ხუთი ძალიან მშიერი ბავშვი! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ხუთი ძალიან მშიერი ბავშვი!

page info icon
2021 ივლის 5
„თამაში და სირბილი შიმშილის დავიწყებაში გვეხმარება“, - გვიყვებიან პატარა გვანცა და საბა, რომლებმაც, პატარა ასაკის მიუხედავად, უკვე იციან, რა არის ნამდვილი შიმშილი.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,140 ₾
( 337 დონორი )
დასრულებულია

„თამაში და სირბილი შიმშილის დავიწყებაში გვეხმარება“, - გვიყვებიან პატარა გვანცა და საბა, რომლებმაც, პატარა ასაკის მიუხედავად, უკვე იციან, რა არის ნამდვილი შიმშილი.

„როცა ძალიან გვშია, დედა ცოტა პურს გვიჭრის და თითოს თითო ნაჭერს გვაძლევს. ზოგჯერ დედიკო და მამიკო საერთოდ არ ჭამენ, რომ ჩვენ ვჭამოთ“, - მოყოლას აგრძელებს 5 წლის გვანცა.

თითქოს ბლოკადაგამოვლილი გოგონას ამბავს ისმენ, როცა პურის თითოეული ნამცეცი ოქროს ფასი იყო; საშინელება კი ის არის, რომ თანამედროვე საქართველოში ასეთი გაჭირვებული ოჯახი ჯერ კიდევ გვხვდება. ბავშვები ასეთ სიღატაკეში არ უნდა იზრდებოდნენ! ისინი შიმშილით არ უნდა იტანჯებოდნენ!

ბრეგვაძეების ოჯახში ექვსი ბავშვია: 17 წლის მონიკა, 10 წლის ლუკა, 9 წლის დავითი, 6 წლის რებეკა, 5 წლის გვანცა და 3 წლის საბა; ასევე, მამა - რამაზი, დედა - ქეთევანი, ბებია - ნატო და ბიძა - ედუარდი. ამ ნახევრად დანგრეულ სახლში, რომელსაც ქოხის გარდა სხვას ვერაფერს უწოდებ, ათი კაცი ცხოვრობს... უფრო სწორად, გადარჩენას ცდილობს!

– ქეთევან, ასეთ პირობებში როგორ ცხოვრობთ?

ქეთევანი: საშინლად! უკანასკნელი ძალებით ვცდილობთ გადარჩენას! რაზეა საუბარი, როცა საჭმელი არ გაქვს და სულ იმაზე ფიქრობ, რაზე დაზოგო ფული, რომ პური იყიდო. აი, ასე ვცხოვრობთ! აღარაფერს ვამბობ სახლის პირობებზე, სადაც ცხოვრება კი არა, უბრალოდ ყოფნაც კი საშიშია! აქ ზაფხულშიც კი ცივა და სინესტეა. წვიმა, თოვლი - ყველაფერი თავზე გვეყრება. ფიცრები უკვე დამპალია, ჭერი თითქმის მთლიანად არის ჩამოშლილი, ხის ფიცრები კი ავისმომასწავებლად კიდია საწოლების თავზე - ზუსტად იქ, სადაც ბავშვებს სძინავთ.

– ეს თქვენი სახლია თუ ნაქირავებია?

ქეთევანი: ჩვენი სახლია. ჩემმა ქმარმა საკუთარი ხელით ააწყო ფიცრებისგან. მხოლოდ ორი ოთახი გვაქვს: პირველი მისაღები ოთახივითაა, სამზარეულოც იქვეა, მეორეში კი ყველას ერთად გვძინავს. საპირფარეშო ეზოშია, აბაზანა კი არ გვაქვს - წყალს ვაცხელებთ და მისაღებში, ტაშტში, რიგრიგობით ვბანაობთ. ახლა წყალი მაინც გვაქვს, ოღონდ ეზოში. ადრე წყლის მოსატანად მდინარეზე წასვლა გვიწევდა, რომელიც სახლიდან ნახევარ კილომეტრშია. ბავშვებთან ერთად ბოთლებს ან რაიმე სხვა ჭურჭელს ვიღებდით და მდინარეზე წყლის მოსატანად მივდიოდით... და ახლაც, როცა წყალი იყინება ან რამე ხდება, ისევ მდინარეზე წასვლა გვიწევს.

– სახლში რამდენი ადამიანი ცხოვრობს?

ქეთევანი: სულ ათნი ვართ: ექვსი ბავშვი და ოთხი მოზრდილი (მე, ჩემი მეუღლე, დედამთილი და მაზლი). ჩემი მაზლი ავადაა - ხერხემლის პრობლემები აქვს და ვერ მუშაობს. საკუთარი ოჯახი არ ჰყავს.

– რაზე ცხოვრობთ? შემოსავალი რამდენი გაქვთ?

ქეთევანი: სოციალურ დახმარებას ვიღებთ, 670 ლარს. სულ ეს არის მთელი ჩვენი შემოსავალი და ეგეც კი ჩამოგვაჭრეს - ადრე 730 ლარს ვიღებდით, მაგრამ მოულოდნელად, ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე, შეგვიმცირეს. მინდოდა წავსულიყავი და საჩივარი დამეწერა, მაგრამ მეშინია უფრო მეტი არ ჩამოგვაჭრან...

– ეს თანხა რაზე გყოფნით?

ქეთევანი: თითქმის არაფერზე! ამიტომაც მივმართე თქვენს ფონდს. ეს თანხა სურსათზეც კი არ გვყოფნის! არადა, ოჯახში ათი კაცია, ყველას ჭამა უნდა. მაღაზიაში ყველგან ვალები გვაქვს. დღესაც ვალით ვისადილებთ - საჭმელი მეზობელს ვთხოვე. ბავშვებს ჭამა ხომ უნდათ, არა?! უფროსებს შეგვიძლია მოვითმინოთ, მაგრამ ბავშვებს არ შეუძლიათ! როცა შიათ, ტირიან... და ასე მგონია, თითქოს გულში დანას მიყრიან!

– თქვენი მეუღლე არ მუშაობს?

ქეთევანი: ჩემს მეუღლეს ყველაფერი ეხერხება, მაგრამ აქ სამსახურის შოვნა ძალიან ჭირს, ამიტომ სხვადასხვა სეზონურ სამუშაოზე უწევს მუშაობა: ვიღაცას მიწის დამუშავება უნდა, ვიღაცას შეშის დაჩეხვა... და ასე ვცხოვრობთ! ნებისმიერ სამსახურს ეჭიდება, რომ ოჯახში ფული შემოიტანოს.

– ქეთევან, მოგვიყევით, როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?

ქეთევანი: ერთმანეთს, ფაქტობრივად, ბავშვობიდან ვიცნობთ. დედაჩემი აქაურია, ამიტომ ზაფხულში აქ ხშირად ჩამოვდიოდი ხოლმე ნათესავებთან. პატარები ერთად ვთამაშობდით, საზაფხულო არდადეგებს მხიარულად ვატარებდით, მერე კი ერთმანეთი შეგვიყვარდა, თუმცა ერთმანეთს გრძნობებში დიდხანს არ ვუტყდებოდით... მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს გამოვუტყდით! (უხერხულად იღიმის.) ისეთი შეყვარებულები და ბედნიერები ვიყავით!.. ასე შევქმენით ოჯახი! ერთხელაც კი არ მინანია, რომ ჩემი რამაზის ცოლი გავხდი. შესანიშნავი ქმარი და მამაა! საუკეთესო!

– ნათესავები ან მეგობრები თუ გეხმარებიან?

ქეთევანი: დედაჩემი და ჩემი და-ძმები თავადაც რთულ პირობებში ცხოვრობენ, მამა კი უკვე ორი წელია გარდაცვლილია. მეუღლის მხრიდან - უკვე იცით, რომ ყველანი ერთად ვცხოვრობთ. მეზობლები ძალიან გვეხმარებიან. მათი უზომოდ მადლიერი ვარ! ტელევიზორი, მაგიდა და საწოლები გვაჩუქეს, ზოგჯერ საჭმელს ან ბავშვებისთვის ტანსაცმელს გვაძლევენ. ისინი რომ არა, არც კი ვიცი, როგორ ვიცხოვრებდით!

– სახელმწიფოსთვის დახმარების თხოვნით არ მიგიმართავთ?

ქეთევანი: ოჰ, იმდენჯერ მივმართე, რომ უკვე სათვალავი ამერია! აზრი? სულ რაღაცას გვპირდებიან, მაგრამ ერთხელაც არ დაგვხმარებიან...

– შვილებს, ჩვეულებრივ, რას აჭმევთ?

ქეთევანი: ვცდილობ რაიმე კერძები მოვიფიქრო იმით, რაც გვაქვს; მაგრამ ფინანსურად იმდენად გვიჭირს, რომ ყველაზე იაფფასიანი პროდუქტებით ვიკვებებით. იმასაც ხშირად ვალად ვიღებთ, იმიტომ რომ ფული არ გვაქვს.

– ქეთევან, რა სახის დახმარება გჭირდებათ პირველ რიგში?

ქეთევანი: ძალიან გთხოვთ, იქნებ საჭმლით დაგვეხმაროთ! სხვა დანარჩენი უმნიშვნელოა! მთავარია - არ დაუშვათ, რომ შიმშილით მოვკვდეთ! ოჰ, ღმერთო! ღმერთმა ნუ ქნას, რომ დაინახოთ, როგორ იტანჯება თქვენი შვილი შიმშილით... ამის წარმოთქმაც კი არ მინდა! საშინელებაა!

– და მაინც, რა გჭირდებათ სახლისთვის? ვხედავ, რომ ავეჯი და ტექნიკა თითქმის არ გაქვთ.

ქეთევანი: ძალიან გვჭირდება საწოლები. რაც გვაქვს, უკვე ძველია, დაჟანგული და იშლება. ახლა ჩემს დედამთილს ძველ ტახტზე სძინავს, მე, ჩემი ქმარი და ბავშვები სამ საწოლს ვიყოფთ, მაზლი კი იატაკზე წევს... და არც თეთრეული გვაქვს...

ოჯახში ათნი ვართ და სარეცხი არა და არ ილევა, ამ ყველაფრის ხელით რეცხვა კი ნამდვილი წამებაა! უკვე თითებსაც კი ვეღარ ვგრძნობ... კარგი იქნებოდა, სარეცხი მანქანა რომ გვქონდეს... და მაცივარი! კი გვაქვს, მაგრამ გაფუჭებულია. ახლა კარადის ნაცვლად ვიყენებ, რადგან სახლში სხვა ავეჯი არაა, სადაც ჭურჭელს შევინახავდი. მაცივარი კი ძალიან გვჭირდება! ზაფხულში, საჭმელი რომ არ გაფუჭდეს, ცივი წყლით სავსე ტაშტში ვდებ... ნამდვილი ხათაბალაა!

– ღმერთის გჯერათ?

ქეთევანი: რა თქმა უნდა! გადარჩენაში სწორედ რწმენა მეხმარება. მწამს და უფალს ვევედრები, რომ არ დაგვტოვოს. არის მომენტები, როცა სიცოცხლით სიამოვნების მიღება უფრო და უფრო გიძნელდება, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნები, რომ უფალს უნდა, რომ მიხაროდეს და ჩემი შვილებისთვის ვცოცხლობდე. ძალას  ეს მაძლევს!

– ქეთევან, თქვენი შვილების შესახებ მოგვიყევით.

ქეთევანი: ძალიან კარგი შვილები მყავს! ძალიან ჭკვიანები! ისე მეხმარებიან... ძალიან მოხერხებულები და ნიჭიერები არიან! იცით, თქმაც კი არ მჭირდება - თუ სახლში რამე საქმეა გასაკეთებელი, უსიტყვოდ დგებიან და აკეთებენ. სამი უკვე სკოლაში სწავლობს, დანარჩენები კი ჯერ პატარები არიან; მაგრამ ჩვენს სოფელში საბავშვო ბაღი არაა, სხვა სოფელში უნდა წახვიდე, ამიტომ პატარები სახლში სხედან. ჩემი უფროსი გოგონა, მონიკა, ახლა ბებიასთან არის სტუმრად წყალტუბოში, სახლში ამიტომ არაა. კარგად ხატავს და სტილისტობაზე ოცნებობს. სახლში მისი ნახატები კედელზეც კი გვიკიდია. ძალიან ნიჭიერია!

– შეიძლება დანარჩენ ბავშვებს გავესაუბრო? აბა, ჩემო კარგებო, თქვენ შორის ურთიერთობაში ყველაზე გახსნილი ვინ არის?

გვანცა: ალბათ მე. (იცინის.) დეიდა, იცით, რომ მე პრინცესა ვარ? ახლა საშინელ ციხესიმაგრეში ვცხოვრობ, მაგრამ პრინცი გადამარჩენს და ლამაზ სახლში წამიყვანს. იქ ბევრი გემრიელობა და ხორციანი კერძი იქნება. ხინკალი და ძეხვი ძალიან მიყვარს... მმმ... ისეთი გემრიელია!

– ასეთი გემრიელობები ბოლოს როდის ჭამე?

გვანცა: უკვე აღარ მახსოვს. სულ წვნიანებს ან პურს ვჭამთ...

– რებეკა, ჯერ სკოლაში არ დადიხარ. რას აკეთებ ხოლმე მთელი დღე?

რებეკა: დედას ვეხმარები სახლში. ყველაფერს ვაკეთებ: ჭურჭელს და ტანსაცმელს ვრეცხავ, ვალაგებ, ჩემს პატარა ძმას ვუვლი. დედას დახმარება სჭირდება, ამიტომ ვცდილობ დავეხმარო.

დავითი: მეც სულ ვეხმარები! შეშას ვჩეხავ და სახლში შემომაქვს. თუ მამას ან დედას დახმარება დასჭირდა, ყოველთვის მათ გვერდით ვარ! დებსაც ვეხმარები! მე ხომ კაცი ვარ!

– და რაზე ოცნებობ?

დავითი: სათამაშო სატვირთო მანქანა მინდა, მაგრამ დიდი! სათამაშოები არასდროს გვქონია, მე კი ასეთი მანქანით თამაში ძალიან მინდა... ტელევიზორში მაქვს ნანახი...

ლუკა: სათამაშოები ბავშვებისთვისაა! მე უკვე დიდი ვარ და მალე სულ მთლად დიდი ვიქნები. პოლიციელი გავხდები, უდანაშაულოებს დავიცავ და მსოფლიოს ცუდი ხალხისგან გადავარჩენ. შეყვარებულიც მყავს! ცოლად მოვიყვან და სახლში რომ მოვალ, ხაჭაპურებს გამიკეთებს ხოლმე!

***

მეგობრებო, ეს მშვენიერი ხალხი ძალიან გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფება. მათ ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ! მოდი ერთად დავეხმაროთ!

ბრეგვაძეების ოჯახის მისამართია: ჭიათურა, სოფ. საკურწე.

ოჯახში ექვსი მშვენიერი ბავშვია 3-დან 17 წლამდე. მათ სჭირდებათ: საკვები, ავეჯი, ტანსაცმელი, სათამაშოები და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ნუ დავრჩებით გულგრილნი ამ ოჯახის გასაჭირის მიმართ! გამოვიჩინოთ გულმოწყალება, მზრუნველობა და დავეხმაროთ მათ!

გთხოვთ, გააზიაროთ ჩვენი პოსტი, რომ ბრეგვაძეების ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003,

#GE42LB0115113036665000,

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ბრეგვაძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

მსგავსი პროექტები: