ჩაფერფლილი ოცნებები. არადა, რა ახლოს იყო ბედნიერება! მაგრამ ის საშინელ მწუხარებაში გადაიზარდა! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩაფერფლილი ოცნებები. არადა, რა ახლოს იყო ბედნიერება! მაგრამ ის საშინელ მწუხარებაში გადაიზარდა!

page info icon
2021 ოქტომბერი 20
ექვსი თვის წინ ხანძარმა ყველაფერი გაანადგურა: ახლადგარემონტებული ოთახები, ლამაზი ავეჯი, ტექნიკა და ყველა ოცნება...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,915 ₾
( 128 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!

ჩაფერფლილი ოცნებები.

არადა, რა ახლოს იყო ბედნიერება! მაგრამ ის საშინელ მწუხარებაში გადაიზარდა!

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

„ოთახებში, დღემდე, ხანძრის და დედის ცრემლების სუნი დგას.“

ექვსი თვის წინ ხანძარმა ყველაფერი გაანადგურა: ახლადგარემონტებული ოთახები, ლამაზი ავეჯი, ტექნიკა და ყველა ოცნება...

„ყველაზე მეტად გიტარაზე და პიანინოზე მწყდება გული“, - ამბობს 14 წლის ბიძინა. ის ამ ინსტრუმენტებზე იმდენ ხანს ოცნებობდა, იმდენ ხანს ევედრებოდა დედას, მიყიდეო... და როგორც იქნა, მისი ოცნება ასრულდა! პირადი ოთახი, პიანინო, გიტარა... კარადაში ქართული ცეკვების ფორმა კიდია, მისი საყვარელი წიგნების თაროების გვერდით კი მისი სიგელები იწონებენ თავს... მერე ერთი ნაპერწკალი და ყველაფერი ფერფლად იქცა!

ოჯახი ქუჩაში აღმოჩნდა, მათი ლამაზი სახლი კი, - ოცნება, რომლისკენაც წლები მიდიოდნენ, - რამდენიმე წუთში ჩაიწვა. მათი წარსული ცხოვრებიდან მხოლოდ საშინელი დამწვრის სუნი და დანახშირებული კედლები დარჩა. „აქ ჩემი საწოლი იდგა... აქ ვმეცადინეობდი...“ - ნანგრევებს შორის მიმატარებს კახაბერი. ბიჭი ჯერ მხოლოდ 13 წლისაა, მაგრამ უკვე აღარ სჯერა, რომ მისი ოცნება შეიძლება ხელმეორედ ასრულდეს. ის ხომ საკუთარ ოთახზე ორი წლის ასაკიდან ოცნებობდა?!

„აქ კი ყველანი ერთად ვსხდებოდით მაგიდასთან და ვჭამდით... დედა ისეთ გემრიელ კუბდარს გვიცხობდა... მაგრამ ახლა ნორმალური მაგიდაც კი არ გვაქვს... და უგემურ საჭმელს ვჭამთ“, - დანანებით ამბობს პატარა გეგი.

რამდენიმე წუთში კახბერიძეების ოჯახმა ყველაფერი დაკარგა. მათ მხოლოდ ბანკის ვალები და მოგონებები დარჩათ.

„ზოგჯერ მგონია, რომ ჩვენც ამ სახლთან ერთად დავიწვით. ვერავინ გვამჩნევს, თითქოს მოჩვენებები ვიყოთ. დილიდან საღამომდე ოფიციალური პირების კარებზე მილიონჯერ ვაკაკუნებ, მაგრამ ვერც კი გვამჩნევენ, დაგვივიწყეს... ძველი კარ-ფანჯარა ვთხოვე, რომ არ გავყინულიყავით, მაგრამ არც კი მომისმინეს. სამაგიეროდ ახლა, როგორც კი წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო, მაშინვე აგიტატორები გამოჩნდნენ!“

ზინაიდა, მოგვიყევით, რა მოხდა?

ზინაიდა: მიმოიხედეთ გარშემო! ვცხოვრობთ სახლში, სადაც ყველაფერი ბოლომდე ჩაიწვა! ეს 2021 წლის თებერვალში მოხდა. ის საშინელი დღე არასდროს დამავიწყდება: ბიჭები ეკლესიაში, წირვაზე იყვნენ, - მორჩილები არიან და მღვდელს ეხმარებოდნენ. მეც მათთან ერთად ვიყავი, ჩემი ქმარი კი სამსახურში იყო. ჩემმა მაზლმა დაგვირეკა და შეგვატყობინა, რომ სახლს ცეცხლი ეკიდა. როცა უკან მოვირბინეთ, სახლისგან უკვე აღარაფერი იყო დარჩენილი...

– ხანძრის მიზეზი თუ დაადგინეს?

ზინაიდა: გვითხრეს, რომ ცეცხლი გაყვანილობას გაუჩნდა. სახლი ახალი გარემონტებული იყო და ალბათ ხელოსნებმა რაღაც არასწორად გააკეთეს, არ ვიცი... ღმერთო, შენთვის მადლობის თქმით არასდროს დავიღლები, რომ იმ დღეს სახლიდან გაგვიყვანე და გადაგვარჩინე! იქ რომ ვყოფილიყავით, ალბათ თავსაც ვერ დავაღწევდით, იმდენად სწრაფად მოხდა ყველაფერი... ცრემლები დამიშრა, უკვე ტირილიც აღარ შემიძლია. ვერც კი წარმოიდგენთ, - ამ სახლში ყოველ ნივთთან თუ წვრილმანთან რაღაც მოგონება გვაკავშირებს. ჩემი ბიჭების პირველ თმას და პირველ მაისურსაც კი ვინახავდი... ყველაფერი ჩემი და ჩემი ქმრის ხელით იყო შექმნილი. ამ სახლში იმდენი შრომა, სიყვარული და სითბო, იმდენი ფული ჩავდეთ...

რთულია იმის წარმოდგენა, რომ ამ საშინელ შენობაში შეიძლება ოჯახი ცხოვრობდეს. არადა, მათ სხვაგან წასასვლელი არ აქვთ...

  – რა მდგომარეობაში იყო თქვენი სახლი ხანძრამდე?

  ზინაიდა: მერფის კანონის შესახებ გსმენიათ? რამდენიმე წელი ფულს ვაგროვებდით, რომ სახლში რემონტი გაგვეკეთებინა. გვინდოდა, რომ ბიჭებს ყველაფერი ჰქონოდათ. მათ ყველაფერი საუკეთესო დაიმსახურეს, - ფრიადოსნები არიან, უფროსი ცეკვავს, შუათანა დიდ იმედებს იძლევა სპორტში, უმცროსი კი უბრალოდ ყველაზე კეთილი ადამიანია... ბანკიდან სესხი გამოვიტანეთ, ოთახები გავარემონტეთ, ავეჯი და ტექნიკა ვიყიდეთ... მოიცა, ფოტოებს გაჩვენებთ! ეჰ, რა ბედნიერები ვიყავით!.. ეს ბედნიერება მხოლოდ ფოტოზე დარჩა...

„ეს ბიჭების ოთახია. საწყლებს ისე უხაროდათ... „როგორც იქნა, ჩვენც ადამიანებივით ვიცხოვრებთ“, - ამბობდნენ ისინი.“

  – რა საშინელებაა! ვერაფერი გადაარჩინეთ?

ზინაიდა: მხოლოდ ჩემი გოგონას სურათი. როცა გარდაიცვალა, ძალიან პატარა იყო და მისი სურათი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ეს სურათი ისე გადაარჩინეს, თითქოს ნამდვილი ბავშვი ყოფილიყო - ცეცხლმოკიდებულ სახლში შევარდნენ!  

„ჩვენი დაიკო ყველაზე ლამაზია.“

  ზინაიდა, სესხის დაფარვაც თუ გიწევთ, რაზე ცხოვრობთ?

ზინაიდა: ჩვენი ოჯახის შემოსავალი სოციალური დახმარებაა - 550 ლარი. ჩემი ქმარი ხის მჭრელად მუშაობს, მე ზოგჯერ სასტუმროებს და ბინებს ვალაგებ. აბა, რა ვქნათ? ორი წლის განმავლობაში, ყოველთვიურად, ბანკში 750 ლარი უნდა ვიხადოთ.

რას ამბობთ?! იმ ნივთების საფასურს იხდით, რომლებიც უკვე აღარ არსებობს?

ზინაიდა: დიახ და ამას რომ ვაცნობიერებ, გული ძალიან მტკივა. ამ თანხით სამშენებლო მასალები, ტელევიზორი და სარეცხი მანქანა ვიყიდეთ, ბიჭებს ოთახი მოვუწყეთ, კომპიუტერი, გიტარა, ცეკვის და ძიუდოს ფორმები ვუყიდეთ... ეჰ, რა ბედნიერები ვიყავით! მაგრამ მხოლოდ რამდენიმე კვირა... ყველაფრის გამოყენება ვერც კი მოვასწარი. ბანკს ვევედრებოდი, რომ გადახდის პირობები ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა ან ვალი ჩამოეწერა, მაგრამ როცა საქმე ფულს ეხება, ადამიანები რობოტებად იქცევიან ხოლმე. არანაირი სიბრალული, არანაირი თანაგრძნობა...

  კახაბერი (13 წლის): იცით, ყველაზე მეტად რა მენანება? ჩემი ოთახი! ისეთი მყუდრო და ლამაზი იყო... კიდევ კარგი, ფორმის გადარჩენა მაინც შევძელით... თუმცა ახლა სპორტზე მაინც ვერ დავდივართ, ფული არ გვაქვს. წამოდით, განახებთ, რა მაგარი ფორმა მქონდა!

„როცა ოლიმპიური ჩემპიონი გავხდები, ამ ფორმას შევხედავ და ვიტყვი: „რა ყოჩაღი ვიყავი, რომ სპორტი არ მივატოვე!“

  ვაა, რა ლამაზია! შეგიძლია ჩაიცვა? მინდა მომავალ ჩემპიონს შევხედო!

  კახაბერი: უბრალო ჩემპიონს კი არა, ოლიმპიურ ჩემპიონს! როგორც ბექაური! ის ჩემი კუმირია! მეც მისნაირი გავხდები! მიხდება? გულწრფელად მითხარი!

„მკერდზე საქართველოს დროშა ჩემთვის დიდი სიამაყეა!“

  – რა სიმპათიური ხარ! ძალიან გიხდება! გოგოები შენზე ალბათ გიჟდებიან, არა?

  კახაბერი: ეგეთი რაღაცები არ მაინტერესებს. ჯერ პატარა ვარ. მარტო ძიუდო და მათემატიკა მიყვარს. აი, ჩემს ძმას კი ერთი გოგო მოსწონს!

„ჯერჯერობით, ჩემთვის პირველ ადგილზე სპორტია და მერე - გოგოები...“

  ბიძინა: ახლა ვიღაცას მოხვდება-ა-ა! ნუ უჯერებთ!

  შენს ჩემპიონ ძმას ემუქრები? მოერევი?

ბიძინა: მასთან ჩხუბს არ ვაპირებ, მაგრამ რომ მოვინდომო, შეიძლება მოვერიო კიდეც. მეც ძლიერი ვარ. მართალია, არ ვვარჯიშობ, მაგრამ უკვე 9 წელია ცეკვაზე დავდივარ. ძალა მეც მაქვს! და ბევრი ჯილდოც მაქვს! სიმღერაც შემიძლია! ხედავთ, რა მაგარი ვარ?!

ამბობდი, რომ სახლში შენი ოცნება დაიწვა...

ბიძინა: ეჰ.. ჩემი გიტარა და პიანინო დაიწვა.არადა, იმდენი ხანია მინდოდა... მაგრამ არა უშავს, მალე საკუთარ ფერმას გავაკეთებ და სახლს ისევ გავარემონტებთ!

და შენი ფორმა არ დაიწვა?

ბიძინა: არა, რაც კარადაში იდო, გადარჩა: ჩვენი დიპლომები და ნახატები, ფორმები და რამდენიმე მაისურიც... ვხედავ გაინტერესებთ. განახოთ?

  – აბა რა!

„ისეთი თეთრი აღარაა, როგორც ხანძრამდე, ახლის საყიდლად კი ჯერ ფული არ გვაქვს.“

  ნამდვილი ქართველი ჯიგიტი ხარ! ძალიან გიხდება!

ბიძინა: ნახე, როგორი ვიყავი კონცერტზე! დედამ სურათი გადამიღო. ცეკვაზე ვგიჟდები! მალე გამოსვლა გვექნება. როდის, - არ ვიცი. მოხვალ?

„როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ საქართველოს სახელი ცეკვით გავუთქვა?

აბა, რას ვიზამ?! განა შეიძლება, რომ ასეთი სიმპათიური ბიჭის სანახავად არ მოვიდე?! ახლა კი მომიყევი, ფერმის მოვლას როგორ აპირებ?

  ბიძინა: შეხედე, - შინაური ცხოველების შესანახად შენობა რომ მქონდეს, 15 ღორს მოვუვლიდი. ადრე უნდა ადგე - 7 საათზე, აჭამო და სასეირნოდ გაუშვა. სანამ სეირნობენ, საღორე უნდა დაალაგო. მერე, როცა სახლში დაბრუნდებიან, ისევ უნდა აჭამო. ხანძრამდე ერთი ღორი მყავდა, რომელმაც 10 პატარა გოჭი გააჩინა. იცით, რა საყვარლები იყვნენ? მაგრამ ხანძრის დროს დაიწვნენ...

   – და გეგი რატომ არაფერს გვეუბნება? სათქმელი არაფერი გაქვს?

  გეგი (11 წლის): მშია... დედა ადრე გემრიელ საჭმელებს გვიკეთებდა, მაგრამ ახლა - ვეღარ...  თბილი ფეხსაცმელიც მჭირდება...

ბიჭებს მთელი ფეხსაცმელიც კი არ აქვთ, სხვისი გამონაცვალი აცვიათ

ბიჭები ეკლესიაში მსახურობენ. მათი რწმენა რომ არა, დღეს ალბათ ცოცხლებიც არ იქნებოდნენ... საკუთარ სახლში ცოცხლად ჩაიწვებოდნენ

  ზინაიდა, ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

ზინაიდა: დასამალი და სასირცხვილო რა მაქვს? ყველამ იცის, რა მდგომარეობაში ვარ. ჩემთვის კი არა, ბავშვებისთვის ვითხოვ. მათ იატაკზე სძინავთ. იმის თქმა უფრო ადვილია, რაც არ გვჭირდება, რადგან ხანძრის შემდეგ ყველაფერი დავკარგეთ. ვინაიდან მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება არაფრით გვეხმარება, მხოლოდ კეთილი ხალხის იმედად ვართ. აგერ, ტანსაცმელი მეზობლებმა შეგვიგროვეს; როგორც შეეძლოთ, ისე გვეხმარებოდნენ... მაგრამ სულ მათ რომ ვთხოვო დახმარება, უხერხულია...

ვფიქრობ, როცა ჩვენი მკითხველები თქვენს ოჯახს გაიცნობენ, თქვენს დახმარებას აუცილებლად მოისურვებენ. დარწმუნებული ვარ! ასეთ შესანიშნავ ბიჭებს გასაჭირში ნამდვილად არ მივატოვებთ! ჰოდა, მოდი მათ კეთილი საქმეების კეთება გავუადვილოთ!

  ზინაიდა: პირველ რიგში, სამშენებლო მასალები გვჭირდება, რომ ერთი ოთახი მაინც მოვიყვანოთ როგორმე წესრიგში. სურსათიც გვჭირდება და კომპიუტერიც, - ონლაინ გაკვეთილებისთვის. არც ინტერნეტი გვაქვს და არც დენი, მაგრამ ამას როგორმე მივხედავთ. ძალიან გვჭირდება სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, მაცივარი, ავეჯი, ტექნიკა... ღმერთო, ჩვენ ყველაფერი გვჭირდება. ყველანაირი სახის დახმარება წაგვადგება. მხოლოდ თქვენი სიკეთის იმედი მაქვს!

„ადგილობრივი ხელისუფლება კარის შეკეთებაშიც კი არ დამეხმარა, ახლა კი ამავე კარზე მიკაკუნებენ, რომ ხმა მათ მივცე!“

***

  მეგობრებო, კახბერიძეების ოჯახმა ყველაფერი დაკარგა. მათი სახლი, ქონება, ყველაფერი, რაც წლების მანძილზე მძიმე შრომით შეიძინეს, ცეცხლმა შთანთქა. მათ აღარაფერი დარჩათ. ცოლ-ქმარი, სამ შვილთან ერთად, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა და ახლა ისინი დამწვარ შენობაში ცხოვრობენ. როდემდე უნდა ისუნთქონ ბავშვებმა ეს სუნი? სანამ ჯანმრთელობის პრობლემები არ შეექმნებათ? მათ ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ!

კახბერიძეების ოჯახს ნებისმიერი სახის დახმარება და ყველაზე ელემენტარული ნივთები ესაჭიროება, რადგან მათ ცხოვრების დაწყება, რეალურად, თავიდან უწევთ. პირველ რიგში, მათ სჭირდებათ: საკვები, სამშენებლო მასალა, ტექნიკა, საწოლები, მაგიდები, მაცივარი, ტელევიზორი და პლანშეტები ბიჭებისთვის.

მათი მონახულება და დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: მესტია, უშბის ქ. №42

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და იხარეთ იმით, რომ ღმერთი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით პასუხობს!

მოდი გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ პატარებს, რომ სასწაულები ხდება! მათ გულწრფელად სჯერათ თითოეული ჩვენგანის სულიერი სიკეთის. ნუ გაუცრუებთ იმედს ჩვენს პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!

  აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: კახბერიძეების ოჯახი).

  თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს!

დალოცვილები ყოფილიყავით!

ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: