გოგონა „ბომბით“ თავში! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გოგონა „ბომბით“ თავში!

page info icon
2021 სექტემბერი 21
page info icon
1294
ანა ერთი წლისაა და ის სიცოცხლის პირველივე დღიდან იბრძვის. ექიმებმა თქვეს, რომ მისთვის ყოველი წუთი შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს. მის გარშემო ყველა განიცდის და ნერვიულობს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში კიდევ ხუთი ბავშვია, ყველა მხოლოდ ანაზე ლაპარაკობს: ეძინა? ჭამა? იტირა? რატომ არის ასეთი მშვიდი? რატომ არის ასეთი მოუსვენარი?
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
974 ₾
( 83 დონორი )
დასრულებულია

ანა ერთი წლისაა და ის სიცოცხლის პირველივე დღიდან იბრძვის. ექიმებმა თქვეს, რომ მისთვის ყოველი წუთი შეიძლება უკანასკნელი აღმოჩნდეს. მის გარშემო ყველა განიცდის და ნერვიულობს. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში კიდევ ხუთი ბავშვია, ყველა მხოლოდ ანაზე ლაპარაკობს: ეძინა? ჭამა? იტირა? რატომ არის ასეთი მშვიდი? რატომ არის ასეთი მოუსვენარი?

მას საშინელი დიაგნოზი დაუსვეს - „თავის ტვინის ანევრიზმა“. იცით ეს რა არის? ეს არის შენელებული მოქმედების ბომბი, რომელიც ნებისმიერ წუთს შეიძლება აფეთქდეს; მექანიზმის პროვოცირება კი ძალიან მარტივად შეიძლება, თუ ანა ტირის, იცინის, აქტიურად მოძრაობს, ან დიდხანს სძინავს... „ერთი წელი თითქოს დენთის კასრზე ვისხედით“, - ამბობს დედა. – „ანა ვერც ჭამდა და ვერც ნორმალურად სუნთქავდა. ამბობდნენ, რომ ერთადერთი ხსნა ოპერაცია იყო. რომ არ გაგვეკეთებინა, შეიძლება ნებისმიერი წუთი უკანასკნელი ყოფილიყო. ეს ოპერაცია საზღვარგარეთ 50,000 დოლარზე მეტი ჯდებოდა. ამხელა ფული ჩვენ სიზმარშიც კი არ დაგვსიზმრებია. ეს ხომ უზარმაზარი თანხაა?! ყველაფერი რომც გაგვეყიდა, ნახევარსაც კი ვერ დავაგროვებდით... მაგრამ მერე სასწაული მოხდა...“

მეგობრებო, ახლა ერთ სასწაულებრივი გადარჩენის ამბავს მოგიყვებით, რომელიც თქვენ უნდა გააგრძელოთ და რომელშიც თქვენი სახელებიც უნდა ჩაწეროთ.

ეს ანაა. ის უზარმაზარი პრობლემებით დაიბადა. მასზე ამბობდნენ, ვერ გადარჩებაო, მაგრამ ბავშვმა ყველას საპირისპირო დაუმტკიცა!

რას აკეთებენ თქვენი შვილები 1.5 წლის ასაკში? ალბათ მთელ სახლში დარბიან და სიტყვების წარმოთქმას ცდილობენ, არა? იქნებ სახელითაც მოგმართავენ და თქვენს სიხარულს საზღვარი არ აქვს? და საოცრად ხმაურობენ... ალბათ ყველა მშობელს უნატრია, რომ მისი შვილი ნახევარი საათი მაინც მჯდარიყო წყნარად და მისთვის დასვენების საშუალება მიეცა. ანას დედა კი მხოლოდ იმაზე ოცნებობს, რომ მის გოგონას კრუნჩხვები და ღებინება არ დაეწყოს, რომ მან უბრალოდ იცოცხლოს.

თამარი: ანა მეექვსე შვილია. ჯანმრთელი დაიბადა, მაგრამ როცა ორი კვირის იყო, რაღაც აირია: აღარ ჭამდა, მოდუნებული იყო, სულ ტიროდა... ხუთი შვილი გავზარდე და ვერ ვხვდებოდი, რაში იყო საქმე. საშინელი დიაგნოზი დაგვისვეს - „ანევრიზმა“. ჩვენი მდგომარეობის წარმოდგენა რთული არაა: მთელი ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დადგა. შვილის გამო მუდმივი შიშები გვაქვს. შევეგუეთ, რომ ბავშვს მეტყველების, მოძრაობის და ზოგადი განვითარების სერიოზული პრობლემები ექნება, მაგრამ ანევრიზმა მზაკვრული იმით არის, რომ არასდროს იცი, რომელი წამი გახდება უკანასკნელი...

ანას მარტო დატოვება არაფრით შეიძლება! სანამ დედა ფაფას ამზადებს, მას უფროსი და უვლის.

ანას ოპერაცია დასჭირდა?

თამარი: დიახ. პირველი, რაც გვითხრეს, - სასწრაფო ოპერაცია სჭირდებაო, მაგრამ ეს საკმაოდ რთული, მძიმე ქირურგიული ჩარევაა, რასაც საქართველოში არც ერთი სპეციალისტი არ ჰკიდებდა ხელს. ნეიროქირურგი რუსეთში ვიპოვეთ. პანდემიის გამო ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა... თუმცა, პანდემია რა შუაშია? უბრალოდ მკურნალობის და გადაფრენის ფული არ გვქონდა. ბინა და ყველა ნივთი რომც გაგვეყიდა, საჭირო თანხას მაინც ვერ შევაგროვებდი... მაგრამ მერე სასწაული მოხდა!

სასწაულს ხშირად ახსენებთ. რაზეა საუბარი?

თამარი: როცა ყველანაირი იმედი გადაგეწურა, როცა ფარ-ხმალს ყრი, როცა ცრემლი გიშრება და ერთადერთი, რის გაკეთებაც შეგიძლია, შვილის გამოჯანმრთელებისთვის ლოცვაა, სწორედ ამ დროს გირეკავენ საავადმყოფოდან და გეუბნებიან, რომ სასწაული მოხდა - თბილისში ნოვოსიბირსკის, თურქეთის და ევროპის ბავშვთა ნეიროქირურგების ჯგუფი ჩამოვიდა, რომლებიც ბავშვებს ახალი მეთოდით გაუკეთებენ ოპერაციას და თან ისე, რომ თავის ქალის ახდაც კი არ დასჭირდებათ... დაუფიქრებლად დავთანხმდით! ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, - ანევრიზმა ამოკვეთეს და თავში შუნტი ჩაუდგეს. სითხე, რომელიც თავში გროვდება, ამ მილით კუჭში გადადის... მაგრამ როგორც ექიმები ამბობენ, ეს დროებითია.

ანასთვის ტირილი არ შეიძლება. დედა მას გულში იკრავს და ასე ჯდომა რამდენიმე საათი შეუძლიათ

ანა ახლა რა მდგომარეობაშია?

თამარი: ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი კარგად აქვს. განვითარებაში ძალიან ჩამორჩება, არ ლაპარაკობს. ზოგჯერ კონტაქტში საერთოდ არ შემოდის... მაგრამ რთული ოპერაცია გადაიტანა და რეაბილიტაცია სჭირდება.

„გართულებების თავიდან ასაცილებლად ტემპერატურა უნდა ვაკონტროლოთ. ჩვენი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია.“

– რომ შევადაროთ ვითარება ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ, მისი მდგომარეობა თუ გაუმჯობესდა?

თამარი: როგორც ცა და დედამიწა, ისეა! ოპერაციამდე ჭამაც კი არ შეეძლო. საჭმელს პირში შპრიცით ვასხამდით. საშინელება იყო! გვეშინოდა, არ დამხრჩვალიყო. ფაქტობრივად, არ ინძრეოდა, მაგრამ ახლა ჯდომაც კი შეუძლია... თუმცა, ერთი წუთითაც კი ვერ ვტოვებთ, მის გვერდით მუდმივად ვიღაც არის - ან მე, ან ბავშვები. ისინი ძალიან მეხმარებიან.

„ძალიან გვინდა, რომ ანა დაგველაპარაკოს, მაგრამ მას არ შეუძლია.“

მოდი მათ შესახებაც მოგვიყევით!

თამარი: ახალს არაფერს ვიტყვი, თუკი აღვნიშნავ, რომ ბავშვები ჩემი ყველაფერია, რომ ისინი ჩემთვის საუკეთესოები არიან. ლაპარაკი ყველაზე მეტად მარიამს უყვარს, ამიტომ შეგიძლიათ მას დაელაპარაკოთ.

მარიამი (12 წლის): როგორც ჩანს, ყველას მაგივრად მე მომიწევს პასუხის გაცემა. კარგი, ბატონო! სხვა რა გზაა?

ბევრ კითხვას არ დაგისვამ. უკვე დავინახე, რომ დედას ანას მოვლაში ეხმარებით. შენ და შენს დას მასთან გამკლავება ხომ არ გიჭირთ?

მარიამი: არა, რას ამბობთ?!ძალიან მშვიდი და წყნარია. მისთვის ფაფის გაკეთება შემიძლია, მაგრამ ვერ ვაჭმევ - მეშინია. დედას უფრო კარგად გამოსდის.

„საჭმელს ვერ ვაჭმევ, მეშინია, მაგრამ ანას მოვლა კარგად გამომდის.“

დედაზე უკეთესად კიდევ რა გამოგდის?

მარიამი: ხატვა და ველოსიპედის ტარება (ხითხითებს.)

დედამ არ იცის?

მარიამი: არა, ის უკვე დიდია. ბავშვი რომ ხარ, ეგ უფრო კარგია.

რას ხატავ? ყველაზე კარგად რა გამოგდის?

მარიამი: ბუნება. ლამაზი გოგოების ხატვა მინდა ვისწავლო, მაგრამ მახინჯები გამომდის. იმედი მაქვს, ოდესმე ვისწავლი.

ანუ ეს არის შენი ოცნება?

მარიამი: არა! ჩემი ოცნება ველოსიპედია! ისე ვოცნებობ, ლამისაა გავგიჟდე!

როგორ ფიქრობ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ოცნება აგიხდეს?

მარიამი: ფული, რომელიც არ გვაქვს.

თამარ, დამავიწყდა მეკითხა, რაზე ცხოვრობთ? ექვსი შვილი გყავთ და ერთ-ერთ მათგანს მუდმივად წამლები და გამოკვლევები სჭირდება...

თამარი: ჩვენი ერთადერთი შემოსავალი სოციალური დახმარებაა - 700 ლარი. ჩემი ქმარი პანდემიამდე მუშაობდა. კერძო მასწავლებელია, - მათემატიკას და ფიზიკას ასწავლის. ბევრი აბიტურიენტი ჰყავდა და გაკვეთილებს სახლში ატარებდა. ძალიან ვიწროდ ვცხოვრობთ: ორ ოთახში რვა კაცია შეკედლებული. სახლში არანაირი ტექნიკა არ გვაქვს, ან რაც გვაქვს, ყველაფერი ძველი და გაფუჭებულია.

„ლაზარე 10 წლისაა. მას აუტიზმი აქვს და განათლებაში ჩამორჩება, მაგრამ სწავლაში ერთად ვეხმარებით.“

ანაც სულ ავად არის... მეხუთე ბიჭს, ლაზარეს კი აუტიზმი აქვს. ის ათი წლისაა, განვითარებაში ჩამორჩება და ქცევითი დარღვევები აქვს. შეიძლება წყნარად იჯდეს, მაგრამ მერე იმხელა ხმაზე ყვირის!.. მოკლედ, სახლში მოსწავლეების მიღება უკვე აღარ გამოგვდის.

ჩემი ქმარი, ბექა, სახლიდან დილით ადრე გადიოდა და გვიან ღამით ბრუნდებოდა. იმდენი მოსწავლე ჰყავდა, რამდენის მიღებაც ფიზიკურად შეეძლო ერთ დღეში, მაგრამ პანდემიის დროს ყველა ონლაინ სწავლებაზე გადავიდა და მორჩა! შემოსავლის გარეშე დავრჩით!

„კომპიუტერი რომ მქონდეს, „იუთუბზე“ მულტფილმებს ვუყურებდი“

რვა კაცს თვეში 700 ლარი რაზე შეიძლება ეყოს? ეს კაცზე დღეში სამ ლარზე ნაკლებია.

თამარი: ჰო, ჯადოქარი უნდა იყო, რომ სამ ლარზე იცხოვრო! არადა, ანას სპეციალური კვება სჭირდება. წონაში არ უნდა დაიკლოს, ძლიერი უნდა იყოს, თორემ რაც აქამდე გავაკეთეთ, ყველაფერი წყალში ჩაგვეყრება. მან მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ ისწავლა ჭამა. აქამდე საჭმელს პირში შპრიცით ვასხამდით.

„ერთი კოვზი დედიკოს ხათრით...“

„ერთი კოვზი მამიკოს ხათრით...“

„პატარავ, თუ არ შეჭამ, ისევ ავად გახდები. წონაში უნდა მოიმატო.“

თამარ, შეგიძლიათ მთელ საქართველოს მიმართოთ!

თამარი: მოდი ქართველ დედებს მივმართავ. ისინი თუ გამიგებენ. ახლა ჩემი ოჯახი გადაჩეხვის პირასაა. დახმარება ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. მთელი ჩვენი შემოსავალი ანას წამლებზე და საჭმელზე იხარჯება. ჩემს ქმარს მუშაობა რომ შეეძლოს, თქვენ არასდროს მოგმართავდით.

„ჩემს ბარტყებს გადარჩენაში დაეხმარეთ.“

***

მეგობრებო, ამ კეთილ და საყვარელ ქართულ ოჯახს ხომ დავეხმარებით, არა? ამ მშვენიერ ხალხს გასაჭირში მარტო ხომ არ მივატოვებთ? მოდი ყველამ ერთად გავუწოდოთ დახმარების ხელი! მათ ძალიან სჭირდებათ სურსათი, სარეცხი მანქანა, მაცივარი და ტელევიზორი, მაგრამ ყველაზე მთავარი თქვენი ყურადღება და სიკეთეა! გამოვიჩინოთ მოწყალება და დავეხმაროთ მათ! მივცეთ ბავშვებს ნორმალურად ცხოვრების საშუალება! წარმოვიდგინოთ, რომ ისინი ჩვენი შვილები არიან, რომლებიც ცუდად იკვებებიან.

თამარის და მისი მშვენიერი შვილების მონახულება და დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: თბილისი, მუხიანი, I მკრ-რ/ნი, II კორპუსი, ბინა 27

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლა შეგვიძლია!

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge        

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: გიუნაშვილების ოჯახი).

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

თქვენთვის კარგი ამბავი გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:

ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და

ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270

მსგავსი პროექტები: