მუცელზე რომ ვწვები, იმდენად აღარ მშივდება!
2021 დეკემბერი 15
1295
იცოდით, რომ ძალიან დიდხანს თუ არ შეჭამ, მუცელი ბუყბუყს იწყებს? ხანდახან იმდენად ხმამაღლა, რომ შეიძლება მეზობლებმაც კი გაიგონ. და ის თუ იცოდით, ბუყბუყის გასაჩერებლად, მუცელზე რომ უნდა დაწვე და ფუმფულა დათუნიას ჩაეხუტო? სცადეთ! რვა წლის მარიამი და შვიდი წლის ანანო გვიმტკიცებენ, რომ შველის. სწორედ ასე იწვნენ და ცდილობდნენ „მშიერი ბუყბუყას“ დამშვიდებას.
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
GE15TB7194336080100003
GE42LB0115113036665000
GE64BG0000000470458000
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,147.58 ₾
(
145 დონორი )
სიყვარულს ჰქვია მაცივარი...
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

„აქ, შეგვიძლია საჭმელი დიდი ხნით შევინახოთ“
ხომ გახსოვთ, ეს ორი ერთნაირი გოგონა? რომლებიც ყველას ტყუპები გეგონათ. სინამდვილეში კი, მათ ერთი წელი აშორებთ ტყუპობას. დეკანოიძეების პატარა და ლამაზი ოჯახი, მარტოხელა დედა ეკატერინე, რომელმაც შვილებისთვის გადადო თავი და ერთმანეთის სიყვარულით სულდგმულობდნენ.
გაიხსენეთ მათი ისტორია:
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/809-dekanoidze/
მათი სახლი ფაქტობრივად ცარიელი იყო, თქვენი კეთილი ნებით კი, მათ კედლებში გაჩნდა მაცივარი, სარეცხი მანქანა, გამათბობელი და წყლის ქვაბი. რა ჯობს თბილ სახლს, ცხელი შხაპის მიღებასა და უსაფრთხო პროდუქტის ჭამას, რომელიც მათ ახალ მაცივარში, საიმედოდ შეინახება. ეს ყველაფერი, არის თქვენი დამსახურება, მათი ღიმილისა და სიხარულის მიზეზი, სწორედ თქვენი კეთილი გულებია.
- ეკატერინე, პირველ რიგში, მაინტერესებს, როგორ ხართ და როგორ შეიცვალა თქვენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც თქვენს შესახებ პოსტი გამოვაქვეყნეთ?
ეკატერინე: ამ კითხვაზე პასუხს, დიდი სიხარულით გაგცემთ. აი ახლა, უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ახლანდელი ჩვენი ყოფა, ნამდვილად განსხვავდება იმისგან, თუ როგორ ვცხოვრობდით თქვენს გამოჩენამდე. მანამდე კი, გახსოვთ ჩვენი ცარიელი სახლი, რომელსაც მხოლოდ მე და ჩემი შვილები ვავსებდით. ახლა, თქვენი ფონდის მეგობრებისა და მათი კეთილი ნების დახმარებით, ჩვენი სახლი სხვადასხვა ნივთებით შეივსო, და გვაქვს ელემენტარული საცხოვრებელი პირობები. ჩვენს სახლში გაჩნდა მაცივარი, სარეცხი მანქანა, გამათბობელი და წყლის ქვაბი, რომელის წყალობითაც, ჩვენთან უკვე ცხელი წყალიც მოდის. შეგიძლიათ წარმოდგენა? ამ ყველაფრის გარეშე, როგორ ვცხოვრობდი ორ ბავშვთან ერთად? ალბათ, ბევრი ვერც კი წარმოიდგენს და შეეცდება აზრების დალაგებას: „თუ მაცივარი არ ჰქონდათ, საჭმელს სად ინახავდნენ? თუ გამათბობელი არ ჰქონდათ, ზამთარში როგორ გაჰქონდათ თავი? და ა. შ...“ აი, ასე იყო... როგორღაც ერთმანეთს ვათბობდით და სიყვარულით გაგვქონდა თავი. იმედი მაქვს, ცუდს მალე დავივიწყებთ და ახლა, თქვენი წყალობით, ახალ, უკეთეს დღეებზე ვიფიქრებთ. 

„რა მაგარია-ა-ა... დედას ხელები აღარ დაეღლება “
- დარწმუნებული ვარ, ჩვენი ფონდის ყველა წევრს, ძალიან გაუხარდება ამ სიტყვების მოსმენა. კიდევ რით გაგვახარებთ, ახალი მეგობრებიც ხომ არ შეგიძენიათ?
ეკატერინე: ბევრი საყვარელი და კეთილი ადამიანი გამოჩნდა, რომლებმაც იზრუნეს ჩემი ოჯახის კეთილდღეობაზე, ზოგიერთი მათგანი, ჩვენთან მოსულიც იყო, მომიტანეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთა, თეთრეული, ჰიგიენური საშუალებები, ტკბილეული და პროდუქტი. ამისთვის, უსაზღვრო და უკიდეგანო მადლობა მათ. ზოგჯერ, მსგავსი გვერდში დგომა, მეგობრებსაც კი არ შეუძლიათ და ხანდახან, ეს იმაზე მეტია, ვიდრე მეგობრობა. არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო, დავკონკრეტდე და სახელები რომ ჩამოვთვალო. თითოეულ თქვენთაგანს, ცამდე მადლობა ამ ზღვა ემოციებისთვის და სიყვარულისთვის. ღმერთმა გაგახაროთ!!!


- ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
ეკატერინე: ისეთივე კარგი ემოციებით ვერ გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს, როგორც წინა კითხვებზე. რადგან, ძალიან გაბრაზებული და ნაწყენი ვარ ჩვენს ხელისუფლებაზე. ზედმეტად არასდროს მომითხოვია რამე, მხოლოდ ის, რაც ეკუთვნოდა ჩემს ოჯახს. ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, წინასაახალწლო პერიოდში გავიგე, რომ სოციალურად დაუცველ პირებს, სასაჩუქრე კალათებს ურიგებდნენ, რომელშიც მცირე საახალწლო ნობათი შედიოდა. დავწერე განცხადება, რომ ჩვენთვისაც მოეტანათ, მაგრამ ხელცარიელი დაგვტოვეს ახალ წელს. რა თქმა უნდა, ძალიან დაგვწყდა გული, ბავშვებსაც და მეც. ნამდვილად გაგვიცრუვდა იმედები. 

„რძეზე დაგპატიჟებთ...“

- რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
ეკატერინე: ეს დახმარება, ყველაფერია ჩვენთვის, ჟანგბადივით გვჭირდებოდა ეს ყოველივე, ყურადღებიდან დაწყებული, საყოფაცხოვრებო ნივთებით დამთავრებული. ეს იყო ნახტომი, უკიდურესი გაჭირვებიდან, ასატან გაჭირვებამდე. როდესაც შვილები სიხარულისგან ხითხითებენ და ბავშვური სილაღით ივსებიან, რა უნდა უხაროდეს დედას ამაზე მეტად. არ ვიცი, ამ კითხვაზე როგორი პასუხი გაგცეთ, რომ შეესაბამებოდეს იმ გრძნობებს, რაც თქვენ ჩვენს სახლში შემოიტანეთ.

- ბავშვებო, თქვენ რა მოგეწონათ საჩუქრებიდან ყველაზე მეტად ?
ანანო (8 წლის): მე, ყველაზე ძალიან მაცივარი მომეწონა. იმიტომ, რომ ვიცი, იქ საჭმელი კარგად შეინახება. როდესაც სახლში მოვდივარ, პირველი მაცივართან მივდივარ ხოლმე და ვაღებ, როგორც ფილმებშია. მაგრამ ფილმებში, ბევრი საჭმელია, ჩვენ მაცივარში კი - ცოტა. ხანდახან, ძალიან მინდა, სუპერგმირივით ნიჭი რომ მქონდეს, დავკეტო და გავაღო მაცივარი, შიგნით კი, ბევრი საჭმელები და ტკბილეული გავაჩინო. მერე, ყველას ვაჭამო, ვისაც მუცელში ხმაური აქვს ჩვენსავით.
- მარიამ, შენ რას იტყვი? შენ რა მოგეწონა ?
მარიამი (9 წლის): მე ყველაფერი მომეწონა, ყველაზე ძალიან ის მიხარია, რომ დედაჩემი და ჩემი დაიკო გახარებულები არიან. თუ შემდეგში საშუალება იქნება, მე და ჩემს დას, ყველაზე ძალიან საბავშვო სამზარეულო გაგვიხარდებოდა. გავერთობოდით, დავპატიჟებდით მეგობრებს და ერთად ვითამაშებდით. მაგრამ, არა უშავს, მესმის, რომ ყველაფერი, ყოველთვის ისე არ გამოდის, როგორც გვინდა.

- მარიამ, შენ გული არ გაიტეხო. ჩვენს ფონდში, სურვილები სრულდება, რადგან ამ ყველაფერს, ბევრი კეთილი ადამიანი კითხულობს და შეიძლება, ეს სურვილიც აგისრულოს რომელიმე მათგანმა. ეკატერინე, კიდევ ხომ არ გაქვთ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენი ფონდის მეგობრებს შეუძლიათ დახმარება?
ეკატერინე: იცით... არ მინდა უმადურივით გამომივიდეს, ძალიან მერიდება კიდევ რამის თხოვნა, ისედაც იმდენი რამ გააკეთეთ ჩვენთვის.
- ნუ მოგერიდებათ, რადგან ჩვენი ფონდი, სწორედ ამისთვის არსებობს, რომ პრობლემები მინიმუმამდე შევამციროთ. ამიტომ, გვითხარით რიდის გარეშე.
ეკატერინე: ჩემი უმთავრესი თხოვნა, რა თქმა უნდა, ბავშვების მკურნალობა იქნება. მარტო ვერ გავწვდები გოგონების მკურნალობის ხარჯებს. მარიამს სახსრების პრობლემა აქვს და თავის ასაკთან შედარებით, სათანადოდ ვერ ვითარდება. ხოლო ანანოს, სჭირდება ორთოპედი და სპეციფიური მასაჟები. ხერხემალზე და ფეხებზე აქვს პრობლემა. სტომატოლოგთანაც კი ვერ მიმყავს ბავშვები, რომ კბილებზე შევახედო. ხომ იცით, საქართველოში, სამედიცინო მომსახურება ყველგან ძალიან ძვირია. ეს, რაც შეეხება მათი ჯანმრთელობის პრობლემებს.
გარდა ამისა, გვაქვს მატერიალური პრობლემები. არ გვაქვს ტელევიზორი, ბავშვებს არ აქვთ ნორმალური საწოლი, და გვაქვს ძველისძველი, გაფუჭებული კომპიუტერი, რომელიც აღარ კეთდება. ბავშვებს კი, ძალიან სჭირდებათ სამეცადინოდ. ეს არის იმ პრობლემების სია, რაც მოსაგვარებელი დაგვრჩა, თუ გამოჩნდება ვინმე კეთილი ადამიანი, და დახმარების ხელს კიდევ ერთხელ გამოგვიწვდის, გაგვიხარდება. თუ არა - იმ სიკეთისთვისაც დაგლოცოთ ღმერთმა, რაც ჩემი ოჯახისთვის უკვე გააკეთეთ.

***
ძვირფასო მკითხველო, ამ მომენტისთვის, რეალობა ასეთია: გახარებული გულები და ელემენტარული პირობებით უზრუნველყოფილი პატარა ოჯახი. მათ სახლში, დარჩა მოუგვარებელი პრობლემებიც, რომლებსაც, იმედია, ეტაპობრივად მოვაგვარებთ ერთიანი ძალებით. მჯერა, რომ ამ საყვარელ, პატარა ოჯახს, მისცემთ იმდენს, რამდენიც დაეხმარებათ წინსვლაში, რათა გადაიტანონ უმამობა. არ ვაგრძნობინოთ ის დანაკლისი, რომელსაც ახლა გრძნობენ. თქვენი გვერდში დგომა და ნებისმიერი სახის დახმარება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით გადაიტანეთ ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ ყველა თქვენი პრობლემა იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით, ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: დეკანოიძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/809-dekanoidze/
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!
თარიღი | დასახელება | თანხა (GEL) | სტატუსი |
---|---|---|---|
2022 ივლ 19 | პროდუქტები | 170 | transferred |
2022 მაი 18 | პროდუქტები | 92.37 | transferred |
2022 მარ 7 | მედიკამენტები | 174.77 | transferred |
2022 თებ 28 | ფონდის ზედნადები ხარჯები | 585 | paid |
2022 თებ 17 | საყოფაცხოვრებო ტექნიკა | 2,125 | transferred |
სულ ხარჯი: 3,147.14 ₾
დარჩა 0.44 ₾
შემოწირულობის თარიღი | ქველმოქმედი | თანხა (GEL) | გადახდის სახეობა |
---|---|---|---|
14.07.2022 00:00:00 | კვარაცხელია ლერი | 1 | Transfer to account |
15.06.2022 00:00:00 | მარინა ნებიერიძე | 50 | Transfer to account |
12.06.2022 00:00:00 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Transfer to account |
12.06.2022 00:00:00 | მალხაზ ვარდოსანიძე | 10 | Transfer to account |
12.06.2022 00:00:00 | მალხაზ ვარდოსანიძე | 10 | Transfer to account |
12.06.2022 00:00:00 | ლევან კობაიძე | 3 | Transfer to account |
11.06.2022 00:00:00 | ანა წილოსანი | 10 | Transfer to account |
11.06.2022 00:00:00 | ლევან კობაიძე | 3 | Transfer to account |
11.06.2022 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
10.06.2022 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
10.06.2022 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
10.06.2022 00:00:00 | ანა წილოსანი | 10 | Transfer to account |
09.06.2022 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
08.06.2022 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
08.06.2022 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
08.06.2022 00:00:00 | გიორგი ღვალაძე | 10 | Transfer to account |
31.05.2022 00:00:00 | ხატია ხვედელიძე | 3 | Transfer to account |
28.05.2022 00:00:00 | თეკლე ჭანტურია | 10 | Transfer to account |
27.04.2022 00:00:00 | თეიმურაზ ბარბლიშვილი | 20 | Transfer to account |
26.04.2022 00:00:00 | ნატო ქარელიძე | 5 | Transfer to account |
24.04.2022 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 1 | Transfer to account |
20.04.2022 00:00:00 | გიორგი ქურდაძე | 10 | Transfer to account |
10.02.2022 00:00:00 | ყალანდრიშვილი დავითი | 100 | Transfer to account |
23.01.2022 21:40:00 | მარადიშვილი თამილა | 2 | Transfer to account |
22.01.2022 00:00:00 | შალიკაშვილი ფიქრია | 20 | Transfer to account |
19.01.2022 00:00:00 | გიორგი თურმანიძე | 10 | Transfer to account |
15.01.2022 00:00:00 | კაპანაძე ლევან | 4 | Transfer to account |
12.01.2022 00:00:00 | კიკილაშვილი ნიკოლოზ | 4 | Transfer to account |
12.01.2022 00:00:00 | ქეთევან ბერიშვილი | 100 | Transfer to account |
09.01.2022 00:00:00 | შამუგია ოთარ | 50 | Transfer to account |
09.01.2022 00:00:00 | რამიშვილი ხათუნა | 20 | Transfer to account |
09.01.2022 00:00:00 | თეონა პაპიძე | 5 | Transfer to account |
08.01.2022 00:00:00 | მარიამი მღებრიშვილი | 2 | Transfer to account |
07.01.2022 00:00:00 | ქაჩლიშვილი თამარი | 20 | Transfer to account |
07.01.2022 00:00:00 | ეკატერინე მაძღარაშვილი | 4 | Transfer to account |
06.01.2022 00:00:00 | ცერცვაძე ეკატერინე | 15 | Transfer to account |
06.01.2022 00:00:00 | მანუკიანი ერნესტ | 25 | Transfer to account |
06.01.2022 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 2 | Transfer to account |
06.01.2022 00:00:00 | ლაშა ენუქიძე | 20 | Transfer to account |
06.01.2022 00:00:00 | გიორგი ჯოხაძე | 5 | Transfer to account |
06.01.2022 00:00:00 | ქეთევან ხარებავა | 10 | Transfer to account |
06.01.2022 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 5 | Transfer to account |
06.01.2022 00:00:00 | გიორგი ღამბაშიძე | 30 | Transfer to account |
06.01.2022 00:00:00 | ლევან მუმლაძე | 20 | Transfer to account |
05.01.2022 00:00:00 | თეა ფხალაძე | 8 | Transfer to account |
05.01.2022 00:00:00 | რომა სუმბაძე | 5 | Transfer to account |
05.01.2022 00:00:00 | თამარ გაფრინდაშვილი | 5 | Transfer to account |
05.01.2022 00:00:00 | მარიამ ქვლივიძე | 5 | Transfer to account |
05.01.2022 00:00:00 | ნინო გოგიჩაიშვილი | 20 | Transfer to account |
04.01.2022 00:00:00 | ნანუკა ყულიშვილი | 5 | Transfer to account |
04.01.2022 00:00:00 | ლუკა ცაგარეიშვილი | 3 | Transfer to account |
04.01.2022 00:00:00 | ნანი შავშიშვილი | 20 | Transfer to account |
03.01.2022 00:00:00 | მაისურაძე გიორგი | 20 | Transfer to account |
03.01.2022 00:00:00 | ჯიჯიაშვილი დიმიტრი | 2 | Transfer to account |
03.01.2022 00:00:00 | ნინო კვარაცხელია | 30 | Transfer to account |
02.01.2022 00:00:00 | გიორგი ნატრაძე | 20 | Transfer to account |
02.01.2022 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 5 | Transfer to account |
31.12.2021 00:00:00 | ბერაია გიორგი | 10 | Transfer to account |
31.12.2021 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Transfer to account |
31.12.2021 00:00:00 | გავაშელიშვილი ზურაბ | 5 | Transfer to account |
31.12.2021 00:00:00 | გიორგი ჩიტაძე | 10 | Transfer to account |
30.12.2021 00:00:00 | ჯალაღონია თალიკო | 2 | Transfer to account |
30.12.2021 00:00:00 | ლალიაშვილი მაკა | 10 | Transfer to account |
30.12.2021 00:00:00 | ბერიძე თინათინ | 10 | Transfer to account |
30.12.2021 00:00:00 | გაგანაშვილი მაკა | 1 | Transfer to account |
30.12.2021 00:00:00 | ქეთევან კვაჭანტირაძე | 20 | Transfer to account |
30.12.2021 00:00:00 | შპს 'ნიკა' | 1,000 | Transfer to account |
30.12.2021 00:00:00 | ნინო ნიშნიანიძე | 5 | Transfer to account |
30.12.2021 00:00:00 | ანდრო თავართქილაძე | 2 | Transfer to account |
30.12.2021 00:00:00 | აკაკი გრიგოლია | 30 | Transfer to account |
29.12.2021 00:00:00 | გიორგი შალამბერიძე | 5 | Transfer to account |
29.12.2021 00:00:00 | ირაკლი კარელიძე | 20 | Transfer to account |
29.12.2021 00:00:00 | გიორგი ღამბაშიძე | 20 | Transfer to account |
29.12.2021 00:00:00 | ანა წილოსანი | 10 | Transfer to account |
29.12.2021 00:00:00 | საბა ჭეღელიძე | 2 | Transfer to account |
29.12.2021 00:00:00 | ნიკა გაბაძე | 2 | Transfer to account |
29.12.2021 00:00:00 | ირაკლი ლეჟავა | 20 | Transfer to account |
29.12.2021 00:00:00 | გიორგი მაისაშვილი | 50 | Transfer to account |
28.12.2021 00:00:00 | ლორთქიფანიძე ლუკა | 2.58 | Transfer to account |
28.12.2021 00:00:00 | ლიკა ბანძელაძე | 5 | Transfer to account |
28.12.2021 00:00:00 | ნინო ავალიანი | 15 | Transfer to account |
28.12.2021 00:00:00 | ნინო ზაბახიძე | 7 | Transfer to account |
27.12.2021 00:00:00 | ლალიაშვილი მაკა | 10 | Transfer to account |
27.12.2021 00:00:00 | აბრამიშვილი ნიკა | 2 | Transfer to account |
27.12.2021 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Transfer to account |
27.12.2021 00:00:00 | ადრიანა იაგუბოვა | 1 | Transfer to account |
26.12.2021 00:00:00 | წულუკიძე სალომე | 20 | Transfer to account |
26.12.2021 00:00:00 | ლომსიანიძე ლევან | 10 | Transfer to account |
26.12.2021 00:00:00 | ოგანესიანი ერნესტ | 5 | Transfer to account |
26.12.2021 00:00:00 | სახვაძე ზურაბ | 1 | Transfer to account |
26.12.2021 00:00:00 | ნათია ჯახია | 10 | Transfer to account |
26.12.2021 00:00:00 | მაია ქველიძე | 1 | Transfer to account |
26.12.2021 00:00:00 | გულიკო ხეჩუმაშვილი | 20 | Transfer to account |
26.12.2021 00:00:00 | ლევან ახობაძე | 5 | Transfer to account |
26.12.2021 00:00:00 | ირაკლი ლეჟავა | 20 | Transfer to account |
25.12.2021 00:00:00 | ლიონიძე მიხეილ | 50 | Transfer to account |
25.12.2021 00:00:00 | ლალიაშვილი მაკა | 10 | Transfer to account |
25.12.2021 00:00:00 | თეიმურაზ გოგიშვილი | 50 | Transfer to account |
25.12.2021 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
25.12.2021 00:00:00 | ანა ჯაფარიძე | 5 | Transfer to account |
24.12.2021 00:00:00 | გორდაძე თეონა | 20 | Transfer to account |
24.12.2021 00:00:00 | პეტრიაშვილი ლაშა | 5 | Transfer to account |
24.12.2021 00:00:00 | ყრუაშვილი ლუკა | 5 | Transfer to account |
24.12.2021 00:00:00 | ღვინაშვილი ბაია | 5 | Transfer to account |
24.12.2021 00:00:00 | თამარ ტაბატაძე | 10 | Transfer to account |
24.12.2021 00:00:00 | ირაკლი გაბაიძე | 10 | Transfer to account |
24.12.2021 00:00:00 | უჩა ფუხაშვილი | 1 | Transfer to account |
24.12.2021 00:00:00 | ლევან კომახიძე | 5 | Transfer to account |
23.12.2021 19:31:20 | ანონიმი | 20 | VISA, MasterCard (Geopay) |
23.12.2021 00:00:00 | თამილა კოპერინა | 5 | Transfer to account |
22.12.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
22.12.2021 00:00:00 | მარიამი ვარდოსანიძე | 1 | Transfer to account |
21.12.2021 00:00:00 | ჟანა ერიქაშვილი | 20 | Transfer to account |
19.12.2021 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
18.12.2021 00:00:00 | დუმბაძე გია | 5 | Transfer to account |
18.12.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
18.12.2021 00:00:00 | ნადირაშვილი სოსო | 1 | Transfer to account |
18.12.2021 00:00:00 | ნინო მანჯგალაძე | 50 | Transfer to account |
17.12.2021 00:00:00 | ორბელაძე ლევან | 10 | Transfer to account |
17.12.2021 00:00:00 | მეტონიძე დავით | 5 | Transfer to account |
17.12.2021 00:00:00 | ნესტანი ჯუმუშაძე | 5 | Transfer to account |
17.12.2021 00:00:00 | ზურაბ შაიშმელაშვილი | 1 | Transfer to account |
17.12.2021 00:00:00 | ლია გლუნჩაძე | 10 | Transfer to account |
17.12.2021 00:00:00 | მანანა ბოჭორიშვილი | 30 | Transfer to account |
16.12.2021 00:00:00 | მაყიშვილი ეკა | 10 | Transfer to account |
16.12.2021 00:00:00 | ილაშვილი მარიამ | 10 | Transfer to account |
16.12.2021 00:00:00 | კობაიძე ქეთევან | 20 | Transfer to account |
16.12.2021 00:00:00 | თორნიკე ჭელიძე | 10 | Transfer to account |
16.12.2021 00:00:00 | ანა ხანდამიშვილი | 4 | Transfer to account |
16.12.2021 00:00:00 | გოჩა ამირანაშვილი | 5 | Transfer to account |
16.12.2021 00:00:00 | თამარ ბუხრაძე | 30 | Transfer to account |
16.12.2021 00:00:00 | ლევან კომახიძე | 5 | Transfer to account |
16.12.2021 00:00:00 | მანანა ბეჟიტაშვილი | 35 | Transfer to account |
16.12.2021 00:00:00 | არჩილ ივანიშვილი | 30 | Transfer to account |
16.12.2021 00:00:00 | მარიამ უგრეხელიძე | 4 | Transfer to account |
15.12.2021 16:09:18 | ანონიმი | 200 | VISA, MasterCard (Geopay) |
15.12.2021 00:00:00 | ზუხბაია ალექსი | 50 | Transfer to account |
15.12.2021 00:00:00 | ჯიჯელავა გიგა | 1 | Transfer to account |
15.12.2021 00:00:00 | ნოზაძე გიორგი | 1 | Transfer to account |
15.12.2021 00:00:00 | სოფიკო ჯანჯულია | 10 | Transfer to account |
15.12.2021 00:00:00 | გიორგი ამირაჯები | 5 | Transfer to account |
15.12.2021 00:00:00 | ლევან გაჩეჩილაძე | 11 | Transfer to account |
15.12.2021 00:00:00 | ლაშა მაისურაძე | 5 | Transfer to account |
15.12.2021 00:00:00 | თამარი კანდელაკი | 3 | Transfer to account |
15.12.2021 00:00:00 | ნატალია ხუბაშვილი | 5 | Transfer to account |
სულ დარიცხვები (ბანკისა და საგადასახადო სისტემების კომისიის გამოკლებით): 3,147.58 ₾
დარჩა 0.44 ₾
მსგავსი პროექტები:
|