სახლი დაგვეწვა! გვიშველეთ, ხალხნო! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სახლი დაგვეწვა! გვიშველეთ, ხალხნო!

page info icon
2021 მარტი 4
2 წლის ბავშვის ხმამაღალმა ტირილმა ოჯახი ხანძრის დროს მტანჯველ სიკვდილს გადაარჩინა! „დიდება შენდა, ღმერთო, - მოთქვამს მრავალშვილიანი დედა, ინეზა, - რომ ჩემს მარიამს ხელი შეახე და გააღვიძე. ეს ხომ ნამდვილი სასწაულია... საშინელ სიკვდილს, - ცოცხლად დაწვას, - მხოლოდ ერთი-ორი წუთი გვაშორებდა და უცებ... ჩემი გოგონას ხმამაღალი ტირილი სახანძრო საყვირივით გაისმა! ისედაც ღარიბები ვართ, ახლა კი... ახლა მთელი ჩვენი ცხოვრება ნაცრის გროვად და ნანგრევებად იქცა!“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,186 ₾
( 265 დონორი )
დასრულებულია

„დედიკო, როდესაც ჩვენს სახლს ცეცხლი გაუჩნდა, წყალი რატომ არ დაასხით და რატომ არ ჩააქრეთ?“ - გულუბრყვილო ცნობისმოყვარეობით კითხულობს 4 წლის ალექსი, რომელმაც ზღაპარში ნანახი სურათებიდან იცის, რა სახალისოა, როდესაც სათლებით დარბიან და ხანძარს აქრობენ.

ბავშვს და მის 2 წლის დაიკოს წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომ ისინი მალე ტანშიშველ-ფეხშიშვლები ღია ცის ქვეშ აღმოჩნდებიან და საერთოდ ყველაფერს დაკარგავენ...

  კორესპონდენტი: შევდივარ და ვხედავ - ოთახი 3х4-ზე; პატარა გოგონა, რომელიც ანგელოზს ჰგავს, საწოლზე ზის, პატარა ხელზე თითებს კეცავს და ითვლის: „ეს - ანა, ეს - მარიამი, თალიკო, ნაირა... კიდევ ბევრია... აი, ამდენი...“

  „ყველაფერი უფლის ნებაა! ყოველ ჯერზე, როდესაც გულში სევდა და სასოწარკვეთილება მეპარება, ვიხსენებ, რომ კინაღამ დავიწვით! გესმით? მე და ჩემს გოგონას საშინელ წამებაში ამოგვხდებოდა სული! უფალს ყოველდღე მადლობას ვწირავ, რომ გადაგვარჩინა.


  ინეზა, ეს ყველაფერი როგორ მოხდა? სად იყავით? როგორ გადარჩით?

ინეზა:როგორც ამბობენ, ყველაფერი უფლის ნებაა! რომ არა უბრალო შემთხვევითობა, მე და მარიამი ცოცხლები აღარ ვიქნებოდით; ფერფლად ვიქცეოდით, როგორც მისი საყვარელი თოჯინები. 19 დეკემბერს ჩემი ქმარი, უფროს შვილებთან ერთად, მშობლების მოსანახულებლად წავიდა სოფელში, რადგან მამამისი ცუდად გახდა. მე და მარიამი მარტო დავრჩით სახლში. ციოდა, გასათბობად არაფერი გვქონდა. შეშა მეორე დღეს უნდა მოეტანათ. შვილი დასაძინებლად ადრე დავაწვინე და მეც დაწოლას ვაპირებდი, როდესაც მარიამის ნათლიამ დარეკა, რომელიც ჩვენ მახლობლად ცხოვრობს და მასთან მისვლა მთხოვა. ვუთხარი, რომ ბავშვს უკვე ეძინა, ამიტომ ხვალ მივიდოდით... და ამ დროს მარის რომ არ გაეღვიძა, „ხვალ“ აღარც დაგვიდგებოდა!

როგორც ფილმში!..შემდეგ რა მოხდა?

ინეზა:მარიმ გაიღვიძა და სტუმრად წასვლა ითხოვა; თქვა, რომ ძმების გარეშე მოწყენილი იყო. ჩავიცვით და წავედით. 20 წუთიც არ იყო გასული, რომ ტელეფონის ხმა გაისმა. მეზობელი რეკავდა და ყურმილში ყვიროდა. ვერ ვხვდებოდი, რაში იყო საქმე. შემდეგი კი მომესმა სიტყვები: „შენი სახლი იწვის!“ მარიამით ხელში ცეცხლმოკიდებულ სახლს მივაშურე, რომელიც კოცონივით იწვოდა; ცეცხლის ენები ცამდე ატანდა. ბავშვით ხელში გახევებული ვიდექი, შემდეგ მუხლებზე დავეცი და მხოლოდ ერთადერთს ვიმეორებდი: „მადლობა, ღმერთო, რომ ახლა იქ არ ვართ!“

მთავარია ცოცხლები ხართამ ოთახში როგორ აღმოჩნდით?

ინეზა:ხანძრის შემდეგ, ფაქტობრივად ტანშიშველ-ფეხშიშვლები, ყინვაში დავდიოდი და საცხოვრებლად ბინას ვეძებდით. ბევრმა უარი გვითხრა. სახსრების გარეშე, სამ ბავშვთან ერთად - ასეთებისთვის ბინის ქირით მიცემა არ ისურვეს... მხოლოდ გვიან საღამოს, როდესაც მარიამი სიცივისგან სულ მთლად გაითოშა და გალურჯებამდე ტიროდა, შეგვიშვეს... ჩვენმა მასპინძელმა ახლობლებივით მიგვიღო. გაყინული ბავშვები რომ დაინახა, თავისი საბნები მოგვცა, ღუმელი მოიტანა, ჩაი დაგვალევინა... მადლობა ღმერთს, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ! ისინი, როგორც ანგელოზები, სწორედ მაშინ ჩნდებიან, როდესაც ყველაზე მეტად გიჭირს. ჰოდა, აქ გავჩერდით. აქ ძალიან სივიწროვეა, მაგრამ ჩივილი ცოდვაა. ჩვენ ახლა მეტი არც გვჭირდება. ჩვენ არაფერი გვაქვს; არც ტანსაცმელი, არც ჭურჭელი. ა-რა-ფე-რი!


და რაზე ცხოვრობთ?

ინეზა: ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა. 360 ლარს ვიღებთ, აქედან 200 ლარს კი ოთახში ვიხდით. 160 ლარად ბავშვები უნდა გამოვკვებო. ვიცი, რომ დღეში 5 ლარზე მეტის დახარჯვის უფლება არ მაქვს. 5 კაცზე დღეში 5 ლარი; მაგრამ ჯერჯერობით, შიმშილით არ მოვმკვდარვართ.

სოციალური სასადილოს საკვები ძალიან გვეხმარება. თუ ქათამს გვაძლევენ, დღესასწაული გვაქვს! შეგვიძლია მეფური სუფრა გავაწყოთ!

– ასეთ მდგომარეობაში სულიერი სიმხნევის შენარჩუნებას როგორ ახერხებთ?

ინეზა: ბავშვებს შეხედეთ! თამაშობენ, მაგრამ ცალი ყური აქეთ აქვთ. ხმაში ოდნავი განგაშიც რომ შემატყონ, ჭკუიდან გადავლენ. ზოგჯერ ხდება, რომ წამიერად ყურადღებას ვადუნებ და ცრემლები თავისთავად მოდიან. „დე, ნუთუ ყველაფერი ასე ცუდად გვაქვს? დე, ვერ გავძლებთ?“ - მეკითხებიან ბავშვები. უფლება არ მაქვს ვუთხრა, რომ კი, ყველაფერი ძალიან ცუდადაა. ვეუბნები, რომ ეს ყველაფერი დროებითია და თავს გავართმევთ! რომ ყველაფერი კარგად იქნება!


ინეზა, თქვენი მეუღლე რას საქმიანობს?

ინეზა:პანდემიამდე ის საცხობში მუშაობდა, მაგრამ შემდეგ საცხობი დახურეს. უმუშევარი ბევრი დარჩა. მერე ეს ხანძარი მოხდა... სამსახურს ვერ შოულობს; მაგრამ ეგეც იქნება. ახლა ჩვენ ძალიან, ძალიან გვიჭირს. ახლა მხარდაჭერა ძალიან გვჭირდება. ჩვენ არაფერი გვაქვს, არც საწოლი, არც ტექნიკა, არც ჭურჭელი, არც ტანსაცმელი, არაფერი!

ამ ტრაგედიამდე როგორ ცხოვრობდით?

ინეზა:როგორც ზღაპარში! ოჯახი სიყვარულით შევქმენით; 13 წლის წინ, ჩემს დაბადების დღეზე,მაღაზიაში ერთმანეთს სრულიად შემთხვევით შევეჯახეთ. აღმოჩნდა, რომ უშანგი ჩემი ნათესავის მეზობელი იყო. ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა; გაცნობიდან თვენახევარში დაქორწინება გადავწყვიტეთ და ეს ყველაზე სწორი არჩევანი იყო, რაც კი ცხოვრებაში გაგვიკეთებია. ჩვენი შვილები ამის დასტურია.


- დიახ, მართალი ხართ. თქვენ უბრალოდ არაჩვეულებრივი, მშვენიერი ბავშვები გყავთ, პატარა მარიამი კი ნამდვილ ანგელოზს ჰგავს!

ინეზა: ის მართლაც ჩვენი ანგელოზია! უფალმა ჩვენი ლოცვები შეისმინა და გოგონა გვაჩუქა!

– მოდით, ახლა მათ უკეთ გავეცნოთ! ვისგან დავიწყოთ?

მიშიკო (12 წლის): უფროსი მე ვარ, ამიტომ მე დავიწყებ. იცით, ხანდახან პატარები ისე იქცევიან... ზოგჯერ ყვირიან, ხმამაღლა საუბრობენ, ღრიალებენ. ვეუბნები, რომ დედას უნდა დავუჯეროთ, რომ ის ცოდოა...

  უყურე შენ! როგორც დიდი ადამიანი, ისე მსჯელობ!

მიშიკო:დიდი ვარ. მინდა სამსახური ვიშოვო, რომ ყოველდღიური ფული მქონდეს და დედას დავეხმარო.


ავთანდილი (4 წლის):არაფერიც, მე დამჯერი ბიჭი ვარ! და ჩვენ სახლი დაგვეწვა!

დიახ, ვიცი. ყველაზე მეტად რა გაკლია?

ავთანდილი:ო-ო-ო, იქ იმდენი „ბახ-ბუხები“ მქონდა... აი, ამდენი! და ჩემი საწოლი მქონდა! და ტელევიზორიც გვქონდა.

– ყველაზე მეტად რა გინდა: ტელევიზორი თუ „ბახ-ბუხები“?

ავთანდილი:ტელევიზორი! მისი ყურება ყველას შეუძლია! იქ მულტფილმებიც არის! და „ბახ-ბუხებიც“ მინდა. თუნდაც ერთი... ან სამი!


მარიამს რა უნდა?

მარიამი (2 წლის):ანა, მარიამი, თალიკო, ნაირა... და „ჩიჩია“. (ასე ეძახის ის ხორცს.)


ინეზა, ყველაზე მეტად რა გაკლიათ?

ინეზა:მარიამივით ჩამოვთვლი... მაგრამ შეუძლებელია. ჩვენ არაფერი გვაქვს. არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. არ გვაქვს მაცივარი და სარეცხი მანქანა, ტელევიზორი... მიშიკოსთვის - კომპიუტერი. არ გვაქვს ტანსაცმელი, ჭურჭელი, ავეჯი... მოდით, აქ დავასრულოთ, უხერხულია.


***

ნუ განარისხებთ ჩვენს უფალ ღმერთს!ნუ იტყვით, რომ ცუდად ხართ. თქვენ არ იცით, რა არის ცუდად ყოფნა. ნუ იტყვით, რომ ყველაფერი დაკარგულია! თქვენ არ იცით, რას ნიშნავს ყველაფრის დაკარგვა! ნუ იტყვით, რომ მდგომარეობა გამოუვალია - გამოსავალი ყოველთვის არსებობს, მთავარია მისი პოვნა მოინდომოთ!

ეს ოჯახი გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ ისინი უფალს გამუდმებით მადლობას უხდიან იმ ყველაფრისთვის, რაც მათ გააჩნიათ! და დარწმუნებულები ვართ, რომ ამ ამბის წაკითხვის შემდეგ, მათ გვერდით ღვთის დესპანები აღმოჩნდებიან თქვენი სახით! დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი ამ ოჯახს თქვენი ხელებით დაეხმარება!

    ოჯახი მადლობელი იქნება ნებისმიერი დახმარებისთვის: სურსათით, საბავშვო ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, სარეცხი მანქანით, მაცივრით, ძირითადი ავეჯითა და ჭურჭლით.

  დოლიძეების ოჯახის მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება თავად შეგიძლიათ. მათი მისამართია: ბათუმი, ლომონოსოვის ქუჩა №20.

  და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  უფალი გვაძლევს ისეთ ადამიანებზე ზრუნვის შესაძლებლობას, რომლებსაც ეს თავად არ შეუძლიათ. უბედური ადამიანები - ზეციური საჩუქარია, რათა ჩვენ შევძლოთ, უფლის სიყვარული არა სიტყვებით, არამედ საქმით დავამტკიცოთ!

  მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება ესაჭიროება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge.

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000 

(დანიშნულება:დოლიძეების ოჯახი). 

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია Nova Technology, TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

  ჩვენ, თქვენთან ერთად, უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდით, დოლიძეების ოჯახსაცგავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270


მსგავსი პროექტები: