ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედის გული ათას ნამსხვრევად არის ქცეული!

2021 თებერვალი 17       1277
„ის ძალიან უხეში გახდა, პატარები უკვე უფრთხიან... მალე, ალბათ მეც ყვირილს დამიწყებს. ძალიან მეშინია...“ - ამბობს აცრემლებული შორენა. ის სამი პატარა შვილის მარტოხელა დედაა. ანასტასია მალე 2 წლის გახდება, მამუკა უკვე 5 წლისაა, ნინო კი 15-ის! დიახ, არ მოგესმათ, ოჯახში სამი ბავშვია და ნინო ყველაზე უმცროსია. განვითარებით ის პატარა დარჩა; თუმცა მისი სხეული სხვას ამბობს. ჩვენს წინაშე ზრდასრული, ლამაზი გოგონაა, რომელიც საერთოდ არ არის ცხოვრებაზე მორგებული და დედა მას უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, ვიდრე მამუკას და ანასტასიას.
1,304.15 ₾
105
დონორები
შეგროვებულია
დასრულებულია

        ნინოს საშინელი სენი აქვს; ის გონებრივად ჩამორჩენილია. ფიზიკურად არ ჩანს, მაგრამ ეს მის უბედურ დედას უფრო მეტ ტკივილს და ტანჯვას აყენებს, ვიდრე თავად მას. და წლიდან წლამდე, მისი მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება. ის გულფიცხი გახდა, მუდმივად ყვირის და ბავშვებს ეჩხუბება. ექიმები მას ვერაფრით ეხმარებიან. „ეს უკურნებელი სენია“, - ამბობენ ისინი და ყოველ ჯერზე, ამ სიტყვებით დედას გულს უკლავენ, რომელიც უკვე ისედაც ათას ნამსხვრევად არის ქცეული!

შორენა, თქვენს უფროს ქალიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. თუ შეიძლება, მისი სენის შესახებ დაწვრილებით რომ გვიამბოთ...

შორენა: ჩემი საბრალო გოგონა... უკვე 15 წლის არის, მაგრამ გონებრივი განვითარებით ის 5 წლის ბავშვს ჰგავს. სკოლაში მასთან სპეც-პედაგოგები მუშაობენ; ჯერ მხოლოდ მე-2 კლასის პროგრამა აითვისა. ბოლო 2-3 წელია უმართავი გახდა, ყველაფერი აღიზიანებს, მუდმივად ყვირის და უმცროს და-ძმას ეჩხუბება. ნერვები არ უვარგა, თან გარდატეხის ასაკშია... ვერ ვხვდები, რა ვქნა, როგორ დავეხმარო?.. (სლუკუნებს.)

როგორ აღმოაჩინეთ, რომ თქვენი გოგონა სხვებს არ ჰგავდა?

შორენა: ნინო სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. ყოველ შემთხევაში, სამშობიაროს ექიმებმა ასე მითხრეს. სკოლამდელ ასაკში მისი პრობლემები არც ასე აშკარა იყო, მაგრამ სკოლაში რომ მივედით, თანდათან იმის შემჩნევა დავიწყეთ, რომ გაკვეთილებზე მასწავლებლების ნათქვამს ბავშვი საერთოდ ვერ აღიქვამდა. ექიმს მივმართეთ და აი... იმის თქმა, რომ თავზარდაცემული ვიყავი - არაფრის თქმის ტოლფასია. არ ვიცოდი, სად გავქცეულიყავი, რა მექნა, ჩემს შვილს როგორ დავხმარებოდი. ყველაზე დიდი საშინელება ის არის, რომ ამას არაფერი ეშველება. მხოლოდ სპეციალური განათლება და დამამშვიდებელი - სულ ეს არის, რაც ექიმებმა შემომთავაზეს. არადა, ყოველი დედა მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რომ მისი შვილი ბედნიერი იყოს და ისე იცხოვროს, როგორც ყველა ნორმალურმა ადამიანმა... მაგრამ იმედს მაინც არ ვკარგავ; მჯერა, რომ ღმერთი მოწყალეა, სასწაული მოხდება და ჩემი ნინო გამოჯანმრთელდება!

შორენა, რა რჩევას მისცემდით დედებს, რომლებიც თქვენსავით საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან?

შორენა: მოთმინება იქონიეთ და უფლის წყალობას მიენდეთ! დაუღალავად იკითხეთ ჯანმრთელობის ლოცვები. ჩემს მდგომარეობაში, ეს ერთადერთია, რისი გაკეთებაც ჩემი გოგონასთვის შემიძლია...

როგორ მოხდა, რომ სამი შვილით ხელში ნაქირავებ ბინაში სრულიად მარტო აღმოჩნდით?

შორენა: მე დიდი სიყვარულით გავთხოვდი, 17 წლის ასაკში. ძალიან ახალგაზრდები ვიყავით საიმისოდ, რომ ცხოვრებისეული სირთულეები, უმუშევრობა და უფულობა სერიოზულად მიგვეღო.  ერთმანეთი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით და მაშინვე შეგვიყვარდა. გვეგონა, ბედნიერად ვიცხოვრებდით... მაგრამ შემდეგ, ჩემი მეუღლე უმუშევარი დარჩა, სხვა სამსახური ვერ მონახა და ძალიან გაღიზიანებული, უხეში გახდა... დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები. ერთი სიტყვით, დავშორდით, მე კი საცხოვრებლად ჩემს მშობლებთან გადავედი... თითქმის 10 წლის შემდეგ, შესანიშნავი ადამიანი გავიცანი. მეგონა, როგორც იქნა, ჩემი ბედნიერება ვიპოვე მეთქი. მეუღლე მშენებლობაზე მუშაობდა; თავიდან ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ მას ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა... ნასვამი სრულიად სხვა ადამიანი ხდებოდა, ვერ ვცნობდი. მორიგი ჩხუბის შემდეგ, კარი გაიხურა და სამუდამოდ წავიდა.  მაშინ უმცროს გოგონაზე ვიყავი ორსულად.

– ძალიან სამწუხაროა... შორენა, თქვენი მშობლები? ისევ მშობლების სახლში რატომ აღარ დაბრუნდით?

შორენა: უკვე 6 წელია, რაც მამაჩემი ცოცხალი აღარ არის... მას ფილტვების კიბო ჰქონდა... ნათელში ამყოფოს ღმერთმა... დედაჩემი ადრე ჯართის მიმღებ პუნქტში მუშაობდა, მერე კი უმუშევარი დარჩა. ვალების გამო, ბინა რამდენიმე წლის წინ გაყიდა; ახლა კი კახეთში ცხოვრობს, ჩემს დასთან ერთად. ჩემი დაც მარტოხელა დედაა, ორი ბავშვით ხელში. მე კი ნაქირავებ ბინაში დავრჩი.

საკუთარი ბინის გარეშე დარჩით და

შორენა: დიახ, დიახ, მე ამ პაწაწინა ოთახში ვცხოვრობ. ამას ბინა როგორ ვუწოდო? ერთი პატარა ოთახია,საშინელი სივიწროვე, გამათბობელი არ გვაქვს, ვიყინებით, ბავშვები მთელი ზამთარი ავად არიან. ეგ კიდევ არაფერი, მაგრამ ნინოს პრობლემების გამო, ისინი ერთმანეთს ვერ ეგუებიან. მესმის, რომ მას დამშვიდება სჭირდება, ამიტომ პატარები სამზარეულოში გამყავს და მათთან ერთად იქ ვზივარ ხოლმე. მაგრამ როგორია? აქ ისეთი სივიწროვეა, ვერცმოტრიალდები, არადა ბავშვები ძალიან მოძრავები არიან. მათ უფროს გოგონასთან მარტო ვერაფრით დავტოვებ.

ადრე მუშაობდით?

შორენა:დიახ, დაახლოებით ოთხი წელი შესაწირავის შეგროვების ორგანიზაციაში ვიმუშავე სნეულთათვის, რომლებსაც ოპერაცია ესაჭიროებოდათ; ყულაბა-ყუთით მეტროში და საზოგადოებრივ ადგილებში დავდიოდი... მერე მამუკა დაიბადა, შემდეგ ანასტასია... ახლა მუშაობაზე საუბარიც კი ზედმეტია; ის ორგანიზაციაც დიდი ხანია აღარ არსებობს.

საერთოდ არავინ გეხმარებათ?

შორენა:მხოლოდ რძალი - ჩემი ძმის ცოლი. ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს! თვითონაც ორი შვილის დედაა, დამლაგებლად მუშაობს... ჩემი ძმა მუდმივ სამსახურს ვერაფრით შოულობს. თავი თვითონაც ძლივს გააქვთ, მაგრამ მეც ვეცოდები და ცდილობენ, სურსათით მაინც დამეხმარონ...

– ხელისუფლებისთვის დახმარება არ გითხოვიათ?

შორენა: ოჰ, მერე და რამდენჯერ! ვთხოვდი, ბინის ქირა მაინც გადაეხადათ... მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს. ჩვენ სოციალურ დახმარებას და ნინოს შშმ პირთა პენსიას ვიღებთ. ალბათ თვლიან, რომ ეს სავსებით საკმარისია.

– რა შემოსავალი გაქვთ? რაზე გყოფნით?

შორენა: სოციალურ დახმარებას ვიღებ - 300 ლარის ოდენობით, ბავშვებზე - 150 ლარს და ასევე, ნინოს პენსიას - 250 ლარს. აქედან 250 ლარს ბინის ქირაში ვიხდით. რაც რჩება, იმით ვცდილობთ როგორღაც ვიარსებოთ. ყველაზე იაფფასიან საკვებს ვყიდულობთ... ანასტასიას საფენებისთვის კი ფული საერთოდ არ გვყოფნის. ტანსაცმელს კეთილი ხალხი გვაძლევს, რაც მათ შვილებს უკვე აღარ ეტევა. გარდა ამისა, ყოველ 6 თვეში ერთხელ ნინო კონსულტაციაზე დამყავს.

ბავშვებს რას აჭმევთ?

შორენა:მაკარონს, პურს, ჩაის, ფაფებს და უბრალო წვნიანებს. მეცოდებიან... ისე მეცოდებიან... მათ ხომ ხორცი, რძის პროდუქტები, ხილი და ბოსტნეული სჭირდებათ. ჩვენ ამ ყველაფრის უფლებას თავს ვერ ვაძლევთ. მაღაზიაში მათთან ერთად შესვლა კი ჯოჯოხეთური ტანჯვაა! პატარებს არ ესმით, რომ ფული არ არის და ყველაფერს ეტანებიან, ტკბილეულს ითხოვენ...

მამუკა საბავშვო ბაღში დადის?

შორენა:დიახ, რა თქმა უნდა. ახლა, როდესაც საბავშვო ბაღები დაკეტილია, ჩვენ სურსათს გვაძლევენ და ეს ძალიან გვეხმარება. მაგრამ ბავშვს ბაღი ენატრება, მას მასწავლებლებიც უყვარს და ბავშვებიც. ჩაკეტილში მოწყენილია, მით უმეტეს, რომ ნორმალური სათამაშოებიც კი არ გვაქვს.

ბაღი გენატრება, მამუკა?

მამუკა (5 წლის):დიახ!

და რა გიყვარს?

მამუკა:მულტფილმები.

ყველაზე მეტად რას ისურვებდი?

მამუკა:პულტიან მანქანას…

შენ რაზე ოცნებობ, ნინო?

ნინო (15 წლის):მე კომპიუტერი მჭირდება.

(ნინომ შემდგომ კითხვებს პასუხი აღარ გასცა და ზურგი გვაქცია.)

შორენა, რა გაძლევთ ძალას, რომ სულით არ დაეცეთ?

შორენა:მჯერა, რომ უფალი არ მიგვატოვებს. ის ხომ ადამიანს არასდროს აძლევს ისეთ ტვირთს, რომლის ზიდვაც მას არ შეუძლია. თუკი მან მე ეს ტვირთი მომეცა, ესე იგი, თავსაც გავართმევ... უფალო, დამეხმარე! (შორენა პირჯვარს იწერს.)

უცხო ადამიანთა სიკეთის თუ გჯერათ?

შორენა:მჯერა, რადგან მე თვითონ ვაგროვებდი თანხას სნეულთათვის, რომლებსაც სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდათ. ჩვენს ბენეფიციარებს ბევრი ადამიანი დიდი ყურადღებით ეპყრობოდა, მათ შესახებ მეკითხებოდნენ, უნდოდათ თავად მისულიყვნენ და დახმარებოდნენ... ქართველები ზოგადად ძალიან თბილი და გულითადი ხალხია, მზად არიან გაჭირვებულს პურის უკანასკნელი ნაჭერი გაუზიარონ.... ამიტომ როდესაც სოციალურ ქსელებში თქვენს გვერდს წავაწყდი, მაშინვე გადავწყვიტე თქვენთვის მომეწერა. იმედი გამიჩნდა, რომ ვინმე ჩემი შვილებსაც დაეხმარებოდა.

შორენა, ამ კითხვას ყველა ჩვენს ბენეფიციარს ვუსვამთ: რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

შორენა: მთელი გულით მინდა, რომ ჩემმა შვილებმა თავიანთი გზა იპოვონ, ფეხზე დადგნენ და ბედნიერად იცხოვრონ; თავზე საკუთარი ჭერი ჰქონდეთ და რა თქმა უნდა, ჩემს ოცნებებში ნინო ჯანმრთელია.

– თქვენი აზრით, სახლში პირველ რიგში რა გჭირდებათ?

შორენა: ღმერთო, როგორ მეუხერხულება თხოვნა... ჩვენ ყველაზე ძირითადი - საკვები და სითბო გვჭირდება. ჩემი შვილები მუდმივად ნახევრად მშივრები არიან, სახლში კი საშინლად ცივა. ზოგჯერ ორ ქურატას ვანთებ, მაგრამ ასე ხომ მალე შეიძლება მოვიწამლოთ?.. გამათბობელი ძალიან გვჭირდება; ტელევიზორიც თითქმის აღარ მუშაობს, არც სარეცხი მანქანა... ნინოს მასწავლებლებთან მეცადინეობის შესაძლებლობა არ აქვს, რადგან არც კომპიუტერი გვაქვს, არც ინტერნეტი. თქვენც კარგად ხედავთ, რა პირობებში ვცხოვრობთ...  ჩვენ ნებისმიერი დახმარებისთვის მადლობელები ვიქნებით.

მადლობა, რომ მოხვედით, მომისმინეთ და თანამიგრძნეთ.

***

  მეგობრებო, ახალკაციშვილების ოჯახი გასაჭირში იმყოფება. ბავშვის სნეულება - ეს თავისთავად საშინელი უბედურებაა, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ელემენტარული საარსებო საშუალებები არ არსებობს. ნახევრად მშიერი ანასტასია (1 წლის და 10 თვის), მამუკა (5 წლის) და გონებრივად ჩამორჩენილი ნინო (15 წლის) ერთოთახიან გაყინულ, დრომოჭმულ ბინაში ცხოვრობენ. ბავშვებს არც ნორმალური ფეხსაცმელი აქვთ, არც ტანსაცმელი და არც სათამაშოები. ისინი სრულიად ყველაფერს არიან მოკლებულნი.

  შორენა ახალკაციშვილს და მის შვილებს ძალიან სჭირდებათ სურსათი, საფენები, ძირითადი საყოფაცხოვრებო ტექნიკა, გაზის გამათბობელი და სარეცხი მანქანა. ნინოს არ აქვს სპეც. პედაგოგთან მეცადინეობის შესაძლებლობა, რადგან მას არც კომპიუტერი აქვს და არც ინტერნეტი.  

  ახალკაციშვილების ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავად შეგიძლიათ. მათი მისამართია: თბილისი, აფრიკის რაიონი, ჭიჭინაძის ქ. 19, ბ. 38

  ან დაურეკეთ შორენას და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელეფონის ნომერი: 577 92 40 45.

  და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, უფლის სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

  მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია: 

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება:ახალკაციშვილების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, ახალკაციშვილების ოჯახსაცგავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270


მსგავსი პროექტები: