პროექტის რეპორტი „დე, მშია!“ – ეს ჩემთვის ყველაზე საშინელ სიტყვებად იქცა... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„დე, მშია!“ – ეს ჩემთვის ყველაზე საშინელ სიტყვებად იქცა...

page info icon
2021 ივნისი 8
„საბავშვო ბაღში სიარული მიყვარს იმიტომ, რომ იქ საჭმელია!“ - ამბობს 5 წლის ულამაზესი თამარი და თვალებში გულუბრყვილოდ შემომცქერის. ეს მშვენიერი, ცისფერთვალება გოგონა პირველი გამოხტა უბადრუკი ქოხის ზღურბლზე, რომ ჩვენ შეგვგებებოდა. ჯერ კიდევ პატარა, ვერ ხვდება, რომ მისი სიტყვებისგან გული გეფლითება და თვალებზე ცრემლი გადგება.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,375 ₾
( 165 დონორი )
დასრულებულია

უფალმა დაგლოცოთ ჩემი შვილების გახარებისთვის!


კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!


მას შემდეგ, რაც გამოვაქვეყნეთ პოსტი ამ საოცარი ქართველი ბავშვების საშინელი შიმშილის შესახებ, მათ ოჯახში, დადგა ნამდვილი დღესასწაული! ჩვენი ფონდის მეგობრების დამსახურებით, მათი ცხოვრება შეიცვალა, ბედნიერი, და რაც მთავარია, უსაფრთხო გახდა. „დე, მშია!“ – ეს ჩემთვის ყველაზე საშინელ სიტყვებად იქცა...“ - ასეთი იყო სტატიის სათაური. (გადადით ბმულზე და თქვენი სული განთავისუფლდება სხვა პრობლემებისგან https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/740-kevlishvili/ )

„ეს თამარის, ეს გიორგის, ეს ორი ცალი კი - მე“, - ანაწილებს გემრიელ ორცხობილებს სამი წლის მერაბი. ძალიანაც სამართლიანია, ის ხომ ყველაზე პატარაა და მთელი ცხოვრების მანძილზე, ნაკლები გემრიელობა აქვს ნაჭამი, ვიდრე მის და-ძმას. ისინიც წინააღმდეგი არ არიან. ბავშვებმა იციან, რომ ყველას ეყოფა. და რომც არ ეყოთ, უცხო ადამიანების მხრიდან უკვე იმდენი სიკეთე დაინახეს, რომ აღარაფერი აქვთ სადარდებელი. მთავარია, ძალიან მოინდომო და ყველაფერი იქნება!


თამარი ლამაზ გაზქურასთან ფუსფუსებს! ძველში კი, უკვე თაგვები გადასახლდნენ, რომლებიც ადრე ძველ მაცივარშიც ხოვრობდნენ. გაზით მოწამვლის საშიშროებაც, უკვე აღარ არის


თამარი (6 წლის): წამოდი, გაჩვენო რაღაც! გახსოვს, ძველი, დანგრეული ქურა რომ გვედგა, აი ის, საშინელი სუნი რომ ჰქონდა!
- გაზქურას გულისხმობ? აბა, მაჩვენე!
თამარი: კი-ი-ი! მყრალი გაზქურა! დედას მისი ანთების ეშინოდა და ოთახიდან გვყრიდა ხოლმე. აი ნახე, ახლა აქ როგორი სილამაზე გვაქვს! მეც კი შემიძლია, აქ საჭმელი რომ გავაკეთო!
გიორგი (8 წლის): მოდი, კიდევ რაღაცა განახო, ჩქარა, ჩქარა! ბავშვებო, მოდით, ერთი, ორი და სამი!

მფრინავი ხალიჩა დასაშვებად ემზადება


ნელა! ოჰ ეს ბიჭები!“


მოდი, შენც დაწექი, ერთად გავფრინდეთ


- ბავშვებს ვეღარ ვცნობ, მაკა! ძალიან შეიცვალნენ! გვიამბეთ, რა მოხდა იმის შემდეგ, რაც თქვენი ოჯახის შესახებ დავწერეთ?
მაკა: ბავშვები უბრალოდ ვერ უმკლავდებიან საკუთარ ემოციებს. მეკითხებიან: „რატომ გვეხმარება ყველა? მართლა ასეთი კარგები ვართ?“
ნეტავ განახათ, როგორ უხაროდათ, ძველი გაზქურა ახლით რომ ჩავანაცვლეთ. ის ხომ უბრალოდ გვწამლავდა! მაცივარი? ძველს ძირი დაუჟანგდა და დაულპა, ნახვრეტებიდან კი, შიგნით თაგვები ძვრებოდნენ. ძალიან გაგვახარეთ.

ჰეი, წრუწუნებო, სად ხართ? გაიყინენ, ალბათ. აქ ცივა, ძველ მაცივარში კი სითბო იყო


- მთელი საქართველო წაიკითხავს ამ სტატიას. ვინც დაგეხმარათ და ასევე ისინი, ვისაც უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლო. რას ეტყოდით მათ? 
მაკა: ჩემი აზრით, მთელი საქართველო გვეხმარებოდა! საახალწლოდ ძალიან ბევრმა ადამიანმა მოგვინახულა და უამრავი ტკბილეული მოუტანეს ბავშვებს.
მეწარმე ქალბატონისგან, რომლის სახელი არის კენზა ჰამადი, საბანი და ხალიჩა მოგვიტანეს. აუცილებლად გადაეცით, რომ მისი ძალიან მადლობელი ვარ! ბავშვებს უზომოდ გაუხარდათ! თქვენი თანამშრომელი ნანა, ძალიან ყურადღებიანი და თბილი გოგონა, ბავშვებს თავი ძალიან შეაყვარა. ხშირად გვირეკავს, გვეკითხება ჩვენი მდგომარეობის შესახებ.

ოჰ, რა რბილად ვწევარ! მოდი, ჩვენთან ერთად იკოტრიალე!“


- მაკა, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
მაკა: არა, ადგილობრივი მმართველობიდან არანაირი თანაგრძნობა, არანაირი დახმარება არ მიგვიღია. მაგრამ, არც ველოდებოდი.
- იციან თქვენი მდგომარეობის შესახებ?
მაკა: დიახ, სოფლის მმართველობამ იცის ჩვენი ოჯახის მძიმე მდგომარეობის შესახებ. მაგრამ, არავინ არ დაგვიკავშირდა, არავინ არ დაინტერესებულა, რა გვაწუხებს. არც ჩვენი ჯამრთელობის, არც ბავშვების საჭიროებების შესახებ არავის არაფერი უკითხავს.
- მაკა, რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
მაკა: პირველ რიგში, ეს არის იმედი იმისა, რომ მარტო არ ვართ, პირისპირ ჩვენს გასაჭირთან. ვგრძნობ, რომ ჩვენზე ზრუნავენ. თქვენი ფონდი მხსნელად მოგვევლინა. დღე აღარ იწყება იმაზე ფიქრით, სამ ბავშვს რა ვაჭამო, როგორ გავათბო ცივი სახლი, როგორ მოვამზადო მოკრძალებული სადილი მაინც, ბავშვები გაზის გაჟონვის გამო არ მოიწამლონ, ახალ თანამედროვე მაცივარსა და გაზქურაზე ხომ ვერც ვიოცნებებდი, მართლა. მხოლოდ სასტიკ შიმშილს ვებრძვით ყოველდღიურად. დანარჩენი კი, ჩვენთვის მიუწვდომელი სიამოვნებაა, კეთილი ადამიანების დახმარება რომ არა. ოჯახისთვის აუცილებელ ნივთებს, ვერანაირად ვერ შევიძენდით. მადლობას გიხდით, ჩვენთან, ნამდვილად, უფალმა გამოგგზავნათ!

სამართლიანადგავყავიყველაფერი! შევექცეთ!“


- გიორგი, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონა?
გიორგი: ხალიჩა ყველაზე მაგარია! ზედ ვარჯიშიც შეიძლება, თუ მოგინდება. შეხედეთ, სახლიც როგორ გალამაზდა! დედიკოც უფრო მხიარულია.
- გიორგი, სკოლა მოგენატრა? როგორ სწავლობ?
გიორგი: კი, სკოლა მომენატრა, სწავლა ძალიან მაინტერესებს. მაგრამ ონლაინ-გაკვეთილებს, თითქმის ყოველთვის ვაცდენ. დედას ტელეფონი გაფუჭებულია, საკუთარი კი არ მაქვს. აი, ტელეფონი, ან პლანშეტი რომ მქონდეს, აუცილებლად კარგად ვისწავლიდი. გული მწყდება, მასწავლებლები ხომ, იმდენ საინტერესო რამეზე გვიყვებიან, მე კი ვერ ვუსმენ.
- გიორგი, ტელეფონის გარდა, კიდევ რას ისურვებდი?
გიორგი: ტელეფონი აუცილებლად მჭირდება სწავლისთვის. კიდევ, ძალიან მინდა ველოსიპედი, ყველა ჩემს თანაკლასელს ახალი ველოსიპედები აქვს. ჩემი მშობლები კი, ვერ მყიდულობენ.


მერაბიკო (3 წლის): მე პულტიანი მანქანა მინდა. თამარის კი, ძალიან უნდა თოჯინა - ელზა. პეჩენიები კი იმდენი გვაქვს, რომ ასი წელი გვეყოფა!
- მაკა, ალბათ, კიდევ გაქვთ პრობლემები?
მაკა: მართლაც ასეა, მაგრამ ძალიან მერიდება კვლავ სირთულეებზე საუბარი. მთავარია, ბავშვები არ იყვნენ მშივრები, არ სციოდეთ. მიუხედავად გაჭირვებისა კეთილი ახლობლები ცდილობენ, დაგვიდგნენ მხარში: მეზობელი ტანსაცმელს გვაძლევს, ხშირად ცხელ საჭმელსაც გვაწვდის. გული მიკვდება ბავშვების სველ, გაყინულ ფეხებს; დაპატარევებული ფეხსაცმელის გამო, დასისხლიანებულ თითებს, დამოკლებული ქურთუკის, გაცვეთილ სახელოებს, რომ ვუყურებ. იქნებ ვინმემ გვაჩუქოს, ნახმარი ტანსაცმელი, რომელიც დახეული არ იქნება.
ბავშვების ტაძარში ტარება მინდა. მინდა უფლის მადლს ვაზიარო, მაგრამ ტანსაცმლის და ფეხსაცმლის არქონის გამო, ვერ გამყავს გარეთ ცუდ ამინდში. გიორგის გამონაცვალს, გაცვეთილს და შელახულს მერაბის ვაცმევ, თამარს არ ვიცი, რა ვუყო. უკვე დიდი გოგოა, სამზარეულოში ტრიალი უყვარს. თან პრანჭიკელაა, ლამაზი, ფრიალა კაბები მოსწონს.  ყველაფერს მოკლებულია, ყველაფერზე წყდება გული. თან წელს სკოლაშიც მიდის. არ ვიცი, როგორ შევძლებთ ორი მოსწავლის სასკოლოდ მომზადებას.
- დიახ, ვფიქრობ თამარი ნამდვილი პრინცესა უნდა იყოს! ულამაზესია!
თამარი: კი, ძალიან მინდა ლამაზი კაბა! შენ სწორად გამოიცანი! მაგრამ თბილი საბანი ჯობია, თორემ რომ გვძინავს, ვიყინებით!
***
კეთილო ადამიანებო, იმედია, თქვენი დახმარებით, ამ ოჯახს წინ კიდევ მრავალი გამარჯვება ელოდება. იმედია, ხალხის სიყვარულით და თანადგომით ყველანაირ სირთულეს დაძლევენ. შემდეგ კი, გაძლიერდებიან და გაათმაგებულად დააბრუნებენ სიკეთეს - მხარში ამოუდგებიან გაჭირვებაში ჩავარდნილებს, კედლად აეფარებიან სუსტებს, ანუგეშებენ ავადმყოფებს, უპატრონებენ მიუსაფრებს.
მაგრამ, ამ ბავშვებს, შიმშილი და სიცივე ჯერ ბოლომდე არ დაუმარცხებიათ, ჯერ პატარები არიან. დავანახოთ, რომ ბოროტებას ყოველთვის სიკეთე ამარცხებს, უკუნეთ წყვდიადს კი სინათლე.
და თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
ამასთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა იმის, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ ყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!
თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: კევლიშვილების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით:
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: