პროექტის რეპორტი რომ მოვკვდე, ამის შესახებ ვერავინ გაიგებს... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

რომ მოვკვდე, ამის შესახებ ვერავინ გაიგებს...

page info icon
2021 იანვარი 27
page info icon
1462
„მთელი ცხოვრება ვმუშაობდი, გადარჩენისთვის ვიბრძოდი... ამ წყეულმა სენმა კი გამტეხა და ლუკმა პურის შოვნის შესაძლებლობა წამართვა“, - მძიმედ ოხრავს ლელა (51 წლის). 43 წლის ასაკში, როდესაც საბრალო ქალი მშენებლობაზე მუშაობდა, მას თავში დიდი ფიცარი დაეცა. მალე მას ინსულტმა დაარტყა... მეტყველების უნარი ლელას დიდი ხნით ჰქონდა წართმეული. შედეგად ის შშმ პირია, ერთი ნაქირავები ბინიდან მეორეში დახეტიალობს, საშინელ პირობებში ცხოვრობს და მარტოობით, შიმშილითა და სიცივით იტანჯება... მას საერთოდ არავინ ჰყავს, ვისაც ის დახმარებისთვის მიმართავდა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,771 ₾
( 129 დონორი )
დასრულებულია

„ძალიან გამიმართლა!..“

„მეგონა მარტოობაში ამომხდებოდა სული... მაგრამ ფონდი ექიმების და ანალიზების საკითხის მოგვარებაში დამეხმარა. მთელი საქართველო ჩემს ახალ ოჯახად იქცა! ძალიან ბედნიერი ვარ! გულში იმდენი სითბო მაქვს, იმდენი რამის თქმა მინდა ყველასთვის, - ყველასთვის, ვინც ჩემს გასაჭირს გამოეხმაურა! მე ახლა ოჯახი მყავს! თანაც ამხელა! მთელი საქართველო!“

ჩვენი მკითხველები მართლაც რომ სულის მკურნალები არიან! მტკიცებულება გჭირდებათ? აი, ბატონო!

უბრალოდ შეხედეთ ლელა ოსეფაშვილს! ნეტავ მასში იმ საბრალო, ნამტირალევ ქალს თუ ამოიცნობთ, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაგაცანით? https://chernovetskyifund.ge/ge/projects/680-osepashvili

ლელამ თავისი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტში - ოპერაციისა და საეჭვო ონკოლოგიური დიაგნოზის შემდეგ მოგვმართა.

მას ცხოვრება არასდროს ინდობდა: ქალი ადრეული ასაკიდანვე დაუღალავად შრომობდა, რადგან არ უნდოდა ოჯახს ზედმეტ ტვირთად დაწოლოდა; ნებისმიერ, ყველაზე რთულ, კაცურ საქმესაც კი ეჭიდებოდა და მთელი ძალებით ცდილობდა გადარჩენას. ლელას იმის დროც კი არ ჰქონია, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე ეზრუნა და პირადი ცხოვრება მოეწყო. ამ ყველაფრის გარდა, მას ათასი უბედურება სდევდა თან: თავის უმძიმესი ტრავმა, ინსულტი, მეტყველების უნარის დაკარგვა...

მაგრამ თქვენ, ჩვენო საოცარო მკითხველებო, ბევრი რამის გაკეთებას ახერხებთ! თქვენ შეგიძლიათ ადამიანები სიყვარულით, ალერსით, მზრუნველობით, სიკეთით და სითბოთი გარდასახოთ... და ასეთი გარდასახვა ლელამაც გაიარა.

დაათვალიერეთ სურათები და ლელასთან ერთად თქვენც გაიხარეთ. ეს ქალი დღეს თქვენი სიკეთის წყალობით იღიმის, - ალბათ სიღარიბესა და მარტოობაში გატარებული მრავალი წლის განმავლობაში პირველად.

„თქვენი დაკარგვა არ მინდა - კავშირზე ვიყოთ.“

- ლელა, თქვენი ახალი განწყობა და ღიმილი ძალიან მოგვწონს. ჯერ არ გვიკითხავს, რა ცვლილებები მოხდა თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ცხადია, რომ მოხდა...

ლელა: რა კარგია, რომისევ მოხვედით! ისე გელოდით!.. ჩემში შინაგანი ცვლილებები მოხდა: მრავალი წლის განმავლობაში პირველად ვიგრძენი, რომ მარტო აღარ ვარ და გულიდან თითქოს ლოდი მომეხსნა; რაღაცნაირად დავმშვიდდი. ჩემს დასახმარებლად სწორედ იმ დროს მოხვედით, როცა მეგონა, რომ უკანასკნელი იმედი დავკარგე. თქვენ მე გადამარჩინეთ და გამათბეთ... უკვე მეგონა, რომ აღარავის ვეკუთვნოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თქვენი ვარ! ჩემზე ისე დარდობთ, სიხარულისგან ტირილი მინდა... მაგრამ არ ვიტირებ, ჩემო ძვირფასებო! თქვენი ლელა ახლა უფრო მეტად იღიმის, ვიდრე სევდიანობს.

თქვენი საჩუქრები და მხარდაჭერა უბრალოდ ფასდაუდებელია! თქვენ მე ოცნებაც ამისრულეთ - თქვენი ნაჩუქარი ტელეფონი ჩემი მეგობარი გახდა... მე ხომ საერთოდ არავინ მყავს, ინტერნეტის წყალობით კი მარტოობის გრძელი საღამოები შეუმჩნევლად გადის. სოციალური ქსელები, ფილმები, მუსიკა - ეს ყველაფერი უარყოფით ფიქრებს და ყველანაირ სატკივარს მავიწყებს. თქვენ მე მარტოობისგან გადამარჩინეთ.

„კომფორტში ცხოვრებას ვსწავლობ.“

უი, ჩემი მეურნეობა არ მიჩვენებია! ახალი მაცივარი მაქვს! თურმე ადამიანურად და კომფორტულად ცხოვრება, ნერვების შლის გარეშე, შესაძლებელი ყოფილა. ტანჯვას შეჩვეული ვარ, ახლა კი სიმყუდროვეს ვეჩვევი. თქვენ მაჩვევთ! ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი მადლიერი ვარ თქვენი!

თუ რამე პროდუქტის ყიდვა მოვახერხე ან მეზობლები გამიმასპინძლდნენ რამით, იმაზე მაინც აღარ ვიდარდებ, რომ საჭმელი ამჟავდება. ეს ძალიან საჭირო და პრაქტიკული საჩუქარია. ისიც ძალიან მსიამოვნებს, რომ კოლექტიური და ეროვნულია. წარმოიდგინეთ, რამდენმა ადამიანმა იფიქრა ჩემზე, რამდენმა წაიკითხა ჩემი ამბავი...

„ახლა აღარ მეშინია, რომ საჭმელი ამჟავდება“

- ახლაც წაიკითხავენ და იმის იმედიც კი არ გქონდეთ, რომ ჩრდილში, მარტო დარჩებით. ჩვენი მკითხველები ამის შესაძლებლობას არ ტოვებენ. სხვათა შორის, ვინმეს განსაკუთრებულად ხომ არ აღნიშნავდით?

ლელა: ძალიან მაგარი მკითხველები გყავთ! საოცარი ხალხია! ნუ დამტოვებენ, - წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით! (იცინის.) ახალი წლის წინა დღეს უამრავი სურსათი მომიტანეს. ალბათ მთელი მაღაზია! ნახევრად შიმშილს შეჩვეული ვიყავი, ამიტომ ეს ჩემთვის ნამდვილი საახალწლო სასწაული იყო... სამწუხაროდ, იმ ადამიანის სახელს ვერაფრით ვიხსენებ. ინსულტის შემდეგ მეხსიერების პრობლემები მაქვს, მაგრამ მისი უზომოდ მადლიერი ვარ. ერთმა უცხოელმაც დამირეკა, რომელიც ქართულად ძლივს ლაპარაკობდა; მცირეოდენი თანხა გადმომირიცხა, რაც ძალიან, ძალიან გამომადგა, რადგან ცოტა ხნის წინ ოპერაცია გავიკეთე, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავი და წამლების ფული კი არ მქონდა...

„ეს უბრალო ტელეფონი არ არის - ეს არის ხსნა მარტოობისგან.“

- ლელა, ჩვენს პოსტს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა?

ლელა: სამწუხაროდ, არავინ გამოჩენილა... სულ დავდივარ და ვიხვეწები, რომ ყურადღება მომაქციონ, რადგან ჯანმრთელობის გამო ვერ ვმუშაობ; თან საშინელ პირობებში ვცხოვრობ... მაგრამ მხოლოდ ერთმა სახელმწიფო მოხელემ შემიბრალა და 50 ლარი მაჩუქა. დიდი მადლობა მას ამისთვის... სულ ეს იყო მათი დახმარება. (ოხრავს.)

მკითხველების რეაქციას რომ შევადაროთ, იმხელა განსხვავებაა... ისედაც გასაგებია ყველაფერი...

- რას ნიშნავს ფონდის მეგობრების დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?

ლელა: მარტოობა საშინელი რამეა, მაგრამ როცა ავად ხარ და ლუკმაპურის ფულის შოვნის საშუალება არ გაქვს, სიცოცხლე ნამდვილ წამებად იქცევა ხოლმე. გგონია, რომ განწირული ხარ. გამიმართლა, რომ ჩემ გვერდით თქვენ აღმოჩნდით, მაგრამ ყველას ასე არ უმართლებს. ოპერაციის შემდეგ წამლები ჩემთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, მაგრამ ამხელა ხარჯებს დამოუკიდებლად ვერ გავუმკლავდებოდი. დასუსტებული და მორალურად განადგურებული ვიყავი. თქვენ რომ არა, კაცმა არ იცის, რა მოხდებოდა. თქვენ მე გადამარჩინეთ! ნამდვილები ხართ, ადამიანს შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს და არ მინდა დაგკარგოთ. მინდა, რომ თქვენ, ყველანი, ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩეთ.

- ჩვენ თქვენ გვერდით ვართ! ლელა, იქნებ კიდევ გაქვთ პრობლემები, რომელთა გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ დახმარება? ხომ იცით, მეგობრებს არაფერს უმალავენ...

ლელა: არ მინდა ვიწუწუნო, ძალიან მერიდება, რადგან ჩემთვის ამდენი გააკეთეთ... რთულია, რა თქმა უნდა... ჯანმრთელობამ ძალიან მიმტყუნა. ნახევარი წლის წინ მკერდზე ოპერაცია გამიკეთეს, რადგან ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების საშიშროება იყო... რა თქმა უნდა, პრობლემები სულ მაქვს, რადგან მუშაობა და ფულის დამოუკიდებლად შოვნა არ შემიძლია. ალბათ თქვენც კარგად ხვდებით, როგორია ჩემთვის ამ ნესტიან სოროში მარტო ცხოვრება. ძალიან მჭირდება ლეიბი, თორემ ძველი მთლიანად დალპა. კარგი იქნებოდა, ტანსაცმლის კარადაც რომ მქონდეს... ჰო, რას ვამბობდი?.. უბრალოდ გთხოვთ, რომ არ დამივიწყოთ, მარტოობისთვის ნუ გამწირავთ... კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ზურგი არ მაქცია და ერთი წუთი მაინც დამითმო, ჩემი ამბავი წაიკითხა, თუნდაც ერთი თეთრი გადმომირიცხა ან უბრალოდ თანამიგრძნო. უღრმესი მადლობა ყველას! ღმერთმა დაგლოცოთ!

----

მეგობრებო, ჩვენ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გავაკეთეთ - ლელა ოსეფაშვილს ცხოვრების ყველაზე რთულ და გადამწყვეტ მომენტში დავუდექით გვერდზე. ჩვენ მას მარტოობის გრძნობა გავუქარწყლეთ და ცოტათი მაინც გავაბედნიერეთ; მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ამჟამად ლელას ერთადერთი შემოსავალი მწირი პენსიაა. მას ჯანმრთელობამ უმტყუნა და ლუკმაპურის შოვნის შესაძლებლობა წაართვა. ლელას ჩვენი დახმარება ყოველდღე სჭირდება.

თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003,

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება: ლელა ოსეფაშვილი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/680-osepashvili/

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და

ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს.

მსგავსი პროექტები: