გთხოვ, არ მომკლა!.. - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გთხოვ, არ მომკლა!..

page info icon
2021 იანვარი 21
„დედა ევედრებოდა და ცდილობდა, თავი ხელებით დაეცვა, როდესაც მამა მას ნაჯახით მივარდა“, - იხსენებს 12 წლის ნია და თვალებიდან ცხარე ცრემლები ეღვრება. გოგონას ცხოვრებაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა. საკუთარმა მამამ მისი დედა ნაჯახით, პირდაპირ მის თვალწინ მოკლა! გოგონა მაშინ სულ რაღაც 5 წლის იყო... და როგორ, გვითხარით, როგორ უნდა შეძლოს მან ამ სულიერი ტკივილით, ამ უმართავი საშინელებით ცხოვრება, რომელმაც იმ დღიდან მის პატარა, ბავშვურ გულში დაიბუდა?!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,789 ₾
( 134 დონორი )
დასრულებულია
„მე და ჩემმა მეუღლემ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ნიას ოჯახი ჰყოლოდა, რომ მას ეს გულის ტკივილი განელებოდა. რა თქმა უნდა, ის ვერ დაივიწყებს და ეს ტკივილიც ბოლომდე ვერ დაცხრება, მაგრამ მან უნდა იგრძნოს, რომ ჩვენ მის გვერდით ვართ, რომ ის უყვართ. იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რის გადატანა მოუწია!“ - სლუკუნით ტირის თამუნა (30 წლის). ამ სულის გამყინავი ამბის შემდეგ, გოგონაზე მეურვეობა სწორედ მან - პატარა ნიას დეიდამ აიღო... სიღარიბის და იმის მიუხედავად, რომ მას სამი საკუთარი შვილი ჰყავს, კეთილმა, მოსიყვარულე, მზრუნველმა და ჭეშმარიტად ქართველმა ქალმა  პატარა გოგონა გასაჭირში არ მიატოვა.

„თავი ძლივს გაგვაქვს, ფული საკვებზეც კი არ გვყოფნის, ბავშვებს ძველმანები აცვიათ... მაგრამ რა ვქნათ, რა გავაკეთოთ? ისინი ასეთ ცხოვრებას არ იმსახურებენ“, - ოხრავს საბრალო ქალი. სასოწარკვეთილებამდე მისულმა, მან ჩვენს ფონდს იმ იმედით მიმართა, რომ კეთილი ქართველები მის გასაჭირს გვერდს არ აუვლიან და მას დახმარების ხელს გაუწვდიან.

თამუნა, თუ შეიძლება, გვიამბეთ, ჩვენს ფონდში რა გასაჭირმა მოგიყვანათ?

თამუნა:მე და ჩემი მეუღლე ოთხ შვილს ვზრდით: გელას (2 წლის), მარიამს (8 წლის), ვერიკოს (10 წლის) და კიდევ, დისშვილს - ნიას (12 წლის).

შვიდი წლის წინ, ჩვენი დისშვილის, ნიას ცხოვრებაში საშინელი ტრაგედია დატრიალდა - დედამისი საკუთარმა ქმარმა მხეცურად მოკლა. ამის შემდეგ, მე და ჩემმა მეუღლემ ბავშვზე მეურვეობის აღება გადავწყვიტეთ. ის ჩვენს ოჯახში ასე აღმოჩნდა...

მდიდრულად არასდროს გვიცხოვრია. მეუღლე შრომობდა, სახლში მცირედი ფული შემოჰქონდა და თავი როგორღაც გაგვქონდა. ახლა კი... უკვე წელიწადნახევარია, რაც ის აღარ მუშაობს და ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, - სიღარიბეში ვცხოვრობთ. ოთხი ბავშვი... მათ, ყველაზე ცოტა, კვება და ჩაცმა სჭირდებათ... ჩვენ კი, გამკლავება საშინლად გვიჭირს. ფული იმისთვისაც კი არ გვაქვს, რომ მათ თუნდაც ნორმალური ფეხსაცმელი ვუყიდოთ. ამას ეს ონლაინ-სწავლებაც დაემატა, მათ კი, - სამს მხოლოდ ერთი მობილური ტელეფონი აქვს! გაკვეთილებზე დასწრება რიგრიგობით უწევთ. მაგრამ განათლების გარეშე - რანაირად?

თუ შეიძლება, თქვენი დისშვილის ამბავი უფრო დაწვრილებით რომ მოგვიყვეთ...

თამუნა:ეს ჩვენს ოჯახში მტკივნეული თემაა. ნია ამის შესახებ ზოგჯერ კი საუბრობს, მაგრამ მე თვითონ ვცდილობ, რომ ამ საკითხს არ შევეხო და არ შევახსენო... ბავშვთა ფსიქოლოგთან ძალიან დიდხანს ვატარებდით. სპეციალისტმა გვითხრა, რომ ის ძლიერი გოგოა და დროთა განმავლობაში, შეძლებს ამ სტრესის დაძლევას.

ჩემი ქმრის ნახევარ დას აწეწილი ოჯახი ჰქონდა. მისი ქმარი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, ქურდი, ყაჩაღი აღმოჩნდა... მან რამდენიმე წელი ციხეში გაატარა, ყაჩაღობისთვის, ხოლო როდესაც გამოვიდა, ნიას დედამ მას განქორწინება სთხოვა. ამან ის გააცოფა. საწყალი ქალი! მაშინ ის ხორცის მაღაზიაში მუშაობდა, იქაურობას ალაგებდა და ხუთი წლის შვილიც თან დაჰყავდა ხოლმე. ის მას დაუდარაჯდა, დაელოდა, ქალი მარტო როდის დარჩებოდა, ნაჯახი უკნიდან კისერში ჩაარტყა და როდესაც ის დაეცა, საქმე დანით დაასრულა... და ეს ყველაფერი - ბავშვის თვალწინ! იმის წარმოდგენაც კი მზარავს, ბავშვს რისი გადატანა მოუწია! ქალი მე და ჩემმა ქმარმა დავკრძალეთ. ნია კუბოსთან მიდიოდა, დედას ეფერებოდა, ესაუბრებოდა, ეგონა, რომ მას უბრალოდ სძინავს. ძნელი წარმოსადგენია, მის სულში დღემდე რა ხდება. მაგრამ ამ მოგონებების წაშლას მე არც ვცდილობ. სასაფლაო აქვეა, ახლოს. როდესაც ნია მეუბნება, რომ დედა ენატრება, მე მას ვუშვებ; ის საფლავზე სანთლებს ანთებს და დედას ესაუბრება... იქ, ყვავილებს ერთად ვრგავთ, „დედისთვის“... ის ყველას ძალიან გვიყვარს, ჩემი შვილებისთვის ის ღვიძლი დაა! მაგრამ დედას ვერავინ შეცვლის! (თამუნა ცრემლებს იწმენდს.)

მულთან ყოველთვის თბილი ურთიერთობა მქონდა. ისინი ჩვენთან სტუმრად ხშირად მოდიოდნენ. მე და ჩემს მეუღლეს გვინდოდა, ნია სრულფასოვან ოჯახში გაზრდილიყო, სიყვარულითა და მზრუნველობით გარშემორტყმული... მამამისი 9 წლით ჩასვეს. ნია ამბობს, რომ მას ის სძულს. ბავშვის მეურვეობისთვის განსაკუთრებულად არც არავინ იბრძოდა, ამიტომ ის ჩვენთან მარტივად წამოვიყვანეთ. იმ დროს, ჩემი უფროსი გოგონა ჯერ კიდევ სიარულს სწავლობდა. ისინი ერთად გაიზარდნენ, ღვიძლი დებივით.

მოგვიყევით, მომავალი მეუღლე როგორ გაიცანით?

თამუნა:იცით, ეს ალბათ ბედისწერა იყო. ჩვენ სხვადასხვა სოფლებიდან ვართ და ერთმანეთი სრულიად შემთხვევით გავიცანით. ერთმანეთი მაშინვე მოგვეწონა, არც ისე დიდხანს ვხვდებოდით და მალევე დავქორწინდით. რაც არ უნდა რთული ყოფილიყო, ეს არასდროს მინანია. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა. ჩემი დედამთილი ოსეთიდან არის და როდესაც კონფლიქტი მოხდა, მას ოჯახის მიტოვება და წასვლა მოუწია. ვლადიმერი მაშინ 15-16 წლის იყო. ოჯახი ძალიან ღარიბულად ცხოვრობდა, მამა-შვილი ფულს შეძლებისდაგვარად შოულობდა. მაგრამ ხომ გესმით, სოფელში რა სამუშაოა? როდესაც დავქორწინდით, სახლი საშინელ მდგომარეობაში იყო. რამდენიმე წელი ძალიან გვიჭირდა. შემდეგ, მეუღლემ ბენზინგასამართ სადგურზე დაიწყო მუშაობა. ცოტას კი შოულობდა, მაგრამ ფული მაინც ფულია. შევძელით, სახლი წესრიგში ცოტათი მაინც მოგვეყვანა. ახლა კი, ის კვლავ სამსახურის გარეშე დარჩა, სხვა სამსახურის შოვნას ვერაფრით ახერხებს, მაგრამ ცხოვრება ხომ გვინდა? სოციალური დახმარება საშინლად არ გვყოფნის. მრავალშვილიან ოჯახად არ გვაღიარეს, რადგან ნია ჩემი ღვიძლი შვილი არ არის... ახლა, ბავშვების გამოსაკვებად ფაქტობრივად არაფერი გვაქვს. ისინი ფეხშიშველები დადიან! სწავლაზე აღარაფერს ვიტყვი....

სოციალური დახმარება - სულ ეს არის მთელი თქვენი შემოსავალი?

თამუნა:დახმარება და მამამთილის პენსია - სულ ეს არის. მამამთილი უკვე ასაკშია, ხან წნევა აწუხებს, ხან ერთი ასტკივდება, ხან მეორე. მუდმივად წამლები სჭირდება...დარჩენილი თანხა ყველაზე იაფფასიან პროდუქტებზე - ჩაიზე, პურზე, ლობიოზე და კარტოფილზე ძლივს გვყოფნის. წინა თვეში, გადაუხდელობის გამო, გაზი საერთოდ გაგვითიშეს.

– არავინ გეხმარებათ? მშობლები ან ნათესავები?

თამუნა:მამაჩემი, 10 წლის წინ, ინსულტით გარდაიცვალა. დედა მარტო დარჩა... თავად მასაც ძალიან უჭირს, მაგრამ ის მაინც ცდილობს, სურსათი მაინც გამოგვიგზავნოს. ჩემი ძმა საკუთარ ოჯახს ძლივს არჩენს. ჩემს ქმარს სამსახური სწორედ მან აშოვნინა. მისი წყალობით იყო, რომ ოთხი წელი, ასე თუ ისე, ნორმალურად ვიცხოვრეთ...

დახმარებისთვის ვინმესთვის თუ მიგიმართავთ? მაგალითად, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის?

თამუნა:ვის აღარ მივმართე... მისმენენ, თავს მიქნევენ - და სულ ეს არის! არანაირი დახმარება! მხოლოდ სოციალური შემწეობა... და აი, ცოტა საკვებიც მოგვიტანეს - პანდემიიდან გამომდინარე.

რისი გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?

ამუნა:ჩვენ ძალიან მორწმუნე ოჯახი ვართ და უფლის სიყვარულს ბავშვებსაც ვუნერგავ. ეკლესიაში სიარული, სამწუხაროდ, ახლა იშვიათად გამომდის, რადგან ბავშვებთან ერთად რთულია, განსაკუთრებით პატარასთან ერთად; მაგრამ სახლში, ჩემი სიტყვებით, ყოველთვის ვლოცულობ. უფალს ვევედრები, რომ მათ გაზრდაში და ფეხზე დაყენებაში დამეხმაროს, რომ მათ ყველაფერი კარგად ჰქონდეთ... მათშია მთელი ჩემი ცხოვრება!

თამუნა, უცხო ადამიანთა სიკეთის თუ გჯერათ?

თამუნა:რა თქმა უნდა! ყოველთვის, როდესაც იმედი თითქმის მეწურება, ვიღაც ჩნდება, ვინც მზად არის, დახმარების ხელი გამოგვიწოდოს. ხან საჭმელი მოაქვთ, ხან ბავშვებისთვის ტანსაცმელს გვჩუქნიან. ისე, საქართველოში მოძმეებს მარტო არასდროს ტოვებენ... თქვენი ფონდი ამის ნათელი მაგალითია. თქვენს „ფეისბუქ“-გვერდს თვალყურს ყურადღებით ვადევნებ. თქვენ იმდენ გაჭირვებულს ეხმარებით, მათ ცხოვრებას უკეთესს ხდით და თქვენს მკითხველებს შესაძლებლობას აძლევთ, მოძმეს არა მხოლოდ ფინანსურად, არამედ მორალურადაც დაეხმარონ...

თუ შეიძლება, თქვენი შვილების შესახებ მოგვიყევით. სკოლაში და საბავშვო ბაღში თუ დადიან?

თამუნა:ყველა დედისთვის მისი შვილები მსოფლიოში საუკეთესოები არიან... და რა თქმა უნდა, ჩემთვისაც. ისინი ჩემი სინათლის სხივები არიან, ჩემი ცხოვრების აზრი. გოგოები - სამივენი კარგად სწავლობენ, არ ზარმაცობენ და მათით ვამაყობ. ნია ძალიან მუსიკალურია, მას შესანიშნავი ხმა და სმენა აქვს. ერთი ეგაა, მხედველობა ძალიან გაუფუჭდა. ექიმმა თქვა, რომ ეს ნერვიულობის ნიადაგზე მოხდა. მას სათვალეც კი გამოუწერეს, მაგრამ ის შემთხვევით გატყდა, ახლის ყიდვის საშუალება კი არ გვაქვს. ყველანი მშვენივრად ხატავენ, ფერადი ქაღალდებისგან სხვადასხვა ნაკეთობას აკეთებენ. გელა ჯერ კიდევ ძალიან პატარაა. არ ლაპარაკობს და საფენებს ჯერ ვერ გადავაჩვიე. არ უნდა, განწირული ხმით ყვირის, ამიტომ საბავშვო ბაღში ჯერ არ დამყავს. ზაფხულში ვეცადე, სოფლის მეურნეობაში მემუშავა, მიწის ნაკვეთებზე ვშრომობდი, უფროსი შვილები კი მას უვლიდნენ. მაგრამ გული მაინც მეწურებოდა. ისინი ჯერ სულ მთლად ბავშვები არიან.

თუ შეიძლება, მათაც გავესაუბრები. ნია, შენ ყველაზე უფროსი ხარ, მოდი, შენით დავიწყოთ. კარგად სწავლობ? ყველაზე მეტად რომელი საგანი გიყვარს?

Ния (12 წლის):სკოლა ძალიან მიყვარს. ყველაზე მეტად მათემატიკა და ბიოლოგია მომწონს. რომ გავიზრდები, ექიმი გავხდები...

რატომ მაინცდამაინც ექიმი?

ნია: მინდა, ხალხს ვუმკურნალო და სიკვდილს გადავარჩინო... მკურნალობა რომ მცოდნოდა, დედაჩემს გადავარჩენდი...

– ერთ კითხვას დაგისვამ. თუ არ გინდა, არ მიპასუხო. მესმის, რომ გული გტკივა და ძალიან მინდა, შენ და შენს ოჯახს დაგეხმაროთ. იმ დღის შესახებ რამე თუ გახსოვს?

ნია: მახსოვს. მამა დედას უკნიდან მიეპარა და ნაჯახი ჩაარტყა. ის სახეზე ხელებს იფარებდა და სთხოვდა: „გთხოვ, არ მომკლა...“

(პაუზა. გოგონას ლაპარაკი აღარ შეუძლია, მე კი გულში თავს ვკიცხავ, რომ მას მოგონებები გავუღვიძე.)

– ალბათ ძალიან გენატრება, ჩემო კარგო... მაგრამ ხომ იცი, დედა ზეციდან გიყურებს. შენ მას ძალიან უყვარხარ და ყოველთვის გიცავს! ნია, რაზე ოცნებობ?

ნია:ვოცნებობ, კარგი ექიმი გავხდე... ამისთვის, სწავლაა საჭირო. ვირუსის გამო, ახლა სკოლაში სიარული არ შეიძლება და ძალიან განვიცდი. ჩვენ მხოლოდ ერთი ტელეფონი გვაქვს და გაკვეთილების გაცდენა ხშირად გვიწევს. აი, კომპიუტერი რომ გვქონდეს...

ვერიკო (10 წლის):ყველანი კარგად ვსწავლობთ! მეც, ნიაც და მარიამიც! მათემატიკა ყველას ძალიან გვიყვარს, ძალიან გვიადვილდება. მე კი, მაგალითად, ისტორიაც მიყვარს. ჩემთვის ეს საინტერესო საგანია!  

ვერიკო, რომ გაიზრდები, შენ ვინ გამოხვალ?

ვერიკო:მე მოდელი გავხდები! ისინი ისეთი ლამაზები არიან... და მათ ბევრი ლამაზი ტანსაცმელი აქვთ! მეც მინდა. თორემ, უკვე ყველაფერი დამიპატარავდა...

მარიამი (8 წლის):მე კი ტელეწამყვანი გავხდები! ისინიც ძალიან ლამაზები არიან! მინდა, ტელევიზორში მაჩვენებდნენ და დედა ჩემით ამაყობდეს. ამბობდეს: „აი, ჩემს გოგონას აჩვენებენ!“

– რა ჭკვიანი გოგონები ხართ! დედას თუ ეხმარებით?

ვერიკო: რა თქმა უნდა! ვალაგებთ და პატარა გელას ვუვლით!

– გოგოებო, თქვენ რაზე ოცნებობთ?

ვერიკო: ვოცნებობ, საკუთარი მობილური ტელეფონი მქონდეს, რომ გაკვეთილებს უპრობლემოდ ვესწრებოდე. თორემ, სამს ერთი - დედის ტელეფონი გვაქვს. კიდევ, ახალი ტანსაცმელის მინდა...

მარიამი: ვოცნებობ, პატარა მაღვიძარა მქონდეს, რომ რეკავდეს და დილაობით მაღვიძებდეს!

რატომ მაღვიძარა? რატომ თოჯინა არა?

მარიამი:თოჯინები დიდად არ მიყვარს, თან არც გვაქვს. უფრო ხშირად დამალობანას ვთამაშობთ, ან ფერადი ქაღალდებისგან რაღაცებს ვაკეთებთ.

თამუნა, რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

თამუნა:მე მხოლოდ ერთ რამეზე ვოცნებობ, რომ ჩემს შვილებს ყველაფერი კარგად ჰქონდეთ; რომ გული არ მტკიოდეს იმის გამო, რომ მათ ტანსაცმელი ან საჭმელი არ აქვთ. სიგიჟემდე მინდა, რომ გაიზარდონ, წარმატებულები გახდნენ, მიზნებს მიაღწიონ და მათი ოცნებები ახდეს!

– როგორ ფიქრობთ, სახლში, პირველ რიგში, რა გჭირდებათ?

თამუნა: მშვენივრად მესმის, რომ ახლა ყველას უჭირს... არასდროს არავის შევაწუხებდი, რომ არა ბავშვები. მათ თვალებში როგორ ვუყურო, როდესაც ისინი მუდმივად ცუდად იკვებებიან, როდესაც მათთვის ზამთრის ფეხსაცმლის ყიდვაც კი არ შემიძლია და ამის გამო, სასეირნოდ კარგ ამინდშიც კი არ ვუშვებ? როდესაც ისინი ძველმანებით დადიან, სწავლა სურთ, მე კი მათ ამ შესაძლებლობას ვერ ვაძლევ...

– პირადად თქვენთვის - რა გჭირდებათ ყველაზე მეტად?

თამუნა: ჩემთვის რაიმეს თხოვნა ძალიან მიჭირს... მაგრამ რადგან მეკითხებით - ძალიან მჭირდება სარეცხი მანქანა. შვიდი კაცის ტანსაცმლის ხელით რეცხვა აუტანელია. ეს დიდ დროს და ძალისხმევას მართმევს, ბავშვები კი ჯერ პატარები არიან. მათ ახლა, ყველაზე მეტად, ჩემი ყურადღება სჭირდებათ...

  – ჩვენს ფონდს ბევრი კეთილი მეგობარი ჰყავს. დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი გაგიგებენ და გამოგეხმაურებიან...

  თამუნა:ვიცი, რომ ამ სამყაროში ბევრი კეთილი ადამიანია, განსაკუთრებით კი - საქართველოში. მე დახმარებას ჩემთვის კი არა, ჩემი შვილებისთვის ვითხოვ. ისინი ამდენ გაჭირვებას არ იმსახურებენ!


***

  მეგობრებო, ჯოჯიშვილების ოჯახს ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდება. მათ დიდძალი მწუხარება გამოიარეს, 12 წლის ნიამ კი ისეთი ტანჯვა გადაიტანა, რომ წარმოდგენაც კი საშინელებაა. ოჯახში ოთხი ბავშვი იზრდება. ყველა მათგანს ნორმალური კვება, ტანსაცმელი და სწავლის შესაძლებლობა აკლია. პატარა ნიას ძალიან სჭირდება ჩვენი მხარდაჭერა - როგორც ფინანსური, ასევე, მორალური. და ჩვენ, როგორც კეთილი ქრისტიანები, უბრალოდ ვალდებულები ვართ, რომ მას ამ სულიერი ტრავმის დაძლევაში დავეხმაროთ და მძიმე ცხოვრება გავუფერადოთ.

  ჯოჯიშვილების ოჯახს ძალიან სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება: საკვები პროდუქტები, საფენები, საბავშვო ტანსაცმელი, სარეცხი მანქანა. ბავშვებისთვის უბრალოდ ძალიან სჭირდებათ კომპიუტერი, რომ ისინი სკოლის პროგრამას საბოლოოდ არ ჩამორჩნენ. 

  შეგიძლიათ, ჯოჯიშვილების ოჯახს თავად ეწვიოთ და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ მათ. მისამართი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. მეჯვრისხევი

  ან დაურეკეთ თამუნას და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელეფონის ნომერი: 597 71 08 23.

  და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახისგასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, უფლის სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

  მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება:ჯოჯიშვილების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად,უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, ჯოჯიშვილების ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: