როდესაც დავბრმავდი, - თითქოს ცოცხლად დამმარხეს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

როდესაც დავბრმავდი, - თითქოს ცოცხლად დამმარხეს!

page info icon
2021 იანვარი 29
page info icon
1539
„გავიღვიძებ, დავჯდები... ვზივარ და ჩემს თავს ვეუბნები: „აბა, ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ? შევძლებთ დღეს თავის გართმევას? შეჭამ? წამოდი, მაღაზიაში წავიდეთ!“ და ასე - უკვე 11 წელი! მას შემდეგ, რაც ტელევიზორი გაფუჭდა, საერთოდ დავიკარგე. აღარ ვიცი, როდის თენდება, როდის ღამდება, ან რომელი საათია. ქუჩაში გავდივარ და ვინმეს ველოდები, რომ ვკითხო, დღეს რა დღეა, რომელი საათია, რა ხდება მსოფლიოში... მერე, ძალებს ვიკრებ, ჯოხს ვიღებ და უახლოეს მაღაზიაში მივდივარ პურის საყიდლად. ბრმა კი ვარ, მაგრამ ჭამა ხომ მინდა? მაღაზია თითქოს ახლოს არის, მაგრამ იქ მისასვლელად სამი საათი მჭირდება. ხან ძროხა მირქენს, ხან რაღაცას წამოვეგები, ვეცემი, ორიენტაციას ვკარგავ, გზიდან ვუხვევ...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,232 ₾
( 285 დონორი )
დასრულებულია

ხანდახან ვფიქრობ, რა სჯობს: დაბადებიდან უსინათლო იყო თუ იცოდე, რომ სამყარო მშვენიერია, მაგრამ შენ მას ვეღარასდროს იხილავ?“

გაიცანით, მეგობრებო, ეს ბატონი ვლადიმერ ჭულუხაძეა. ის 57 წლის არის და უკანასკნელი 11 წელი უკუნეთ წყვდიადში, სიმარტოვესა და აუტანელ პირობებში ცხოვრობს. მართალია, ამბობს, რომ სიღარიბე არ აწუხებს, რადგან ის მას ვერ ხედავს, მაგრამ სიცივეს გრძნობს, შიმშილსაც გრძნობს და მარტო რომ არის, შეუძლებელია, ვერ იგრძნოს.

ვლადიმერ, აქ როგორ აღმოჩნდით? როგორ მოხდა ყველაფერი?

ვლადიმერი:მე დევნილი ვარ, სამაჩაბლოდან. ყოველთვის ასეთი უბედური და უძლური არ ვყოფილვარ. ლამაზი ცხოვრება მქონდა! სკოლა დავამთავრე - 9 კლასი, ტექნიკურ სასწავლებელში ჩავაბარე, ჯარში ვიმსახურე...

ჯარის მერე ტრაქტორის მძღოლად, ფერმერად ვიმუშავე, ოჯახს ვეხმარებოდი; მაგრამ 2008 წელს ომი დაიწყო, ჩვენი სოფელი ცეცხლის ქვეშ მოყვა და გამოვიქეცით. თან ვერაფერი წამოვიღეთ. რაც ზედ გვეცვა, მხოლოდ იმით გამოვიქეცით! მაგრამ მაშინ ახალგაზრდავიყავი, ძალ-ღონით სავსე, ვფიქრობდი: არაუშავს, ყველაფერს თავიდან დავიწყებთ... მაგრამ მე ყველაზე ღირებული, ყველაზე ძვირფასი დავკარგე - ჩემი ჯანმრთელობა და მხედველობა...

შეგიძლიათ, დაწვრილებით მოგვიყვეთ, რა მოხდა?

ვლადიმერი:ეს 2009 წელს მოხდა. სახლში ვიყავი, როდესაც მძარცველები შემომიცვივდნენ. თავს რომ დამესხნენ, მეძინა. იცით, 11 წლის წინ ღონიერი ბიჭი ვიყავი, ხელში ძალა მქონდა. წამოვხტი და ვცემე. ორი თუ სამი კაცი იყო, აღარ მახსოვს. სასტიკად დავასახიჩრე. გაიქცნენ, მაგრამ დამემუქრნენ, რომ ვინანებდი. მერე კი უკან დაბრუნდნენ და თვალები დამიზიანეს! ექიმები იმედს მაძლევდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, მხედველობა აღარ დამიბრუნდა. აი, ასე ვცხოვრობ 11 წელი სრულ სიბნელეში.

და ვინც თქვენ დაგასახიჩრათ, იმათ რა დაემართათ?

ვლადიმერი:ისინი გაასამართლეს, მაგრამ რომც დაეხვრიტათ, რაში მაინტერესებს, თუკი მარტო ვარ და უსინათლო?

ყოველთვის მარტო იყავით?

ვლადიმერი:სანამ დედა ცოცხალი იყო, ჩემზე ის ზრუნავდა, როგორ პატარას, ისე მივლიდა. საჭმელს მიკეთებდა, მილაგებდა, მაჭმევდა... დედაზე ახლობელი და ძვირფასი კი ადამიანს არავინ ჰყავს! გაუფრთხილდით მშობლებს, სანამ ისინი გყავთ! დედა სიმსივნით შვიდი წლის წინ გარდამეცვალა. ისე სწრაფად დამტოვა... გონზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარი. უკვე შვიდი წელი გავიდა... ის ჩემი თვალები, ჩემი გული იყო. მე ის ძალიან მიყვარდა.

შვილები? ნათესავები?

ვლადიმერი:მე ოჯახი მყავდა, ცოლი და ქალიშვილი, მაგრამ დავშორდით. მესმის. იქნებ სწორიც არის, რომ წავიდნენ... - გულის ტკივილით ამბობს ვლადიმერი. - მე მათი მოსამართლე არ ვარ! რანაირი ოჯახის თავი მე ვარ? მისახედი ვარ!

სამწუხარო მხოლოდ ის არის, რომ ჩემი გოგონა ასე იქცევა... მაგრამ მე ვინ ვარ, რომ საკუთარი შვილი განვსაჯო? მე ის ისევე მიყვარს, როგორც უწინ. დღეს ყველას მძიმე ცხოვრება აქვს. ცდილობენ, გადარჩნენ, როგორც შეუძლიათ... ამაზე საუბარი არ მსურს!

და-ძმა მყავს და ისინი მეხმარებიან, ხანდახან სტუმრად მოდიან, მაგრამ მათაც ძალიან უჭირთ. ნეტა, მათ დაეხმარებოდეს ვინმე! ახლა ისეთი დროა, ყველას თავისი პრობლემები აქვს. არასწორია იმის მითითება, ვინ რა უნდა აკეთოს. ყველა იმას აკეთებს, რაც შეუძლია და ამისთვის მათ დიდი მადლობა.  

მაღაზიაში როგორ დადიხართ? საჭმელს როგორ იკეთებთ?

ვლადიმერი:იცით, ადამიანი ისეა მოწყობილი, ყველაფერს ეჩვევა. ვდგები, ვიცვამ, ხელში ჯოხს ვიჭერ და მივდივარ. ზოგჯერ, გზად ვინმე შემხვდება და გზის გადაკვეთაში მეხმარება. ხელს მკიდებს და გადავყავარ... მაღაზიამდე მისასვლელად და უკან დასაბრუნებლად სამი საათი მჭირდება. ნელა დავდივარ... თუ ვეცემი, ისე ვეცემი, რომ ძალიან არ მეტკინოს. ჩემთვის ტრავმის მიღება არ შეიძლება, ცოცხლად დავლპები. მომვლელი არავინ მეყოლება.  

და ვინმეს რომ სთხოვოთ?

ვლადიმერი:მეზობლის ბავშვები მეხმარებოდნენ. მათ ვთხოვდი, მაღაზიაში პურის მოსატანად გაქცეულიყვნენ. მაგრამ ცოტა ხნის წინ, ერთ ბიჭს მანქანა დაეჯახა. მადლობა ღმერთს, გადარჩა... მაგრამ ამის მერე ჩემთვის რამის გაკეთებას როგორ ვთხოვ? წარმოიდგინეთ, მანქანა მაშინ რომ დასჯახებოდა, როცა ის ჩემთვის პურის საყიდლად მიდიოდა! ჩემს თავს ამას ვერასდროს ვაპატიებდი!

ვერც კი წარმომიდგენია, რა რთულია თქვენთვის!

ვლადიმერი:აბა, თვალები აიხვიეთ და სახლში გავლა, ჩაის გაკეთება სცადეთ... ეს საშინელებაა! თითქოს დანაღმულ ველზე დადიხარ. ჩემს ოთახში ვიცი: ორი ნაბიჯი წინ - კარია, მერე კედლის გასწვრივ ოთხი ნაბიჯი მარჯვნივ - იქ სამზარეულოა. ფრთხილად უნდა ვიყო, რომ მაგიდას არ დავეჯახო. ჭიქაში წყალს რომ ვასხამ, უნდა ვითვალო. ერთი, ორი, სამი - და ჭიქა სავსეა. ეჰ, ნეტა ერთი, რას გიყვებით...

ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

ვლადიმერი:ჩემთან ბნელა! მინდა, რომ სითბო მაინც იყოს. მაცივარიც ძალიან მჭირდება და სარეცხი მანქანაც. ტელევიზორზეც ვოცნებობ, რომ ვიცოდე, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ! რომ ვიცოდე, რა დღეა, რომელი საათი, რა ხდება მსოფლიოში. ერთი ძველი ტელევიზორი მქონდა, მაგრამ გაფუჭდა. ის ჩემთვის ოჯახის წევრივით ძვირფასი იყო. ერთადერთი, ვისაც ჩემთან ურთიერთობა ჰქონდა... მე მას ვესაუბრებოდი კიდეც. დიახ, დიახ, ტელევიზორს. წამყვანი რომ იტყვის: „გამარჯობა, მეგობრებო!“ - ვპასუხობ: „გაგიმარჯოს. დღეს როგორ ბრძანდები? აბა, მომიყევი, რა ხდება მსოფლიოში?“ - და ახალ ამბებს ვუსმენ. ვიცი, სულელურად ჟღერს, მაგრამ თქვენ ამას ვერ გაიგებთ. და ღმერთმა ნურც გამოგაცდევინოთ! 

- რაზე ოცნებობთ?

ვლადიმერი:მე ერთი ოცნება მაქვს. მინდა, მზეს ვხედავდე. თუნდაც, დღე-ღამეს ერთმანეთისგან ვანსხვავებდე... და ვოცნებობ, რომ საქართველო ერთიანი იყოს! გგონიათ, ეს აუხდენელი ოცნებებია? ადრე, ექიმები გარანტიას მაძლევდნენ, რომ ჩემთვის მხედველობის აღდგენას შეძლებდნენ. ახლა ამბობენ, რომ ეს შეუძლებელია.


ვლადიმერ, ჩვენს პოსტებს მთელი საქართველო კითხულობს. შეგიძლიათ მის მაცხოვრებლებს მიმართოთ.

ვლადიმერი: როდესაც თქვენს ფონდს მივმართე, ვიცოდი, რომ უყურადღებოდ არ დამტოვებდით. ჩემი პენსია და დახმარება კომუნალურ გადასახადებსაც კი ვერ ფარავს. მე ჩემს თანამემამულეებს მივმართავ: მაჩუქეთ სითბო! მაჩუქეთ კავშირი სამყაროსთან! ასევე, გთხოვთ, ჩემი ტელეფონის ნომერი მიუთითოთ. მე ნებისმიერი ზარი, ნებისმიერი ურთიერთობა გამახარებს!

მეგობრებო, ვლადიმერს გვერდით არავინ ჰყავს, ვინც მას ჭიქა წყალს მიაწვდიდა, კეთილ სიტყვას ეტყოდა ან უბრალოდ გვერდით დაუჯდებოდა. მან ოთახში დამოუკიდებლად, შეხებით გადაადგილება, მაღაზიაში სიარული, საჭმლის კეთება, თავის მოვლა და მოგონებებით ცხოვრება ისწავლა...

მალე შობა დადგება! მალე ყველა სახლში სინათლე აინთება, იქნება მხიარულება და სითბო. მაგრამვლადიმერის ცხოვრებაში რა შეიცვლება? თუ არ დავეხმარებით, ის სამარისებულ სიჩუმესა და სიცივეშიმარტო იჯდება; ვერც კი გაიგებს, ხალხი ხარობს და ფეიერვერკს ისვრის თუ ისევ ომი დაიწყო?! ეს შემზარავია, მაგრამ ამის შეცვლა ჩვენ შეგვიძლია!

თქვენთან ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, ამ მარტოსულ ადამიანსაც გავუმართოთ ხელი, რომელიც თქვენს თანაგრძნობას და გაწვდილ ხელს არასდროს დაივიწყებს. ვლადიმერს ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა და საწოლი სჭირდება. ასევე, ურიგო არ იქნებოდა, თუკი მას სურსათით დავეხმარებოდით.

შეგიძლიათ ვლადიმერს დაურეკოთ და გაესაუბროთ. მისი ტელეფონია: 599 52 49 28,ხოლო მისი მისამართია: მცხეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი წილკანი, ლტოლვილთა დასახლება, სახლი №272.

თქვენს კეთილშობილებას არც თავად ღმერთი დაივიწყებს, რომელმაც ჩვენ კეთილი საქმეებისთვის შეგვქმნა. ვინ იცის, იქნებ უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე ჩვენც დაგვჭირდეს!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ვლადიმერ ჭულუხაძე).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი საიტის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია ОРРА, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ერთი ზარი! ამისგან შედგება სიცოცხლის იმედი: 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: