პროექტის რეპორტი ძალიან მშია, დე! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ძალიან მშია, დე!

page info icon
2021 აპრილი 28
– საცოდავად ჩურჩულებს ოთხი წლის ბიჭი და ტირილს იწყებს; ლოყებზე მლაშე ცრემლები ღვარად ჩამოსდის, მის თვალებში კი იმხელა ტანჯვა და მწუხარება იკითხება, რომ ამის დანახვაზე გული მიკვდება!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,120 ₾
( 255 დონორი )
დასრულებულია
რა ბედნიერებაა, ჩემს შვილებს კარგად ნაჭამს რომ ვხედავ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მიუახლოვდნენ ღვთისნიერ საქმეს!
«მხოლოდ ღმერთმა უწყის, რა საშინელი დღეების გადატანა მოგვიხდა მე და ჩემს შვილებს, - ამბობს მრავალშვილიანი დედა ირინა - იმედს არ ვკარგავდი, ვლოცულობდი. და უფალმა შეისმინა ჩემი ვედრება! დადგა ის დღე, როცა თქვენ გამოჩნდით ჩემს ცხოვრებაში! ამ დღემ, თან მოიტანა ნამდვილი სასწაული - თქვენი ყურადღება და მზრუნველობა ჩვენი ოჯახის მიმართ, ბავშვების დაპურების შესაძლებლობა! მივხვდი, რომ ცხოვრებას აზრი აქვს. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება!“
ცოტა ხნის წინ, გიამბეთ მაწონაძეების ოჯახის სულის შემძვრელი ისტორია - მარტოხელა მრავალშვილიან დედასა და მის ხუთ მოშიმშილე ბავშვზე.
საბრალო ირინას იმდენი ტანჯვა ხვდა წილად: ღალატიც, ძალადობაც და ლუკმა-პურისთვის ყოველდღიური ბრძოლაც, რომ კარგი ახალი ამბებისთვის მოუმზადებელი იყო. საკუთარ თვალებს არ უჯერებდა, როცა თქვენი დამსახურებით, მეგობრებო, მისი სახლი,  გაივსო არა მხოლოდ საკვები პროდუქტით, არამედ სხვა საჭირო და მნიშვნელოვანი ნივთებითაც, რომელსაც თავად, ნამდვილად ვერასდროს შეიძენდა.
 „ბედნიერებისთვის რა ცოტა ყოფილა საჭირო... ჩემი შვილებისთვის სულ ცოტა საჭმელიც საკმარისია“ - იღიმის ირინა.
რამდენადაც საჭირო და მხსნელი არ უნდა იყოს ეს საჩუქრები, მაწონაძეების ოჯახისთვის, ირინასთვის და მისი შვილებისთვის, ყველაზე დაუჯერებელი და ფასეული - ადამიანების სიკეთის რწმენაა. ჩვენ ეს შევძელით - დავუბრუნეთ მათ ეს რწმენა!
 „ჩვენი დედიკო ისევ იღიმის“
- ძვირფასო ირინა, როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
ირინა: როგორ აგიღწეროთ ის ტკივილი და უიმედობა, რომელსაც ვგრძნობდი მაშინ? როგორ გგონიათ, შემეძლო ჩემი შვილებისთვის სანუგეშო სიტყვების პოვნა, როცა შიმშილი არ აძინებდათ და ლუკმა პურს მთხოვდნენ? არა, არ შემეძლო! თავი საკუთარი უძლურობის გამო მეზიზღებოდა. ღმერთს ვევედრებოდი, ჩემი შვილები შიმშილით სიკვდილისთვის არ გაეწირა!
ჯერ არც ვიცოდი, რომ ჩვენი ისტორია გამოქვეყნებული იყო. და უცებ ჩემთან დაიწყეს რეკვა, სოციალურ ქსელში მწერდნენ, მეკითხებოდნენ, რა გვჭირდებოდა, დახმარებას მთავაზობდნენ. ძალიან ბევრი ადამიანი ერთად. სრულიად უცნობებისგან იმხელა ყურადღება და სითბო ვიგრძენი!
მე მხოლოდ საკვები პროდუქტი ვითხოვე. მიუხედავად საშინელი საცხოვრებელი პირობებისა, ავეჯსა და ტექნიკაზე ოცნებასაც ვერ გავბედავდი. და უცებ ამდენი რამ! მაცივარი, სარეცხი მანქანა, ავეჯი, რომელიც ფონდმა გვიყიდა ჩვენთვის შეგროვებული სახსრებით. ამ ყველაფერს, ცხოვრების ბოლომდე ვერ შევიძენდი! რომელ სარეცხ მანქანაზეა საუბარი, როცა ფიქრობ იმაზე, პური ხვალ ხუთ ბავშვს ეყოფა, თუ არა?! რა მაცივარი, როცა იმის საშუალებაც არ მქონდა, შოკოლადის ერთი ფილა რომ მეყიდა. თქვენ ძალიან შეგვიმსუბუქეთ ცხოვრება! დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენი პრობლემა უყურადღებოდ არ დატოვა!
ახალმა ავეჯმა, ჩვენი სამზარეულო ბევრად უფრო მყუდრო გახადა
- ირინა, იცით, ჩვენს მკითხველებს ეს სიტყვები როგორ გაუხარდებათ?! მითხარით, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ? იქნებ გსურთ, რომ თქვენი ახალი მეგობრებიდან, ვინმე ხაზგასმით აღნიშნოთ?
ირინა: ვაიმე, დაწერეთ, გადაეცით, რომ ძალიან კარგი და კეთილი ადამიანები არიან, ოქროს გული აქვთ. გადაეცით ჩემი სიხარული და მადლიერება. უთხარით, რომ ირინა და მისი შვილები ძალიან ბედნიერები არიან.
თქვენი გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში, ბევრად მეტს ნიშნავს, ვიდრე მატერიალური დახმარება და საჩუქრებია... თქვენი დამსახურებით, გავიცანი ნათია დათუნაშვილი - ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც გულგრილი არ დარჩა ჩემი მშიერი ბავშვების ისტორიის მიმართ, და დაგვიკავშირდა. მან ტანსაცმლის კარადა გვაჩუქა, სადაც ჩემი და ჩემი შვილების ნივთები დავაწყვე. ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დევს, ლამაზად, თვალსაც უხარია. ვცდილობ ბავშვები წესრიგს მივაჩვიო და მგონი, მათაც ძალიან მოსწონთ ის, რომ სახლი უფრო მყუდრო და ლამაზი გახდა. მოკლე ხანში, ნათია ჩემი ნამდვილი მეგობარი გახდა. ხშირად მირეკავს და მეკითხება, როგორ არიან ბავშვები, რამე ხომ არ გვჭირდება? ხანდახან კი, უბრალოდ გინდა ყველაფერს მოწყდე და სხვადასხვა თემებზე ისაუბრო, და ის სწორედ ის ადამიანია, რომელიც მეხმარება იმაში, რომ მარტოსულად არ ვიგრძნო თავი! თურმე რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა გვერდში ისეთი ადამიანის ყოლა, ვისთანაც უბრალოდ გულითადი საუბარი შეგიძლია!
 „ძნელი დასაჯერებელია, რომ ყველაფერი ლამაზად გვაქვს და ადამიანურად. შეხვალ სამზარეულოში და კარგ ხასიათზე დგები“
- ირინა, იქნებ, ადგილობრივი მმართველობაც გამოეხმაურა ჩვენს პოსტსა და თქვენს დახმარებას თხოვნას?
ირინა: ყველაფერი ძველებურად არის. არანაირი სიახლე. სოციალური დახმარება 400 ლარის ოდენობით და ბავშვებისთვის კვების 150-ლარიანი ვაუჩერი, ერთადერთია, რასაც სახელმწიფო აკეთებს ჩვენთვის. იმედიც არ მქონია, ვის აინტერესებს ჩვენი მდგომარეობა?
- სამწუხაროა. აი, კიდევ ერთი მიზეზი, იმედგაცრუებისა და სასოწარკვეთის.
ირინა: წლების მანძილზე ვცხოვრობდით გაჭირვებასა და სიღატაკეში და ბევრი რამ მინახავს. იყო მომენტები, როცა დამიკარგავს ადამიანების რწმენა. მაგრამ ყოველთვის, როცა ჩვენს ოჯახში სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იდგა, როცა ბავშვი შიმშილისგან გონებას კარგავდა, ან შვილისთვის სიცხის დამწევის ყიდვის შესაძლებლობა არ მქონდა, გამოჩნდებოდა ხოლმე კეთილი ადამიანი, რომელიც მეხმარებოდა.
ასეთ მომენტებში ძალიან მძაფრად ვგრძნობ, რომ უფალი ჩვენს გვერდითაა! აბა, დღემდე რანაირად მოვაღწევდით, გულისხმიერი ადამიანების დახმარება რომ არა?!
ახლა კი, უფალმა თქვენი სახით მოგვივლინა ხსნა! რა თქმა უნდა, მქონდა იმედი, რომ ხალხი ჩემი გულის ძახილს გამოეხმაურებოდა. დიდი ხანია, ვადევნებ თვალ-ყურს, ასეულობით ადამიანს როგორ ეხმარებით. მაგრამ ამხელა მასშტაბის დახმარებას არ ველოდი, მე ხომ საკვების გარდა არაფერი მითხოვია... თქვენ ჩემი სულიერი ჭრილობები განკურნეთ. გვაგრძნობინეთ, რომ ჩვენც ვიღაცას ვჭირდებით. გვიხსენით სასოწარკვეთისა და დარდისგან. თავიდან დავიბენი, ვერ ვიჯერებდი, რომ კვლავ შემიძლია სიხარულისა და ბედნიერების განცდა! თურმე შემძლებია! ღმერთია მოწმე, სწორედ ამას ვგრძნობ ახლა!
 „სიგიჟემდე გვიყვარს ტკბილეული! ნამდვილად გამოიცანით, რომ ძალიან გვინდოდა!“
- ძალიან გვინდა, რომ ბავშვებსაც გავესაუბროთ, ირინა. როგორ ხართ ბავშვებო? ვის რომელი საჩუქარი მოგეწონათ?
ირმა (8 წლის): მე ყველაზე მომეწონა სავარძელ-საწოლი! სამ დას ძალიან ცუდად გვეძინა ერთ საწოლში, სივიწროვეში, ხელს ვუშლიდით ერთმანეთს!
ლიზი (14 წლის): ირმა სულ მეუბნებოდა: „მიიწიე!“ (იღიმის)
ირმა: ახლა ბევრი ადგილი მაქვს, და ხელს არავინ მიშლის. (იცინის და ეჯღანება ლიზისა და მარის. მარისგან კი მრავლისმეტყველ გამოხედვას იღებს პასუხად)
ეს კი კომფორტული სავარძლები და დივანია! ახლა ბავშვებს აქვთ დასაძინებელი ადგილი!
ლიზი: მე ყველაზე მეტად სარეცხი მანქანა მიხარია. ჩვენ ხომ, როცა დედას ვეხმარებოდით, ცივ წყალში გვიწევდა რეცხვა.  ხელები წითელი გვქონდა და გათოშილი (გააჟრჟოლა.) მერე სურდო, გაციება. ეს ნამდვილად ყველაზე მაგარი საჩუქარია ჩვენთვის, ყველასთვის! ივანეს, ჩვენი უმცროსი ძმის გარდა, რა თქმა უნდა, მას ხომ მხოლოდ საჭმელი და მანქანები აინტერესებს. (როცა ივანეზე საუბრობენ, ბიჭუნა დედასთან მალავს სახეს, ის კი ალერსიანად იხუტებს გულში)
ლიკა (15 წლის): ახლა უფრო ლამაზი სახლი გვაქვს, ვიდრე ადრე. სახლი ლამაზი უნდა იყოს. თორემ ხასიათი საშინლად გიფუჭდება. რაც მთავარია, დედა ახლა კარგ ხასიათზეა, თორემ ბოლო დროს ძალიან ბევრს ტიროდა...
 „ძალიან მოგვწონს ახალი მაცივარი. ნეტავ საჭმელი გვქონდეს!“
 „დების და ძამიკოს ტანსაცმლის ცივ წყალში რეცხვა, აღარ მოგვიწევს“
მარიამი (12 წლის): თქვენ ნამდვილი ჯადოქრებივით ხართ! თუ შეიძლება, ერთ სურვილს ჩავიფიქრებ!
- კი, მარი, რა თქმა უნდა, საყვარელო! ირინა, თქვენ თუ იცით, რაზე ოცნებობს მარიამი? არის კიდევ რაიმე პრობლემები, რომლის გადაჭრაშიც დახმარება შეგვიძლია?
ირინა: კი, ვიცი, მარიამს ერიდება თქმა, მაგრამ მე გეტყვით... კორონავირუსის გამო, ბავშვები ონლაინ სწავლობენ, და რიგ-რიგობით იყენებენ ჩემს მობილურ ტელეფონს, რათა გაკვეთილებს დაესწრონ. წარმოგიდგენიათ, რა დისკომფორტია? ხშირად უწევთ გაკვეთილების გაცდენა, ამიტომაც ჩამორჩნენ პროგრამას. მარიამს თანაკლასელების ერიდება, იმის გამო, რომ ვერ სწავლობს ისე, როგორც ყველა. თანაც ძალიან მოსწონდა საგნები, სულაც არ მყავს ზარმაცი გოგო. არ ვიცი, რა მოვიმოქმედო, ძალიან გვჭირდება კიდევ ერთი მობილური ტელეფონი, ან პლანშეტი, თუნდაც ძველი. არ მინდა, რომ ბავშვებმა ამის გამო სწავლა შეწყვიტონ!
რაც შეეხება დანარჩენ პრობლემებს... ღმერთო, ისე მერიდება, კიდევ რამე რომ გთხოვოთ. ისედაც შეუძლებელი შეძელით. გეფიცებით, ასე, არასდროს, არავინ დაგვხმარებია. მაგრამ, თუ ვინმეს სურვილი გაუჩნდება... ჩვენ არ გვაქვს წყლის გამაცხელებელი და ვწვალობთ, ბანაობა ნამდვილ სატანჯველად გვექცა. განსაკუთრებით ზამთარში გვიჭირს. ჩემი ბიჭუნა ველოსიპედზე ოცნებობს, ირმა კი დიდ თოჯინაზე. უმცროსებს, სამწუხაროდ, თითქმის არ აქვთ სათამაშოები... მაგრამ ჩვენს მთავარ პრობლემად, ისევ საკვები პროდუქტი რჩება, უფრო სწორად, მისი არქონა! ექვსნი ვართ ოჯახში. მე კი შემიძლია ერთი-ორი დღე შიმშილობა, მაგრამ ბავშვებს... მოზარდის ორგანიზმი აქვთ, ვიტამინები აკლიათ, მეშინია, რომ ეს მათ ჯანმრთელობაზე აისახება... მადლობას გიხდით გაწეული დახმარებისთვის და ძალიან გთხოვთ, ნუ მიატოვებთ ჩემს შვილებს და შიმშილისგან ავადმყოფობასა და ტანჯვისთვის ნუ გაიმეტებთ!
 „წყლის გამაცხელებელი გაფუჭებულია, ბავშვებმა როგორ უნდა დაიბანონ მთელი ზამთრის განმავლობაში?“ 
***
ძვირფასო მეგობრებო! ჩვენ ერთად ბევრი რამ შევძელით: ერთობლივი ძალისხმევით, ამ არაჩვეულებრივ ოჯახს ვაჩუქეთ დადებითი ემოციები და იმედი, გავუმარტივეთ ყოფა და ყველაზე მძიმე ჟამს გვერდში ამოვუდექით! მაგრამ მაწონაძეების ოჯახის პრობლემები არსად გამქრალა... ბავშვებს და ირინას, კვლავ სჭირდებათ ჩვენი დახმარება! ხუთ ბავშვს, კვლავ მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება, მათი ძირითადი საკვები კი - პური და წყალია! მაინც რა ძნელია შეგუება იმ აზრთან, რომ ახლანდელ დროში, ადამიანები ასეთ გაჭირვებაში ცხოვრობდნენ. მაგრამ ეს მწარე სიმართლეა, ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით და გულგრილად ვერ შევხედავთ იმას, თუ როგორ იტანჯებიან შიმშილით ბავშვები!
ყველაზე მწვავე პრობლემა - პროდუქტის არქონაა, მაგრამ მრავალშვილიან დედას, ირინას, ნებისმიერი სახის დახმარება გაუხარდება, ეს იქნება მობილური ტელეფონი ბავშვებისთვის, რათა ონლაინ-გაკვეთილებს დაესწრონ, სათამაშოები პატარებისთვის, თუ წყლის გამაცხელებელი! ირინა და ბავშვები სრულიად მარტონი დარჩნენ, მათ მხოლოდ ჩვენ ვყავართ - მათი უკანასკნელი იმედი! გთხოვთ, კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ იმისთვის, რომ ბავშვებმა იგრძნონ, რომ მათი საყრდენი ვართ, არ შეეშინდეთ შიმშილის და იცოდნენ - ჩვენ მათ გვერდით ვართ, და ყველაფრისგან დავიცავთ.
და თუ კი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი პრობლემების გამო, - რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს პოსტებზე... ან უმჯობესია დაურეკოთ ნებისმიერ ჩვენს ბენეფიციარს და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ, იმასთან შედარებით, ვისაც დაეხმარეთ მისთვის ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტში. 
             ამასთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენს წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს. 
      სამწუხაროდ, ამ ოჯახისა და კიდევ ბევრი სხვა გაჭირვებულის პრობლემები არ დასრულებულა. გთხოვთ, ხანდახან დაათვალიერეთ  ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებგვერდზე. ყოველთვის, როცა მორიგი გაჭირვებულის ნომერს აკრეფთ, უფალი დაგლოცავთ. თქვენ ამას იგრძნობთ! აუცილებლად! გთხოვთ, შემდგომშიც დაეხმაროთ ამ ოჯახებს, ესაა საუკეთესო ღვთისმსახურება!
         თქვენი სიკეთე -  იმის შანსია თქვენც ყოველთვის ბედნიერი რომ იყოთ! 
         კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მაწონაძეების ოჯახი)
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: 
       ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus). 
თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ: 
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და 
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!
          ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: