როცა გაჭირვების გამო თავის ჩამოხრჩობა სჯობს ცოცხლად დარჩენას! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

როცა გაჭირვების გამო თავის ჩამოხრჩობა სჯობს ცოცხლად დარჩენას!

page info icon
2021 ოქტომბერი 20
დედა, თამარი და მისი 7 წლის ბიჭი, გაბრიელი, სრულიად მარტონი არიან ამქვეყნად. მამა უკვე ექვსი წელია, რაც აღარაა, - მუდმივი გაჭირვებისგან და მწუხარებისგან თავი მოიკლა... მათ არც ნათესავები ჰყავთ, დახმარებასაც არსაიდან ელიან, არც არავინ ჰყავთ, ვისი იმედიც ექნებოდათ, ამიტომ ისღა დარჩენიათ, რომ ძლიერები იყვნენ, გაუძლონ, გადარჩნენ და ილოცონ... და ასეც იქცევიან, უბრალოდ ძალა თითქმის აღარ შერჩათ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,426 ₾
( 245 დონორი )
დასრულებულია

როცა გაჭირვების გამო თავის ჩამოხრჩობა სჯობს ცოცხლად დარჩენას!

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

„მამა არ მახსოვს, მაგრამ ძალიან მენატრება. ხომ მართალია, რომ მამა ყველა ბიჭს უნდა ჰყავდეს?! ასე რატომაა?“

დედა, თამარი და მისი 7 წლის ბიჭი, გაბრიელი, სრულიად მარტონი არიან ამქვეყნად. მამა უკვე ექვსი წელია, რაც აღარაა, - მუდმივი გაჭირვებისგან და მწუხარებისგან თავი მოიკლა... მათ არც ნათესავები ჰყავთ, დახმარებასაც არსაიდან ელიან, არც არავინ ჰყავთ, ვისი იმედიც ექნებოდათ, ამიტომ ისღა დარჩენიათ, რომ ძლიერები იყვნენ, გაუძლონ, გადარჩნენ და ილოცონ... და ასეც იქცევიან, უბრალოდ ძალა თითქმის აღარ შერჩათ.

„დედას ამქვეყნად ყველაზე ალერსიანი ხელები აქვს“, - გულუბრყვილოდ გვეუბნება გაბრიელი, თითქოს იქადნება, - ალბათ იმ მწუხარებისგან რომ არ ავტირებულიყავი, რომელიც ამ ოჯახში დავინახე. – „როცა მეხუტება და მეფერება, ზოგჯერ ჩუმად ვტირი. ძალიან უხეში ხელები აქვს, - ისეთი არა, როგორიც სხვებს. შენი ხელები მანახე, აბა! რბილია... მასწავლე, რა უნდა გააკეთოს, რომ დედასაც ასეთი ხელები ჰქონდეს.“

გაბრიელი ძალიან განიცდის. მან კარგად იცის, რომ დედას კანი იმიტომ დაუსკდა და ხელებიც იმიტომ გაუუხეშდა, რომ ძალიან ბევრს მუშაობს.

„დილით ადრე გაღვიძებას ვერ ვიტან, როცა ჯერ კიდევ ბნელა. დედა ამბობს, რომ უკვე დილაა. როგორ შეიძლება, დილა იყოს, როცა ჯერ კიდევ ბნელა, როგორც ღამე?“ - აღშფოთებულია ბავშვი. სამსახურში, - თხილის პლანტაციაზე ან კარტოფილის მინდორში წასვლა რომ მოასწროს, დედა დილის ხუთ საათზე დგება, შვილს აღვიძებს და სამსახურში ერთად მიდიან ავტობუსით, რომ რვა საათამდე მიასწრონ.  

„აუ, კიდევ ცოტაც, რა... ცოტა ხნით კიდევ დავიძინებ, გეხვეწები!“ - ეს სიტყვები ქალს დანასავით უსერავს გულს, მაგრამ სხვა რა გზა აქვს? ის ხომ მისთვის ცდილობს? ხელებზე კოჟრებს იმიტომ იჩენს, რომ შვილს საჭმელი ჰქონდეს, დასაცინები არ გახდნენ და მამის სული მშვიდად იყოს ზეცაში. პატარა გაბისთვის თამარი ხომ დედაცაა, მამაც და ყველა ნათესავიც!

„აქვს თუ არა ამ ბიჭს მომავალი - თქვენი გადასაწყვეტია!“

თამარ, გაბი ძალიან განიცდის, რომ ხელებზე კანი გაგიუხეშდათ...

თამარი: ჩემი პატარა ბიჭი, ისეთი მგრძნობიარეა... ცოტა ხნის წინ ლამის მეც ავტირდი. ამის მიზეზი უხეში სამუშაოა: ან კარტოფილს ვთხრი, ან თხილს ვაგროვებ... და ხელით ვრეცხავ ცივ წყალში. სანამ ფეხზე დგომა შემიძლია, - ვმუშაობ. ჩემი შვილისთვის დედაც მეც ვარ და მამაც. 220 ლარიანი სოციალური დახმარება არაფერზე გვყოფნის. აგერ, 20 რიცხვში დამერიცხა; კომუნალურები გადავიხადე, მაღაზიაში ვალები დავფარე და 40 ლარიღა დამრჩა. ეს რაზე უნდა გვეყოს? გაბი სულ მეხვეწება, რომ ხელის კრემი ვიყიდო, მაგრამ მაგ კრემს იგივე ფასი ადევს, რაც ერთ ბოთლ ზეთს. თავს ასეთი ფუფუნების უფლება რა ნამუსით მივცე?

ასეთ მძიმე საქმეში რამდენს გიხდიან?

თამარი: გზის და კვების ფული რომ გამოვაკლოთ, ზუსტად 25 ლარი გამოვა. მინდვრები და პლანტაციები შორსაა, ავტობუსით სამი საათი უნდა იარო. მუშაობა დილით ადრე, 8 საათზე იწყება. რომ მოვასწრო, სახლიდან ხუთ საათზე უნდა გავიდე. გაბის ვერავის ვუტოვებ, ამიტომ მისი წაყვანაც მიწევს.

„სკოლა არ მიყვარს! ისეთი ტანსაცმელი არ მაქვს, როგორიც სხვებს და მრცხვენია! მარტო თამაში მიყვარს...“

ამიტომაც წუწუნებდა, რომ დილით ადრე აღვიძებთ?

თამარი: მიწევს. გული მიკვდება, როცა თვალცრემლიანი მეხვეწება, რომ კიდევ ხუთი წუთი ვაცალო ძილი. რა სასტიკი ხარო, - მეუბნება. ცრემლებს ვეღარ ვიკავებ ხოლმე...

მასთან ერთად მუშაობა არ გიჭირთ? გაბი ხელს არ გიშლით?

თამარი: აბა, რა ვქნა? თქვენ რას იზამდით?

გაბრიელი (7 წლის): არაფერიც! პირიქით, დედას ვეხმარები ხოლმე! იქ უფრო კარგია, ვიდრე სკოლაში! დედა ამისთვის ჩიფსებსაც კი მყიდულობს. იცით, რა გემრიელია? მაგრამ დამსახურება უნდა! 

და როგორ იმსახურებ ხოლმე?

გაბრიელი: როგორ გითხრათ? სხვადასხვანაირად! ან მეც თხილს ვაგროვებ, რაც დედას დაეყარა ძირს, ან წესიერად ვიქცევი, - გიჟივით არ დავრბივარ და არ ვყვირი! ძალიან კი ვიღლები, მაგრამ სკოლას მაინც სჯობს!

და რატომ ასე? სწავლა არ გიყვარს?

გაბრიელი: სწავლა მიყვარს, მაგრამ არ მიყვარს... არ ვიცი, როგორ აგიხსნათ... სკოლა - „ბუე-ე-ე“...

(გაბრიელი ცდილობს სახის მიმიკებით და ხმებით გამოხატოს, როგორ არ უყვარს სკოლა... და გამოუვიდა კიდეც:))

– აბა, რის კეთება გიყვარს?

გაბრიელი: სახლში ჯდომა და მანქანებით თამაში! ვჟჟჟ, ვჟჟჟ, ვითომ რბოლაა.

„წითელმა მანქანამ ყველას გადაუსწრო, მასში კი ჩვენი ჩემპიონი - გაბი იჯდა!“

როცა გაიზრდები, მაშინაც სახლში იჯდები და ითამაშებ?

გაბრიელი: ჰო! ერთი დღე პოლიციაში ვიმუშავებ, ერთი დღე - ექიმად და მერე სამი დღე სახლში ვითამაშებ. ეს ალბათ საკმარისი იქნება, არა?

რისთვის?

გაბრიელი: იმდენი ფული რომ ვიშოვო, რომ დედამ აღარ იმუშაოს და გავმდიდრდე...

არა-ა-ა, რომ გამდიდრდე, ყოველდღე უნდა იმუშაო!

გაბრიელი: ო, ნოუ! კარგი, ბევრი ფული უნდა ვიშოვო!

ბევრი ფული რომ გქონდეს, რას იყიდდი?

გაბრიელი: დედას ლამაზ სახლს, ბევრ საჭმელს, ხელის კრემს და ბევრ წამალს ვუყიდდი, თორემ როცა ცუდადაა, თავისთვის არაფერს ყიდულობს.

„ოცნებას დავხატავ და დედას ვაჩუქებ! ყველაფერი მისთვის მინდა. მას ყველაფერი მოსწონს, რასაც ვაკეთებ.“

თამარი: ოჰ, რა სასაცილოა! გაბის სულ ვეუბნები, რომ დედა იმისთვის მუშაობს, რომ ის იყო კარგად. ფულს ტანსაცმლისთვის და სკოლის ჩანთისთვის ვაგროვებ. არ მინდა, რომ ჩამოკონკილ-ჩამოფლეთილმა იაროს. მათხოვარივით მშიერმა რომ იაროს, მამამისის სული სიმშვიდეს ვერ მოიპოვებს... მოკლედ, ისე მოხდა, რომ თხილის კრეფის დროს თვალი დავიზიანე. დიდი ეკალი პირდაპირ თვალის კაკალში შემერჭო. ოჰ, როგორ მეტკინა და რამდენი წამალი დამჭირდა! ჯერ მარტო წვეთები ღირდა 50 ლარი. ეს ხომ საშინელებაა?! სკოლისთვის დაზოგილი ფულის მთლიანად დახარჯვა მომიწია. აი, ასეთი ამბებია!..

როგორც ჩანს, საჭმლის გარდა, ფული სხვა არაფერზე გყოფნით…

თამარი: დიახ. სახლში შიშველი კედლებია, სახურავი ჟონავს, აბაზანა არ გვაქვს. ოთახში, ტაშტში ვბანაობთ. წყალს პაწაწინა ბალონზე ვაცხელებ. მგონი, ეს ყველაზე საშინელი შენობაა საქართველოში... მაგრამ უფალს მადლობას ვწირავ, რომ ბინის ქირა მაინც არ მაქვს გადასახდელი. ეს ოთახი თვითნებურად დავიკავეთ, როგორც იმ ლტოლვილებმა, რომლებიც აქ ცხოვრობენ. ჩემი ქმარი რომ ცოცხალი იყოს, სხვანაირად ვიცხოვრებდით...

მოგვიყევით, რა დაემართა თქვენს ქმარს?

თამარი: ამაზე ბავშვის თანდასწრებით საუბარი არ მინდა, გავიდეთ... ნათესავებთან იყო, სვამდნენ. იქიდან რომ წამოვიდა, მეორე დღეს გარდაცვლილი იპოვეს, - თავი ჩამოიხრჩო... ძალიან გთხოვთ, დეტალებში ჩაღრმავება არ მინდა. უკვე 6 წელი გავიდა, მაგრამ ჩემთვის ეს ისეთივე რთული და მტკივნეულია... გაბი ცხრა თვის იყო...

კარგი, თემა შევცვალოთ. ახლა გაბის დავუძახოთ და ჩვენი საუბრის ყველაზე საინტერესო ნაწილი დავიწყოთ.

გაბრიელი: მგონი, უკვე ვიცი, რაზე იქნება საუბარი!

რაზე, აბა?

გაბრიელი: რა მინდა!

მართალი ხარ! ჰოდა, გვითხარი, რაზე ოცნებობ?

გაბრიელი: შემიძლია ყველაფერი ვთქვა?

მიდი!

გაბრიელი: პირველ რიგში, ჩიფსები „დორიტოსი“ მინდა! ძალიან გემრიელია, მაგრამ ძალიან ძვირია. დედა ამბობს, რომ ამ გემრიელობის ერთი შეკვრის ფასად ორი პურის ყიდვა შეიძლება... მაგრამ ძალიან გემრიელი როა? მშვილდ-ისარიც მინდა!

„მამა არ მახსოვს, მაგრამ დედა მის შესახებ სულ მიყვება და მგონია, რომ ის მიყურებს კიდეც.“

ოჰო, უცნაური ოცნებაა! ალბათ რობინ ჰუდი გიყვარს, არა?

გაბრიელი: არ ვიცი, ეგ ვინაა. სხვა რაღაცისთვის მინდა, - რომ ცუდ ხალხს ტაკოში ვესროლო!

ვაი, რა საშინელებაა! ბევრ ცუდ ადამიანს იცნობ?

გაბრიელი: ერთი-ორს ვიცნობ. ერთმა დიდი ქვა მესროლა, მეორემ კი შუშხუნებით დამაშინა. ჰოდა, ერთსაც ტაკოში ვესვრი და მეორესაც. სულ „ვაი-ვაი“-ს იძახებენ და ვეღარ დასხდებიან. ეგრეც უნდათ!

ჩემი აზრით, ეგ კარგი საქციელი არაა...

გაბრიელი: ვიცი, ვიცი, ვხუმრობ. რა იყო, ხუმრობა არ გესმით? ახლა ხუმრობის გარეშე გეტყვით, - პულტიანი მანქანა ან დრონი მინდა, რომელიც დაფრინავს. მორჩა, დავამთავრე! დედას უფრო მეტი სურვილი ექნება.

თამარ, ახლა თქვენი ჯერია. ყველაზე მეტად რა გჭირდებათ?

თამარი: სარეცხი მანქანა და ტელევიზორი. ბევრის თხოვნა ძალიან მერიდება. უბრალოდ უხერხულია.

როცა ჩვენი ქველმოქმედები თქვენს ამბავს წაიკითხავენ, თქვენს დახმარებას აუცილებლად მოისურვებენ, ამიტომ მოდი მათ არჩევანი გავუმარტივოთ!

თამარი: საიდუმლოს გაგიზიარებთ: მხოლოდ ორი სკამი მაქვს და ორივე დაშლის პირასაა. არც სააბაზანო გვაქვს და არც კი ვიცი, მისი გაკეთება თუ შეიძლება. ამბობენ, შეიძლებაო, მაგრამ მე თვითონ არ ვიცი, როგორ. მაცივარი ძველია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, სურსათიც არ მაქვს, რომ მასში რამე შევინახო. ოჰ, იცით, უკვე ფანტაზიაც აღარ მიმუშავებს! არ ვიცი, იქნებ ინტერნეტთან ან შეშასთან დაკავშირებული პრობლემაც მოგვიგვაროთ?

ამ ცარიელ სამზარეულოში ბუზიც კი არ დაფრინავს. მასში ბავშვისთვის ტკბილეული არ მოიძებნება!

„მაგიდა, ორი სკამი და ორი საწოლი - აი, მთელი ჩვენი სიმდიდრე!“

ეს პუფი, რომელიც კუთხეში დევს, თამარმა თავისი ხელებით გააკეთა ძველი, დახეული საბნისგან და კვერცხის ჩასადები მუყაოს ფირფიტებისგან

შეშის ღუმელი გაქვთ?

თამარი: ჰო, შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ შეშას ვერ ვყიდულობ, - ამის ფული არ მაქვს. ყოველ დილას ზღვაზე მივდივარ და ტოტებს ვაგროვებ, რომლებიც ტალღებს გამოაქვთ ნაპირზე. გასულ ზამთარს, როცა ძალიან ციოდა, ტანსაცმლის დაწვაც კი მომიწია, რომ ბავშვი არ გაყინულიყო. ერთმანეთს ჩავეხუტეთ, საბანში გავეხვიეთ და ჩემი ძველ ნივთები დავწვით, სანამ ოდნავ მაინც არ გავთბით. აი, ასეთი ამბებია! სასწაულის მჯერა, თქვენიც მჯერა და მჯერა, რომ ჯანმრთელი და სწორი ადამიანის აღზრდას შევძლებ, უბრალოდ ახლა დახმარება მართლა ძალიან მჭირდება. ზამთრის და ყინვების მეშინია; მეშინია, რომ თავს მარტო ვერ გავართმევ...

***

მეგობრებო, სანამ პოლიტიკოსები წინასაარჩევნო დაპირებებს კანფეტებივით არიგებენ, ჩვენ ისევ მათი საქმის კეთებისკენ მოგიწოდებთ, - იზრუნეთ თქვენს მოქალაქეებზე! ძალიან გთხოვთ, სხვის გასაჭირს გვერდს ნუ აუვლით! ვერავინ მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ოდესმე სხვისი დახმარება ჩვენ თვითონ არ დაგვჭირდება.

მეგობრებო, ამ პოსტს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ და დაეხმარეთ ამ საბრალოებს. მათ სჭირდებათ: საკვები პროდუქტები, ტანსაცმელი, სასკოლო ნივთები, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, პლანშეტი და სკამები.

მათი გაცნობა შეგიძლიათ პირადად, მისამართზე: ფოთი, ჯავახიშვილის ქ. №30 ა .

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და იხარეთ იმით, რომ ღმერთი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით პასუხობს!

მოდი გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ პატარებს, რომ სასწაულები ხდება! მათ ჩვენი სჯერათ, ამიტომ ნუ გაუცრუებთ იმედს ჩვენს პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!

  აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: ბურნაძეების ოჯახი).

  თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს! დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: