დიდება ალაჰს, ჩემი შვილები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დიდება ალაჰს, ჩემი შვილები ჯერ კიდევ ცოცხლები არიან!

page info icon
2021 აგვისტო 29
page info icon
1513
მკვლელი სახლი ბავშვებს ობის შხამით წამლავს და მათ ჯანმრთელობას მუდმივ საფრთხეს უქმნის! „დეიდა, იატაკს ხომ არ დაგვით? ძირს თაგვებისთვის ნამცეცები ყრია. მათ ჩვენზე მეტად შიათ. ცოდოები არიან, არ გინდათ!“ - პატარა აჩის გულის ამაჩუყებელმა მზრუნველობამ თავისი „სათამაშოების“ მიმართ ზღურბლიდანვე სახტად დამტოვა. მართლაც, მას და მის დაიკოს სხვა სათამაშოები არ აქვთ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
855 ₾
( 57 დონორი )
დასრულებულია

მკვლელი სახლი ბავშვებს ობის შხამით წამლავს და მათ ჯანმრთელობას მუდმივ საფრთხეს უქმნის! „დეიდა, იატაკს ხომ არ დაგვით? ძირს თაგვებისთვის ნამცეცები ყრია. მათ ჩვენზე მეტად შიათ. ცოდოები არიან, არ გინდათ!“ - პატარა აჩის გულის ამაჩუყებელმა მზრუნველობამ თავისი „სათამაშოების“ მიმართ ზღურბლიდანვე სახტად დამტოვა. მართლაც, მას და მის დაიკოს სხვა სათამაშოები არ აქვთ.

„რის უნდა გვეშინოდეს? ისინი ხომ ძალიან პატარები არიან!“ - ჩემს დარწმუნებას ცდილობს აჩი. - „ძალიან საყვარლები არიან! ჩვენთან სათამაშოდ ხშირად მოდიან და როცა პურს ვჭამთ, ნამცეცებსაც გვპარავენ. სასაცილოა, არა?“

მაგრამ მე სულაც არ მეცინება! თვალზე სევდის ცრემლი მაწვება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც აჩი მიჩვენებს, თუ სად და რა მაგრად სტკივა ხველების დროს. „აი, აქ მტკივა! გინდა შეეხო?“ - სამი წლის არჩილი პატარა ხელს მკერდზე იდებს და უცებ ისეთი ხრინწიანი და ხმამაღალი ხველა უტყდება, რომ მისი პატარა ფილტვებიდან ამოსული საშინელი ხიხინის ხმა კარგად მესმის.

და უკვე ჩემ თვალწინ ამ ოჯახისთვის ნაცნობი, მაგრამ ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის შემზარავი სურათი იშლება: წელში ორად მოხრილი ბავშვი ხველებისგან იხრჩობა და დედას ის სასწრაფოდ ეზოში გაჰყავს, სადაც მას სუფთა ჰაერი ასულიერებს. რა საშინელებაა!

ნესტი, სიდამპლე, თაგვები და ტარაკნები - ეს რომელიმე ციხის სარდაფის აღწერა არ გეგონოთ! თუმცა ნამდვილი მკვლელები ისინი არ არიან. ნამდვილი მკვლელი უხილავია... ის ყველა კუთხე-კუნჭულში იმალება, ჭერიდან იმზირება და იატაკზეც კი გაიკეთა „ბუდე“. ის შავია, საზიზღარი და საშინელი სუნი ასდის. მას ვერსად დაემალები, ვერსად გაექცევი, რადგან ის ობია! ობით დაფარული ბევრი კედელი გვინახავს, მაგრამ ეს რაღაც განსაკუთრებულია! ის, ფაქტობრივად, ცოცხალია და მისი თავიდან მოშორება უბრალოდ შეუძლებელია. მან ბავშვების ფილტვებშიც კი დაიბუდა და მათ ნორმალურად სუნთქვის საშუალებას არ აძლევს. ხველა და სულის ხუთვა მათთვის უკვე უცხო აღარაა.

„მდააა...“ - ამბობენ ექიმები და თავს აქეთ-იქით აქნევენ. – „სასწრაფოდ ბინა უნდა გამოიცვალოთ, თორემ ობი ცოცხლად გჭამთ!“ და ამის რეცეპტსაც კი იძლევიან! მაგრამ აფთიაქში ბინა არ იყიდება. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა, რომელიც მხოლოდ თაგვებს თუ ჰყოფნით. დიახ, ძვირფასო მეგობრებო, ამ თანხით მხოლოდ პატარა თაგუნიებს თუ დააპურებ - თანაც ბევრს კი არა, მხოლოდ რამდენიმეს!

მეგობრებო, ნუთუ თაგვების, ტარაკნების და ბავშვების ფილტვებისთვის საზიანო ობის ტყვეებს არ დავეხმარებით და ამ მომაკვდინებელი ტყვეობიდან არ დავიხსნით?

ყოველდღიურად ბავშვები ობის სპორებს ისუნთქავენ, რის გამოც ავად ხშირად ხდებიან

თამილა: ეს სახლი საცხოვრებლად უვარგისია. აქ ორი ოთახია, სადაც ზაფხულშიც კი ცივა; ზამთარზე უკვე აღარაფერს ვამბობ... სახლში გათბობა არაა და საშინლად გვცივა, ვიყინებით! მთელი ზამთარი პატარა გაზქურით ვცდილობდით გათბობას, მაგრამ ახლა ეგეც გაფუჭდა - ერთი ქურატა აღარ მუშაობს და მხოლოდ წყლის გასაცხელებლად თუ ვრთავ, თორემ გაზი ჟონავს. ეს ხომ საშიშია! იმის გაფიქრებაც კი მზარავს, რა შეიძლება დაგვემართოს! ამას ნესტი, ობი და ლპობის სუნიც ემატება... ავად ხშირად ვხდებით. შეიძლება ითქვას - სულ ავად ვართ. ხველა და სურდო ვერაფრით მოვირჩინეთ. ჩემმა შვილებმა ფილტვების ანთება უკვე ორჯერ გადაიტანეს.

ეს შავი ობი მხოლოდ კედლებზე კი არ დასახლდა, არამედ უკვე ბავშვების ფილტვებშიც დაიდო ბინა

თამილა, ასეთ საშინელ პირობებში როგორ აღმოჩნდით?

თამილა: ადრე სხვა ბინას ვქირაობდით. არც იქ იყო უკეთესი მდგომარეობა: ნესტი, სიცივე... ბავშვები ხშირად ავადმყოფობდნენ და ექიმებმა გვითხრეს, რომ გარემო უნდა შეგვეცვალა... შემდეგ ამ სახლში გადმოვედით. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მერე ნესტმა ეს შენობაც გაანადგურა. აქ ყოფნა უკვე შეუძლებელია: სახლში ლპობის და ობის სუნი დგას, ბავშვები კი მათ სპორებს ისუნთქავენ. კედლებზე წყალი ჩამოდის, თაგვები და ტარაკნები დარბიან... ნამდვილი ჯოჯოხეთია, მაგრამ სხვაგან წასასვლელი არსად გვაქვს. ადრე ამ სახლში 200 ლარს ვიხდიდით, მაგრამ ახლა ამ ნესტიან სოროში დიასახლისი 300 ლარს ითხოვს. როგორ გადავიხდით, როცა ჩემი ქმარი არ მუშაობს?

კედლები და ჭერი ობისგან და ნესტისგან გაშავდა

ახლა რაზე ცხოვრობთ? რა შემოსავალი გაქვთ?

თამილა: სოციალურ დახმარებას ვიღებთ, 280 ლარის ოდენობით და სოციალურ სასადილოშიც დავდივართ.

გამოდის, რომ დახმარება ამ ოთახის ქირაზეც კი არ გყოფნით... კი მაგრამ, რანაირად ცხოვრობთ?

თამილა: გადარჩენას ვცდილობთ! ჩვენს არსებობას სხვას ვერაფერს დავარქმევ. ფული არც საჭმელზე გვყოფნის და არც საცხოვრებელზე. ყველა სურსათის მაღაზიაში ვალი გვაქვს. ნებისმიერში რომ შეხვიდეთ, ყველგან გეტყვიან, რამდენი გვაქვს ვალი. რამენაირად ხომ უნდა გადავრჩეთ და რამე ხომ უნდა ვჭამოთ, არა? მაგრამ ვალები როგორ დავფაროთ, უკვე აღარ ვიცით. ადრე ჩემი ქმარი მუშაობდა მაინც...

სულხანი: შეიძლება მეც ვთქვა? სეზონზე თურქეთში დავდიოდი ჩაის დასაკრეფად, სახლში დაბრუნებული კი მშენებლობაზე ვმუშაობდი. არაფერზე ვწუწუნებდი, ჩემი ოჯახის რჩენა შემეძლო, მაგრამ როგორც კი პანდემია დაიწყო... (ოხრავს.) იმ დროს მშენებლობაზე ვმუშაობდი, მაგრამ როგორც კი კარანტინში გამოგვკეტეს, ჩემი გამომუშავებული თანხის ნახევარიც კი არ გადაუხდიათ. ხელცარიელი დავრჩი. სამსახური დავკარგე, ოჯახს კი რჩენა უნდა. ნებისმიერ სამსახურზე თანახმა ვარ, ოღონდ რამე იყოს...

ნესტის გამო, კედლებიდან და ჭერიდან თაბაშირი ცვივა. შეიძლება ითქვას, რომ სახლი საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობს.

სახელმწიფოსთვის დახმარება არ გითხოვიათ?

სულხანი: რა თქმა უნდა! ადგილობრივი ხელისუფლებისთვის არაერთხელ მიგვიმართავს: ხან მე ვწერდი განცხადებას და ხან ჩემი ცოლი, მაგრამ დახმარებას ვერა და ვერ ვეღირსეთ. მოკლედ გვპასუხობენ, რომ დახმარება არაფრით შეუძლიათ.

საცხოვრებლად დროებით მაინც რომ გადახვიდეთ სადმე, - მაგალითად, ნათესავებთან, - ამის საშუალება არ გაქვთ? ბავშვებისთვის ობის სპორების სუნთქვა მართლა ძალიან საშიშია!

სულხანი: ჩემი მშობლები თვითონაც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ და ძალიან უჭირთ. ცოლის ნათესავები კი ძალიან ვიწროდ არიან - ერთ სახლში ათი კაცი ცხოვრობს. ვერ ვაწუხებთ. იცით, ჩვენი მშობლები ცდილობენ დაგვეხმარონ: ხან სურსათს გვიგზავნიან, ხან ბავშვებისთვის ტანსაცმლით გვეხმარებიან, მაგრამ ამის შესაძლებლობა ყოველთვის არ აქვთ.

სულხან, თამილა, იგრძნობა, რომ ერთმანეთს მხარს ძალიან უჭერთ. თქვენი ყურება ძალიან სასიამოვნოა! მოგვიყევით, ერთმანეთი როგორ გაიცანით?

თამილა (იღიმის): მოდი მე მოვყვები! მშობლებთან ერთად სოფელში ვცხოვრობდი, ჩვენ მეზობლად კი ჩემი მეუღლის ბიძის სახლი იყო. გარკვეული დროის განმავლობაში სულხანი თავის ნათესავს სტუმრობდა და იქ გავიცანი. ერთმანეთი მოგვეწონა, შეხვედრა დავიწყეთ. მერე გრძნობები სიყვარულში გადაიზარდა და დავქორწინდით. არჩევანში არ შევმცდარვარ. ძალიან მზრუნველი და ყურადღებიანი მეუღლე მყავს!

რა სახის დახმარება გჭირდებათ პირველ რიგში?

თამილა: ბინის გამოცვლა და უკეთესი სახლის შოვნა გვინდა, რომ ბავშვები ამ ნესტს არ ისუნთქავდნენ, თორემ სულ ავად არიან. მაგრამ გვესმის, რომ ახლა წასასვლელი არსად გვაქვს და არც ფული გვაქვს, რომ სხვა ბინა მოვძებნოთ. სულხანს სამსახური რომ ჰქონდეს, ვფიქრობ პრობლემებთან გამკლავება ბევრად გაგვიადვილდებოდა.

– და სახლში რამე ხომ არ გჭირდებათ?

თამილა: სარეცხი მანქანა გაგვიფუჭდა და ახლა სარეცხის რეცხვა ხელით მიწევს. ძალიან მიჭირს, მით უმეტეს, როცა სახლში პატარა ბავშვები არიან და სარეცხიც ბევრი გროვდება. საწოლებიც გვჭირდება. მე და ჩემს ქმარს გასაშლელ ტახტზე გვძინავს, მაგრამ ის უკვე დაძველდა, თანაც პატარაა და ძლივს ვეტევით. გაზქურაც კარგი იქნებოდა. როგორც გითხარით, ჩვენი უკვე გაფუჭდა, ცუდად მუშაობს, გაზი ჟონავს, ეს კი ძალიან საშიშია. ამაზე ფიქრიც კი მაშინებს.

სანამ თამილას და სულხანს ვესაუბრებოდი, ჩვენთან მისი შვილები - სამი წლის არჩილი და ხუთი წლის ანა-მარია მოვიდნენ. გოგონა ძალიან მორცხვია, პატარა აჩი კი ცქვიტი ბიჭია; ის დედას მიეკრა, გამომხედა და იკითხა: „დე, შეიძლება დეიდას ლურჯი შოკოლადი ვთხოვო?“

რა შოკოლადზეა საუბარი?

თამილა: საბავშვო ბაღში „ალპენ გოლდის“ შოკოლადი აჩუქეს, ლურჯ შეფუთვაში რომ არის. იმ დღეს აჩი და ანა-მარია ისეთი ბედნიერები იყვნენ! მთელი დღე ცოტ-ცოტას ჭამდნენ. მას შემდეგ ამ „ლურჯი შოკოლადის“ ყიდვას მთხოვენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ფული არ გვაქვს. ახლა ჩვენი საუბარი გაიგო, როდესაც მკითხეთ, რა გვჭირდება და ის შოკოლადი გაახსენდა...

აჩი, ჩემო კარგო, ის შოკოლადი ძალიან მოგეწონა?

აჩი: დიახ! ძალიან გემრიელი იყო! მანამდე შოკოლადი არც გამისინჯავს.

„აი, ასეთი დიდი „ლურჯი შოკოლადი“ მინდა. მომიტან?“

კიდევ რა გიყვარს?

აჩი: მე ყველაფერი მიყვარს: ხინკალიც, ძეხვიც... მაგრამ სახლში არაფერი გვაქვს...

„ამ კვერს უთხარი, რომ მალე გამოცხვეს! ლოდინი უკვე აღარ შემიძლია!“

თამილა: იცით, უსახსრობის გამო, თავს რამე განსაკუთრებული საჭმლის შეძენის უფლებას ვერ ვაძლევთ. სულ წვნიანებს და წიწიბურას ვჭამთ. თუ ვინმე ხაჭაპურით გაგვიმასპინძლდა ან სტუმრად წავედით, ჩემი შვილები რამე გემრიელს მხოლოდ მაშინ ჭამენ.

ანა-მარია: ხაჭაპურს დედაც გვიცხობს, ოღონდ ყველის გარეშე. დედა ამბობს, რომ შიგნით ყველია, მაგრამ ვიცი, რომ არ არის.

თამილა: ზოგჯერ ბავშვებს ვეთამაშებით ხოლმე - წარმოვიდგენთ, რომ რაღაც გემრიელი ვჭამეთ, მერე კი სოდიან კვერებს ვაცხობ. ხაჭაპურს ოდნავ წააგავს, მაგრამ შიგნით ყველი მართლა არ არის. როცა ბავშვებს ვეუბნები, რომ ეს ხაჭაპურია, მპასუხობენ: „კი მაგრამ, დე, შიგნით ყველი არ არის“. ვეუბნები, რომ ყველი უბრალოდ კარგად იმალება. ასე ვცდილობ, რომ გავართო.

არჩილი: დეიდა, ჩვენთან სახლში პატარა თაგვები ცხოვრობენ და როცა დასთან ერთად ვთამაშობ, ისინიც თამაშობენ.

„ჩუ! აი, თაგვები აქედან გამორბიან. მათაც შიათ და ზოგჯერ, როცა დედა ვერ ხედავს, ჩვენ მათ ნამცეცებს ვაჭმევთ“.

მათი არ გეშინია? შენთვის ხომ არ უკბენიათ?

არჩილი: არა, არ მეშინია. პატარები არიან და ძალიან პატარა კბილები აქვთ.

ანა-მარია: როცა პურს ვჭამ, თაგვები გამოდიან და ნამცეცებს ჭამენ. ჭამა მათაც უნდათ.

„კეთილო ხალხო, შვილები გადამირჩინეთ! მე თვითონ არაფერი მჭირდება!“

***

აქვს თუ არა კოჩალიძეების ოჯახს ამ ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევის საშუალება? იქნებ ოჯახის უფროსს სამსახური შესთავაზოთ? ეს საუკეთესო იქნება, რისი გაკეთების შესაძლებლობაც უფალმა გვიბოძა! მეგობრებო, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ, თუ ამ მშვენიერ ხალხს დაეხმარებით! არ შეიძლება, რომ გულგრილი დავრჩეთ და მათი დახმარება არ ვცადოთ!

შეხედეთ ამ ორ ანგელოზს! ისინი თაგვებით და ტარაკნებით სავსე, დაობებულ და ნესტიან სახლში ცხოვრობენ. მათ ნორმალური საჭმელიც კი არ აქვთ. ნუთუ ჩვენი პატარა თანამემამულეები ნორმალურ ბავშვობას, თბილ სახლში ცხოვრებას და გემრიელ საჭმელს არ იმსახურებენ?

კოჩალიძეების ოჯახს სჭირდება: სურსათი, სარეცხი მანქანა, საწოლი და გაზქურა, მაგრამ ყველაზე მთავარი თქვენი ყურადღება და სიკეთეა!

ოჯახის გაცნობა და შეძლებისდაგვარად დახმარება პირადად შეგიძლიათ მისამართზე: ბათუმი, ბარცხანა, გოგოლის ქუჩა №1ბ, ბინა 20.

და აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: კოჩალიძეების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და

ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ! მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! უბედურებისგან ხომ დაზღვეული არავინაა? ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს!

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

მსგავსი პროექტები: