ან მკურნალობა, ან შიმშილით სიკვდილი! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ან მკურნალობა, ან შიმშილით სიკვდილი!

page info icon
2021 დეკემბერი 2
ბაგალიშვილების ოჯახში ხუთი მცირეწლოვანი ბავშვია, მეექვსე სადაცაა დაიბადება. ოთხი მათგანი ავადაა, მაგრამ ჯერჯერობით სასიკვდილოდ არა; თუმცა მალე იქნებიან. როცა შვილების გამოსაკვებად და ჩასაცმელად ფული არ გაქვს, ვერც ექიმის, ანალიზების, საავადმყოფოში წასასვლელი და წამლების ფულის გამონახვას ახერხებ. ყოველთვიური სოციალური დახმარება ან ფქვილზე და იაფფასიან სურსათზე გეყოფა, ან ერთი ბავშვის მკურნალობაზე. 35 წლის დედა, ნუნუ, სწორედ ამ საშინელებებზე მესაუბრა... და წარმომიდგენია, რა არჩევანის გაკეთება უწევს საბრალო ქალს ყოველდღიურად. „თითქოს ხელში იარაღი მომცეს და მითხრეს: „აირჩიე, ვის მოკლავ!“ თუ გინდა, რომ თამარს და თენგოს უმკურნალო, - თემური, თიკა და თორნიკე შიმშილით მოკვდებიან; ხოლო თუ გინდა, რომ ბავშვები დანაყრებულები იყვნენ (დანაყრებულები - ხმამაღალი ნათქვამია!), მაშინ მათი მკურნალობა არ გამოგივა. აი, ასე!“ ოდესმე მსგავსი არჩევანის წინაშე თქვენ თუ დამდგარხართ? რა აირჩიეთ? იქნებ გვირჩიოთ!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,923 ₾
( 314 დონორი )
დასრულებულია

ან მკურნალობა, ან შიმშილით სიკვდილი!

კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!

„ნუ გეშინია! შენც განგკურნავენ, მეც და ძმასაც.“

ბაგალიშვილების ოჯახში ხუთი მცირეწლოვანი ბავშვია, მეექვსე სადაცაა დაიბადება. ოთხი მათგანი ავადაა, მაგრამ ჯერჯერობით სასიკვდილოდ არა; თუმცა მალე იქნებიან. როცა შვილების გამოსაკვებად და ჩასაცმელად ფული არ გაქვს, ვერც ექიმის, ანალიზების, საავადმყოფოში წასასვლელი და წამლების ფულის გამონახვას ახერხებ. ყოველთვიური სოციალური დახმარება ან ფქვილზე და იაფფასიან სურსათზე გეყოფა, ან ერთი ბავშვის მკურნალობაზე. 35 წლის დედა, ნუნუ, სწორედ ამ საშინელებებზე მესაუბრა... და წარმომიდგენია, რა არჩევანის გაკეთება უწევს საბრალო ქალს ყოველდღიურად. „თითქოს ხელში იარაღი მომცეს და მითხრეს: „აირჩიე, ვის მოკლავ!“ თუ გინდა, რომ თამარს და თენგოს უმკურნალო, - თემური, თიკა და თორნიკე შიმშილით მოკვდებიან; ხოლო თუ გინდა, რომ ბავშვები დანაყრებულები იყვნენ (დანაყრებულები - ხმამაღალი ნათქვამია!), მაშინ მათი მკურნალობა არ გამოგივა. აი, ასე!“ ოდესმე მსგავსი არჩევანის წინაშე თქვენ თუ დამდგარხართ? რა აირჩიეთ? იქნებ გვირჩიოთ!

ახლა კი მოდი უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ეს ამბავი. ჯერ ბაგალიშვილების შვილებს გაგაცნობთ!

ეს, ჯერჯერობით, ოჯახის ყველაზე პატარა წევრები არიან: თენგო 3 წლისაა, თამარი კი 7 წლის. მათ ჰიპოთირეოზი აქვთ - ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება. წესით, ყოველთვიურად, ანალიზები უნდა იკეთონ და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ წამლები უნდა სვან... და ეს დაავადებაც გაივლის, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, ეს შეუქცევადი პროცესი გახდება. ბავშვებში გონებრივი ჩამორჩენილობა და განვითარების შეფერხება უკვე შეინიშნება. ეს დაავადება მომაკვდინებელი ჯერჯერობით არ არის, მაგრამ შედეგები შეიძლება არც ისე კარგი იყოს. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ შეუძლებელია მხოლოდ სოციალური დახმარებით მათი გამოკვებაც და მკურნალობას. დედა ამბობს, რომ წამლები ძვირი არაა, თუმცა ისინი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა სვან, სწორი დოზებით. თვითმკურნალობა კატეგორიულად არ შეიძლება! დაჟეჟილობა კი არაა, ზედ მრავალძარღვა რომ მიიდო!

ეს 8 წლის თორნიკეა. თუ მის პატარა და-ძმას პრობლემები არ ეტყობა, მისი დაავადება შესამჩნევია. მას ხერხემლის გამრუდება აქვს და კისერს ვერ ასწორებს. დიახ, ამ სენსაც ბავშვობაში სჭირდება მკურნალობა, მაგრამ ოჯახს არც მაშინ ჰქონდა სრულფასოვანი მკურნალობის თანხები. ბიჭს კი ასაკი ემატება და მისი ხერხემლის პრობლემებიც მასთან ერთად იზრდება. მას საშინელი ტკივილები აქვს.  

ეს ლამაზი გოგონა უზარმაზარი ყავისფერი თვალებით კი პრინცესა ჟასმინია, უფრო სწორად - 10 წლის თიკა. ახლახან მას ეპილეფსიური კრუნჩხვები დაეწყო. ექიმთან რომ წაეყვანათ, ოჯახს ერთი კვირა არაფერი უჭამია. ექიმებმა თქვეს, რომ დიაგნოზის დადგენა მაშინვე ვერ მოხდებოდა, გამოკვლევა და მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა იყო საჭირო. ერთი სიტყვით, მასხარად აიგდეს. ოჯახი კიდევ რამდენიმე კვირა შიმშილს ვეღარ გადაიტანდა. მედიკამენტოზური მკურნალობა არ დანიშნეს და პატარა, მშვენიერი თიკაც იმის შიშში ცხოვრობს, რომ ეს საშინელება კიდევ განმეორდება. ცუდად ქუჩაში რომ გახდეს?! უცებ სკოლაში რომ დაეცეს?! „ალბათ დამცინებენ ან საერთოდ აღარ მოინდომებენ ჩემთან ურთიერთობას, - იფიქრებენ, რომ გადამდები ვარ.“

  ოჯახში ერთადერთი ჯანმრთელო ადამიანი 11 წლის თემურია. მას არაფერი სტკივა და შეუძლია რამდენიმე დღეც კი არაფერი ჭამოს. ის ძლიერია, - უფროსი ძმა! მაგრამ მას გული სტკივა, რადგან ყველაზე უკეთ აცნობიერებს, რომ ოჯახს დახმარება და გადარჩენა სჭირდება; სამწუხაროდ, ჯერ არაფრის გაკეთება შეუძლია - საბუთებით ძალიან პატარაა!

ნუნუ: მეექვსე შვილს ველოდები. ორსულობის შესახებ გვიან გავიგე, კონსულტაციაზე მხოლოდ ორჯერ ვიყავი. იმედი მაქვს, რომ ჩემს პატარა გოგონას ჯანმრთელობის პრობლემები არ ექნება, თუმცა არც ის ვიცი, ჯანმრთელს როგორ გავუმკლავდებით. უფალს ვევედრები, მისი ძუძუთი კვება მაინც შევძლო.

„ერთი კანფეტი მაჩუქეთ, ძალიან გთხოვთ.“

გოგონას ელოდებით?

ნუნუ: დიახ. უკვე სახელიც მოვიფიქრეთ. ყველა ბავშვის სახელი „თ“-ზე იწყება: თემური, თიკა, თორნიკე, თამარი და თენგო. ახლა კი თეონა ან თამთა დაიბადება. ძალიან რთული ორსულობა მქონდა და მეშინია, ძალიან მეშინია... თამარზე და თენგოზეც ცუდად ვგრძნობდი თავს. თენგო საერთოდ გადმოყრილი ნაწლავებით დაიბადა...

„მალე აი, ასეთი დაიკო გვეყოლება, ოღონდ ნამდვილი... და იტირებს ხოლმე!“

უი, რას ამბობთ?! ეგ როგორ?

ნუნუ:დიახ, შეიძლება არასწორად გადმოვცემ, მაგრამ მუცელზე იმდენად თხელი კანი ჰქონდა, რომ მუცელი ჩამოკიდებული ჰქონდა და ნაწლავები ჩანდა. საშინელება იყო! ღმერთო, შენ გვიშველე!

„კონდიტერი თუ გავხდები, უზარმაზარ ტორტს გამოგიცხობთ, ჩვენი მაგიდისხელას!“

ნუნუ, რა გჭირდებათ, თავი მშვიდად რომ იგრძნოთ?

ნუნუ:პირველ რიგში, მინდა ბავშვების გამოკვლევა დავასრულო. ყველა შვილი ნორმალურ სპეციალისტს უნდა ვაჩვენო თბილისში. ანალიზები და გამოკვლევები ყველას სჭირდება. ამაზე მთელი წლის დახმარებაც კი არ მეყოფა! უბრალოდ ვერაფერს ვაკეთებ. ქმარიც ავად მყავს, ასთმა აქვს და ვერ მუშაობს. ხან სად მუშაობდა, ხან სად, მძიმე სამუშაოებს ასრულებდა და ჯანმრთელობა გაინადგურა. ერთადერთი, რაც გვაქვს - სოციალური დახმარებაა.

„სახლში არც წყალი გვაქვს, არც საპირფარეშო. დედას დახმარება სჭირდება და როგორც უფროსი - მე ვეხმარები.“

არავინ გეხმარებათ?

ნუნუ:არა. დედა აღარ მყავს, მამა მოხუცია და თვითონ სჭირდება დახმარება. ჩემს ქმარს კი დედასთან დაძაბული ურთიერთობა აქვს. თან სხვისი არაფერი გვჭირდება. იატაკზე გვძინავს. პატარებისთვის ერთი საწოლი გვაქვს. ოღონდ ბავშვები ექიმს ვაჩვენოთ და სხვა არაფერი გვინდა. მხოლოდ ჯანმრთელობა!

თიკა (10 წლის): დეიდა, შეიძლება კოპლებიანი კაბა გთხოვოთ? ქალაქში, ექიმთან წასვლა რომ მოგვიწიოს, ჩასაცმელი არაფერი მაქვს. არ მინდა, რომ ჩემზე თქვან: „ფუ, რა  ჩამოძონძილია!“

რა თქმა უნდა, შეიძლება! კიდევ რაზე ოცნებობ?

თიკა: ზოგჯერ წარმომიდგენია, რომ დავიძინებ და როცა გავიღვიძებ, პრინცესა ვიქნები... და დიდი კარადა მექნება, ლამაზი კაბებით სავსე. მეც, დედასაც და ჩემს დასაც! და ყველანი ლამაზად ჩაცმულები ვივლით, ლამაზი ფეხსაცმელებით... და ბევრ ტორტს და ნამცხვარს გამოვაცხობთ. უჰ, რა მაგარი იქნება!

სამომავლოდ რა გეგმები გაქვს? ვინ გინდა გამოხვიდე?

თიკა:მკერავი, კონდიტერი და მომღერალი!

ვა, რა საინტერესოა! ასეთი განსხვავებული პროფესიები რატომ შეარჩიე?

თიკა:აი, შეხედე: მკერავი თუ გავხდი, ჩემთვის და დედაჩემისთვის მსოფლიოში ყველაზე ლამაზ კაბებს შევკერავ. კონდიტერი თუ გავხდი, დაბადების დღეებზე ტორტი ყოველთვის გექნება. ნახე, რა ეშმაკურად მოვიფიქრე?! თუ შეიძლება, რომ საწოლიც მომიტანოთ? იატაკზე წოლა ძალიან მოუხერხებელია.

ასეთ საწოლზე პრინცესობაზე ოცნებაც კი შეუძლებელია

***

სამწუხაროდ, სხვა ბავშვებთან საუბარი ვერ მოვახერხეთ, რადგან ძალიან მორიდებულები აღმოჩნდნენ. მათ ისიც კი ვერ გვითხრეს, რაზე ოცნებობენ.

შიში! აი, რა ავსებს პატარა ბავშვების დედის ცხოვრებას! შიში მათი ჯანმრთელობის გამო! გაურკვეველი მომავლის შიში! ფული სად ეძებონ? რა ქნან? მათ ერთადერთი იმედი რჩებათ - დახმარება ხალხს სთხოვონ და მათი დახმარების იმედი ჰქონდეთ. მიმართონ მათ, ვინც განსჯას არ დაიწყებს და ზურგს უკან არ ჩაიქირქილებს - თუ ვერ ინახავდა, რას აჩენდაო?! ეს ჩვენი საქმე ნამდვილად არ არის. ისინი უფლის შვილები არიან. ზოგს შვილები საერთოდ არ ჰყავს, ზოგს ბევრი ჰყავს, ჩვენ კი უბრალოდ ვალდებულები ვართ ისე მოვიქცეთ, როგორც სინდისი გვიკარნახებს. საკუთარ შვილს ზედმეტი კანფეტი კი არ მივცეთ, სხვის შვილს მივცეთ ერთი ნაჭერი პური.

მეგობრებო, ამ პოსტს უყურადღებოდ ნუ დატოვებთ და ამ საბრალო, სნეულ და მშიერ ბავშვებს დაეხმარეთ. მათ მკურნალობა და გამოკვლევები, ასევე, საკვები, ტანსაცმელი და საწოლები სჭირდებათ.

მათი გაცნობა პირადად შეგიძლიათ მისამართზე: სიღნაღი, წნორი, ინაშვილის ქ. 6ა.

ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და იხარეთ იმით, რომ ღმერთი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით პასუხობს!

მოდი გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ პატარებს, რომ სასწაულები ხდება! მათ ჩვენი სჯერათ! ნუ გაუცრუებთ იმედს ჩვენს პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!

დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!

აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!

  მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენი ფონდის ანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც.

ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).

ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე?!

შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: www.instagram.com/chernovetskyi.fundდა ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

ერთი ზარი გადაარჩენს სიცოცხლეს: 0901 200 270.


მსგავსი პროექტები: