პროექტის რეპორტი დედიკო, არ მოკვდე, რა! მე აუცილებლად გადაგარჩენ! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედიკო, არ მოკვდე, რა! მე აუცილებლად გადაგარჩენ!

page info icon
2021 მარტი 1
„დეიდა, ყურადღებით იყავით: დედას მოულოდნელად ტუჩები თუ გაულურჯდა, საშველად ვინმეს უნდა მოვუხმოთ! - ზრდასრული ადამიანის სერიოზულობით მაფრთხილებს 7 წლის ირმა და თვალებში უნდობლად მიყურებს. - მე ნემსის გაკეთება არ ვიცი; თქვენ იცით? აუცილებლად ვისწავლი! მალე!“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,794 ₾
( 150 დონორი )
დასრულებულია

უცებ რომ მოვკვდე, ჩემს შვილებზე ხომ იზრუნებთ?

– დანახვისთანავე იმედიანად მკითხა აცრემლიანებულმა, მძიმედ სნეულმა გმირმა დედამ და ამ კითხვით თითქოს მხოლოდ მე კი არა, მთელ ქვეყანას და ყველა კეთილ ადამიანს მიმართა.

რა პასუხი გავცეთ? დაფიქრდით, მეგობრებო და გვითხარით, რას დავპირდეთ ამ მშვენიერი ბავშვების დედას? თქვენს პასუხს მოუთმენლად ველით!

„მიუხედავად იმისა, რომ სასწაულების მჯერა“, - აგრძელებს ანა. - „და თქვენი გამოჩენა ჩემი ოჯახის ცხოვრებაში ამის დასტურია, განკურნებას არ ველი; თუმცა მჯერა, რომ უფალი აუცილებლად დაგვეხმარება... უბრალოდ ახლა ისე ძალიან აღარ მეშინია. ჩემს შვილებზე ხომ იზრუნებთ, არა?“ - მრავალშვილიანი დედა, ანა ცრემლებს ვეღარ იკავებს და თავის პატარებს გულში იკრავს.

ახალგაზრდა ქალის თვალებში სევდა და ნაღველი იკითხება, მაგრამ ის ცდილობს თემა შეცვალოს და მიჩვენებს საჩუქრებს, რომლებიც ბახტურიძეების ოჯახს ფონდის მეგობრებმა აჩუქეს. „სიტყვები არ მყოფნის! უბრალოდ შეხედეთ, როგორ შეიცვალა ჩვენი ოთახი“, - აგრძელებს ანა.

მე კი შეცვლილ ოთახს კი არა, ბავშვებს ვუყურებ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში პირველად არიან მხიარულები და დანაყრებულები; ვუყურებ დედას, რომელიც სიღარიბემ და ავადმყოფობამ დაღალა და რომლის თვალებშიც სიცოცხლის წყურვილი იკითხება... და ვხვდები, რომ ჩვენ ამ ხალხის უკანასკნელი იმედი ვართ!

რა ბედი ელით ამ მშვენიერ ბავშვებს?!

მეგობრებო, ფონდს ძალიან სჭირდება თქვენი დახმარება, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით ევროპული დონის ბავშვთა სახლები გავხსნათ, - როგორც ამას ადრე ვაკეთებდით!

(https://chernovetskyifund.ge/ge/news/fund-news/1361-1/)

ანა, მოგვიყევით, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?

ანა: იცით, ჩემი მძიმე ფიზიკური და მორალური მდგომარეობიდან გამომდინარე, უკვე მეგონა, რომ სიცოცხლისკენ ვეღარაფერი მომაბრუნებდა და ჩემს შვილებს ბავშვობას ვეღარაფერი გაუფერადებდა. მათ ამ ცხოვრებაში, სიღარიბისა და გაჭირვების გარდა, ბევრი არაფერი უნახავთ; მაგრამ, როგორც ხედავთ, სახლში ბავშვების სიცილი ისევ გაისმა. თქვენი და მზრუნველი ხალხის წყალობით, მედიკამენტოზურ მკურნალობას გავდივარ, რის უფლებასაც თავს მრავალი წლის განმავლობაში ვერ ვაძლევდი, რადგან საჭმელიც კი ძლივს გვყოფნიდა. ეს კი ჩვენი ახალი საწოლია - დიდი და მოსახერხებელი. ახლა დასაძინებელი ადგილი ყველას აქვს! თუმცა მე, როგორც დიასახლისს, ყველაზე მეტად სარეცხი მანქანა გამიხარდა! ბოლო დროს ხელით რეცხვა განსაკუთრებით მიჭირდა, რადგან ფეხზე დიდხანს დგომა არ შემეძლო, მაშინვე თავბრუსხვევა მეწყებოდა. პატარა ბავშვებისთვის ტანსაცმლის გამოცვლა კი დღეში რამდენჯერმე მიწევს - დედები კი მიხვდებიან, რამხელა შრომაა... თქვენი საჩუქრის წყალობით თეთრეული მალე შრება, ტანსაცმელი სუფთაა, დედა კი დასვენებული და კმაყოფილია. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ყველაზე რთულ დროს ჩვენ გვერდით აღმოჩნდა და დაგვეხმარა!

ახლა ბავშვებს დასაძინებელი და გასართობი ადგილი აქვთ

დედას ნამდვილი დამხმარეები ეზრდება

პატარა ვერიკო ბახტურიძეების ოჯახის მთავარი წევრია

დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის, ანა. მითხარით, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იქნებ მათი სახელები გახსოვთ, ვინც დაგეხმარათ?

ანა: ნანიკო ბებია ალბათ მთელი ცხოვრება მემახსოვრება. მას ჩვენ შესახებ შვილიშვილმა მოუყვა, რომელსაც ნანიკო სამი წლის ასაკიდან მარტო ზრდის. მიუხედავად მატერიალური სირთულეებისა, ამ კეთილმა ხალხმა ბავშვებისთვის სახლში მომზადებული მურაბები, მწნილები და ფუნთუშები გამოგვიგზავნეს. თბილისიდან სტუდენტები ჩამოვიდნენ და უამრავი ტკბილეული ჩამოგვიტანეს. უზომოდ მადლიერი ვარ თითოეული მათგანის!

სარეცხი მანქანა მხოლოდ დედას კი არა, ვერიკოსაც მოეწონა

ანა, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოგეხმაურათ ან დაგეხმარათ?

ანა: მუნიციპალიტეტმა შაქარი, კარაქი, წიწიბურა და ფქვილი გამოგვიგზავნა. ამ დახმარებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების მადლობელი ვარ, რადგან მესმის, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ და მეტის იმედი არც უნდა მქონდეს.

ბავშვებს ამდენი გემრიელი საჭმელი დიდი ხანია არ უნახავთ

მოდი სევდიან თემებზე ნუღარ ვილაპარაკებთ. უცნობი ხალხისგან ასეთ მხარდაჭერას ელოდით? რა ემოციები გქონდათ?

ანა: ამ წლების განმავლობაში ბევრი რამ გამოვიარე; ძალიან ახლობელმა ადამიანებმა, რომლებმაც ჩემი ოჯახი გასაჭირში მიატოვეს, იმედი გამიცრუეს, ამიტომ დავიფიცე, რომ აღარაფრის მოლოდინი აღარ მექნებოდა. ასე გულიც აღარ მეტკინებოდა... მაგრამ თქვენი ფონდის შესახებ ბევრი საოცარი ამბავი გამიგია და გულის სიღრმეში ვოცნებობდი, რომ გამონაკლისი არც მე ვიქნებოდი! უბრალოდ ვერც კი აღგიწერთ, ეს რა გრძნობაა; რამხელა სიხარული და მადლიერება განვიცადე თქვენი ყურადღებისა და სიყვარულის წყალობით... თითოეულმა კეთილმა სიტყვამ ჩემზე ძალიან იმოქმედა, რადგან როცა ასეთ არაადამიანურ პირობებში ცდილობ გადარჩენას, ჩვეულებრივ, ადამიანურ ურთიერთობებს გადაჩვეული ხარ. აღარც უსაფრთხოების შეგრძნება გაქვს და აღარც იმისი, რომ შენზე და შენს ოჯახზე ვიღაც ზრუნავს და მათხოვრობა და თავის დამცირება აღარ გჭირდება... დიდი მადლობა ყველას!

– ანა, თუ შეიძლება, თქვენს შვილებსაც გავესაუბრები. ირმა, საჩუქრები მოგეწონა?

ირმა (7 წლის): ძალიან! რაც მთავარია, ახლა დედა თავს უკეთ გრძნობს და ჩვენთან თამაშის განწყობაც აქვს. სასუსნავებიც მოგვიტანეს, ბევრი ტკბილეული და სოსისი! ისეთი გემრიელია! ცოტა ნაყინი კიდევ დაგვრჩა, ხომ არ გასინჯავდით? 

    

სანამ დედა არ გიყურებს, შეგიძლია კიდევ ერთი შოკოლადი შეჭამო!

უფროსმა დამ ტკბილეული სამომავლოდ გადაინახა

– დიდი მადლობა, ირმა, ძალიან კეთილი გოგო ხარ! ანდრია, შენც ბევრი შოკოლადი ჭამე?

ანდრია (4 წლის): რა თქმა უნდა! მაგრამ უფრო მეტი გადავმალე, თორემ სხვა დროისთვის აღარ გვექნება. ჩემს დებს ტკბილეულს ისე ვუნაწილებ, რომ ორივეს თანაბრად ერგოს.

ანდრია, როგორც ყველაზე სამართლიანი ძმა, დებს ტკბილეულს უნაწილებს

დიდი ხნის განმავლობაში პირველად, ბავშვები დანაყრებულები და ბედნიერები არიან

– რა ყოჩაღი ხარ! ანა, საუბარს დავუბრუნდეთ. მითხარით, იქნებ კიდევ გაქვთ რაიმე სახის პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენს მკითხველებს შეუძლიათ დახმარება? ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

ანა: თქვენც კარგად ხედავთ, რა სიღარიბეში ვცხოვრობთ, ასე რომ ჩვენთვის ნებისმიერი დახმარება ფასდაუდებელი იქნება: საკვები, ტანსაცმელი, ავეჯი... ჩემთვის არაფერს ვითხოვ, ყველაზე მეტად ბავშვები მეცოდებიან. ანდრიას ველოსიპედი უნდა და სულ მეხვეწება, მიყიდეო, მაგრამ ამდენი ფული არ მაქვს; გოგონებს კი არაფერი აქვთ ჩასაცმელი, უფროსი ძმის გამონაცვალი ტანსაცმელი აცვიათ და ასე გაგვაქვს თავი! ჩემო კეთილო ხალხო, ჩემო კარგებო, ჩვენი დახმარება რომც არ შეგეძლოთ, მაინც მადლიერი ვარ თქვენი, რადგან ჩვენი ამბავი გულთან ახლოს მიიტანეთ! ახლა უკვე დანამდვილებით ვიცი, რომ მე თუ რამე დამემართა, ჩემი შვილები მარტო არ დარჩებიან, როცა თქვენნაირი მოწყალე ხალხი არსებობს! ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახების მფარველი!

***

ძვირფასო მეგობრებო, ბახტურიძეების ოჯახს ძალიან უჭირს. მრავალშვილიანი დედა ძლიერ ავადაა და ძალიან იტანჯება. მას მკურნალობა სჭირდება, მაგრამ ოჯახს ფული საკვებზეც კი არ ჰყოფნის. სამი პატარა ბავშვი ნახევრად მშიერია და შოკოლადებზე და სათამაშოებზე ოცნებობს, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ ისინი შეიძლება საყვარელი დედის გარეშე დარჩნენ, თუ მან სამედიცინო დახმარება დროულად არ მიიღო. ამ ბავშვებისთვის უდარდელი ბავშვობის ჩუქება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ! ბედნიერებას ხომ ყველა ბავშვი იმსახურებს!

თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ „ფეისბუქ" პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ბახტურიძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც:  https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/696-bakhturidze

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს - 0901 200 270

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: