გოგონას სხეულზე ნაიარევი, მომავალი დედისთვის ყველაზე საშინელი ტრაგედიაა! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გოგონას სხეულზე ნაიარევი, მომავალი დედისთვის ყველაზე საშინელი ტრაგედიაა!

page info icon
2021 დეკემბერი 7
page info icon
1014
როცა 5 წლის ნინი ჩირაღდანივით აალდა, დედამ შიშისგან გონება დაკარგა და კიბიდან ჩამოვარდა. მეზობლები გოგონას ჩაქრობას ცდილობდნენ და ცეცხლმოკიდებულ ტანსაცმელს კანიანად ხდიდნენ... კატასტროფის ბრიგადის ქალაქიდან ჩამოსვლას ოთხი საათი ელოდებოდნენ, ეს ნამდვილი ჯოჯოხეთის ოთხი საათი იყო! პატარას განწირული კივილი მეზობელ სოფლებს ესმოდა, დედის გოდება კი ზეცას!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,327 ₾
( 197 დონორი )
დასრულებულია
გოგონას სხეულზე ნაიარევი, მომავალი დედისთვის ყველაზე საშინელი ტრაგედიაა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მიუახლოვდნენ ღვთისნიერ საქმეს!
როცა 5 წლის ნინი ჩირაღდანივით აალდა, დედამ შიშისგან გონება დაკარგა და კიბიდან ჩამოვარდა. მეზობლები გოგონას ჩაქრობას ცდილობდნენ და ცეცხლმოკიდებულ ტანსაცმელს კანიანად ხდიდნენ... კატასტროფის ბრიგადის ქალაქიდან ჩამოსვლას ოთხი საათი ელოდებოდნენ, ეს ნამდვილი ჯოჯოხეთის ოთხი საათი იყო! პატარას განწირული კივილი მეზობელ სოფლებს ესმოდა, დედის გოდება კი ზეცას!
არავის სჯეროდა , ცოცხალი რომ გადარჩებოდა... ექიმებსაც კი, რომლებსაც უამრავი დამწვრობა აქვთ ნანახი. ნინის კანის გადანერგვის ორი ოპერაცია გაუკეთდა. მისი პატარა ფეხიდან ამოაჭრეს კანი და იმით აღადგინეს ტერფი.
„პირველი, რაც გავიფიქრე, მისი დასერილი ფეხი რომ დავინახე, - უფროსი ძმები მაინც ყოფილიყვნენ მის ადგილას, ჩემს საბრალო გოგონას ხომ ასეთი ნაკლი კოშმარად უქცევს მთელ ცხოვრებას. ის ხომ ვერ შეძლებს ლამაზი კაბების ჩაცმას, გათხოვებას, ბედნიერი ოჯახისა და შვილების ყოლას“ - მოთქვამს დედა ლელა.
რამხელა დარდია მის სიტყვებში, რამხელა ტკივილი. პატარა ნინის ხომ იმდენი კითხვა აქვს, რომელზეც დედამ არ იცის პასუხი: „დე, ლამაზი გოგო ვიქნები? მეგობრები მეყოლება? შენ ხომ მაინც გეყვარები დედა? ასეთი ულამაზოც? შვილები მეყოლება?“
„მისკენ ყველა იშვერს თითს - აი ასე“
ნინი სამი თვე იწვა, აკრძალული ჰქონდა საპირფარეშოში გასასვლელად ადგომაც კი. უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია გასული მას შემდეგ, მაგრამ პატარას ტკივილები დღემდე ტანჯავს. ყოველი მისი კვნესა, დედას დანასავით გულში ესობა. როცა კანი უსკდება და სისხლი სდის, დედა პურის ნაცვლად იაფფასიან ხელის კრემს ყიდულობს და უსმევს შვილს იარაზე.
- ლელა, ვერ წარმომიდგენია, როგორ გადაიტანეთ ასეთი ტრაგედია...
ლელა: ამას გადატანა თუ ქვია... დღემდე თვალებს რომ ვხუჭავ, ვხედავ, კანი როგორ ძვრება ჩემს გოგონას. პატარა ფეხებიდან დამდნარ ფეხსაცმელს ხორციანად როგორ ხდიან... ეს ნამდვილი კოშმარია. ახლა ვიცი: არასდროს არ უნდა თქვა, რომ ამას ვერ გადაიტან, რომ ცხოვრებას ვერ გააგრძელებ, - ადამიანს, ყველაფრის გადატანა შეუძლია! დალხენილი ცხოვრება არც მანამდე გვქონია, ახლა მითუმეტეს. თუ მე მის კანს ადამიანურ მდგომარეობაში ვერ მოვიყვან, მექნება კი უფლება, დედა რომ მერქვას?
- ნინის როგორ შეემთხვა ეს ყველაფერი?
ლელა: ბავშვები ეზოში თამაშობდნენ, ბენზინი იპოვეს სადღაც, დააქციეს ნოხზე და ცეცხლი წაუკიდეს. ნინის ეგონა, რომ იქ გაბი იჯდა და მის გადასარჩენად გაიქცა... როგორც ჩანს თვითონაც ჩადგა ბენზინში ფეხი და მასაც მოეკიდა ცეცხლი... მისი კივილი „დედა მიშველე, ვკვდები“ ახლაც ჩამესმის ყურში. მე სახლში ვიყავი, პატარა ლიზის ვაჭმევდი, აივანზე რომ გამოვედი და ნინი დავინახე, გული წამივიდა!
- და ექიმები რას გეუბნებიან? შესაძლებელია კანის აღდგენა?
ლელა: ამბობენ, რომ შეიძლება, მაგრამ ახლა არა. დრო უნდა გავიდეს. ოპერაცია კი ძალიან ძვირი ღირს, დაახლოებით 12 ათასი ლარი. მე ამხელა ფული არც დამესიზმრება. მაგრამ მზად ვარ საკუთარი თირკმელი გავყიდო, თავი შევწირო მსხვერპლად იმისთვის, რომ ჩემს გოგონას ნორმალური მომავალი ჰქონდეს. გოგოა, ხომ იცით, გოგოსთვის რამხელა მნიშვნელობა აქვს სილამაზეს. ის კი ისე განიცდის, დარდობს... ჰგონია, რომ ამის გამო, არავის მოუნდება მასთან მეგობრობა. არ ვიცი, ვის მივმართო, ყველას გევედრებით მუხლმოდრეკილი - დამეხმარეთ შვილის განკურნებაში!
- ლელა, ჩვენი ფონდი და ფონდის მეგობრები არ დატოვებენ თქვენს ულამაზეს ნინის უყურადღებოდ. თვალყურს ვადევნებთ მის მდგომარეობას, და როგორც კი ოპერაციის გაკეთება შესაძლებელი გახდება, დაგიდგებით გვერდში! ახლა კი, დანარჩენ ბავშვებზეც გვიამბეთ.
ლელა: ექვსი შვილი მყავს. უფროსი ბიჭები - გიორგი და მიხეილი - ოჯახის უფროსებივით არიან. 17 და 15 წლის არიან. გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, სამუშაოდ მიდიან. მეზობლებს ეხმარებიან: ზოგს შეშას დაუჩეხავენ, ზოგს წყალს მიუტანენ, ან ეზოს დაულაგებენ. ამისთვის შეიძლება ფული გადაუხადონ, ან უბრალოდ საჭმელი მისცენ. ყველაფერი სახლში მოაქვთ. ბევრჯერ თავად მშივრები დარჩენილან, მაგრამ პატარებისთვის საჭმელი მოუტანიათ.
- თქვენ მოგვწერეთ, რომ თქვენი ერთადერთი შემოსავალი - სოციალური დახმარებაა. როგორ ახერხებთ თავის გატანას?
ლელა: კი, გწერდით და ვტიროდი... სასოწარკვეთილებისგან. არ ვიცი, როგორ ვახერხებ, რომ ბავშვები შიმშილით არ დამეხოცონ. ალბათ, ჩვენ, სოციალურად დაუცველი მარტოხელა დედები, ყველანი ცოტათი ჯადოქრები ვართ. თავად იანგარიშეთ: სოციალური დახმარება 560 ლარია, 200 ლარს ამ ბინის ქირაში ვიხდით. (საკუთარი არასდროს არაფერი გამაჩნდა.) დაახლოებით 100 ლარს ვიხდი დენსა და გაზში. აი, რა გავაკეთო, ბავშვებს ხელები რომ ეყინებათ? რომელიმე ავად რომ გახდეს, უბრალოდ ვერ შევძლებ წამლების ყიდვას. გგონიათ წამალს აფთიაქში ვალად მომცემს ვინმე? არა, რა თქმა უნდა. ნინის სჭირდება მალამოები, რომელიც ძალიან ძვირი ღირს, მე კი ვერ ვყიდულობ, მიუხედავად იმისა, რომ მისი კანის აღსადგენად აუცილებელია!
უნდა მოიფიქრო, ბავშვებს რა აჭამო მთელი თვის მანძილზე დარჩენილი 250 ლარით. უფროსები ისედაც მხოლოდ პურს ჭამენ. საბა შვიდი წლისაა და სკოლაში დადის. რამდენჯერ მოსულა ჩემთან, თვალებში შემოუხედავს: „დედა, მართლა არ გაქვს ერთი კანფეტის ფულიც კი?“, მე კი ვერაფერს ვპასუხობ. ყველაფერს ხვდება, თვალებს ჩახრის და მიდის.
„დედას კანფეტების ფული არასდროს არ აქვს, პურს რომ ვჭამ, წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ნამცხვარია“
ლელა: ნინი და გაბი ბაღში დადიან. ნინი ხუთი წლისაა, გაბრიელი - სამის. იქ აჭმევენ მაინც. აი, დღეს ნესტიანი ტანსაცმელი ჩავაცვი და ისე გავუშვი. სარეცხი მანქანა არ გვაქს, ტანსაცმელი კი მხოლოდ ერთი წყვილი. ვერ ასწრებს გაშრობას... მაგრამ, ბაღში რომ არ გავუშვა, იმ დღეს მშივრები დარჩებიან. ბინძური ტანსაცმლითაც ვერ ვუშვებ. რადგან გვიჭირს, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ბინძურები უნდა ვიყოთ.
- მეშინია კიდეც, რომ გკითხოთ რაზე გყოფნით ეს ფული?
ლელა: უფროსები ცარიელ პურს ჭამენ, მეზობლები საჭმელს თუ მოგვაწვდიან, ვქეიფობთ! აქ ახლოს, საბანკეტო დარბაზია, ქელეხის ან ქორწილის შემდეგ, რამე თუ რჩება, დარბაზის მეპატრონეს ჩვენთვის მოაქვს. ხორცის ნახარშს ვყინავ, და ბავშვებს წვნიანს ვუმზადებ რამდენიმეჯერ. თუ პური ბევრია, მასაც ვყინავ და მერე ვაცხელებ... ასეთი ცხოვრება გვაქვს. ბავშვები, შეიძლება ითქვას, საჭმლის ნარჩენებით გავზარდე.
„ამ ფეხსაცმელში წყალი შედის, მეორეს ძირი არ აქვს, იმას ცხვირი აქვს დახეული. ორი ერთნაირი, მთელი, არ გვაქვს“
- ადგილობრივ მმართველობას თუ მიმართეთ დახმარებისთვის?
ლელა: არაერთხელ! მაგრამ იცით, ასე შეურაცხყოფილად და დამცირებულად თავი არასდროს მიგრძვნია. ისინი ხომ ადამიანებად არ გვთვლიან. რამდენიმეჯერ მისაყვედურეს კიდეც: „რას აჩენდი, თუ შიმშილით გეხოცებიან?“ როგორ მივმართო ამის შემდეგ? ტირიან, ფული არ გვაქვსო, რომ ბიუჯეტი ჩვენნაირების დახმარებას არ ითვალისწინებს. რომ ხელფასი, ჩემს სოციალურ დახმარებაზე ნაკლები აქვთ... ის რომ გვიჭირს, არ ნიშნავს იმას, რომ ღირსება არ გაგვაჩნია. ბავშვებს სულ ვეუბნები, რომ შიმშილით სიკვდილი ჯობია, მთავარია ადამიანობა შეინარჩუნო. ბიჭებს ისეთი ასაკი აქვთ, რომ შეიძლება სხვის ნივთსაც ცუდი თვალით შეხედონ, ან დაუკითხავად აიღონ... ხვდებით, რას ვგულისხმობ?
„დედა ამბობს, რომ სტაფილო სასარგებლოა. მაგრამ არ მიყვარს - მე ხომ არ ვარ ბაჭია“
- კი, ვხვდები. გეშინიათ, არ გადაუხვიონ ჭეშმარიტების გზიდან.
ლელა: კი. როცა ხედავენ, როგორ ტირის მთელი დღე, ბოლო ხმაზე, შიმშილისგან მათი ერთი წლის და, დედას კი საშუალება არ აქვს, რომ რძე უყიდოს ან ფაფა, ხომ შეიძლება გაივლონ ფიქრად, რომ ვინმეს რამე მოპარონ? გამოდის, რომ ხელისუფლება ჩვენნაირ ადამიანებს, კრიმინალისკენ თავად უბიძგებს... სულ ვეუბნები, რომ ასეთი რამის გაფიქრებაც რომ გაბედონ, მათაც დავხოცავ და თავსაც მოვიკლავ... ჩემი შვილები ყველაზე პატიოსანი ადამიანები არიან და ღმერთს ვევედრები, რომ დაიფაროს ასეთი აზრებისგან.
„მაწვნის პლასტმასის ძველი ქილები - ბავშვების ერთადერთი გასართობია“
- ლელა, გვითხარით, რით შეგვიძლია თქვენი დახმარება, ცოტა ხნით მაინც, თავისუფლად რომ ამოისუნთქოთ?
ლელა: პირველ რიგში, თუ დამეხმარებით, ზამთარი რომ გადავაგოროთ, პროდუქტი რომ მქონდეს, თუ მოახერხებთ, სარეცხი მანქანა რომ მაჩუქოთ და ტანსაცმელი ბავშვებისთვის უზომოდ ბედნიერი ვიქნებოდი!
„ ჩემმა ძმამ პური მოგვიტანა. შევეცდები მთლიანად არ შევჭამო“
- ბავშვები რას იტყვიან? რა სჭირდებათ ყველაზე მეტად მათ?
საბა (7 წლის): მე ბეტმენი გავხდები. და მექნება ველოსიპედი და კანფეტები!
„აი, ასეთი დიდი სახლი გვექნება“
ნინი (5 წლის): თოჯინა! და მაწონი ლიზისთვის. სხვას არაფერს ჭამს.
საბა: და მანქანა გაბისთვის...
„მინდა, რომ ეს პამიდორი კანფეტად გადაიქცეს!“
***
ძვირფასო მეგობრებო, ექვსი ბავშვი, უფლის ექვსი ქმნილება ელის ჩვენს დახმარებას: 1 წლის ლიზი, 3 წლის გაბრიელი, 5 წლის ნინი, 7 წლის საბა და მათი უფროსი ძმები, მიშა და გიორგი. მათ არ აქვთ საჭმელი. არ აქვთ ტანსაცმელი. ისინი ამ ზამთარს ვერ გადაიტანენ ჩვენი მხარდაჭერისა და თანადგომის გარეშე!
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი ვიღაცის ლოცვებს თქვენი მეშვეობით პასუხობს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ პატარებს, რომ სასწაულები ხდება! მათ ჩვენი სჯერათ! ნუ გაუცრუებთ იმედს ჩვენს პატარა თანამემამულეებს! აჩვენეთ მათ, რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
მათ ძალიან სჭირდებათ საკვები პროდუქტი, ჰიგიენის საშუალებები, პამპერსი, ტანსაცმელი, სარეცხი მანქანა და კარადა. მაგრამ, რაც მთავარია, მათ უბრალოდ სჭირდებათ ჩვენი ყურადღება და კეთილი გული! დავეხმაროთ, გამოვიჩინოთ გულისხმიერება, მივცეთ ბავშვებს ნორმალურად ცხოვრების შანსი. თითოეულმა ჩვენთაგანმა წარმოიდგინოს, რომ ეს შეიძლება იყვნენ მისი შვილები, რომლებსაც საკვები აკლიათ.
თქვენ შეგიძლიათ თავად მოინახულოთ ლელა და მისი მშვენიერი ბავშვები და გაუწიოთ მათ დახმარება. მათი მისამართია: საგარეჯო, სათავის ქ. 8
აუცილებლად გააზიარეთ პოსტი, რათა მუმლაძეების ოჯახის გასაჭირის შესახებ თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ლელა თეთრაძე)
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით.
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: