პროექტის რეპორტი სახლი დაგვეწვა! გვიშველეთ, ხალხნო! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სახლი დაგვეწვა! გვიშველეთ, ხალხნო!

page info icon
2021 მარტი 4
page info icon
1713
2 წლის ბავშვის ხმამაღალმა ტირილმა ოჯახი ხანძრის დროს მტანჯველ სიკვდილს გადაარჩინა! „დიდება შენდა, ღმერთო, - მოთქვამს მრავალშვილიანი დედა, ინეზა, - რომ ჩემს მარიამს ხელი შეახე და გააღვიძე. ეს ხომ ნამდვილი სასწაულია... საშინელ სიკვდილს, - ცოცხლად დაწვას, - მხოლოდ ერთი-ორი წუთი გვაშორებდა და უცებ... ჩემი გოგონას ხმამაღალი ტირილი სახანძრო საყვირივით გაისმა! ისედაც ღარიბები ვართ, ახლა კი... ახლა მთელი ჩვენი ცხოვრება ნაცრის გროვად და ნანგრევებად იქცა!“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,186 ₾
( 265 დონორი )
დასრულებულია

ვცდილობთ ცხოვრება თავიდან დავიწყოთ და ფენიქსივით, ხელახლა ვიბადებით ფერფლიდან!

კეთილო ადამიანო, გააზიარე პოსტი, რომ ამ ღვთისნიერი საქმეში შენმა მეგობრებმაც მიიღონ მონაწილეობა!

რადგან ახლა ნამდვილი სასწაულის, ჭეშმარიტი სიყვარულის და იმედის ამბავს მოგიყვებით.

ისინი, ღვთის განგებით, უვნებლად გადარჩნენ და ყველა ნივთთან და სახლთან ერთად არ დაიწვნენ. ცეცხლმა ყველაფერი ღირებული შთანთქა, თუმცა უფალმა ყველაზე ფასდაუდებელი, - მათი სიცოცხლე გადაარჩინა. სამი პატარა ბავშვი და მათი მშობლები სიცივეში, ქუჩაში, თბილი ტანსაცმლის გარეშე დარჩნენ.

  აი, მათი ამბავიც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/698-dolidze

  გახსოვთ პატარა მარიამი, რომელმაც უსაყვარლესი ხმით ჩამოგვითვალა თავისი დამწვარი თოჯინების სახელები და კითხვაზე, რა უნდოდა ყველაზე მეტად, გვიპასუხა: „დოდონა“? (ასე ეძახდა თოჯინას.) აუცილებლად უყურეთ, ეს ვიდეო გულს გაგითბობთ! ფონდის თანამშრომლები მას ყოველდღე ვუყურებთ.

ახლა კი მოემზადეთ! თქვენ ახლა წაიკითხავთ ამბავს სიკეთეზე, რომელიც ამ სასტიკ სამყაროში ძალიან გვაკლია და მიხვდებით, რომ ქართველები ამქვეყნად ყველაზე კეთილი ადამიანები არიან და სიხარული მათაც კი შეიძლება ესტუმროს, ვისაც მისი არ სჯერა.

ეს სწორედ ის მარიამია, რომელსაც ფონდში დოდონას ვეძახით

ინეზა, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება ჩვენი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?

  ინეზა: მარტო ჩვენი სახლი კი არ დაიწვა, თვალის დახამხამებაში თავშესაფრის გარეშე დავრჩით. მრავალი წლის განმავლობაში ნაგროვები ქონება და საუკეთესო მოგონებები იქ დავტოვეთ. რაღაც მომენტში მეგონა, რომ ჩემი ოცნებებიც ფერფლად იქცა... სად უნდა წავსულიყავით ფაქტობრივად შიშველ, სამ პატარა ბავშვთან ერთად? თქვენ მოგმართეთ და თქვენ, ათობით და ასობით მზრუნველ ადამიანთან ერთად, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ჩვენი სიცარიელე შეავსეთ თქვენი არსებობით და დახმარებით.

  აი, შეხედეთ, ჩვენი საცოდავი ოთახი ბევრად მყუდრო გახდა! ახლა ბავშვებს ახალ, განიერ საწოლებზე სძინავთ, მე კი საღამოებს ამ ლამაზ დივანზე ვატარებ და ტელევიზორს ვუყურებ. ბავშვები მასზე ისე ოცნებობდნენ! ხომ იცით, ძალიან გვიჭირს: ხუთ კაცზე დღეში ხუთი ლარი გვაქვს... აი, ასე ვცხოვრობთ მთელი ამ ხნის განმავლობაში, ამიტომ ღუმელზე, უთოზე და მაცივარზე მხოლოდ ოცნება თუ შემეძლო; მაგრამ თქვენ ეს ოცნება რეალობად აქციეთ! ყველაფრისთვის მადლობელი ვარ: სურსათისთვის, წამლებისთვის... ჩვენი ცხოვრება ნელ-ნელა ლაგდება და უფალს მადლობას ვწირავ, რომ ეს კეთილი ხალხი გამომიგზავნა!

„სიცილი თუ გინდა, შეგიძლია მულტფილმები ჩართო. მე თვითონაც შემიძლია.“

  – ინეზა, ძალიან გვიხარია, რომ თქვენი დახმარება შევძელით! გვითხარით, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? ახალი მეგობრებიდან განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?

ინეზა: არ შემიძლია თამარის და მისი ოთხი თანამშრომლის შესახებ არ მოგიყვეთ: გვესტუმრნენ და სურსათით, საყოფაცხოვრებო ქიმიით და ჰიგიენური საშუალებებით სავსე უზარმაზარი ჩანთები მოგვიტანეს. სრულიად უცხო ადამიანებმა, ამ გაგანია პანდემიის დროს, ჩვენს დასახმარებლად საკმაოდ დიდი თანხა შეაგროვეს! ჩემს შვილებს ამდენი საჭმელი დიდი ხანია არ უნახავთ... და ნეტა იცოდეთ, ვიღაცის მზრუნველობა როგორ გვაკლდა! ღმერთმა ჯანმრთელად ამყოფოს ყველა კეთილი და მზრუნველი ადამიანი! სანამ ისინი არსებობენ, იმედიც ყოველთვის იქნება!

„ერთი გემრიელობა მე, ერთი - შენ და დედიკოსაც დარჩება.“

  – ინეზა, თქვენს ამბავს ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა?

  ინეზა: სამწუხაროდ, არა. სოციალურ დახმარებას ვიღებთ და სოციალური სასადილოც ძალიან გვეხმარება, მაგრამ იმდენი ხარჯი გვაქვს... მარტო ამ ოთახში 200 ლარს ვიხდით, დანარჩენი თანხის გადანაწილება კი მთელ თვეზე გვიწევს. არადა, ხომ იცით, სამი პატარა ბავშვით როგორია, რამდენი საზრუნავი და გაუთვალისწინებელი ხარჯია... როგორღაც გაგვაქვს თავი...

„ნახე, კოსმოსურ ხომალდს ჰგავს! ვჟ-ჟ-ჟ, გავფრინდი-ი-ით!“

   – ინეზა, ფონდის მეგობრებისგან ასეთ მხარდაჭერას ელოდით? რას ნიშნავს თქვენთვის ეს დახმარება?

  ინეზა: იცით, რომ არა კეთილი ხალხი, რომლებმაც გულმოწყალება ჩვენი ცხოვრების ყველაზე რთულ დროს გამოიჩინეს და დაგვეხმარნენ, დღემდე ალბათ ვერ მოვატანდით. საუბარი მაქვს იმ მომენტებზე, როცა ერთი კაპიკიც კი არ გვქონდა, არც დასაძინებელი ადგილი გვქონდა, ბავშვებს არ ჰქონდათ საჭმელი და ტანსაცმელი... ხომ წარმოგიდგენიათ, რის გადატანა მოგვიწია? თქვენი ფონდის შესახებ ბევრი მსმენია და ვიცი, როგორ ეხმარებით გაჭირვებულებს, ამიტომ დიდი იმედი მქონდა, რომ არც ჩვენი ამბავი დატოვებდა თქვენს მკითხველებს გულგრილს და გამოგვეხმაურებოდნენ.  

  მაშინ მხოლოდ ტანსაცმელზე და ჭურჭელზე ვფიქრობდი; იმაზე, რომ ბავშვების ცხოვრება ოდნავ მაინც გამეუმჯობესებინა და ელემენტარული ნივთები მაინც გვქონოდა. მაცივარზე და ღუმელზე უბრალოდ ხმამაღლა ვოცნებობდი. რას წარმოვიდგენდი, რომ თითქმის მთელი ქვეყანა, თითოეული ადამიანი შეძლებისდაგვარად გადმორიცხავდა თანხას ფონდში, რომ ჩემთვის ყველა საჭირო ნივთი ეჩუქებინათ? ჩვენ აღარაფერი გვქონდა და აღარ ვიცოდით, როგორ გაგვეგრძელებინა ცხოვრება, მაგრამ ახლა, თქვენი წყალობით, ახალ ცხოვრებას ვიწყებთ. მაპატიეთ ამ ცრემლებისთვის. ეს იმ სიხარულის ცრემლებია, რომელსაც თქვენი მზრუნველობით და სიყვარულით გვჩუქნით.

„აქ ჩემი „დოდონაც“ კი მოთავსდება!“

– ჩვენ კი ის გვიხარია, რომ საქართველოში ყველაზე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, რომლებსაც სხვისი ტკივილი გულთან ახლოს მიაქვთ და უფლის სწამთ! ინეზა, მინდა თქვენს შვილებსაც გავესაუბრო. მიშიკო, აბა, როგორი განწყობა გაქვს? ემზადები სასწავლო წლის დასაწყებად?

მიშიკო (12 წლის): დიდი მადლობა, ბევრად უკეთეს განწყობაზე ვარ. ხომ ხედავთ, სახლი ისეთი ცარიელი აღარაა, როგორც ადრე და ახალ საწოლზე ნორმალურად დაძინება მაინც შემიძლია... და რაც მთავარია, - დედაც და მამაც კარგ ხასიათზე არიან. სკოლაც მალე დაიწყება. მეგობრები ძალიან მენატრებიან და იმედი მაქვს, რომ დისტანციური სწავლება აღარ იქნება, თორემ არც მობილური მაქვს და არც ნოუთბუქი.

ახალ საწოლზე ძილი და ზოგჯერ ხტუნაობა ძალიან კომფორტულია

და თამაშიც!

ახალ საწოლზე ვიხტუნავეთ, ახლა კი ერთმანეთს ჩავეხუტებით და დივანზე დავისვენებთ!

  ავთანდილი (4 წლის): ნოუთბუქი არ მინდა! ბევრი სათამაშო მინდა და ბევრი შოკოლადი ჩემთვის და მარიამისთვის!

ავთო, გპირდები, ბევრ ტკბილეულს მოგიტანთ! ინეზა, ჩვენს საუბარს დავუბრუნდეთ. გვითხარით, კიდევ რით შეუძლიათ ჩვენს მკითხველებს თქვენი დახმარება? ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

  ინეზა: ჩემო კარგებო, თქვენთვის მადლობის თქმით არასოდეს დავიღლები იმ ყველაფრისთვის, რაც ჩვენი ოჯახისთვის გააკეთეთ. კიდევ რამის თხოვნა ძალიან მერიდება, მაგრამ... მიშიკომ ჩვენი მთავარი პრობლემა გააჟღერა: დისტანციური სწავლების შემთხვევაში ბავშვი სწავლის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს. იქნებ ვინმეს ძველი ნოუთბუქი ან მობილური ჰქონდეს? მე კი სარეცხი მანქანა მჭირდება, თორემ ხუთი კაცის ტანსაცმლის ყოველდღე ხელით რეცხვა არც ისე ადვილია, თან გაყინულ წყალში... როგორც გითხარით, ცხოვრებას თავიდან ვიწყებთ. რასაც წლების განმავლობაში ნელ-ნელა ვაგროვებდით, ყველაფერი ერთიანად დაიწვა, ამიტომ ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ქიმია, სათამაშოები ბავშვებისთვის და რასაც თქვენს ბინაში ხედავთ - ჩვენ ეს ყველაფერი არ გვაქვს და ნებისმიერი დახმარებისთვის მადლობლები ვიქნებით! ღმერთმა დაგლოცოთ თქვენც და თქვენს ოჯახებიც! უფალი გფარავდეთ, ჩემო კარგებო!

***

  მეგობრებო, ჩვენი თანამოქალაქეები ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ: მათი სახლი დაიწვა, თვითონ კი სასწაულებრივად გადარჩნენ! ოჯახს, რომელშიც სამი მცირეწლოვანი ბავშვი იზრდება, თავი ძლივს გააქვს. ისინი სოციალურ დახმარებაზე ცდილობენ გადარჩენას, ამიტომ ძალიან გთხოვთ, მოდი კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ და ამ გაჭირვებულ ხალხს აუცილებლად დავეხმაროთ! ინეზამ სარეცხი მანქანა გვთხოვა, უფროს ბიჭს სწავლისთვის მობილური ტელეფონი ან ნოუთბუქი სჭირდება, პატარებს კი ტანსაცმელი და სათამაშოები. ერთად ჩვენ ნამდვილად შევძლებთ, რომ მათ ახალი ცხოვრების დაწყებაში დავეხმაროთ!

და თუკი გიმძიმთ ყოფითი სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ თქვენი ყურადღება ჩვენ FB პოსტებზე; ან უმჯობესია, დაურეკოთ ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: დოლიძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/698-dolidze

ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

თქვენთვის შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

  და მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე:

0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს! დალოცვილები ყოფილიყავით!

დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარსულზე და ვუახლოვდებით უფალს. 

მსგავსი პროექტები: