პროექტის რეპორტი ექვსი კუბო, ექვსი საფლავი - და თითოეულ მათგანში ჩემი ნაწილია! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ექვსი კუბო, ექვსი საფლავი - და თითოეულ მათგანში ჩემი ნაწილია!

page info icon
2021 ივნისი 28
page info icon
2110
„ჩემი სამი თვის გოგონა საკუთარი დედის უსიცოცხლო სხეულის ქვეშ გაიგუდა...“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,667 ₾
( 280 დონორი )
დასრულებულია

თქვენ შიმშილით სიკვდილისგან გადაგვარჩინეთ!

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

„თქვენი უზომოდ მადლიერი ვარ, მაგრამ ემოციების გამოხატვა მიჭირს. მაპატიეთ, მგონი დამავიწყდა, როგორ უნდა გავიღიმო“, - დავითი ცრემლებს იწმენდს და გვერდით მწოლიარე ბაბუას უყურებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ ტკივილგამაყუჩებელი დალია და დაიძინა.

დავითმა იმდენი რამ გადაიტანა, რომ ჩვენთვის თავისი მდგომარეობის ახსნა ნამდვილად აღარ სჭირდება. ფონდის მეგობრები, - ყველაზე გამგები, მგრძნობიარე და დელიკატური ადამიანები, - უბრალოდ მის გვერდით იყვნენ და არიან. ისინი სიყვარულით უჭერდნენ მხარს ამ ოჯახს - ბაბუას და შვილიშვილს, რომლებიც ამქვეყნად სრულიად მარტო დარჩნენ. მათი ამბავი (https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/748-mzhavanadze/) მთელმა საქართველომ მიიტანა გულთან და მათი გულში ჩაკვრა, დამშვიდება, გათბობა და დაიმედება მოისურვა.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის რეალური დახმარება, რომელიც ჩვენ გავუწიეთ ამ ოჯახს და არა ემოციების მოლოდინი პასუხად; თუმცა ყველას ძალიან გვინდა, რომ დავითს გული გაულღვეს და მზად ვართ ამისთვის მის გვერდით ვიყოთ, ველოდოთ, მხარი დავუჭიროთ მას, ვილოცოთ მისთვის და მისი ბაბუისთვის.

დავითს საუბარი ჯერ კიდევ უჭირს, მაგრამ მან ჩვენი მზრუნველობა მიიღო და ასეთმა ყურადღებამ მასზე ძალიან იმოქმედა.

„შიმშილის ზღვარზე ვიყავით. დიდი მადლობა, რომ გადაგვარჩინეთ!“

 – დავით, პირველ რიგში, გვინდა ვიცოდეთ, როგორ ხართ თქვენ და თქვენი ბაბუა? თუ ჩვენი პროექტი რამით მაინც დაგეხმარათ, ძალიან ბედნიერები ვიქნებით.

დავითი: საკუთარ ცხოვრებაზე საუბარი ძალიან მიჭირს. ბოლო წლების განმავლობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ თითქოს ნისლში ვცხოვრობ; თითქოს უკვე აღარც მე ვარსებობ. ამ ტკივილს სიზმრებში ყოველდღე თავიდან განვიცდი: ჩემი სამი თვის გოგონას უსიცოცხლო სხეული ხელში მიჭირავს და ვყვირი, ვლოცულობ, დასახმარებლად ვიღაცას ვეძახი, სანამ ცივ ოფლში გაწურულს არ მეღვიძება. ცრემლებისგან ლამის ვიხრჩობი... მაგრამ მე ბაბუაჩემზე ვარ პასუხისმგებელი, - ვერ მივატოვებ. ბოლო დროს განსაკუთრებით გვიჭირს. საკმაოდ დიდხანს ვშიმშილობდით. მე შიმშილის გრძნობას და მშიერ კუჭზე დაძინებას უკვე მივეჩვიე, მაგრამ ბაბუა სულ რაღაცას მთხოვდა საჭმელად, პირში ცოტა საკვები მაინც რომ ჩაედო... ძალიან სუსტად იყო, მე კი მისთვის არაფრის მიცემა შემეძლო, საერთოდ არაფრის. თქვენ რომ არ მოსულიყავით, ასე ალბათ მხოლოდ რამდენიმე დღე თუ გავატანდით...   

მე მხოლოდ საჭმელი გთხოვეთ, თქვენ კი საჭმელი, წამლები და კიდევ ბევრი რამ გვაჩუქეთ; მაგრამ მთავარი ისაა, რომ შიმშილით სიკვდილისგან გადაგვარჩინეთ! დიდი მადლობა! არ ველოდი, რომ ასეთ ყურადღებას გამოიჩენდით ჩვენდამი. მაცივარზე და სარეცხ მანქანაზე არც კი ვოცნებობდი... მოხუცი კაცის თეთრეულის ყოველდღე ცივ წყალში რეცხვა, თქვენც კარგად გესმით, რომ მარტივი არაა. თავს როგორღაც ვართმევდი, მაგრამ ახლა ჩვენი ნივთები ბევრად უკეთესად ირეცხება და მალე შრება. საჭმელი თუ გვაქვს, აღარ გვიფუჭდება - ახალი, დიდი მაცივარი გვაქვს. ღმერთო, ჩემს ცოლს ისე მოეწონებოდა...

დავით, ძალიან გვიხარია, რომ თქვენი დახმარება შევძელით. მითხარით, ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?

დავითი: იცით, ზოგჯერ მეზობლები გვეხმარებოდნენ: ვინ ტანსაცმელს მოგვცემდა, ვინ - პურს ან ბოთლ რძეს, მაგრამ იშვიათად. მე და ბაბუა ასეთ მასშტაბურ დახმარებაზე ვერც კი ვიოცნებებდით, თან სრულიად უცხო ადამიანებისგან... აი, თურმე რა ხდება, როცა შენი გასაჭირის შესახებ ბევრი ადამიანი იგებს! თურმე რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა იმის შეგრძნება, რომ გასაჭირში მარტო არ ხარ! გვირეკავდნენ, გვამხნევებდნენ, სოციალურ ქსელებში კომენტარებს გვწერდნენ და გვამშვიდებდნენ. ეს ყველაფერი გულს გითბობს ადამიანს...

ერთმა ქალმა იტალიიდან ტანსაცმელი და ბაბუაჩემისთვის ბევრი საფენი გამოგვიგზავნა, წარმოგიდგენიათ? ბათუმის მაცხოვრებელმა (სამწუხაროდ, სახელი არ მახსოვს) საჭმლით სავსე უზარმაზარი შეკვრა გვაჩუქა. ნეტა იცოდეთ, რა ემოციები ჰქონდა ბაბუას! თავიდან ვერ ჭამდა, - უბრალოდ ტიროდა... დანაყრებულს ბევრად ღრმად სძინავს... და ის წამლებიც, რომლებიც თქვენ იყიდეთ მისთვის, ბევრად უკეთ მოქმედებენ, როცა ნაჭამზე სვამს. ადრე არც ერთი ტკივილგამაყუჩებელი არ შველოდა, - როგორც ჩანს, მშიერ კუჭზე არ მოქმედებენ. თითოეული ადამიანის მადლიერი ვარ, ვინც დაგვეხმარა! ღმერთმა დაგლოცოთ!  

დავითი: „ტექნიკა ჩვენთვის დიდი სიურპრიზი იყო. მე მხოლოდ საჭმელი გთხოვეთ, თქვენ კი...“

დავით, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოგეხმაურათ?

დავითი: არანაირი რეაქცია! სახელმწიფოს ერთადერთი დახმარება ბაბუაჩემის პენსიაა, 250 ლარი. აი, ამ თანხით ვცდილობთ თავის გატანას თვიდან თვემდე!

ჩემს სნეულ ბაბუას წამლების გარეშე არ შეუძლია!

რა იგრძენით, როცა ფონდის მეგობრების დახმარება მიიღეთ?

დავითი: მეგონა, რომ ტკივილისა და სასოწარკვეთილების გარდა, სხვა ემოციების განცდის უნარი უკვე დაკარგული მქონდა, მაგრამ, როგორც ჩანს, შევცდი. სამყარო კარგი ადამიანების გარეშე არაა! გამიგეთ რა, ბაბუაჩემის წინაშე დავალებული ვარ, - თქვენც მის გამო მოგმართეთ. ამ უზარმაზარ და სასტიკ სამყაროში ეს ადამიანი ჩემი ერთადერთი მშობლიური სისხლია. ნახეთ, ბაბუას როგორ ვგავარ!

ყოველთვის მშრომელი, პატიოსანი კაცი იყო, სხვებსაც ეხმარებოდა. განა იცოდა, რა ელოდა?! ასეთი სიბერე არ დაუმსახურებია...

დიახ, იმედი მქონდა, რომ გამოჩნდებოდნენ მზრუნველი ადამიანები, რომლებიც ჩემს გასაჭირს გვერდს არ აუვლიდნენ. წამიკითხავს, როგორ ეხმარებით გაჭირვებულებს, მაგრამ ამხელა დახმარება ნამდვილად მოულოდნელი იყო. გაოგნებული და შეძრული ვიყავი. საჭმელი და წამლები ბაბუას რამდენიმე დღე ნამდვილად ეყოფა და შიმშილი აღარ მოუწევს. სიმშვიდისთვის სხვა რა მჭირდება? არაფერი! დიდი მადლობა, რომ გვერდით აღმოჩნდით და პირველად, ამდენი წლის განმავლობაში, თავს მარტოსულად აღარ ვგრძნობ. ვიცი, რომ ჩემთვის და ბაბუაჩემისთვის ფული მთელმა ქვეყანამ შეაგროვა და ვისაც რამდენი შეეძლო, იმდენს რიცხავდა, საკუთარ თავს და ოჯახს აკლებდა. დიდი მადლობა! უფალი იყოს თქვენი მფარველი!

დიდი ხნის ნანატრი და აუცილებელი საჩუქარი - ახალი კორსეტი. ახლა ტკივილი ისეთი გაუსაძლისი აღარაა.

დავით, ჩვენ არ მიგატოვებთ, თქვენ გვერდით ვართ! თქვენთვის კიდევ რის გაკეთება შეგვიძლია? ახლა ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

დავითი: ბაბუაჩემის სუფთა ჰაერზე გაყვანაზე ვოცნებობ. თითქმის აღარ დადის, ოთხ კედელშია გამომწყვდეული და სიკვდილს ელოდება. დამხმარე ეტლი რომ ჰქონდეს, მთელი დღე ვასეირნებდი! საფენები და საკვებიც მუდმივი პრობლემაა. პენსია არაფერზე გვყოფნის, ბაბუაჩემის მარტო დატოვება კი არ შემიძლია. აი, ასე ვცხოვრობთ! 24 საათი ერთად ვართ. ზოგჯერ ერთმანეთს ისეთი გულისტკივილით, სიბრალულით და სიყვარულით შევცქერით, - გვესმის, რომ მხოლოდ ერთმანეთი გვყავს... მაგრამ ახლა ვგრძნობ, რომ თქვენც ჩვენ გვერდით ხართ. ძალიან გთხოვთ, ნუ მიგვატოვებთ! როგორც იქნა, გიპოვეთ და თქვენი დაკარგვა ძალიან გამიჭირდება. აღარავის დაკარგვა აღარ მინდა...

„ღმერთმა დაგლოცოთ იმ ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთეთ.“

***

მეგობრებო, მჟავანაძეების ოდესღაც დიდი და მეგობრული ოჯახიდან მხოლოდ ბაბუა და შვილიშვილი დარჩა, რომლებსაც პაწაწინა ოთახში უწევთ ცხოვრება, ძალიან უჭირთ და მარტოობისა და სიღარიბისგან იტანჯებიან! 250 ლარიანი პენსია მათ საჭმელზეც კი არ ჰყოფნით, სნეულ ბაბუას კი, დამატებით, წამლები და საფენებიც სჭირდება. საწყალი მოხუცი უკვე მერამდენე წელია, რაც გარეთ არ გასულა, რადგან გადაადგილება არ შეუძლია. არადა, სუფთა ჰაერის ჩასუნთქვაზე ისე ოცნებობს... მაგრამ დამხმარე ეტლის გარეშე არაფერი გამოვა. ძალიან გთხოვთ, დავეხმაროთ დავითს და მის ბაბუას! სხვისი გასაჭირი ხომ არ არსებობს? ამ ხალხს შიმშილით სიკვდილისთვის ნუ გავწირავთ და ნუ მივატოვებთ! ჩვენ უკვე ერთად ვართ, ეს მეგობრობა და მხარდაჭერა კი ერთდღიანი არ არის!

თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.

მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ გაჭირვებულებს.

სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი უბედური ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!

თქვენი სიკეთე არის შესაძლებლობა, რომ თავადაც ყველაფერში ბედნიერი იყოთ!

მეგობრებო, კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას!

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000.

(დანიშნულება: მჟავანაძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/748-mzhavanadze/ .

თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

თქვენთვის შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!

დაფიქრდით იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: