რომ მოვკვდე, ამის შესახებ ვერავინ გაიგებს... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

რომ მოვკვდე, ამის შესახებ ვერავინ გაიგებს...

page info icon
2021 იანვარი 27
„მთელი ცხოვრება ვმუშაობდი, გადარჩენისთვის ვიბრძოდი... ამ წყეულმა სენმა კი გამტეხა და ლუკმა პურის შოვნის შესაძლებლობა წამართვა“, - მძიმედ ოხრავს ლელა (51 წლის). 43 წლის ასაკში, როდესაც საბრალო ქალი მშენებლობაზე მუშაობდა, მას თავში დიდი ფიცარი დაეცა. მალე მას ინსულტმა დაარტყა... მეტყველების უნარი ლელას დიდი ხნით ჰქონდა წართმეული. შედეგად ის შშმ პირია, ერთი ნაქირავები ბინიდან მეორეში დახეტიალობს, საშინელ პირობებში ცხოვრობს და მარტოობით, შიმშილითა და სიცივით იტანჯება... მას საერთოდ არავინ ჰყავს, ვისაც ის დახმარებისთვის მიმართავდა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,771 ₾
( 129 დონორი )
დასრულებულია

„ღმერთმა ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე შემინარჩუნა და ამისთვის მისი მადლობელი ვარ! - პირჯვარს იწერს ლელა. - სირთულეებს დიდი ხანია შეჩვეული ვარ... ბედი არასდროს მანებივრებდა.“

ჩვენ მას უბადრუკ, მუდმივად გაყინულ, პატარა ბინაში ვესტუმრეთ, რომელშიც საძინებელიც ეტევა, სამზარეულოც და აბაზანაც... საბრალო ქალმა თავისი სევდიანი ამბავი გაგვიზიარა.

ლელა: თითქმის მთელი ცხოვრება მარტო ვარ, სიცოცხლეს ვეჭიდები და ვცდილობ გადავრჩე. რვა წლის წინ ინსულტი დამემართა... მადლობა კეთილ მეზობლებს, რომ დროულად მიპოვეს, ჩემი საავადმყოფოში წაყვანა მოასწრეს და გადამარჩინეს. ლაპარაკი საერთოდ არ შემეძლო, მეგონა, მოვკვდებოდი... ექიმები, გაუთავებელი პროცედურები, ნემსები... მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი ცხოვრება უწინდებური აღარასოდეს იქნება. მე შშმ პირის სტატუსი მივიღე. მეტყველების სრული აღდგენა შეუძლებელია და ფიზიკური შრომაც მეკრძალება. ახლა მხოლოდ სოციალური დახმარებით ვარსებობ, ამ სადგომში ვცხოვრობ და ყოველი ახალი დღის დადგომას შიშით ველოდები... ჩემი ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს: მარტოობა, სიცივე და შიმშილი. დღემდე ცოცხალი კეთილი მეზობლების წყალობით ვარ, რომლებსაც ვეცოდები და დროდადრო სადილით მიმასპინძლდებიან, ტანსაცმელს მაძლევენ...

როგორ მოხდა, რომ ნაქირავებ ბინაში სრულიად მარტო აღმოჩნდით?

ლელა:მე მძიმე ცხოვრება მქონდა... და სიმართლე გითხრათ, გახსენებაც კი არ მსურს... ინსულტის შემდეგ, ჩემს მეხსიერებაში ბევრი რამ წაიშალა და ალბათ, ასეც სჯობს... მე სოფელ ნიჩბისში დავიბადე, ძალიან ღარიბ ოჯახში. სანამ სხვა ბავშვები სკოლაში დადიოდნენ, მე წერაქვს და ნიჩაბს არ ვაგდებდი ხელიდან. ძალიან მძიმე ცხოვრება გვქონდა... შემდეგ, ჩემი ძმა დაქორწინდა. ხომ გესმით, ახალგაზრდა ოჯახი, პატარა სახლი... გადავწყვიტე, რომ ისინი ზედმეტად აღარ შემეწუხებინა და სამუშაოდ თბილისში წამოვედი. ჩემი წილი მიწის ნაკვეთი გავყიდე და აქ ერთოთახიანი ბინა ვიყიდე. საბედნიეროდ, იმ დროს ბინები საკმაოდ იაფი ღირდა. მაშინ 30 წლის ვიყავი. მშენებლობაზე ვმუშაობდი, შემოსავალი საარსებოდ მყოფნიდა. ყველაზე მძიმე, მამაკაცურ საქმესაც კი ვეჭიდებოდი... როგორც ჩანს, ჯანმრთელობა სწორედ იქ შემერყა... ზედიზედ ორი ოპერაცია გამიკეთეს: ჯერ საკვერცხის კისტა ამომკვეთეს, შემდეგ - ბრმა ნაწლავი. მაგრამ რაღაც არასწორად განვითარდა და სეფსისი დამეწყო. მკურნალობა დიდძალ ფულს მოითხოვდა, ამიტომ ბინის გაყიდვა მომიწია. ოჰ, როგორ დამენანა, მაგრამ თავი როგორმე ხომ უნდა გადამერჩინა?! ღვთის წყალობით, გამოვძვერი. მშენებლობაზეც კი დავბრუნდი, მაგრამ მას შემდეგ, უკვე 14 წელია, ბინას ვქირაობ.

ლელა, ინსულტი როგორ დაგემართათ?

ლელა:როგორც გითხარით, ავადმყოფობის შემდეგ, მშენებლობაზე მუშაობას დავუბრუნდი, იქ კი თავზე დიდი ფიცარი დამეცა. თვალებიდან ნაპერწკლები გამცვივდა... ცხადია, საშინლად მეტკინა, მაგრამ იმ დროს ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ოსტატები იცინოდნენ კიდეც, რა მაგარი თავი გქონიაო; მაგრამ ზუსტად რამდენიმე დღის შემდეგ, დილით ადრე, ინსულტი დამემართა. არ ვიცი, დაკავშირებულია თუ არა ეს იმ დარტყმასთან... დილაადრიან, მეზობელმა ყავის დასალევად შემოიარა და აღმოაჩინა, რომ საწოლზე ვიწექი, ერთ სიტყვასაც ვერ ვამბობდი, სხეულის მარჯვენა მხარე და ხელ-ფეხი კი დადამბლავებული მქონდა. მან დასახმარებლად მეზობლებს დაუძახა და საავადმყოფოში მათ წამიყვანეს. ფაქტობრივად, სიკვდილისგან მიხსნეს. ღმერთმა მათ ჯანმრთელობა მისცეს!

ამჟამად რაიმე წამალს თუ სვამთ? ნუთუ უკვე აღარაფრის გამოსწორება შეიძლება? რას ამბობენ ექიმები?

ლელა: სამწუხაროდ, ჩემი მდგომარეობა უიმედოა. მადლობა ღმერთს, ლაპარაკი როგორღაც მაინც შემიძლია! არადა, ხომ შეიძლებოდა, მუნჯი დავრჩენილიყავი?! ეს სიკვდილის ტოლფასია! მთელი დღეები ისედაც სრულიად მარტო ვარ, მაგრამ გამოლაპარაკება მეზობლებთან მაინც შემიძლია. მეტყველების უნარიც რომ წამრთმეოდა... ამის წარმოდგენაც კი არ მსურს... მთელი უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ მუშაობა უკვე აღარ შემიძლია, სოციალური დახმარება კი საშინლად არ მყოფნის.

და თქვენი ოჯახი - სოფელში რომ გყავთ, არაფრით გეხმარებათ?

ლელა:ოჰ, რას ამბობთ?! დედა ინფარქტით რამდენიმე წლის წინ გარდამეცვალა, მამა - შშმ პირია. ჩემს ძმას საკუთარი საზრუნავიც ბევრი აქვს, ნეტავ როგორმე თავისი ოჯახის გამოკვება შეძლოს...

ლელა, კადნიერი შეკითხვისთვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ ოჯახი რატომ არ შექმენით? რატომ არ გათხოვდით?

ლელა: რაღაცნაირად არ გამოვიდა… ისეთი ადამიანი არ შემხვედრია, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრების გატარებას ვისურვებდი. გადარჩენისა და ლუკმა-პურის შოვნის გაშმაგებულ მცდელობებში წლები გავიდა. მერე ავად გავხდი... როდესაც გამახსენდა, პირადი ცხოვრების მოწყობა უკვე გვიანი იყო...

რა თქმა უნდა, 20 წლის წინ დედაქალაქში რომ ჩამოვედი, ასეთ ბედზე არ ვოცნებობდი, მაგრამ რა ვიზამთ? რაც მოხდა, მოხდა.

დახმარებისთვის ხელისუფლებისთვის თუ მიგიმართავთ?

ლელა:ამ პატარა ოთახში მერია 180 ლარს იხდის. როგორც შშმ პირს - დახმარების სახით 140 ლარს მაძლევს და კიდევ 50 ლარს - როგორც სოციალურად დაუცველს. სულ ეს არის. ყველა სახელმწიფო უწყებაში დიდხანს, დიდხანს ვიარე.ვთხოვდი ჩემთვის თუნდაც ერთი პატარა ოთახი გამოეყოთ. რიგში ჩამწერეს, მაგრამ მას შემდეგ, მათგან აღარაფერი მსმენია... მე მხოლოდ ნორმალურ პირობებს ვითხოვ - იმ თანხაში, რასაც მიხდიან, ამ სადგომზე უკეთესის მოძებნა შეუძლებელია! აქ სულ რაღაც რვა კვადრატული მეტრია - საძინებელიც აქ მაქვს, სამზარეულოც და აბაზანაც! საშინელი სიცივეა. ზამთარში ვცდილობ ბუნებრივი აირით გავთბე, მაგრამ ასე ალბათ მალე მოვიწამლები... გადასახადებიც უზომოდ დიდი მოდის.

ლელა, თქვენი სოციალური დახმარება რაზე გყოფნით?

ლელა:იმაზე, რომ შიმშილით არ მოვკვდე. წამლების ყიდვა მიწევს და მხოლოდ პურის ფული მრჩება... მეზობლები რომ არა... მათ თვითონაც უჭირთ, მაგრამ მაინც ცდილობენ უყურადღებოდ არ დამტოვონ: ხან საჭმელი შემოაქვთ, ხან ტანსაცმელს მაძლევენ. რაც მაცვია, ყველაფერი სხვისი ნაქონია. აღარც კი მახსოვს, ბოლოს რაღაც როდის ვიყიდე.

უფლის გწამთ?

ლელა:რა თქმა უნდა! მე ეკლესიაშიც დავდივარ და სახლშიც ვლოცულობ. უფალი მოწყალეა, მან მე სიცოცხლე შემინარჩუნა... და ეს არის მთავარი! ხომ შეიძლებოდა ახლა მკვდარი ვყოფილიყავი?.. როგორც არ უნდა გიჭირდეს, სიცოცხლე ძვირფასია, სიკვდილი არავის უნდა... მე უფლის მადლობელი ვარ, რომ მისი წყალობით გარდაუვალ სიკვდილს გადავურჩი!

ლელა, გაცვეთილი შეკითხვაა, მაგრამ რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

ლელა:საკუთარი კუთხე რომ მქონდეს და ნაქირავებ ბინებში აღარ დავეხეტებოდე, მე სხვა არაფერი მინდა. მშვიდი ცხოვრება მსურს... და... ჯანმრთელობა. მესმის, რომ მისი დაბრუნება შეუძლებელია, მაგრამ მე ჩემს ოცნებებში ისევ ჯანმრთელი და შრომისუნარიანი ვარ... (ბრუნდება, ცრემლებს მალავს.)

თქვენი აზრით, პირველ რიგში რა გჭირდებათ?

ლელა:სურსათი. ჩემი ყველაზე დიდი პრობლემა ეს არის. სოციალური დახმარება არ მყოფნის, თავი ჩაიზე, პურზე და წიწიბურაზე გამაქვს... ძალიან მჭირდება მაცივარი, რადგან ზოგჯერ მეზობელს სადილი შემოაქვს, რომელსაც ერთი-ორი დღე სიამოვნებით გავიწვდენდი, მაგრამ შესანახი ადგილი არსად მაქვს. ყველაფერი მჟავდება. უბრალო წვნიანიც რომ გავაკეთო, გაფუჭდება. ძალიან მინდა ელექტრო გამათბობელი, თორემ ამ გაზქურის გამო ჩემს პატარა ოთახში სუნთქვა უბრალოდ შეუძლებელია... ტანსაცმელი, ფეხსაცმელი... ოცნებებს შევყევი. მაპატიეთ, ღვთის გულისათვის!..

ლელა, ჩვენი ფონდის შესახებ როგორ შეიტყვეთ? ჩვენთან დაკავშირება რატომ გადაწყვიტეთ?

ლელა: სოციალური ქსელებიდან და მეზობლებმაც მირჩიეს; მითხრეს, რომ თქვენ ნამდვილად ეხმარებით მათ, ვინც გასაჭირში აღმოჩნდა. უკიდურესი საჭიროება რომ არა, ცხოვრებაში არავის შევაწუხებდი... მე თქვენი მადლობელი უკვე იმისთვის ვარ, რომ მოხვედით და მომისმინეთ. ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ თქვენც და თქვენი ფონდის დიდსულოვან მეგობრებსაც!


***

    მეგობრებო, ჩვენს თანამემამულეს, ლელა ოსეფაშვილს ბედი სასტიკად მოექცა. იგი სნეული და მარტოხელაა, მას პურის ფულის შოვნის შესაძლებლობა არ აქვს. ის პაწაწინა ოთახში ცხოვრობს, ყოველგვარი კეთილმოწყობის გარეშე და მხოლოდ ერთ რამეზე - გემრიელად და მაძღრისად ჭამაზე ოცნებობს... მსგავსი ფუფუნება მისთვის მიუწვდომელია.

    ლელა ოსეფაშვილს უკიდურესად ესაჭიროება საკვები და წამლები. ასევე, მას ძალიან სჭირდება მაცივარი და გამათბობელი.

    შეგიძლიათ  ლელა ოსეფაშვილი თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ მას.  მისამართი: თბილისი, ნაძალადევის რაიონი, საყვირის ქ. 15

ან დაურეკეთ ლელას და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელეფონის ნომერი: 557 76 18 83.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის უბედურების შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, ვისაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლია. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, უფლის სიყვარული დავამტკიცოთ საქმით და არა სიტყვებით!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია: 

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება:ლელა ოსეფაშვილი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად,უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით,ლელა ოსეფაშვილსაც გავუმართოთ ხელი, უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს– 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: