პროექტის რეპორტი მრავალი წელია, მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს - რომ შვილები კარგად დავანაყრო! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მრავალი წელია, მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს - რომ შვილები კარგად დავანაყრო!

page info icon
2021 თებერვალი 2
„როდესაც ექვსივე ერთხმად იწყებს ბარტყებივით ჟივჟივს, ჭამა გვინდაო, გული მიკვდება. მე მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს - მათი დაპურება! სულ ეს არის! სხვა რამეზე ოცნებას ვერც კი ვბედავ... ჩვენ უბრალოდ ჭამა გვინდა.“ რთულია, მშიერ ბავშვებზე წერა, როდესაც ყველა სახლში სადღესასწაულო მზადებაა, იშლება სუფრები, საჭმელი უხვადაა... შეიძლება ყველაფერი არც კი შეიჭამოს, ბევრი რაღაც გადაიყრება კიდეც... შენ კი, ამ დროს ზიხარ და იმ ოჯახზე წერ, რომელშიც ექვსი ბავშვი ცუდად იკვებება, ძველმანებში გამოწყობილი დადის და მათი ყველაზე მთავარი ოცნებაა - ჭამით გული იჯერონ. „დღეს პურის ზედმეტი ნაჭერი რომ მივირთვათ, ხვალ შიმშილი ხომ არ მოგვიწევს?“ - ეს არის მათი მთავარი პრობლემა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,321 ₾
( 143 დონორი )
დასრულებულია

თვალები დახუჭე და არ გამოიჭყიტო! 

„ხელი მომეცი და თვალები დახუჭე!.. ახლა ისეთ რამეს გაჩვენებ!.. ალბათ ამდენი რამ ცხოვრებაში არასდროს გინახავს! არ გამოიჭყიტო, წამოდი!“ - სამზარეულოსკენ მექაჩება მარიამი. მათ სახლში საოცარი ნივთი - მაცივარი გაჩნდა და ის ცარიელი არაა! 

„ნახე, რამდენი რამეა! უგემრიელესი ტკბილი რძე გვაქვს! ისეთი ტკბილი და გემრიელია!.. ალბათ ძროხამ შაქარი შეჭამა და ამიტომ არის ასეთი.“

როგორც კი მარიამმა მაცივრის კარი გამოაღო, ამ სასწაულის სანახავად მისმა და-ძმებმა სახლის ყველა კუთხიდან მოირბინეს. 

რთული დასაჯერებელია, რომ რამდენიმე თვის წინ ბავშვებს სახლში პურის ნამცეციც კი არ ჰქონდათ; წარმოუდგენელია, რომ სურსათს მხოლოდ მაღაზიაში ხედავდნენ!

ძვირფასო მეგობრებო, მადლობას გიხდით ამ პატარა სასწაულისთვის! გმადლობთ, რომ უფლის გზას ერთგულად ადგახართ და გულს უხსნით თანამემამულეებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ! დიდი მადლობა თქვენ! 

– ნელი, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ? 

ნელი: ყველანაირად ძალიან შეიცვალა! ბევრი მეგობარი შევიძინეთ! დიდი მადლობა ყველას იმისთვის, რომ ჩვენს ცხოვრებაში ხართ! ტელეფონი მუდმივად რეკავს; ხალხს აინტერესებს, ჩვენი დახმარება რით შეუძლიათ. ამდენი სითბო და მზრუნველობა ნამდვილი სასწაულია; რომ აღარაფერი ვთქვა თქვენს დახმარებაზე... უკვე აღარც კი მჯეროდა, რომ ოდესმე იმას ვნახავდი, ჩემი შვილები ჭამით გულს რომ იჯერებდნენ და კმაყოფილები დაიძინებდნენ. მაცივრის გარშემო ისე დადიან, თითქოს ნაძვის ხე იყოს. ოცნება აუხდათ - საკუთარი მაცივარი აქვთ, რომელიც პირთამდე სავსეა გემრიელობებით. დიდი მადლობა თქვენ და თქვენს მკითხველებს! ღმერთმა დაგლოცოთ! 

– ნელი, ახალი მეგობრებიდან განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?

ნელი: ქედს ვიხდი მათ წინაშე, ვინც ჩვენი გასაჭირის შესახებ წაიკითხა და უყურადღებოდ არ დაგვტოვა. ღმერთმა დაგლოცოთ! პირველ დღეებში ჩემი ტელეფონი პირდაპირ რეკვით სკდებოდა. თქვენი მკითხველები დღემდე გვირეკავენ და ყველანაირად გვეხმარებიან. ზოგმა ჩვენთან სტუმრობის სურვილიც გამოთქვა, მაგრამ პანდემიის პირობებში ცოტა რთული იყო, ამიტომ დაგვპირდნენ, როგორც კი ვითარება დალაგდება, აუცილებლად გინახულებთო. ერთმა საოცარმა ქალბატონმა დამირეკა - ნინო ჰქვია. მისმა თბილმა სიტყვებმა იმდენად გამამხნევა, რომ მასთან საუბრის შემდეგ ურყევი რწმენა გამიჩნდა - ჩვენ ყველა სირთულეს გადავლახავთ! ფონდიც და თქვენი მკითხველებიც ჩემი ახლობლები გახდნენ და თქვენზე ლოცვით არასდროს დავიღლები. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ყველას, ყველას და ყველას! 

- თქვენს გასაჭირს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა და ჩვენს პოსტზე რაიმე რეაგირება თუ მოახდინეს?

ნელი: სამწუხაროდ, დიდი ხნის განმავლობაში, ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებასაც კი არ გვაქცევდა; მაგრამ თქვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ჩვენთან მერიის წარმომადგენლები მოვიდნენ და სამედიცინო დაზღვევა და უფასო მედიკამენტების ვაუჩერი მოგვიტანეს. დიდი მადლობა მათ!

– რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის? 

ნელი: ჩვენ მხოლოდ ამდახმარების წყალობით გადავრჩით. მას შემდეგ, რაც მაცივარი გვაჩუქეთ და სურსათით გაგვივსეთ, თქვენი მკითხველები იმაზე ზრუნავენ, რომ ის აღარ დაცარიელდეს. ჩემი შვილებისთვის საკვები ოცნება აღარ არის; ახლა ყველა თავისაზე ოცნებობს, თავის ბავშვურ, სამომავლო გეგმებს ადგენენ  და ეს ყველაფერი თქვენი წყალობით ხდება. ასევე, ძალიან უყვართ, როცა ჩვენს ახალ გაზქურაზე რამეს ვამზადებ, გარს მეხვევიან და რჩევებსაც კი მაძლევენ, რა როგორ გავაკეთო. (იღიმის.) დახმარების ხელი ჩვენი ცხოვრების ყველაზე რთულ დროს გამოგვიწოდეთ! ღმერთმა დაგლოცოთ და სიხარული გიმრავლოთ! 

– ბავშვებო, ყველაზე მეტად რა საჩუქრები მოგეწონათ?

გიორგი (8 წლის): შეიძლება, მე გიპასუხოთ? მე ხომ ყველაზე დიდი ვარ?

– რა თქმა უნდა, შეიძლება!

გიორგი: ძალიან მომეწონა მაცივარი და ის, რომ მასში ბევრი გემრიელობაა.

მარიამი (7 წლის): შეიძლება ახლა მეც ვთქვა?

– რა თქმა უნდა! გისმენ!

მარიამი: მებევრი გემრიელი ხორცი და სხვადასხვა ტკბილეული მომეწონა. 

– განსაკუთრებით რომელი?

მარიამი: შოკოლადის კარაქი! 

– რამდენადაც ვიცი, გინდა პრინცესა გამოხვიდე, არა?

მარიამი: მინდოდა; მაგრამ ახლა გადავწყვიტე მზარეული გავხდე.

– რატომ?

მარიამი: იმიტომ, რომ ბევრი გემრიელობა გავაკეთო და ყველას გავუმასპინძლდე.

– კიდევ რაზე ოცნებობ?

მარიამი: ბარბის თოჯინა და მისთვის ეტლი მინდა.

– ვფიქრობ ოცნება აუცილებლად აგისრულდება! ნელი, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე სახის პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ დახმარება?

ნელი: იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩვენთვის გააკეთეთ, ამაზე საუბარიც კი მერიდება. ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემა საწოლებია. ბავშვები დღითი დღე იზრდებიან და თავის საწოლებში უკვე ვეღარ ეტევიან. როგორც იცით, ორ-ორს ერთ საწოლში სძინავს.. და სათამაშოები! პატარები საკუთარ სათამაშოებზე ოცნებობენ. ოჰ, რა სულ პრობლემებზე ვსაუბრობ?.. დიდი მადლობა თქვენ და თქვენს მკითხველებს. თქვენ წინაშე ქედს ვიხრი! უფალმა წყალობა არ მოგაკლოთ! რასაც თქვენ აკეთებთ, ნამდვილად ფასდაუდებელია. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეული ჩვენგანისგან!

***

ძვირფასო მეგობრებო, დიდი მადლობა ყველას, ვინც ჭაბუკიანებისოჯახს დაეხმარა! იმედი მაქვს, რომ ამ მშვენიერ ოჯახს კიდევ არაერთხელ დავუჭერთ მხარს, რადგან მათ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვთ. მათი მძიმე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ჩვენ შეგვიძლია. ოჯახს სჭირდება საწოლები და სათამაშოები პატარებისთვის; მათ ნებისმიერი დახმარება გაახარებთ!

ჩვენ ერთად ბევრი ღვთისთვის სათნო საქმის კეთებას ვახერხებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ ყველას: წაიკითხეთ ჩვენი პოსტები, მოუყევით მათ შესახებ თქვენს მეგობრებს; სხვების გასაჭირს გვერდს ნუ აუვლით, რადგან ამ ცხოვრებაში სამი ჭეშმარიტად ღირსეული საქმე არსებობს და ეს არ არის „ხის დარგვა, სახლის აშენება და ბავშვის აღზრდა“. ეს არის: პირველი - იმის დახმარება, ვისაც დახმარება სჭირდება, მეორე - იმის დაცვა, ვინც დაუცველია და ყველაზე მთავარი - იმედის მიცემა მისთვის, ვისაც ის დაკარგული აქვს! 

ხოლო თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ. 

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება: ჭაბუკიანების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/684-chabukiani/.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია OPPA, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus). 

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!


მსგავსი პროექტები: