მრავალი წელია, მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს - რომ შვილები კარგად დავანაყრო! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მრავალი წელია, მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს - რომ შვილები კარგად დავანაყრო!

page info icon
2021 თებერვალი 2
„როდესაც ექვსივე ერთხმად იწყებს ბარტყებივით ჟივჟივს, ჭამა გვინდაო, გული მიკვდება. მე მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს - მათი დაპურება! სულ ეს არის! სხვა რამეზე ოცნებას ვერც კი ვბედავ... ჩვენ უბრალოდ ჭამა გვინდა.“ რთულია, მშიერ ბავშვებზე წერა, როდესაც ყველა სახლში სადღესასწაულო მზადებაა, იშლება სუფრები, საჭმელი უხვადაა... შეიძლება ყველაფერი არც კი შეიჭამოს, ბევრი რაღაც გადაიყრება კიდეც... შენ კი, ამ დროს ზიხარ და იმ ოჯახზე წერ, რომელშიც ექვსი ბავშვი ცუდად იკვებება, ძველმანებში გამოწყობილი დადის და მათი ყველაზე მთავარი ოცნებაა - ჭამით გული იჯერონ. „დღეს პურის ზედმეტი ნაჭერი რომ მივირთვათ, ხვალ შიმშილი ხომ არ მოგვიწევს?“ - ეს არის მათი მთავარი პრობლემა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,321 ₾
( 143 დონორი )
დასრულებულია

ერთი წლის ხანუმას, 2 წლის ეკატერინეს და 4 წლის ალიკას ჯერ კიდევ არ ესმით, რომ საჭმელი ყველას არ ჰყოფნის; მათ არ ესმით, რომ უფროსი ბავშვები - 6 წლის მაია, 7 წლის მარიამი და 8 წლის გიორგი მათ თავის წილ ულუფას უზიარებენ და შიმშილი მედგრად გადააქვთ... და თუკი მათ მუცელი უბუყბუყებთ, ისინი ამას ყურადღებას არ აქცევენ.

ნელი:ვცდილობ, მათი ყურადღება პრობლემებიდან სხვა რამეზე გადავიტანო. გასათბობად - ვცეკვავთ, შიმშილის დასავიწყებლად - ვმღერით! როდესაც ისინი ჩემ გარშემო ბარტყებივით იკრიბებიან და მეუბნებიან, რომ „ნამუ-ნამუ“ უნდათ, მზად ვარ, მოვკვდე! ნუთუ ეს ანგელოზები დედამიწას ასეთი ტანჯვისთვის მოევლინენ?!

ნელი, ყოველთვის ასე ცუდად ცხოვრობდით?

ნელი: მე და ჩემი მეუღლე მდიდრები არასდროს ვყოფილვართ. ორივე მრავალშვილიანი, ღარიბი ოჯახიდან ვართ. მეც ხუთი და-ძმა მყავს და მასაც. როდესაც ერთმანეთი გავიცანით, იმდენი საერთო აღმოგვაჩნდა, რომ დიდხანს არ გვიფიქრია და ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ.

– ერთმანეთი სად გაიცანით?

ნელი: ჩვენ ქალაქის დასუფთავების სამსახურში ვმუშაობდით და ერთმანეთი სწორედ იქ გავიცანით. ვფიქრობდით: ორივე მშრომელები ვართ, ოჯახს რომ შევქმნით, უფრო მარტივი იქნება... და ასეც მოხდა. მეუღლე სადგურზე დისტანციური მართვის ოპერატორად მოეწყო და დილიდან საღამომდე, ბევრს მუშაობდა. ცოტას, მაგრამ დღეში 5-10 ლარს შოულობდა. ეს ჩვენთვის დიდი დახმარება იყო, მაგრამ პანდემიის გამო, მან სამსახური დაკარგა. ძნელია ბავშვების მხოლოდ სოციალური დახმარებით გამოკვება. თითქოს, დიდი ფულია, მაგრამ არაფერზე გვყოფნის.

რა არის თქვენი შემოსავალი?

ნელი:800 ლარი 8 კაცზე. კაცზე, დღეში 3 ლარზე ოდნავ მეტი გამოდის. საბავშვო ბაღის სურსათი გვეხმარება. ცოტაა, მაგრამ ამისთვისაც მადლობა.  

ეს ბინა თქვენია?

ნელი: არა, ის ჩემი მეუღლის ძმას ეკუთვნის. მან აქ ცხოვრების უფლება კი დაგვრთო, მაგრამ წასვლას როდის მოგვთხოვს, არ ვიცით. აქ ნესტია, ცივა, ელემენტარული პირობებიც კი არ არის. ამ დაშლილ საწოლებში ორ-ორ ბავშვს ერთად სძინავს! უკვე აღარც ეტევიან, დილით ძვლებში გაშლაც კი უჭირთ.  

 –ბავშვებს ჩვეულებრივ რას აჭმევთ

ნელი:ვცდილობ, რაღაც კერძები გამოვიგონო. ერთი კილო ქათმის ხორცი შემიძლია ორ დღეზე გადავანაწილო! როდესაც ხორცი და რძის პროდუქტები გვაქვს, სახლში დღესასწაულია, მაგრამ ყველაზე ხშირად, წყალწყალა წვნიანების კეთება მიწევს.

თქვენ თქვით, რომ თქვენც და თქვენს ქმარსაც ბევრი ძმა გყავთ. არავინ გეხმარებათ?

ნელი: როგორც უკვე აღვნიშნე, ორივე ღარიბი ოჯახებიდან ვართ. რითიც შეგვიძლია, ერთმანეთს ყველაფრით ვეხმარებით, მაგრამ ახლა, ყველა იმაზე ფიქრობს, საკუთარი თავი როგორ გამოიკვებოს.

რის გწამთ? რაში ხედავთ ხსნას?

  ნელი:შვილებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მათი ძალა მათ რწმენაშია... მათ ღმერთის და ერთმანეთის უნდა სჯეროდეთ! უნდა სჯეროდეთ, რომ მათი მომავალი მხოლოდ მათზეა დამოკიდებული. მჯერა, რომ ისინი საქართველოს ასახელებენ! ისინი შესანიშნავი ბავშვები არიან!

თქვენი შვილების სკოლაში, საბავშვო ბაღში თუ დადიან? თუ შეიძლება, მათ შესახებ მოგვიყევით.

  ნელი:ჩემთვის ისინი ყველაზე ჭკვიანები არიან! კარგად სწავლობენ, უფრო სწორედ, სწავლობდნენ, სანამ სკოლა ღია იყო. ახლა, არც კომპიუტერი გვაქვს, არც ინტერნეტი და ხანდახან დენიც კი არ გვაქვს. ჩვენ კომუნალურ გადასახადებს ყოველთვის ვერ ვიხდით. არადა, დაწყებითი კლასებში გაკვეთილები თუ გამოტოვე, ამ ცოდნას უკვე ვეღარ აღადგენ!

შეიძლება, ბავშვებს გავესაუბრო? აბა, ვისგან დავიწყოთ?

გიორგი (8 წლის):ჩემგან, რა თქმა უნდა! ყველაზე უფროსი მე ვარ! სწავლა მიყვარს და რომ გავიზრდები, მინდა, სუპერმენი გავხდე! იცით, ის რა მაგარია?!

და რას გააკეთებდი?

გიორგი:სამყაროს გადავარჩენდი და ყველას გემრიელობებს ვაჩუქებდი!

დედას თუ ეხმარები, სუპერმენო?

გიორგი:დიახ! ზოგჯერ ისე ხდება, რომ მე მას არ ვუჯერებ, მაგრამ ისე, კარგი ბიჭი ვარ! პატარებსაც ვეთამაშები ხოლმე.

  მარიამი (7 წლის):დიახ, გიორგი კარგი ძმაა! ის ძლიერია და მას ჩვენი დაცვა შეუძლია. მე კი მინდა, რომ პრინცესა გავხდე!

  –სწავლა თუ გიყვარს? თუ პრინცესები არ სწავლობენ?

  მარიამი:არც ისე! მათ კოხტაობა და ლამაზი კაბების ტარება უყვართ. მე კი ისინი არ მაქვს.

 –ლამაზ კაბებზე ოცნებობ?

  მარიამი:დიახ და თოჯინიან ეტლზე და სათამაშო კვერცხზე.

  –ეგ რაღაა? პირველად მესმის.

  მაია (6 წლის):რა სასაცილო ხართ! სათამაშო კვერცხი რა არის, არ იცით? ეს არის შოკოლადის კვერცხი, რომელიც შეგიძლია, რომ ჭამო, შიგნით კი სათამაშო დევს. ჩვენ ერთხელ ვჭამეთ და კიდევ გვინდა. მაგრამ ყველასთვის ერთი კი არა, ბევრი!

  –ამას გარდა, კიდევ რა გიყვარს?

მაია:ხორცი და ტორტი... და საწოლიც რომ რბილი იყოს! სულ ეს არის!

ალიკა (4 წლის):მე კი გიოსთან ერთად დამალობანას ვთამაშობ ხოლმე!

ნელი, შესანიშნავი შვილები გყავთ! ნამდვილი განძი! რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

  ნელი:ვოცნებობ, ოდესმე ჩემს შვილებს საკუთარი სახლი ჰქონდეთ, თუნდაც პატარა, მაგრამ თბილი და მყუდრო... რომ მათ ახალი ტანსაცმელი ჰქონდეთ და ერთმანეთის ნივთები არ ეცვათ... ვოცნებობ, რომ ერთ მშვენიერ დღეს, სათამაშოების ყიდვა შევძლოთ და იმაზე აღარ ვიდარდოთ, რომ ხვალ საჭმელი არაფერი იქნება.

ამ წუთას, პირველ რიგში, სახლში რა გჭირდებათ?

  ნელი:პირველ, მეორე და ალბათ, მესამე რიგშიც - საკვები და ბავშვთა კვება გვჭირდება. ბავშვები მუდმივად ცუდად იკვებებიან. მე მაცივარზე და გაზქურაზე ვოცნებობ. ის, რასაც ახლა ვიყენებთ, მეზობელმა გადააგდო, მე კი ვთხოვე და სახლში შემოვიტანე. ბავშვები ნორმალურ ტელევიზორზე ოცნებობენ. ეს ძალიან ცუდად აჩვენებს.

ნახეთ, ჩვენი საცხოვრებელი რა მდგომარეობაშია! ქარი რომ არ უბერავდეს, ფანჯრებზე გადასაფარებლები ავაკარით. ჭერიდან მუდამ რაღაც იყრება... ჩვენ ვერ ვუმკლავდებით, ჩვენი შვილებისთვის ელემენტარული პირობების შექმნა არ შეგვიძლია, ამიტომ იძულებულები გავხდით, თქვენ შეგვეწუხებინეთ. თქვენ ღვთისმოსაწონსაქმეს აკეთებთ. უფალი დაგლოცავთ თქვენც და თქვენი ფონდის ყველა მეგობარსაც!


***

  ეს შესანიშნავი ადამიანები სავალალო მდგომარეობაში იმყოფებიან. მათ ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ. ნელი ექვს ანგელოზს - მომავალ სუპერმენებს და პრინცესებს ზრდის. ბავშვები სრულიად ყველაფერს არიან მოკლებულნი. მათ არც ბავშვობა აქვთ და არც ნორმალურად განვითარების შესაძლებლობები. მათთვის ბედნიერებისა და ღიმილის დაბრუნება ჩვენ ძალგვიძს, მეგობრებო!

  ნელი ჭაბუკიანის ოჯახს ძალიან სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება: საკვებით, საფენებით, საწოლებით, მაცივრით, გაზქურით და ტელევიზორით. ბავშვებისთვის ნორმალური ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უბრალოდ აუცილებელია.

ამ ოჯახის მონახულება და მათი შეძლებისდაგვარად დახმარება თავადაც შეგიძლიათ. მისამართი: რუსთავი, კონსტიტუციის ქ. №76

ან დაურეკეთ მათ, მიულოცეთ დღესასწაულები და კეთილი სიტყვებით გაამხნევეთ ისინი! ტელეფონის ნომერი: 592 09 66 99(ნელი)

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, დავამტკიცოთ უფლის სიყვარული საქმით და არა სიტყვებით!

  მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომთქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ნელი ჭაბუკიანი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდისმეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: