დედიკო, არ მოკვდე, რა! მე აუცილებლად გადაგარჩენ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედიკო, არ მოკვდე, რა! მე აუცილებლად გადაგარჩენ!

page info icon
2021 მარტი 1
page info icon
1454
„დეიდა, ყურადღებით იყავით: დედას მოულოდნელად ტუჩები თუ გაულურჯდა, საშველად ვინმეს უნდა მოვუხმოთ! - ზრდასრული ადამიანის სერიოზულობით მაფრთხილებს 7 წლის ირმა და თვალებში უნდობლად მიყურებს. - მე ნემსის გაკეთება არ ვიცი; თქვენ იცით? აუცილებლად ვისწავლი! მალე!“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,794 ₾
( 150 დონორი )
დასრულებულია

     წლინახევრის ვერიკო, 4 წლის ანდრია და 7 წლის ირმა ყოველდღე სიკვდილს უყურებენ თვალებში... როდესაც მათი საყვარელი დედა, ანა, ძირს ეცემა, ლურჯდება და დაჭრილი ჩიტივით ფართხალს იწყებს, პატარები მას შიშისგან ფართოდ გახელილი თვალებით უყურებენ; უფროსი გოგონა, ირმა კი ელვის სისწრაფით გარბის მეზობლებთან. „მთელი ძალით გავრბივარ, გული ლამის საგულედან ამომიხტეს! და ძალიან მეშინია! რომ ვერ მოვასწრო, დედიკო მოკვდება!“ - 7 წლის ასაკში ბავშვმა იცის, როგორ გამოიყურება ეპილეფსიის შეტევა. მისი ყოველი დღე სავსეა შიშით, რომ ის მშველელის მოხმობას ვერ მოასწრებს, რომ დედა დაიძინებს და ვეღარასდროს გაიღვიძებს! გოგონა კალენდარში შეტევების დღეს ინიშნავს და ნემსის გაკეთების სწავლაზე ოცნებობს...

  „ზოგჯერ მიკვირს კიდეც, როგორ ვარ საერთოდ ცოცხალი და თავი როგორ არ მაქვს დარტყმული? მე ხომ შეიძლება ნებისმიერ წამს, ნებისმიერ ადგილას დავეცე. უფალი მოწყალეა; მჯერა, რომ ის ჩემს შვილებს ობლად არ დატოვებს!“ - დედა, ანა ცრემლებს იწმენდს და პირჯვარს ისახავს. საკუთარი შვილების წინაშე სიკვდილის ძლიერმა შიშმა ყოველგვარი გასაჭირი, დანგრეული სახლი, შიმშილი და სიცივე დაჩრდილა...

  „ეს სახლი დიდი ხნის წინათ აშენდა... როდესაც ძლიერი ქარი უბერავს, ბავშვებს ეშინიათ. ჰგონიათ, რომ კედლები ჩამოიშლება; მაგრამ რა ვქნათ? ჩვენ წამლების ფულიც კი არ გვაქვს და ნახევრად მშივრები ვართ“, - მძიმედ ოხრავს ანა.

  ამ საბრალო ოჯახს ყველა უბედურება თავზე ერთიანად დაატყდა, მათ კი საერთოდ არავინ ჰყავთ, ვისაც დახმარებისთვის მიმართავდნენ. მათი უკანასკნელი იმედი ჩვენ ვართ.

  ანა, ასეთ მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდით? დაბადებიდანვე ავად ხართ?

  ანა:2016 წელს მშობლები დავკარგე. დედას სიმსივნე დაუდგინეს და ის რამდენიმე თვეში მიილია; სულ რაღაც 50 წლის იყო. მამა ძალიან განიცდიდა და მას უკვე მალევე მიჰყვა. ეს ჩემთვის დიდი დარტყმა იყო. ჩემი უმცროსი ძმები ობოლთა თავშესაფარში გადაიყვანეს და მოსვენებას არც ეს მაძლევს... ალბათ ყველა ეს განცდა ჩემს ჯანმრთელობაზე აისახა; ეპილეფსიური კრუნჩხვები დამეწყო. ჯერ იშვიათად მემართებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, გახშირდა და ახლა, კვირაში რამდენჯერმე მეორდება. ბავშვებზე ვდარდობ... მათ ძალიან ეშინიათ. 

  ანა, გვითხარით, თქვენზე ვინ ზრუნავს? თქვენი მეუღლე ახლა სად არის?

  ანა:ზურაბი რომ არა, მე დიდი ხნის მკვდარი ვიქნებოდი. ის ძალიან მეხმარება, სულ ჩემ გვერდით არის... ადრე მტვირთავად მუშაობდა, ახლა კი ჩემი დიდხანს, მარტო დატოვების ეშინია. ბავშვების გამოც განიცდის. ძალიან უჭირს... პატარა ვერიკო სულ მამასთან არის. მისი ხელში აყვანაც კი მეშინია, რომ მასთან ერთად არ დავეცე. ზურაბს შეუძლია პირველადი დახმარება გამიწიოს; შეშუპების დასაცხრობად ნემსს მიკეთებს ხოლმე, რომ არ გავიგუდო.  

  და თუკი ის სახლში არ არის?

  ანა:ჩემმა უფროსმა გოგონამ სასწრაფო დახმარების გამოძახება ისწავლა... საბრალო, კალენდარზე ინიშნავს, როდის ხდება დედა ცუდად... თუ მამა სახლში არ არის, დასახმარებლად მეზობლებთან გარბის ხოლმე. მან ჯერ ნემსის კეთება არ იცის, მაგრამ მპირდება, რომ მალე ისწავლის. ზოგჯერ მიკვირს კიდეც, როგორ ვარ საერთოდ ცოცხალი და თავი როგორ არ მაქვს დარტყმული? მე ხომ შეიძლება ნებისმიერ წამს, ნებისმიერ ადგილას დავეცე. ბოდიშს გიხდით დეტალებისთვის, მაგრამ რამდენჯერმე საპირფარეშოშიც დავცემულვარ... (ტირის.)

  ირმა (7 წლის):მე მალე გავიზრდები, ექიმი გავხდები და დედას და ყველას ვუმკურნალებ. ნუ გეშინია, დედა! მე შენთვის საავადმყოფოს ავაშენებ; შენთვის და ყველა დედისთვის.

  ირმა, დედა ძალიან გაშინებთ ხოლმე?

  ირმა:თუ მამა სახლში არ არის, ძალიან გვეშინია. როდესაც დედა ეცემა, ვტირით და ვყვირით, რომ მეზობლებმა გაიგონ; ან გავრბივარ და ვეძახი. მათ ნემსის კეთება იციან; მე ჯერ არ შემიძლია. თუ ვერ მოვასწარი, დედა მთლიანად გალურჯდება და შეიძლება აღარც გაიღვიძოს. იცით, როგორ მეშინია?! საშინელებაა!

  ანდრიას და ვერიკოსაც ეშინიათ?

  ირმა:დიახ, ისინიც ტირიან ხოლმე, მაგრამ მე მათ ვამშვიდებ; ვეუბნები, რომ დედა კარგად იქნება.

  ირმა, რას აკეთებთ ხოლმე, როცა დედა კარგად არის?

  ირმა:დამალობანას და დაჭერობანას ვთამაშობთ ხოლმე; მაგრამ ვცდილობთ, არ ვიხმაუროთ, რომ დედამ არ ინერვიულოს. ასევე, კარგად ვსწავლობ. დედიკოს ძალიან უხარია, როდესაც მასწავლებლები მაქებენ.

  კიდევ რის თამაში გიყვართ? საყვარელი სათამაშოები თუ გაქვთ?

  ირმა:ჩვენ სათამაშოები არ გვაქვს. ძალიან გვინდა, რომ გვქონდეს... (ირმა გაჩუმდა და დედას შეხედა.) ძალიან გვინდა, რომ დედას წამლები ჰქონდეს.

  და თქვენთვის რა გინდათ?

  ირმა:ველოსიპედები გვინდა, მაგრამ იცით, რა ძვირი ღირს?! ვერიკოსთვის ლამაზი თოჯინაც გვინდა!

  ანდრია (4 წლის): მე კი პატარა, ლურჯი ველოსიპედი მინდა! ძალიან, ძალიან მინდა! ქაღალდისგან ფულსაც გამოვჭრი! დედასთვის კი - კურდღელს! რომ გამხიარულდეს!

  ანა, თქვენ მშვენიერი შვილები გყავთ! სწორედ თქვენი დამსახურებაა ის, რომ ისინი ასეთი ზრდილობიანები არიან!

  ანა:ისინი - ჩემი ყველაფერია! ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარს; ერთმანეთზე ყოველთვის ვზრუნავთ! ამაში ძალიან გამიმართლა! ამის მიზეზი ალბათ ის არის, რომ ისინი დიდ სიყვარულში იზრდებიან!

  თქვენი საყოფაცხოვრებო პრობლემების შესახებ გვიამბეთ. რა შემოსავალი გაქვთ, როგორ ცხოვრობთ, რით იკვებებით? ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

  ანა: ეს ნახევრად დანგრეული სახლი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ჩემი მეუღლის მშობლებს ეკუთვნით. ჯანმრთელობა რომ იყოს, ყველაფერს ავიტანდით! მაგრამ ახლა, ყველაფერი ერთად დაემთხვა: დანგრეული სახლიც, შიმშილიც და ავადმყოფობაც... როდესაც ძლიერი ქარი უბერავს, ბავშვებს ეშინიათ. ჰგონიათ, რომ კედლები ჩამოიშლება.

  ირმა:დიახ, იცით, რა საშინელებაა? ისეთი ხმაა, თითქოს მგლები ყმუიან! ერთმანეთს ჩახუტებულები ვსხედვართ და ვცდილობთ ამ საზარელ ხმებს არ ვუსმინოთ!

  ანა:დაშიმშილზე საუბარიც კი არ მსურს! ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა - 420 ლარის ოდენობით. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ცუდი დიასახლისი ვარ, რადგან ამ თანხის მთელ თვეზე გადანაწილება არ შემიძლია. ეს ხომ დღეში 10 ლარზე მეტია?! მაგრამ არ გვყოფნის. წამლები ძვირი ღირს, არც სურსათი იაფდება. დიდი მადლობა მეზობლებს; ისინი გვეხმარებიან.

  ანა, ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

  ანა:მე წამლებზე და საკვებზე ვოცნებობ! სარეცხი მანქანაც ძალიან მჭირდება. ჩემი სენის გამო, ხელით რეცხვა ძალიან მიჭირს. საწოლები და სწავლისთვის - პლანშეტიც გვჭირდება. სულ ეს არის! მე მეტს ვერაფერს ვითხოვ. ჩემი ოცნების ზღვარი აქ გადის.  

  ანდრია:დეე, ველოსიპედიც არ დაავიწყდეთ, რა! ჩვენ ისიც ძალიან გვჭირდება! მის გარეშე, აბა, როგორ ვიქნებით?

  თქვენი ოჯახის შესახებ მთელი საქართველო შეიტყობს! დარწმუნებული ვარ, ბევრი მეგობარი გამოგიჩნდებათ. თქვენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვლება! ნახავთ! ყველაფერი კარგად იქნება! თქვენ უბრალოდ ვალდებული ხართ, უკეთ იცხოვროთ!

  ანა: უფალი გფარავდეთ!

***

  ასე დასრულდა ტკივილითა და უიმედობით სავსე კიდევ ერთი ამბავი. ამ საბრალო ოჯახს ვინ ინახულებს? ვინ იზრუნებს მათზე? ახლა თუ მერე?.. საკითხავი აი, ეს არის!

  ოჯახს ყველაფერი სჭირდება: საკვები, ჰიგიენური საშუალებები, წამლები, სარეცხი მანქანა და სათამაშოები. გვჯერა, რომ ეს ამბავი საჭირო ადამიანებამდეც მიაღწევს; ჩვენ ამის იმედი გვაქვს!

    ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გაიხარეთ იმით, რომ უფალი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით პასუხობს!

    მოდით, გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ ბავშვებს, რომ სასწაულები ხდება! თითოეული ჩვენგანის სიკეთის მათ გულწრფელად სჯერათ. ნუ დააღალატებთ ჩვენს პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, თუ რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!

    ოჯახის მონახულება შეგიძლიათ მისამართზე: ქარელის რაიონი, სოფ. ქვემო ხვედურეთი. თქვენ მათ ძალიან გაახარებთ. მათ სტუმრები ძალიან უყვართ!

  და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ მათ შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, უფლის სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

  მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია: 

  #GE15TB7194336080100003

  #GE42LB0115113036665000

  #GE64BG0000000470458000

  (დანიშნულება:ანა ბახტურიძე).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, ანას და მის მშვენიერ შვილებსაცგავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.



მსგავსი პროექტები: