ხუთი წელია, სიკვდილი ფეხდაფეხ დაგვყვება! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ხუთი წელია, სიკვდილი ფეხდაფეხ დაგვყვება!

page info icon
2021 თებერვალი 19
page info icon
2048
„მე და ჩემი და ძმას ისე ველოდებოდით, მას სახელიც კი მოვუფიქრეთ; მასზე ზრუნვა და მასთან თამაში გვინდოდა... გვეგონა, რომ ის ჩვენი დამცველი იქნებოდა... მაგრამ ის ისეთი უმწეოა, ისეთი სნეული... დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს“, - გვეუბნება 11 წლის ანა. ის და მისი უფროსი და - 13 წლის მარი - 5 წლის ლუკასთვის მხოლოდ დები კი არა, დედებიც გახდნენ! ზოგჯერ, ისინი თავიანთ ძმას დედაზე უკეთესადაც კი უვლიან! ბიჭი დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს, მას წყლის თხოვნაც კი არ შეუძლია.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,345 ₾
( 326 დონორი )
დასრულებულია

„ამიტომ, სულ მის გვერდით ყოფნა და მისთვის თვალებში ყურებაა საჭირო. ის ზოგჯერ იმდენად სუსტია, რომ კნუტივით ხმებს გამოსცემს, მხოლოდ თვალებს ახამხამებს, პირს ოდნავ აღებს... და ვხვდებით, რომ სწყურია.“

  როდესაც საბრალო დედამ ჩვენს ფონდს მომართა, მაშინვე მიხვდით, რომ ჩვენი დახმარების გარეშე ეს ოჯახი უბრალოდ ვერ გადარჩებოდა.

მეგობრებო, გაიცანით ჩვენი თანამემამულეები: მოსიყვარულე და მზრუნველი მშობლები: დედა - ლია და მამა - პაატა. მათ მზე და მთვარე შვილებზე ამოსდით, მაგრამ ისინი, საკუთარი ძალებით, ცხოვრებისეულ სირთულეებს უკვე ვეღარ უმკლავდებიან.

ლია: მე, ჩემი მეუღლე, ჩემი დედამთილი და ჩვენი სამი გოგონა:  მარი, ანა და თეა - ყველანი ლუკაზე ვზუნავთ! ის ჩვენთვის მთავარი ადამიანია და მთელი ჩვენი ცხოვრება სწორედ მის გარშემო ტრიალებს.


თქვენ მშვენიერი ოჯახი გყავთ! თუ შეიძლება, ლუკას შესახებ დაწვრილებით მოგვიყევით, რა სჭირს?

ლია:ლუკას ცერებრული დამბლა აქვს. უკვე ხუთი წელია, მას გვერდიდან არ ვშორდები. სულ ხელში მიჭირავს. საშინელი დასასრულისთვის ვემზადები, მაგრამ იმ ფაქტს ვერაფრით ვეგუები, რომ მან უნდა დამტოვოს! ის ისე მარტივად გავაჩინე! მას ისე ველოდით! მე, ჩემი მეუღლე და გოგონები სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავით! მშვენიერი ლუკა დაიბადა! ექიმებმა თქვეს, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ გული რაღაც ცუდს მიგრძნობდა. ექიმებს რამდენჯერმე ვთხოვე, რომ ენახათ, რაში იყო საქმე, ისინი კი უხეშად მპასუხობდნენ, რომ ზედმეტად ვნერვიულობდი ვიყავი, რომ პანიკა მქონდა... რომ სამკურნალო მე ვიყავი და არა ჯანმრთელი ბავშვი!


და აღმოჩნდა, რომ მართალი იყავით?

ლია:როდესაც ლუკა 20 დღის იყო, ის ჩემს მკლავებში გაითიშა... ამ საშინელი შემთხვევის ყოველი წამი მახსოვს! წამები მარადისობად გაიწელა! გიჟივით ვყვიროდი! ისევ ექიმებთან რეკვა და მათი შეწუხება დავიწყე - და ისევ ერთი და იგივე  პასუხს ვიღებდი: „დედა, დამშვიდდი! შეშლილი ხარ!“ შემდეგ, ახალშობილთან ერთად, თბილისში წამოსვლა გადავწყვიტე... ბანკიდან სესხი ავიღეთ და ჩამოვედით. ჩვენ ნამდვილი ექიმების ხელში აღმოვჩნდით, რომლებმაც ცერებრული დამბლის დიაგნოზი დაგვისვეს! და მივხვდი, რომ ჩემი ცხოვრება სამარადისოდ შეიცვალა!

ამისთვის მზად იყავით?

ლია:დედის გული ამას ყოველთვის გრძნობდა! მაგრამ მინდოდა, დამეჯერებინა, რომ მართლა უკიდურესობაში ვვარდებოდი და ტყუილად ვნერვიულობდი! მაგრამ ამისთვის მზად ვიყავი. ასეთი ბავშვის მოვლა ძალიან რთულია. ამის შესახებ გამაფრთხილეს, მაგრამ არ ვნებდები! საავადმყოფოებში, ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში, მრავალი დღე გავატარეთ და მე ყველაფერი მასწავლეს იმისთვის, რომ მასზე ზრუნვა დამოუკიდებლად შემძლებოდა.

თქვენი ტკივილი კარგად გვესმის... თუ გინდათ, შეგვიძლია, საუბარი შევწყვიტოთ.

ლია:არა, არა, საუბარი მიჭირს, მაგრამ მინდა, ეს ტკივილი გაგიზიაროთ. ასეთ რამეს მტერს არ ვუსურვებ. მსოფლიოს ყველა დედას ვუსურვებ, რომ მათი შვილები ჯანმრთელები იყვნენ! ყველაზე დიდი ბედნიერება სწორედ ეს არის!

რა რჩევას მისცემდით დედებს, რომლებიც თქვენსავით საშინელ მდგომარეობაში იმყოფებიან?

ლია:მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი... სამწუხაროდ, ჩემნაირი დედა ძალიან ბევრია. არასოდეს დანებდეთ! ბოლომდე იბრძოლეთ თქვენი შვილის სიცოცხლისთვის! სხვა ვინ, თუ არა ჩვენ?! და კიდევ... არ მინდა, ჩემი აზრი ვინმეს თავზე მოვახვიო, მაგრამ ძვირფასო დედებო, თუკი არ მუშაობთ და ამის საშუალება გაქვთ, თქვენი შვილის მოსავლელად უცხო ადამიანებს ნუ დაიქირავებთ. ყოველ წუთს, მათ თქვენი სითბო და სიყვარული აჩუქეთ. მერწმუნეთ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია! და ბოროტ ენებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ! მათ შეუძლიათ, მორალურად გაგანადგურონ!

რას გულისხმობთ, ლია?

ლია: ერთხელ, ქუჩაში, სრულიად უცხო ქალმა ზიზღით შემოგვხედა და თქვა, რომ სჯობდა, ის ბავშვთა სახლში ჩაგვებარებინა! წარმოგიდგენიათ? ჩემს შვილზე ისე საუბრობდა, თითქოს ის ლეკვი ყოფილიყო... ამან გამანადგურა! მან ხომ არ იცის, ჩვენ ის როგორ გვიყვარს?! ის ჩვენი ვარსკვლავია, ჩვენი ყველაფერი! ასეთი რამის გაფიქრება როგორ შეიძლება? ბავშვის ჩაბარება! საშინელებაა!

ლია, რა არის თქვენი ოჯახის მთავარი პრობლემა?

ლია:თქვენც კარგად გესმით, რა მძიმე მდგომარეობაშია ჩემი ბიჭი. მას ჰიგიენური საშუალებები, საფენები სჭირდება, ყველაფერი სტერილური უნდა იყოს - ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, სრულფასოვანი კვება, ხორცი და რძის პროდუქტები, სპეციალური საკვები, ყველაფერი თხევადი. მას ნორმალურად ყლაპვა არ შეუძლია.

მოგვიყევით, მეუღლე როგორ გაიცანით და ოჯახი როგორ შექმენით?

ლია:ჩვენ მეზობელი სოფლებიდან ვართ, ერთმანეთი სრულიად შემთხვევით გავიცანით. მთელი საღამო ერთმანეთს თვალს ვერ ვაშორებდით. ის ისე ძლიერ შემიყვარდა, რომ დიდხანს არ მიფიქრია და ერთი კვირის შემდეგ დავქორწინდით. პაატა საუკეთესო მამაა. ის ბავშვებს აღმერთებს. ლუკას დაბადებამდე, მთელი დღეები თავდაუზოგავად შრომობდა, რომ მათ ყველაფერი ჰქონოდათ! მაგრამ ლუკას დაბადების შემდეგ, ჩვენი ცხოვრება ძალიან გართულდა. ახლა, სამსახურის შოვნაც ძალიან ძნელია, მაგრამ ჩემი მეუღლე არ ნებდება, იმედი აქვს, რომ რამე გამოჩნდება. მინდა, მას მადლობა ვუთხრა! ვიცი, ბევრი მამაკაცი ასეთ მწუხარებას ვერ უძლებს და ოჯახიდან მიდის, შვილებს ტოვებს, პაატა კი პირიქით, ძალიან მეხმარება! ღმერთმა მას ჯანმრთელობა და მოთმინება მისცეს!

მხარს ვინ გიჭერთ? მხარდაჭერის გარეშე, თავს ალბათ ვერ გაართმევდით...

ლია:ნათესავების მხარდაჭერის გარეშე, ყველაფერი გაცილებით რთული იქნებოდა. ჩემი დედამთილი, მეუღლე და შვილები ძალიან მეხმარებიან. გოგონები ლუკას ეთამაშებიან, მას სიმღერებს უმღერიან და ართობენ! ლუკა ისე იცინის!.. როდესაც ის თავს კარგად გრძნობს და მხიარულობს, ჩვენ ვიცით, რომ ამ დაავადების დაძლევის შესაძლებლობა გვაქვს!  

ოჯახის შექმნისას რაზე ოცნებობდით? ოდესმე გიფიქრიათ, რომ ასეთი უბედურება შეგემთხვეოდათ?

ლია: ჩვენ ახალგაზრდები ვიყავით და ბევრი არაფერი გვჭირდებოდა; ერთმანეთი გვიყვარდა, დედამთილი შესანიშნავი მყავს, ბავშვები ჯანმრთელები არიან, მეუღლე მშრომელია... სრული ბედნიერებისთვის საჭირო მეტი რა იყო? ჩვენ ბიჭზე ვოცნებობდით და აი, უფალმა ისიც გამოგვიგზავნა!

სახელმწიფო მხარს რამენაირად თუ გიჭერთ? დახმარებისთვის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის თუ მიგიმართავთ?

ლია: დიახ, ადგილობრივი ხელისუფლება ზოგჯერ წამლებით გვეხმარება. ჩვენი რაიონი ძალიან ღარიბია, დახმარება მხოლოდ ჩვენ არ გვჭირდება. ეს ძალიან კარგად მესმის.

თქვენი შვილების შესახებ მოგვიყევით, სკოლაში დადიან?

ლია:მარი და ანა ძალიან კეთილი და მზრუნველი გოგონები არიან. სწავლა ძალიან უყვართ, კითხვაზე გიჟდებიან. ვერ ვიტყვი, სკოლაში სიარული რომ არ უწევთ, უხარიათ მეთქი; პირიქით, ენატრებათ. ორივე იმაზე ოცნებობს, ცნობილი ადამიანები გახდნენ! მათ ლუკას შესახებ სიმართლეს ვეუბნები და იციან, რომ ის დაბადებიდან ავად არის, არასოდეს ლაპარაკობდა და არც დადიოდა. იციან, რომ მისი განკურნება შეუძლებელია და ის, ბოლომდე, ასეთი დარჩება. მაგრამ მათ ამის დაჯერება არ სურთ, ამიტომ სასწაულის იმედი აქვთ. პატარა თეა კი - ჩვენი მოუსვენარი გოგოა! სულ ყურადღებას ითხოვს. როდესაც სახლიდან გავდივარ, ღელავს და დებს ეკითხება: „დედა დაბრუნდება? ხომ არ მიგვატოვებს?“

  –ახლა კი, ბავშვებსაც გავესაუბრები. გოგოებო, თქვენთან საუბარი შეიძლება? როგორ ხართ? რას საქმიანობთ? დედას ეხმარებით? რაზე ოცნებობთ?

ანა (11 წლის):მე კითხვა მიყვარს. ახლა „კაპიტან გრანტის შვილებს“ ვკითხულობ. ძალიან საინტერესოა! ზოგჯერ, წიგნებს ლუკასაც ვუკითხავ და ძალიან მოსწონს! ვიცი, რომ მას ყველაფერი ესმის და ოდესმე, ლაპარაკსაც დაიწყებს!

მარი (13 წლის):კითხვა მეც მიყვარს! მაგრამ ცეკვაც ძალიან მიყვარს. ადრე, ცეკვაზე დავდიოდი, მაგრამ შემდეგ, ფულის გადახდა ვეღარ შევძელით და შევწყვიტე. ახლა, ყველაზე მთავარია, რომ ლუკა იყოს კარგად. დანარჩენი - უმნიშვნელოა!

ოცნებები თუ გაქვთ?

ანამ და მარიმ ერთხმად მიპასუხეს: „ლუკა რომ ჯანმრთელი იყოს!“

კიდევ თუ გაქვთ ოცნებები, რომელიც პირადად თქვენია? ყველაზე მეტად რა გსურთ?

ანა:მე და ჩემს დას ძალიან გვჭირდება ლეპტოპი, გაკვეთილებს რომ დავესწროთ. მინდა, ვექილი გავხდე და კარგად უნდა ვისწავლო. არ მომწონს, მსოფლიოში ამდენი უსამართლობა რომ ხდება. მე ამის წინააღმდეგ ვიბრძოლებ! და კიდევ, ამაზე საუბარი მეუხერხულება, მაგრამ ძალიან მინდა ველოსიპედი.

მარი:მე კი ბიბლიოთეკა მინდა! ბევრი წიგნი! რომ არ თავდებოდეს!

თქვენ უბრალოდ შესანიშნავი გოგონები ხართ! ახლა, დედას გავესაუბრები, ხომ შეიძლება? ლია, რა შემოსავალი აქვს თქვენს ოჯახს? რაზე გყოფნით?

ლია: ლუკას შშმ პირთა პენსია აქვს - 220 ლარი; ასევე, 560 ლარის ოდენობის შემწეობას ვიღებთ და ბებიას პენსიას. 300 ლარს ბანკში ვიხდით. ლუკას გამოკვლევებისა და წამლებისთვის ბანკიდან დიდძალი თანხის - დაახლოებით 2000 ლარის გამოტანა მოგვიწია! დარჩენილი თანხით საფენებს და წამლებს ვყიდულობთ, მაღაზიაში ვალებს ვფარავთ და თავის სარჩენად, ცოტაოდენ სურსათს ვყიდულობთ, რომ შიმშილით არ მოვკვდეთ.

ალბათ, ზედმეტი კითხვაა, მაგრამ ჩვენ მას ჩვენს ყველა ბენეფიციარს ვეკითხებით. რა არის თქვენი ყველაზე დიდი ოცნება?

ლია: ალბათ ბევრი ვერ გამიგებს, მაგრამ ვოცნებობ, ჩემმა შვილმა დამოუკიდებლად წყლის დალევა მაინც შეძლოს! ან თუნდაც იმის თქმა, რა აწუხებს... ლუკას მოსავლელად საფენები და წამლები გვჭირდება, ასევე, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საგანგებო, შშმ პირის დამხმარე ეტლი, წელისა და თავის დასაჭერად. ძალიან გვჭირდება საკვები, გაზქურა და კომპიუტერი - გოგოებისთვის. ჩვენთვის ტელევიზორიც ნამდვილი ხსნა იქნებოდა! ლუკას მულტფილმების ყურება და სიმღერების მოსმენა ძალიან უყვარს.

ჩვენი ფონდი როგორ იპოვეთ? ჩვენთან დაკავშირება რატომ გადაწყვიტეთ?

ლია: თქვენი კეთილი საქმეების შესახებ არაერთხელ მსმენია! მინახავს დედები ისეთივე შვილებით, როგორიც ჩემი ლუკაა და მინახავს, მადლობას როგორ გიხდიდნენ. ამიტომ გადავწყვიტე, მომეწერა.

თქვენ შესახებ რომ დავწერთ, თქვენი ოჯახის შესახებ თითქმის მთელი საქართველო შეიტყობს. ფონდის მეგობრების გაცნობას ისურვებდით?

ლია:დიახ, კეთილ ხალხს სიამოვნებით გავიცნობდით.


***

  მეგობრებო, ჩვენ არ გვაქვს მორალური უფლება, ამ ამბის წაკითხვის შემდეგ, ამ საბრალო ხალხს არ დავეხმაროთ! ვილოცოთ ლუკასთვის, ყველამ ერთხმად შევთხოვოთ უფალს, რომ ამ ბიჭის სიცოცხლე არ შეწყდეს.

გადასარჩენად, ლუკას ძალიან სჭირდება წამლები, ჰიგიენური საშუალებები და საგანგებო, შშმ პირთა დამხმარე ეტლი! დაეხმარეთ მას გადარჩენაში! ჩათვალეთ, რომ ისინი თქვენი ნათესავები არიან!

მეგობრებო, იმნაძეების ოჯახი სავალალო მდგომარეობაში იმყოფება.

იმნაძეების ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავად შეგიძლიათ. მათი მისამართია: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ლესა.

ან დაურეკეთ ლიას და გაამხნევეთ იგი კეთილი სიტყვებით! ტელეფონის ნომერი: 577 92 40 45

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახს გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, ვისაც ამის გაკეთება თავად არ შეუძლია. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, უფლის სიყვარული დავამტკიცოთ საქმით და არა სიტყვებით!

  მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ  თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე:  office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია: 

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება:იმნაძეების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდისმეშვეობითაც.

  ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად,  უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით ლიას და ლუკასაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს – 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: