შეძლებ, რომ ჩემი დედა იყო?
თქვენ მე სიცოცხლე მაჩუქეთ და ბარბარე ხელმეორედ აღარ დაობლდება!
კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!
ამქვეყნად ბევრი სევდიანი ისტორიაა, რომელსაც გულწრფელი თანაგრძნობისა და ცრემლების გამოწვევაც კი შეუძლია, მაგრამ ზოგჯერ ეს ამბები იმდენად ღრმა და წარმოუდგენელია, რომ თუ ერთხელ შემოაღწიეს ჩვენს გულში, სამუდამოდ მასში დარჩებიან და გვაიძულებენ დღედაღამ მათზე ვიფიქროთ...
ცოტა ხნის წინ ალბათ სწორედ ასეთი ამბავი მოგიყევით პოსტში: „შეძლებ, რომ ჩემი დედა იყო?“ მასში მარიამ კვაცაშვილის რთულ ცხოვრებაზე ვსაუბრობდით, რომელმაც თავისი ახალგაზრდა, ლამაზი შვილი დაკრძალა და პატარა შვილიშვილთან, ბარბარესთან ერთად, რომელიც ორი წვეთი წყალივით ჰგავს დედამისს, სულ მარტო დარჩა: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/743-kvatsashvili
თქვენ ამ პატარა, დაუცველი ოჯახის ამბავი, მათი გაჭირვება და პრობლემები გულთან ახლოს მიიტანეთ და დახმარების ხელი გაუწოდეთ მათ... და წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამხელა ბედნიერება და რამდენი ღიმილი მოუტანა მათ თქვენმა სიკეთემ! და რაც მთავარია - თქვენ მათ უკეთესი მომავლის რწმენა და იმედი აჩუქეთ!
მარიამი დარწმუნებულია, რომ ის მხოლოდ თქვენი წყალობით არის ცოცხალი, რადგან ახლა მას ყველა წამალი აქვს იმისთვის, რომ თავის საშინელ დაავადებას ებრძოლოს!
ჩვენი მთავარი გმირების მოკრძალებულ საცხოვრებელში ახლა ყველა საჭირო ტექნიკაა, რომელიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას ბევრად გაამარტივებს. ცხოვრება ხომ გაცილებით მარტივია, როცა გაზქურა, მაცივარი და სარეცხი მანქანა გაქვს?! ნეტავ იცოდეთ, როგორ უხაროდა პატარა ბარბარეს, როცა ახალი, საოცრად ლამაზი და მბზინავი ქვაბები დაინახა! ან რა აღტაცებით გვიყვებოდა, როგორ ისწავლის ახლა საჭმლის მომზადებას! საწოლის თეთრეულიც როგორი ლამაზია?! „უბრალოდ შეხედეთ! ეს ხომ ნამდვილი პრინცესას საწოლია?!“ - თვალებანთებულმა შემოგვძახა გოგონამ შეხვედრისას და თავისი საჩუქრები გვანახა.
მაგრამ ყველაზე წარმოუდგენელი, რა თქმა უნდა, მათი ახალი ნაცნობები არიან, - ადამიანები ოქროს გულით!
მარიამის და ბარბარეს ცხოვრებაში ახალი მეგობარი, ნათია გამოჩნდა, რომელიც მათთვის ნამდვილ მფარველ ანგელოზად და უანგარო დამხმარედ იქცა!
სასწაულებს დასასრული არ უჩანს და ამ სასწაულებს მხოლოდ და მხოლოდ თქვენ ქმნით, ჩვენო ძვირფასო მეგობრებო!
– მარიამ, როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენ შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
მარიამი (50 წლის): ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მიხარიხართ და რამდენად მადლობელი ვარ უფლის იმ სასწაულისთვის, რომელსაც ის თქვენი ხელით ახდენს! უსაზღვროდ მადლიერი ვარ და მადლობას ვუხდი ყველა იმ კეთილ ადამიანს, ვინც ჩვენი ამბავი გულთან ახლოს მიიტანა, ჩვენს გასაჭირს ზურგი არ აქცია და გადარჩენაში დაგვეხმარა. ჯერ მარტო წამლები რად ღირს?! არ დაიჯერებთ, მაგრამ ჩემთვის ისინი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია! ახალი ტექნიკა ხომ საერთოდ წარმოუდგენელია?! მათზე ოცნებასაც კი ვერ ვბედავდი...

„წამლები ჩემი ხსნაა! თქვენ მე სიკვდილს გადამარჩინეთ!“
არ იფიქროთ, რომ სიკვდილის არ მეშინია. მე ყველაფრისთვის მზად ვარ, ყველაფერი უფლის ნებაა, მაგრამ ერთადერთი, რისიც მართლა მეშინია, - ჩემი ბარბარეს ობლად დატოვებაა. ამქვეყნად მარტომ რა უნდა ქნას? გარშემო იმდენი საშინელება ხდება... როცა ამაზე ვფიქრობ, თმები ყალყზე მიდგება. მეტი არაფერი მინდა, ოღონდ მოვასწრო და ჩემი გოგონა წამოვზარდო! რომ არა თქვენი დახმარება... ღმერთო, წარმოდგენაც კი მზარავს, რა დაგვემართებოდა. სახელმწიფოსგან მიღებული სოციალური დახმარება უბრალოდ მასხრად აგდებაა, - საჭმელზეც კი არ გვყოფნის, არათუ ძვირადღირებულ წამლებზე.
აი, გელაპარაკებით და ის დღე მახსენდება, როცა ფონდის თანამშრომლები მოვიდნენ და საჩუქრები მოგვიტანეს. გულწრფელად ვამბობ, თავი სიზმარში ან ზღაპარში მეგონა. ტექნიკას ვუყურებ და არ მჯერა, რომ ახლა ყველაფერი გვაქვს: საკუთარი მაცივარიც, ახალი გაზქურაც და სარეცხი მანქანაც. ნამდვილი სასწაულია! ჩვენ თვითონ ამ ყველაფრის ყიდვას ნამდვილად ვერ შევძლებდით. ქედს ვიხრი ყველა კეთილი ადამიანის წინაშე, ვინც ჩვენი დახმარების შესაძლებლობა იპოვა. დიდი მადლობა ყველას!

„აი, ჩვენი სიზმარი ცხადში! საკუთარ თვალებს ვერ ვუჯერებთ!“
ეს ცვლილებები ისე გვიხარია, ვერც კი წარმოიდგენთ! სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ჯერ მხოლოდ მაცივრის გამოყენება შეგვიძლია.
– იმის თქმა გინდათ, რომ ჯერ არც სარეცხი მანქანა ჩაგირთავთ და არც გაზქურა? რატომ? რა არის ამის მიზეზი, მარიამ?
მარიამი: ჩვენი სახლის საშინელი მდგომარეობა: კედლებში უზარმაზარი ხვრელებია, საიდანაც წვიმის დროს სულ წყალი შემოდის, ამიტომ არც სარეცხი მანქანის დაყენება შეიძლება, არც გაზქურის, - შეიძლება წყალმა დააზიანოს. ახალი ტექნიკის უსაფრთხო ადგილას დადგმა მომიწია, უკეთეს დრომდე. იმედი მაქვს, ეს დრო ოდესმე დადგება!
- რა სამწუხაროა, რომ, როგორც იქნა, ახალი ტექნიკა გეღირსათ, მაგრამ ვერ იყენებთ. გვითხარით, პოსტის გამოქვეყნების შემდეგ თქვენ და ბარბარემ მთავრობისგან რაიმე სახის დახმარება თუ მიიღეთ? იქნებ თქვენთვის კედლების შეკეთება მაინც შეძლონ. ეს ხომ მათი საქმეა, არა?
მარიამი: ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარება არაერთხელ ვთხოვე და ჩვენი გასაჭირის შესახებ მშვენივრად იციან, მაგრამ დაპირებების გარდა, სხვა არაფერი მიმიღია. მაგალითად, ჯერ კიდევ ორი წლის წინ მითხრეს, კედლები ჩამოანგრიეთ, რომ ჩვენი მუშები მოვიდნენ, ცემენტი მოიტანონ და თავიდან ჩაასხანო, მაგრამ ორი წელი გავიდა, დანგრეული კედელი კი ისევ ისე დგას, ელოდება. ახლა გეგონება ქუჩაში ვცხოვრობთ და ეს უბრალოდ აუტანელია.

ახალი ტექნიკა უსაფრთხო ადგილას გადამალეს, - სველი, დახვრეტილი კედლებისგან მოშორებით
– სამწუხაროდ, ზედმეტად ნაცნობი სცენარია. მოდი მაინც უკეთესის იმედი ვიქონიოთ...
მარიამი: არ ვიცი, დაველოდოთ და ვნახავთ...
– მარიამ, ახალი მეგობრებიდან განსაკუთრებით ვის აღნიშნავდით?
მარიამი: იცით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია! ერთი მშვენიერი გოგონა გავიცანით - ნათია ხუნაშვილი, რომელიც ჩვენთვის ნამდვილ მფარველ ანგელოზად იქცა! უბრალოდ წარმოიდგინეთ, - ეს გოგო საგარეჯოს შესასვლელში, წითელ უბანში ცხოვრობს, რაც ჩვენგან ძალიან შორია, მაგრამ დღე არ გადის, რომ ნათიამ არ მოგვინახულოს. ჩემი ბარბარე ისე უყვარს! განსაკუთრებით ის მახარებს, რომ მასაც ორი შვილი ჰყავს, 9-10 წლისები და ჩემი ბარბარე მათ ძალიან დაუმეგობრდა. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორი მადლიერი ვარ ნათიასი იმ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენთვის აკეთებს. ამ ზაფხულს ბარბარე ზღვაზეც კი წაიყვანა, ქობულეთში, თავის შვილებთან ერთად. ჩვენი სევდიანი ამბავი იცის და ჩემი გოგონას გამო ძალიან დარდობს, ეცოდება. არდადეგებზე ბაბის ზღვაზე მეც წავიყვანდი, მაგრამ არც ჯანმრთელობა მიწყობს ხელს და არც ფინანსები.
ახლახან ძალიან ცუდად გავხდი, ლოგინიდან ადგომა და საჭმლის გაკეთებაც კი არ შემეძლო. მადლობა ღმერთს, ნათია მოვიდა და ბარბარე თავისთან წაიყვანა ორი დღით. ისე ცუდად ვიყავი, რომ უკვე უარესისთვის ვემზადებოდი და სიცოცხლისათვის ბრძოლა მხოლოდ იმაზე ფიქრმა მაიძულა, რომ ჩემს შვილიშვილს ძალიან ვჭირდები. სასწრაფო გამოვიძახე და საავადმყოფოში გადამიყვანეს. ბაბიზე კი, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ნათია ზრუნავდა. მადლობას ვწირავ უფალს, რომ ჩემს გოგონას ასეთი არაამქვეყნიური ანგელოზი გამოუგზავნა!
– რატომ გაუარესდა თქვენი ჯანმრთელობა? ეს რამ გამოიწვია?
მარიამი: საქმე იმაშია, რომ სოციალური დახმარება, რომელსაც ორ კაცზე ვიღებთ, საერთოდ არაფერზე გვყოფნის, მათ შორის, არც საჭმელზე. არადა, ყოველდღიურად იმდენი რამე გვჭირდება... იმ უზარმაზარი დახმარების მიუხედავად, რომელიც, ჩვენი ამბის გამოქვეყნების შემდეგ, თქვენგან და ყველა კეთილი ადამიანისგან მივიღეთ, ვიფიქრე, მალე სკოლა დაიწყება და ბავშვისთვის ბევრი რაღაცის ყიდვა მომიწევს-მეთქი. ჰოდა, გადავწყვიტე დამატებითი ფულის საშოვნელად ყურძნის საკრეფად წავსულიყავი, მაგრამ საკუთარი ძალები ვერ გავთვალე, პირდაპირ პლანტაციაზე დავეცი და გონება დავკარგე... საშინელი თავის ტკივილები დამეწყო, ტკივილები გულმკერდის არეში... ეს ძუძუს კიბოს ოპერაციის შედეგებია. გადატვირთვამ დაავადების რეციდივი გამოიწვია და საავადმყოფოს ექიმი ძალიან მეჩხუბა, რომ მძიმე სამუშაოს შევეჭიდე, რომელმაც კინაღამ ბოლო მომიღო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მეც კარგად მესმის, უბრალოდ, ჩემს ასაკში სამსახურის შოვნა თითქმის შეუძლებელია, პენსიამდე კი ძალიან დიდი დროა.
თქვენც კარგად იცით, რა უსამართლო კანონებია ჩვენს ქვეყანაში იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. მაგალითად, - კატარაქტა მაქვს, რომელიც არც მკურნალობას ექვემდებარება და არც ოპერაციას... თუმცა, ინვალიდობის პენსია არ მეკუთვნის და რომ ავიღო, მაშინ მთლიანად უნდა დავბრმავდე. ჩემთვის მძიმე ფიზიკური შრომა არ შეიძლება, რადგან შეიძლება ამან ბოლო მომიღოს, მაგრამ არც ინვალიდად ვითვლები და არც ინვალიდობის პენსია მეკუთვნის. მითხარით, განა ეს სამართლიანია?

„კიბო და ოპერაცია გადავიტანე, კატარაქტა მაქვს, ჩემთვის მუშაობა და სიმძიმის აწევა არ შეიძლება, მაგრამ ამასთან, არც ინვალიდობის პენსია მეკუთვნის. სადაა სამართალი?!“
– თქვენი ამბის გამოქვეყნების შემდეგ ხელისუფლების მხრიდან რაიმე გამოხმაურება ხომ არ ყოფილა?
მარიამი: არა, ჩვენ მათთვის არ ვარსებობთ. არც არავინ მოსულა და არც დახმარება შემოუთავაზებია ვინმეს.
– მარიამ, თქვენი ნებართვით, მინდა მარიამსაც გავესაუბრო. ბარბარე, ჩემო კარგო, ყველას ძალიან გვიყვარხარ და ვიცით, რომ ძალიან ჭკვიანი და კარგი გოგო ხარ. მითხარი, საჩუქრებიდან ყველაზე მეტად რა მოგეწონა?
ბარბარე (7 წლის): გამარჯობა! ყველაფერი ძალიან მომეწონა, მაგრამ ყველაზე მეტად - ქვაბები! ისეთი ლამაზი და მბზინავია! ახლა ბევრი ქვაბი გვაქვს... ოდესმე კი ისეთივე ახალი სამზარეულო და სახლი გვექნება, როგორიც ნათია დეიდას აქვს. იცით, რა ლამაზია მისი სახლი? ეგეთი სახლი და სამზარეულო მეც მინდა, რომ ახალ სამზარეულოში სადილი ახალი ქვაბებით მოვამზადო ხოლმე!

„ჩვენი ახალი ქვაბები ძალიან მომწონს! ისეთი ლამაზი და მბზინავია! შემიძლია მათში ერთჯერადი წვნიანი გავაკეთო.“
მიყვარს, ბებოს სამზარეულოში რომ ვეხმარები. განსაკუთრებით კი ერთჯერადი წვნიანების კეთება მომწონს ახალ ქვაბებში. ოდესმე სხვა რამის კეთებასაც ვისწავლი!

„უბრალოდ შეხედეთ! ახლა ნამდვილი პრინცესასავით დავიძინებ!“
ახალი თეთრეულიც მომწონს ჩემი საწოლისთვის! დეიდა, ჩვენი ახალი თეთრეული ნანახი გაქვთ? ისეთი ლამაზია, როგორიც პრინცესას აქვს!
ახალი მაცივარიც გვაქვს. შეიძლება მალე სარეცხი მანქანა და გაზქურად ჩავრთოთ, მაგრამ ჯერ არ შეგვიძლია, იმიტომ რომ კედლებში ხვრელებია და წყალმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს.

„ამ ყველაფრის ჩართვა ჯერ არ შეგვიძლია, რადგან კედლებში ხვრელებია და წყალმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს.“
– ძალიან ჭკვიანი და კეთილი გოგონა ხარ! ხომ იცი, რომ სანუკვარი ოცნებები ყოველთვის გვისრულდება? მითხარი, ყველაზე მეტად რაზე ოცნებობ?
ბარბარე: გულახდილად გეტყვით, - ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ბებო ჯანმრთელი იყოს და იღიმოდეს; რომ ლამაზ სახლში ვცხოვრობდეთ, ნათია დეიდა კი სტუმრად მოდიოდეს ჩვენთან და რჩებოდეს, როგორც მე ვრჩები ხოლმე მასთან; რომ ღამე კედლები არ იშლებოდეს და სახლში წყალი არ შემოდიოდეს... მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის მინდა, რომ ბებო აღარ ავადმყოფობდეს! მართლა, გულწრფელად გეუბნებით! ის ხომ ჩემთვის დედასავითაა?! ამქვეყნად მის გარდა სხვა არავინ მყავს...

„ყველაზე მეტად ის მინდა, რომ ბებო არ ავადმყოფობდეს და ლამაზ სახლში ვცხოვრობდეთ.“
– ძალიან კეთილი სურვილები გაქვს, ამიტომ ვფიქრობ, აუცილებლად აგიხდება! მადლობა გულწრფელი საუბრისთვის, ბაბი! მარიამ, ახლა ყველაზე მეტად რა გადაუჭრელი პრობლემა გაწუხებთ? იქნებ ჩვენმა მკითხველებმა დახმარება შეძლონ?
იმის მაგივრად, რომ მადლობას გიხდიდეთ, ისევ პრობლემებზე საუბარი მიწევს, რაც ძალიან მერიდება, მაგრამ ძალიან მინდა, რომ ჩვენი კედლები ოდესმე მაინც გამთელდეს, სახლი გაშრეს და ყველა იმ ტექნიკის დაყენება შევძლოთ, რომელიც გვაჩუქეთ.

„ჩემთვის კი არა ბარბარესთვის ვლოცულობ: მისი ჯანმრთელობის და მომავლის გამო ძალიან ვდარდობ...“
წინ შემოდგომა და ზამთარია, ასეთ შენობაში კი ავადმყოფობა გარდაუვალია. გამჭოლი ქარი, ნესტი... ჩემთვის კი არა ბარბარესთვის ვლოცულობ: მას სითბო და სიმყუდროვე სჭირდება. ბავშვი ლამაზ სახლზე ოცნებობს, ამის მაგივრად კი კედლები თავზე გვენგრევა...
***
ძვირფასო მეგობრებო, შეუძლებელია ამ ორი მშვენიერი ადამიანის - ბებიის და შვილიშვილის სიკეთის და გულთბილობის სიტყვებით გადმოცემა. ძალიან გვინდა მათ ნათელ სახეებზე ღიმილი, მათ სევდიან თვალებში კი აღტაცება დავინახოთ. გვინდა, რომ ცხოვრებამ ისინი დამსახურებული ბედნიერებით დაასაჩუქროს. არ ვიცი, ალბათ მკითხველთა შორის იქნება ის ადამიანიც, ვინც მათი პრობლემების მოგვარებას შეძლებს. ჩვენ ყველას მადლიერი ვართ, ვინც ამ შესანიშნავ, მაგრამ უბედურ ოჯახს დახმარების ხელი გაუწოდა. უფალმა დაგლოცოთ!
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს!
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როცა მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გთხოვთ, განაგრძოთ ამ ოჯახების დახმარება. სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
თქვენი სიკეთე – ეს არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს, მეგობრებო!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: კვაცაშვილების ოჯახი).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/743-kvatsashvili
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
და მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს! დალოცვილები ყოფილიყავით!
დაფიქრდით იმაზე, რომ ჩვენ სწორედ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით ვზრუნავთ საკუთარსულზე და ვუახლოვდებით უფალს.
ხარჯები
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2021 დეკ 10 | პროდუქტები | 293.57 | transferred |
2021 დეკ 10 | მედიკამენტები | 70.8 | transferred |
2021 სექ 20 | მედიკამენტები | 100.35 | transferred |
2021 სექ 16 | თეთრეული | 200 | transferred |
2021 სექ 16 | სამზარეულოს ინვენტარ | 220 | transferred |
2021 აგვ 31 | პროდუქტები | 149.96 | transferred |
2021 აგვ 31 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 690 | paid |
2021 აგვ 4 | მედიკამენტები | 101.04 | transferred |
2021 აგვ 4 | პროდუქტები | 249.68 | paid |
2021 აგვ 4 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 1,770 | transferred |
სულ ხარჯი: 3,845.4 ₾
დარჩა 0.26 ₾
დარიცხვები
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
17.11.2021 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Перевод на счет |
14.11.2021 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 5 | Перевод на счет |
13.11.2021 00:00:00 | ი/მ ლევან ადეიშვილი | 10 | Перевод на счет |
11.11.2021 00:00:00 | ლეჟავა ირაკლი | 10 | Перевод на счет |
10.11.2021 00:00:00 | ლალიაშვილი მაკა | 10 | Перевод на счет |
09.11.2021 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Перевод на счет |
09.11.2021 00:00:00 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Перевод на счет |
09.11.2021 00:00:00 | ივანიძე გელა | 20 | Перевод на счет |
09.11.2021 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Перевод на счет |
08.11.2021 20:36:49 | ანონიმი | 20 | TBC Bank (GeoPay) |
08.11.2021 20:29:06 | ანონიმი | 20 | TBC Bank (GeoPay) |
08.11.2021 00:00:00 | გაგანაშვილი მაკა | 1 | Перевод на счет |
08.11.2021 00:00:00 | გიორგი მიქაძე | 10 | Перевод на счет |
08.11.2021 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Перевод на счет |
08.11.2021 00:00:00 | ანა წილოსანი | 10 | Перевод на счет |
08.11.2021 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Перевод на счет |
08.11.2021 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Перевод на счет |
08.11.2021 00:00:00 | მაია ქველიძე | 15 | Перевод на счет |
07.11.2021 00:00:00 | ლეჟავა ირაკლი | 10 | Перевод на счет |
07.11.2021 00:00:00 | ირაკლი თოფურია | 20 | Перевод на счет |
06.11.2021 00:00:00 | გიორგი ამირაჯები | 5 | Перевод на счет |
06.11.2021 00:00:00 | მანანა ბეჟიტაშვილი | 30 | Перевод на счет |
05.11.2021 00:00:00 | მანაგაძე გაგა | 50 | Перевод на счет |
05.11.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Перевод на счет |
05.11.2021 00:00:00 | ჯიჯელავა გიგა | 1 | Перевод на счет |
05.11.2021 00:00:00 | ლია გლუნჩაძე | 10 | Перевод на счет |
05.11.2021 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Перевод на счет |
21.09.2021 00:00:00 | ხოხიაშვილი კახაბერ | 1 | Перевод на счет |
21.09.2021 00:00:00 | ირინე თოხაძე | 1 | Перевод на счет |
21.09.2021 00:00:00 | კელენჯერიძე ნინო | 2 | Перевод на счет |
21.09.2021 00:00:00 | გიორგი ქალაქურაშვილი | 5 | Перевод на счет |
10.09.2021 16:59:18 | ანონიმი | 10 | TBC Bank (GeoPay) |
27.08.2021 00:00:00 | მარინე მამულია | 5 | Перевод на счет |
23.08.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Перевод на счет |
18.08.2021 00:00:00 | ქეთევან დიასამიძე | 1 | Перевод на счет |
17.08.2021 00:00:00 | ზურაბ გავაშელიშვილი | 3 | Перевод на счет |
13.08.2021 00:00:00 | თამარ ხინიკაძე-გირკელიძე | 10 | Перевод на счет |
10.08.2021 00:00:00 | ნინო ახალბედაშვილი | 20 | Перевод на счет |
07.08.2021 00:00:00 | მარიამი ვარდოსანიძე | 1 | Перевод на счет |
04.08.2021 00:00:00 | სალომე მეზურნიშვილი | 5 | Перевод на счет |
03.08.2021 00:00:00 | ცოცხალაშვილი თამარი | 50 | Перевод на счет |
03.08.2021 00:00:00 | ჭავჭანიძე ჯონი | 50 | Перевод на счет |
03.08.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Перевод на счет |
01.08.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Перевод на счет |
01.08.2021 00:00:00 | მარინა ნებიერიძე | 50 | Перевод на счет |
31.07.2021 00:00:00 | ლევან ახობაძე | 5 | Перевод на счет |
30.07.2021 00:00:00 | აბრამიშვილი გიორგი | 10 | Перевод на счет |
30.07.2021 00:00:00 | მაია ლეშკაშელი | 5 | Перевод на счет |
29.07.2021 00:00:00 | გაგანაშვილი მაკა | 1 | Перевод на счет |
29.07.2021 00:00:00 | ვარდიაშვილი ნუგზარ | 10 | Перевод на счет |
28.07.2021 00:00:00 | შავიძე იაგო | 10 | Перевод на счет |
28.07.2021 00:00:00 | გიორგი ამირაჯები | 5 | Перевод на счет |
27.07.2021 00:00:00 | ჯღარკავა ნინო | 5 | Перевод на счет |
27.07.2021 00:00:00 | ნათელა რეხვიაშვილი | 3 | Перевод на счет |
26.07.2021 00:00:00 | ლაშხია დიანოზ | 100 | Перевод на счет |
26.07.2021 00:00:00 | ქეთევან დიასამიძე | 1 | Перевод на счет |
25.07.2021 00:00:00 | პეტრიაშვილი ნანა | 10 | Перевод на счет |
25.07.2021 00:00:00 | ირაკლი ნამიჭეიშვილი | 10 | Перевод на счет |
24.07.2021 00:00:00 | სისაური ტატიანა | 10 | Перевод на счет |
23.07.2021 00:00:00 | ჯიჯიაშვილი დიმიტრი | 3 | Перевод на счет |
23.07.2021 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Перевод на счет |
23.07.2021 00:00:00 | დავით კოსტავა | 10 | Перевод на счет |
22.07.2021 00:00:00 | ბაქრაძე ზურაბ | 350 | Перевод на счет |
22.07.2021 00:00:00 | ნათია ფარცვანია | 10 | Перевод на счет |
22.07.2021 00:00:00 | ინესა ჯიბღაშვილი | 10 | Перевод на счет |
20.07.2021 00:00:00 | მარიამი ვარდოსანიძე | 1 | Перевод на счет |
19.07.2021 00:00:00 | ებრალიძე მერი | 20 | Перевод на счет |
17.07.2021 00:00:00 | სიხარულიძე ლევან | 150 | Перевод на счет |
17.07.2021 00:00:00 | პეტრიაშვილი ნანა | 5 | Перевод на счет |
17.07.2021 00:00:00 | ეკატერინე გიგოლაშვილი | 10 | Перевод на счет |
17.07.2021 00:00:00 | ვახტანგი სირაძე | 200 | Перевод на счет |
17.07.2021 00:00:00 | გიორგი ორმოცაძე | 20 | Перевод на счет |
15.07.2021 00:00:00 | კვირიკაშვილი ნატალია | 50 | Перевод на счет |
15.07.2021 00:00:00 | კაველიძე შალვა | 5 | Перевод на счет |
14.07.2021 00:00:00 | მაკა მარცვალაძე | 1 | Перевод на счет |
14.07.2021 00:00:00 | იოსებ კენკებაშვილი | 20 | Перевод на счет |
13.07.2021 00:00:00 | თინათინ ხვედელიძე | 5 | Перевод на счет |
12.07.2021 00:00:00 | გიგიაძე ეთო | 5 | Перевод на счет |
12.07.2021 00:00:00 | ირაკლი გეწაძე | 10 | Перевод на счет |
11.07.2021 00:00:00 | კალანდაძე ნიკოლოზი | 20 | Перевод на счет |
11.07.2021 00:00:00 | რევაზ დოლიძე | 20 | Перевод на счет |
11.07.2021 00:00:00 | ილია იგონკინ | 20 | Перевод на счет |
10.07.2021 00:00:00 | ხახუბია-ესებუა ვენერა | 5 | Перевод на счет |
10.07.2021 00:00:00 | სულაბერიძე აკაკი | 1 | Перевод на счет |
10.07.2021 00:00:00 | მარიამ ლეკიშვილი | 20 | Перевод на счет |
09.07.2021 00:00:00 | სულავა მარინე | 10 | Перевод на счет |
09.07.2021 00:00:00 | ლევან გელაშვილი | 5 | Перевод на счет |
08.07.2021 00:00:00 | სურგულაძე ალექსანდრე | 1 | Перевод на счет |
08.07.2021 00:00:00 | ანა მამრიკაშვილი | 20 | Перевод на счет |
08.07.2021 00:00:00 | ნინო ქარაბაკი | 5 | Перевод на счет |
07.07.2021 00:00:00 | ლევან ახობაძე | 5 | Перевод на счет |
06.07.2021 00:00:00 | ფარტენაძე მამუკა | 1 | Перевод на счет |
06.07.2021 00:00:00 | მაგდა რურუა | 5 | Перевод на счет |
06.07.2021 00:00:00 | ნათია გვიმრაძე | 5 | Перевод на счет |
06.07.2021 00:00:00 | ანა ჯუღელი | 10 | Перевод на счет |
05.07.2021 00:00:00 | ტერმინალი | 5 | Перевод на счет |
05.07.2021 00:00:00 | ოთარ გუდიაშვილი | 10 | Перевод на счет |
05.07.2021 00:00:00 | თეა კასრაძე | 20 | Перевод на счет |
05.07.2021 00:00:00 | თამარ გოქსაძე | 10 | Перевод на счет |
04.07.2021 00:00:00 | მაია გეგია | 5 | Перевод на счет |
04.07.2021 00:00:00 | დავით გაბათაშვილი | 8 | Перевод на счет |
04.07.2021 00:00:00 | ოქრიაშვილი მაყვალა | 5 | Перевод на счет |
04.07.2021 00:00:00 | პილილიანი არაქელ | 20 | Перевод на счет |
03.07.2021 00:00:00 | მანანა კომლაძე | 20 | Перевод на счет |
03.07.2021 00:00:00 | ანა ბოჭორიშვილი | 20 | Перевод на счет |
03.07.2021 00:00:00 | დანგაძე მარიამი | 10 | Перевод на счет |
03.07.2021 00:00:00 | ხაჩატურიან-მარგარიან ანჟელა | 20 | Перевод на счет |
02.07.2021 00:00:00 | ნატალია ნიკურაძე | 20 | Перевод на счет |
02.07.2021 00:00:00 | ბესიკ მოდებაძე | 20 | Перевод на счет |
01.07.2021 00:00:00 | გოგნაძე დარია | 5 | Перевод на счет |
30.06.2021 14:11:54 | ანონიმი | 10 | TBC Bank (GeoPay) |
29.06.2021 00:00:00 | ლილუაშვილი თამთა | 5 | Перевод на счет |
29.06.2021 00:00:00 | თამარი კანდელაკი | 3 | Перевод на счет |
29.06.2021 00:00:00 | ნატალია ბოხუა | 10 | Перевод на счет |
28.06.2021 00:00:00 | ნოზაძე გიორგი | 1 | Перевод на счет |
28.06.2021 00:00:00 | კიკნაძე ნინო | 10 | Перевод на счет |
28.06.2021 00:00:00 | კოპლატაძე მელანო | 10 | Перевод на счет |
28.06.2021 00:00:00 | გვანცა მაჭარაშვილი | 50 | Перевод на счет |
27.06.2021 00:00:00 | უსენაშვილი მარინე | 5 | Перевод на счет |
27.06.2021 00:00:00 | სოფიო ზაუტაშვილი | 14.66 | Перевод на счет |
27.06.2021 00:00:00 | ზურაბ სამხარაძე | 10 | Перевод на счет |
27.06.2021 00:00:00 | ირინა გაბუნია | 10 | Перевод на счет |
27.06.2021 00:00:00 | ნათელა რეხვიაშვილი | 2 | Перевод на счет |
26.06.2021 00:00:00 | ლაშაური თამარი | 20 | Перевод на счет |
26.06.2021 00:00:00 | მადონა სამხარაძე | 20 | Перевод на счет |
25.06.2021 00:00:00 | წიწრიაშვილი თათია | 5 | Перевод на счет |
25.06.2021 00:00:00 | ნინო ნანობაშვილი | 20 | Перевод на счет |
25.06.2021 00:00:00 | თამარ სარალიძე | 10 | Перевод на счет |
24.06.2021 16:35:14 | ანონიმი | 5 | TBC Bank (GeoPay) |
24.06.2021 00:00:00 | მარინა ნებიერიძე | 50 | Перевод на счет |
22.06.2021 00:00:00 | მათიაშვილი ანა | 10 | Перевод на счет |
22.06.2021 00:00:00 | ნინო გელენიძე | 200 | Перевод на счет |
21.06.2021 00:00:00 | კუპატაძე ნინო | 10 | Перевод на счет |
21.06.2021 00:00:00 | ყრუაშვილი ეკა | 20 | Перевод на счет |
20.06.2021 00:00:00 | მელიქაძე ანა | 30 | Перевод на счет |
20.06.2021 00:00:00 | გავაშელიშვილი მანანა | 10 | Перевод на счет |
20.06.2021 00:00:00 | თამარი წყალობაძე | 10 | Перевод на счет |
19.06.2021 00:00:00 | ქორიძე მაია | 20 | Перевод на счет |
19.06.2021 00:00:00 | მაკა ბერიშვილი | 1 | Перевод на счет |
19.06.2021 00:00:00 | ნინო შევარდნაძე | 10 | Перевод на счет |
19.06.2021 00:00:00 | ლაშა კუპრეიშვილი | 50 | Перевод на счет |
19.06.2021 00:00:00 | თეონა დალაქიშვილი | 5 | Перевод на счет |
19.06.2021 00:00:00 | ნიკოლოზ ფარჯანაძე | 50 | Перевод на счет |
19.06.2021 00:00:00 | მარიამ ნიკოლეიშვილი | 3 | Перевод на счет |
19.06.2021 00:00:00 | თეიმურაზ გოგიშვილი | 100 | Перевод на счет |
19.06.2021 00:00:00 | ვალერი მღებრიშვილი | 5 | Перевод на счет |
19.06.2021 00:00:00 | ანუკა კვახაძე-ლაკვეხელიანი | 5 | Перевод на счет |
19.06.2021 00:00:00 | გვანცა არღვლიანი | 5 | Перевод на счет |
19.06.2021 00:00:00 | ნათია კვერნაძე | 10 | Перевод на счет |
18.06.2021 00:00:00 | ივანიძე გელა | 20 | Перевод на счет |
18.06.2021 00:00:00 | ოქროაშვილი რუსუდან | 15 | Перевод на счет |
18.06.2021 00:00:00 | დალაქიშვილი სოფიკო | 5 | Перевод на счет |
18.06.2021 00:00:00 | თოფურიძე ანა | 1 | Перевод на счет |
18.06.2021 00:00:00 | გიორგი ნატრაძე | 10 | Перевод на счет |
18.06.2021 00:00:00 | თამარ მენთეშაშვილი | 20 | Перевод на счет |
18.06.2021 00:00:00 | მარიამი ვარდოსანიძე | 2 | Перевод на счет |
18.06.2021 00:00:00 | ნინო მამრიკიშვილი | 10 | Перевод на счет |
17.06.2021 00:00:00 | ტაბაღუა თემურ | 5 | Перевод на счет |
17.06.2021 00:00:00 | დავითაია მარიამ | 10 | Перевод на счет |
17.06.2021 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 1 | Перевод на счет |
17.06.2021 00:00:00 | დოლაკიძე ქეთევან | 15 | Перевод на счет |
17.06.2021 00:00:00 | მაია ქველიძე | 21 | Перевод на счет |
17.06.2021 00:00:00 | მაყვალა ძნელაძე | 10 | Перевод на счет |
17.06.2021 00:00:00 | ქეთევან ზოიძე | 5 | Перевод на счет |
16.06.2021 20:05:48 | ანონიმი | 5 | TBC Bank (GeoPay) |
16.06.2021 11:52:25 | ანონიმი | 500 | TBC Bank (GeoPay) |
16.06.2021 00:00:00 | ტერმინალი | 5 | Перевод на счет |
16.06.2021 00:00:00 | სალამაძე ილია | 7 | Перевод на счет |
16.06.2021 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 25 | Перевод на счет |
16.06.2021 00:00:00 | კაკაჩია მანანა | 3 | Перевод на счет |
16.06.2021 00:00:00 | კობაიძე ქეთევან | 10 | Перевод на счет |
16.06.2021 00:00:00 | ლიკა გიგინეიშვილი | 2 | Перевод на счет |
16.06.2021 00:00:00 | გიორგი ამირაჯები | 5 | Перевод на счет |
16.06.2021 00:00:00 | ნინო მშვიდობაძე | 20 | Перевод на счет |
16.06.2021 00:00:00 | ნიკოლოზი ღუღუნიშვილი | 50 | Перевод на счет |
16.06.2021 00:00:00 | ანჟელა ჯუღელი | 10 | Перевод на счет |
16.06.2021 00:00:00 | მარიამ კუკულაძე | 20 | Перевод на счет |
16.06.2021 00:00:00 | ანა გახოკიძე | 50 | Перевод на счет |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 3,845.66 ₾
დარჩა 0.26 ₾
მსგავსი პროექტები:
|