ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

როდესაც დავბრმავდი, - თითქოს ცოცხლად დამმარხეს!

2021 იანვარი 29       1524
„გავიღვიძებ, დავჯდები... ვზივარ და ჩემს თავს ვეუბნები: „აბა, ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ? შევძლებთ დღეს თავის გართმევას? შეჭამ? წამოდი, მაღაზიაში წავიდეთ!“ და ასე - უკვე 11 წელი! მას შემდეგ, რაც ტელევიზორი გაფუჭდა, საერთოდ დავიკარგე. აღარ ვიცი, როდის თენდება, როდის ღამდება, ან რომელი საათია. ქუჩაში გავდივარ და ვინმეს ველოდები, რომ ვკითხო, დღეს რა დღეა, რომელი საათია, რა ხდება მსოფლიოში... მერე, ძალებს ვიკრებ, ჯოხს ვიღებ და უახლოეს მაღაზიაში მივდივარ პურის საყიდლად. ბრმა კი ვარ, მაგრამ ჭამა ხომ მინდა? მაღაზია თითქოს ახლოს არის, მაგრამ იქ მისასვლელად სამი საათი მჭირდება. ხან ძროხა მირქენს, ხან რაღაცას წამოვეგები, ვეცემი, ორიენტაციას ვკარგავ, გზიდან ვუხვევ...
4,220.21 ₾
283
დონორები
შეგროვებულია

ბედნიერება ხელშეხებით როგორია?

„თქვენი წყალობით, ისევ ცოცხლად ვიგრძენი თავი! მადლობა როგორ გადაგიხადოთ?“ - ვლადიმერმა სიხარულისგან ლამის გულში ჩაგვიკრა. – „შემოდით, ძვირფასებო, დასხედით! ხედავთ სახლში როგორი სიმყუდროვეა? ახალი დივანი მაქვს, მაგიდა, სკამები... მართალია, ამ ფუფუნებას ვერ ვხედავ, მაგრამ ხელშეხებით - უბრალოდ შესანიშნავია!“

ცოტა ხნის წინ ერთი სევდიანი ამბავი მოგიყევით იმის შესახებ, თუ როგორ დაასახიჩრეს ბოროტმოქმედებმა ოდესღაც ძლიერი, ჯანმრთელი და შრომისმოყვარე კაცი, რომელმაც ოჯახი დაკარგა და სრულიად მარტო დარჩა - უმწეო, უსინათლო და ღარიბი... „როცა დავბრმავდი, - თითქოს ცოცხლად დამმარხეს!“ - ასე ერქვა პოსტს ვლადიმერ ჭულუხაძის შესახებ. https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/681-chulukhadze

საბრალო კაცი არც კი ელოდა, რომ მის გასაჭირს გულთან ახლოს ამდენი ადამიანი მიიტანდა და მის დახმარებას მოისურვებდა. თქვენ მისი ცხოვრება 180 გრადუსით შემოატრიალეთ და მას ადამიანთა სიკეთის რწმენა დაუბრუნეთ. ახლა ვლადიმერი დარწმუნებულია, რომ მისი ცხოვრება თერთმეტი წლის წინ არ დასრულებულა, როცა დაბრმავდა. მართალია, ის ვერაფერს ხედავს, მაგრამ თქვენი გულების სითბოს მთელი გულით გრძნობს!

როგორც იქნა, ვლადიმერმა თავი ბედნიერად იგრძნო

– ვლადიმერ, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?

ვლადიმერი: შეიცვალა? თქვენი წყალობით მივხვდი, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ; რომ არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ჩემი ბედი სულერთი არ არის და ამქვეყნად მარტო აღარ ვარ. თქვენ მე უამრავი რამ მაჩუქეთ და ცხოვრება გამიმარტივეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ წყალობას ვერ ვხედავ, მე მას მთელი გულით ვგრძნობ!

ეჰ, ნეტა იცოდეთ, რამდენი სიმწარე ვნახე ცხოვრებაში... ამ სიღარიბეს რომ ვერ ვხედავდი, თავს ვარწმუნებდი, რომ ჩემთვის სულერთი იყო, მთავარია ყოველდღიური საზრდო მქონოდა... მაგრამ ახლა შემიძლია ვაღიარო, რომ უბრალოდ თავის მოტყუებას და ტკივილის გაყუჩებას ვცდილობდი, - მარტოობისა და უიმედობის ტკივილის... გახსენებაც კი არ მინდა! მე ხომ სახლში შეხებით გადავადგილდები და უკუნეთ სიბნელეში ვცხოვრობ. თავი რომ დავიზიანო, პატრონი და მომხედავი არავინ მყავს. არანაირი პირობა არ მქონდა: ძველ, გატეხილ ტახტზე მეძინა, იატაკი სულ მთლად დამპალი იყო, ცხელი წყალიც კი არ მქონდა, არადა, ის ხომ ძალიან საჭიროა...

ახლა უზარმაზარი, ორადგილიანი სამეფო საწოლი მაქვს; იატაკზე ახალი ლინოლეუმია დაგებული და აბაზანით სარგებლობაც შემიძლია... თქვენ მე პატარა დივანიც მომიტანეთ. ისეთი მოსახერხებელი და მყუდროა... თავიდან ვიჯექი, რბილ გადასაკრავს ხელს ვუსვამდი და ვფიქრობდი: „ნეტა სიზმარია თუ ცხადი?“ ონკანს ვუშვებდი და ვამოწმებდი, მართლა ცხელი წყალი მოდიოდა თუ არა... ადრე ასეთ ბედნიერებაზე ოცნებაც კი არ შემეძლო!

ძველი, გატეხილი ტახტის ნაცვლად ახალი და მოსახერხებელი დივანი დგას

– წეღან ახსენეთ, რომ მარტო აღარ ხართ. ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ვინმე ხომ არ გესტუმრათ? ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ? რომელიმე მათგანს განსაკუთრებით ხომ არ აღნიშნავდით?

ვლადიმერი: რა თქმა უნდა! მოდიოდნენ და სურსათი მოჰქონდათ... მათი სახელების ჩაწერა კი ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა, რადგან ვერაფერს ვხედავ. ძალიან კარგად მახსოვს ვალერი თბილისიდან, რომელმაც მანქანით სურსათის უზარმაზარი შეკვრა მომიტანა. რა აღარ იყო შიგნით: ძეხვი, კონსერვები, ყავაც კი! წარმოგიდგენიათ?! ასევე, ჭურჭლის სარეცხი ჟელე, საპონი... ერთი ახალგაზრდა კაცი ცოლთან და შვილებთან ერთად მოვიდა. ვალერისთან ერთად, თქვენი ნაჩუქარი ლინოლეუმი დააგეს. იატაკი უკვე აღარაფრად ვარგოდა და ამ პრობლემის მოგვარებაში თქვენ დამეხმარეთ! და ჭურჭლის კარადა?! ჭურჭელი სადმე ხომ უნდა შემელაგებინა?! ძველი საერთოდ დაშლილი იყო... არც კი ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადოთ.

„ასეთ სამეფო საწოლზე ვერც კი ვიოცნებებდი“

– ვლადიმერ, იქნებ სხვების სახელებიც დაგამახსოვრდათ? კიდევ ვინ გესტუმრათ?

ვლადიმერი: სამწუხაროდ, სახელები აღარ მახსოვს. ამხელა გამოხმაურებას მართლა არ ველოდი. როცა თქვენი ფონდიდან პირველად დამირეკეს, იმედი გამიჩნდა, მაგრამ არ მეგონა, რომ ვინმეს მარტოხელა ინვალიდის დახმარება მოუნდებოდა. ვფიქრობდი, ნეტა ვის რაში ვჭირდები-მეთქი; მით უმეტეს, როცა ჩემი შვილიც კი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს და იშვიათად მნახულობს. თან ახლა ყველას უჭირს, - პანდემიაა, კრიზისი... ყველა გადარჩენას ცდილობს და ყოველ კაპიკს ითვლის... ასე რომ, ასეთ რთულ პერიოდში გადმორიცხული თითოეული თეთრი ჩემთვის მილიონის ტოლფასია! ის ხომ ალბათ მთელი გულით გაიღეს?

ყოველ დილით ახალ, კომფორტულ საწოლში ვიღვიძებ და თავს ბედნიერად ვგრძნობ

თბილისიდან კიდევ ოთხი ახალგაზრდა ჩამოვიდა. წინასწარ დამირეკეს და მკითხეს, ყველაზე მეტად რა მჭირდებოდა. დიდხანს ვყოყმანობდი, მათი შეწუხება არ მინდოდა, მაგრამ ბოლოს გამოვუტყდი, რომ სახლში მხოლოდ ერთი სკამი მქონდა, რომელიც ერთი ასჯერ მაინც შევაკეთე. იცით, რა გააკეთეს? ახალი სასადილო მაგიდა და ოთხი სკამი მომიტანეს! მართალია, ვერ ვხედავ, მაგრამ მგონია, რომ ახლა სახლი ძალიან მყუდროა. მე ამ სიმყუდროვეს ვგრძნობ!

ადრე ჭურჭელსაც კი ვერსად ვაწყობდი, ახლა კი...

– ჩვენს პოსტს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა?

ვლადიმერი: უი, რას ამბობთ?! (ხელები აასავსავა ვლადიმერმა.) მე მათთვის არც კი ვარსებობ. არც მანამდე მეხმარებოდნენ და არც ახლა. ამაზე საუბარიც კი არ მინდა.

– ვლადიმერ, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?

ვლადიმერი: თავი ისევ ცოცხლად ვიგრძენი და მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება თერთმეტი წლის წინ არ დასრულებულა, როცა დავბრმავდი. დილით ახალ, კომფორტულ საწოლში ვიღვიძებ და თავს ადამიანად ვგრძნობ.

სიტყვები არ მყოფნის მადლიერების გამოსახატავად! ძალიან ბედნიერი ვარ! ცოლის მოყვანასაც კი ვფიქრობ, წარმოგიდგენიათ?! (ვლადიმერი უხერხულად იცინის.) ცოტა ხნის წინ ერთი მშვენიერი ქალბატონი გავიცანი, რომელიც ჩემსავით მარტოხელაა... და მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად სიბნელეში ვარ, ღვთის წყალობით, მარტო მაინც აღარ ვიქნები და ჩემი ცხოვრება ახალ მნიშვნელობას შეიძენს.

ეს ყველაფერი კი თქვენი და თქვენი კეთილი მკითხველების დამსახურებაა! ადრე უბრალოდ ვარსებობდი: ვჭამდი, ვსვამდი, მეძინა, ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებდი... მეჩვენებოდა, რომ ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა. თქვენ მხოლოდ სიღარიბიდან კი არ ამომიყვანეთ, არამედ მომავლის იმედი და რწმენა მაჩუქეთ! და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემა ჯერ კიდევ გადაუჭრელია, ყოველ ახალ დღეს სიხარულით და მადლიერებით ვეგებები!

თქვენი წყალობით, დამპალი იატაკი ახალი ლინოლეუმით შემიცვალეს

– მოდი ამ პრობლემებზეც ვისაუბროთ. იქნებ ჩვენი მკითხველები მათ მოგვარებაშიც დაგეხმარონ...

ვლადიმერი: ოჰ, რა უხერხულია ამაზე საუბარი!.. თქვენ ჩემთვის იმდენი გააკეთეთ, რომ კიდევ რამის თხოვნა ძალიან მერიდება... მაგრამ თქვენც კარგად იცით, რომ მუშაობა არ შემიძლია და მხოლოდ პენსიაზე ვცხოვრობ. ტელევიზორზე ვოცნებობ! ძველი კი მქონდა, მაგრამ გაფუჭდა და მის გარეშე გარე სამყაროსთან კავშირი საერთოდ დავკარგე. მე მას ველაპარაკებოდი კიდეც, ახლა კი ზუსტად არასდროს ვიცი, დილაა თუ საღამო, რომელი საათია... ახალი ამბები ჩემი ერთადერთი გასართობი იყო... არც გაზქურა მაქვს, არც მაცივარი, - ეს პატარა საერთოდ არ მუშაობს. წნევის საზომი აპარატიც ძალიან გამახარებდა. აი, ისეთი, ხელზე რომ იკეთებ...

თუმცა, რაზე ვლაპარაკობ?! მადლობის გარდა სხვა რა მეთქმის იმ კეთილი ხალხისთვის, ვინც დახმარების ხელი გამომიწოდა და ასეთი უსაზღვრო წყალობა და თანაგრძნობა გამოიჩინა ჩემ მიმართ? კიდევ ერთხელ, მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ ყველას! უფალმა დაგლოცოთ!

„ვერ ვხედავ, მაგრამ ამ სიმყუდროვეს მთელი გულით ვგრძნობ.“

***

ძვირფასო მეგობრებო, თქვენმა სიკეთემ სიცოცხლისკენ მოაბრუნა ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავზე ხელი დიდი ხნის წინ ჩაიქნია, რადგან ეგონა, რომ ბედნიერი აღარასოდეს იქნებოდა. თერთმეტი წლის წინ ის ბოროტმოქმედთა მსხვერპლი გახდა და დაბრმავდა, რის შედეგადაც ადამიანთა სიკეთის რწმენა საერთოდ დაკარგა; მაგრამ ჩვენ შევძელით და მას ეს რწმენა დავუბრუნეთ! თქვენი წყალობით, მისი ცხოვრება ბევრად გამარტივდა, მისი ყოველდღიურობა კი სიხარულით აივსო; მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ვლადიმერი უსინათლო და მარტოხელაა. მას მუშაობა არ შეუძლია და მწირ პენსიაზე ცხოვრობს. ჩვენი მხარდაჭერა მას ჯერ კიდევ სჭირდება!

თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ვლადიმერ ჭულუხაძე).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/681-chulukhadze

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და

ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: