჩათვალეთ, რომ ეს თქვენი ახლობლები არიან!

ყველაფერი ღმერთზე და ჩვენს მოწყალებაზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ, მათ თავად ეწვიოთ და პირადად დაეხმაროთ.

დაურეკეთ გვანცას, გაიგეთ ოჯახის საჭიროებების შესახებ, გაამხნევეთ და მხარი დაუჭირეთ მას, უთხარით, რომ ის მარტო არ არის და ჩვენ მათ გასაჭირში არ მივატოვებთ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მათი მისამართია: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. შინდისი. ტელეფონი:  599 70 08 52.

მეგობრებო, მარხვაშვილების ოჯახის დახმარების მიზნით, ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს საქველმოქმედო აქციას. როგორც იცით, ფონდის დახმარება ერთჯერადი არ არის. ქართველებმა ისე უნდა იცხოვრონ, როგორც ეს დედამიწაზე ყველაზე ამაყ ერს - ქართველებს შეეფერება!

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ.

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: მარხვაშვილების ოჯახი).

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, მარხვაშვილებისოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270


მსგავსი პროექტები: