პროექტის რეპორტი ხუთი კაცი ერთი თვალით იყურება! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

Главное меню

ხუთი კაცი ერთი თვალით იყურება!

page info icon
2021 აპრილი 6
„მე მხოლოდ ცალი თვალით ვხედავ, ჩემი მშობლები და დები კი საერთოდ ვერ ხედავენ. ჩემი ძმაც ხედავს“, - გვეუბნება 11 წლის სალომე. – „მე მათ ვუყვები, როგორი ამინდია, როგორ ყვავილობენ ხეები; ვუყვები, რომ მარიამი ძალიან ლამაზად ხატავს, რომ გიორგის ძალიან კეთილი და ლამაზი თვალები აქვს, ქეთი კი პრინცესასავით იღიმის... დედა ამბობს, რომ ხუთნი ერთი თვალით ვიყურებით.“ დედა - მაია და მამა - ზურა უსინათლოები არიან და ვერაფერს ხედავენ. მათ არასდროს უნახავთ, როგორ იზრდებოდნენ და იცვლებოდნენ მათი შვილები; ვერც კი წარმოუდგენიათ, რამდენად ლამაზები არიან ისინი; მათ მხოლოდ შეხებით იცნობენ და გრძნობენ მათ სიყვარულს. ჩვენ, თვალხილულები, ვერასოდეს მივხვდებით, ეს რა გრძნობაა. ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ სხვისი ტკივილი, რადგან ოდესღაც რაღაც ყველას გვტკიოდა; შეგვიძლია თანავუგრძნოთ ადამიანს, რომელმაც ახლობელი დაკარგა, რადგან ისინი ჩვენც დაგვიკარგავს, მაგრამ თვალხილული ადამიანი უსინათლოს როგორ გაუგებს? ეს ალბათ შეუძლებელია.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,193.35 ₾
( 73 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

მსგავსი პროექტები:

Главное меню

Как помочь როგორ დავეხმაროთ How to help How to help