ახალი ქურთუკი სიცოცხლის ფასად! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ახალი ქურთუკი სიცოცხლის ფასად!

page info icon
2021 დეკემბერი 20
page info icon
502
უკანასკნელი, რაც კარგი ცხოვრებიდან ახსენდება ისაა, თუ როგორი ბედნიერი გამოდიოდა სახლიდან 10 ნოემბერს. აი, ასეთი იყო ინგა ავადმყოფობამდე, 2017 წელს... იმ შესანიშნავ და მისთვის ყველაზე ბედნიერ დღეს ქალი სიხარულისგან დაფრინავდა, რადგან ქურთუკისთვის ულამაზესი მასალა იყიდა; ოცნებობდა, მისით თავს როგორ მოიწონებდა და როგორ მოუხდებოდა! და მორჩა... მერე, მრავალი დღის განმავლობაში, წყვდიადი ჩამოწვა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,505 ₾
( 105 დონორი )
დასრულებულია
ახალი ქურთუკი სიცოცხლის ფასად!

“ყოველთვის ასეთი სნეული და პარალიზებული კი არ ვიყავი... თავს გაუფრთხილდით!“
კეთილო ადამიანო, ახლავე გააზიარე პოსტი და ღვთისნიერი საქმის კეთებაში შენს მეგობრებსაც დაეხმარე!
უკანასკნელი, რაც კარგი ცხოვრებიდან ახსენდება ისაა, თუ როგორი ბედნიერი გამოდიოდა სახლიდან 10 ნოემბერს. აი, ასეთი იყო ინგა ავადმყოფობამდე, 2017 წელს... იმ შესანიშნავ და მისთვის ყველაზე ბედნიერ დღეს ქალი სიხარულისგან დაფრინავდა, რადგან ქურთუკისთვის ულამაზესი მასალა იყიდა; ოცნებობდა, მისით თავს როგორ მოიწონებდა და როგორ მოუხდებოდა! და მორჩა... მერე, მრავალი დღის განმავლობაში, წყვდიადი ჩამოწვა.
ინგა გონს ერთი თვის შემდეგ მოვიდა და მიხვდა, რომ რაღაც მოხდა, მაგრამ ვერ მიხვდა, რა: „სად ვარ? აქ რატომ ვარ? ცოცხალი ვარ? ჯანმრთელი ვარ?“ გარშემო თეთრი კედლები, მთელი სხეულიდან სადენებია ამოშვერილი, რაღაც წრიპინებს და გულისცემას ითვლის. სანამ ინგა ცდილობდა გაეგო, რა სჭირდა, პალატაში ექიმები შემოცვივდნენ სიტყვებით: „ღმერთო, გაიღვიძა, გონს მოვიდა! ახლავე აცნობეთ დედამისს! ქალმა იმდენი ცრემლი ღვარა...“
ინგა მაშინვე ვერ მიხვდა, რა სჭირდა, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო - მას თითის განძრევაც კი აღარ შეეძლო. სიტყვასაც კი ვეღარ ამბობდა. თითქოს ცოცხალი იყო, თითქოს - არა. რა მოხდა? რა დაემართა?
„ეს კოშმარი ორი წელი გაგრძელდა. ხან რაღაც რკინებს მიხრახნიდნენ, ხან მხსნიდნენ...“
ინგა: მხოლოდ ჩემი ემოციები მახსოვს, როგორ მიხაროდა, როცა სახლიდან გამოვედი და მკერავისკენ გავეშურე. უკვე ციოდა და მოუთმენლად ველოდი, როგორ გამათბობდა ჩემი ახალი ქურთუკი. გაჩერებაზე ვიდექი, როცა დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა დამეჯახა. უფრო სწორად, არც მანქანა მახსოვს, უბრალოდ მოგვიანებით მითხრეს, რა მოხდა. თვეზე მეტი ვიყავი კომაში. ექიმებს ეგონათ, რომ ვერ გადავრჩებოდი და დედა უარესისთვის შეამზადეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ძლიერი აღმოვჩნდი!
– რა სახის დაზიანებები გქონდათ?
ინგა: ტვინის შერყევა, ხელ-ფეხის ძვლების მოტეხილობები, დაზიანებული ხერხემალი, მყესები. ერთი სიტყვით, ფარშად გადავიქეცი.
– რეაბილიტაცია როგორ მოახერხეთ?
ინგა: ნამდვილი ჯოჯოხეთი გამოვიარე. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა შეიძლება იყოს ტკივილზე და სასოწარკვეთაზე უარესი? ასეთ მდგომარეობაში ორი წელი ვიყავი. ზუსტად ორი წელი. მახსენდება და უნებურად ცრემლები მომდის.
– თუ რთული არ არის, შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით მოგვიყვეთ?
ინგა: ორი წელი ვიწექი, ვერ ვმოძრაობდი, ჩემი სხეულიდან კი რკინის ნაჭრები იყო ამოშვერილი. ხან მიხრახნიდნენ, ხან მხსნიდნენ. ტელევიზორის ყურებაც კი არ შემეძლო. ზურგზე ვიწექი და ჭერს ვუყურებდი. ღმერთმა უწყის, რამდენჯერ წარმოვიდგინე ჩემი სიკვდილი. მართლა ვეღარ ვუძლებდი. ყველაზე უარესი სწორედ ესაა - როცა წევხარ და ვეღარაფერს აკეთებ... თავში ისეთი საშინელი აზრები მომდიოდა... დამიჯერეთ, მაგ დროს კარგზე ფიქრი უბრალოდ არ გამოგდის.
– როგორ გამოძვერით? 
ინგა: უფალმა ინება ასე. კარგი ექიმების ხელში აღმოვჩნდი. მათ ჩემ გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს. 13 ოპერაცია გამიკეთეს! ხან ძვლებს მიღებდნენ სხეულიდან, ხან მყესებს, ხან რაღაც რკინებს მიხრახნიდნენ, ხან მხსნიდნენ... მაგრამ ნამდვილი სასწაული მოახდინეს! უფრო სწორად, ვფიქრობ, რომ ღმერთმა სასწაული ჩემი ქირურგების და მკურნალი ექიმების ხელით მოახდინა.
– აშკარაა, რომ მორწმუნე ხართ...
ინგა: როგორ არ უნდა ვიყო?! სხვანაირად როგორ შეიძლება?! ის, რომ ახლა თქვენთან ვსაუბრობ, ესეც მხოლოდ უფლის ნებაა და არ გეგონოთ, რომ ასეთი უბედური შემთხვევის შემდეგ გავხდი. არა! ჩემი და მთელი ჩემი ოჯახის ცხოვრება ყოველთვის უფლის ხელში იყო. ჩვენ აფხაზეთიდან დევნილები ვართ. იქიდან 28 წლის წინ გამოვიქეცით; სასწაულებრივად გადავრჩით. თბილისში ნაქირავები ბინიდან ბინაში დავხეტიალობდით; ბოლო თავშესაფარი კინაღამ თავზე ჩამოგვენგრა, - ისევ გადავრჩით... მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! სტუდენტი რომ ვიყავი, ძლიერი თავის ტკივილი დამეწყო. ექიმებმა მიზეზი ვერაფრით დაადგინეს. სწავლის მიტოვება და მკურნალობის დაწყება მომიწია.
– მშვიდი ცხოვრების შესახებ არაფერი გსმენიათ, არა?
ინგა: რა ვიცი, ასე გამოვიდა... 
– ექიმებმა თავის ტკივილის მიზეზი დაადგინეს?
ინგა: დიახ... და მაშინაც უფალმა გამგზავნა საუკეთესო ექიმთან. ჰიპოფიზის ადენომა აღმომაჩნდა. დიდი ზომის სიმსივნე იყო, მაგრამ ოპერაციის გაკეთება მაინც გარისკეს და გადავრჩი. ახლა აღდგენითი ოპერაციები მჭირდება. დარწმუნებული ვარ, რომ სიარულს ისევ შევძლებ და ექიმებიც იმედს იძლევიან, მაგრამ როცა ჩემმა ექიმმა მითხრა, რომ საქართველოში სხვა ვერაფრით დამეხმარებოდნენ და მკურნალობა თურქეთში უნდა გამეგრძელებინა, ტირილი დავიწყე. ეს ხომ კოლოსალური თანხა ჯდება - 15 ათასი დოლარი! ჯერ აქ ძლივს ვახერხებთ მკურნალობას და ახლა - თურქეთიო... დაფინანსებაზე შევიტანეთ განაცხადი. ჯანდაცვის სამინისტრომ 30,000 ლარით დამაფინანსა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს თანხა საკმარისი არ არის.
– რას მოგცემთ ეს ოპერაცია? ექიმები რას გპირდებიან?
    ინგა: რაც მაკლია, იმ თანხის შეგროვება თუ შევძელი, - ეს კი 17 ათასი ლარია (!!!), - მკლავის აღდგენითი ოპერაცია უნდა გამიკეთონ, მენჯიდან ძვალი მკლავში უნდა გადამინერგონ და ნერვის აღსადგენადაც ცალკე ოპერაცია უნდა გაკეთდეს. ამბობენ, რომ ამის შემდეგ ხელის ამოძრავებას შევძლებ. ახლა მგრძნობელობა მხოლოდ თითებში მაქვს. ფეხის პროთეზირებაც მჭირდება. ახლა ბინაში გადაადგილება ძალიან მიჭირს, საპირფარეშომდე და უკან ძლივს მოვდივარ. ოპერაციის შემდეგ კი ექიმები მპირდებიან, რომ სირბილსაც კი შევძლებ... მაგრამ ეგ უკვე მერე...
– ჩერნოვეცკის ფონდს რა მოლოდინით და რის იმედით მომართეთ?
ინგა: რომ ვთქვა, რომ თქვენს ფონდში თავად უფალმა გამომგზავნა, შეიძლება არც კი დამიჯეროთ, მაგრამ ასეა. ჯანდაცვის სამინისტროდან ფული რომ მივიღე, სიმართლე გითხრათ, არ ველოდი; მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საკმარისი არაა. დედამ მითხრა, ნუ გეშინია, ღმერთი მოგცემსო და სწორედ მაგ დროს ვნახე პოსტი იმის შესახებ, თუ როგორ ეხმარება თქვენი ფონდი ხალხს. განა ეს ზეციური ნიშანი არ იყო? განა ამაში ღვთის ხელი არ ურევია? ჰოდა, მოგწერეთ, ახლა კი თქვენ გესაუბრებით. ზოგჯერ ადამიანს გგონია, რომ ყველა ეს ისტორია ან ლამაზი სურათი დადგმულია, მაგრამ როცა უცხო ადამიანების ყურადღებას მართლა გრძნობ, ეს ძალას გმატებს. ვიცი, რომ ჩემი ამბით შეიძლება ბევრი არ დაინტერესდეს, რადგან ბევრი პოსტი წამიკითხავს უზარმაზარ ტრაგედიებზე, მაგრამ ყველანი ადამიანები ვართ და ღმერთმა მოგვცა უფლება, რომ სიცოცხლისთვის ვიბრძოლოთ, სევდას არ მივეცეთ და რწმენა გავაგრძელოთ.
– ინგა, თქვენთან საუბარი ძალიან სასიამოვნოა. იმედი მაქვს, თქვენი სიტყვები თავის ადრესატებს იპოვის და შეძლებს, რომ უფლისადმი გული ასობით ადამიანს გაუხსნას! დიდი მადლობა. ხომ არ გინდათ, ჩვენს მკითხველებს რომ მიმართოთ?
ინგა: მე მათ ვეტყოდი, რომ ჩვენი სიცოცხლე ჩვენს ხელთაა. შეიძლება ყველაფერი წამში განადგურდეს. შეიძლება ყველაფერი დავკარგოთ, სიცოცხლეც კი... და არავის ეგონოს, რომ ეს მას არასოდეს დაემართება. ეს ნებისმიერს შეიძლება შეემთხვეს. უნდა გვჯეროდეს, რომ სწორედ უფალი მოგვცემს ძალას, რომ ამ ყველაფერს გავუძლოთ, სიკვდილი დავძლიოთ და იმ ხალხის დახმარების იმედი გვქონდეს, რომელსაც ის გამოგვიგზავნის. სულ ესაა!
"მხოლოდ უფალს შეუძლია სიკვდილთან ბრძოლის და ცხოვრების გაგრძელების ძალა მოგვცეს."
***
ძვირფასო მეგობრებო, იმის თქმა, რომ ინგას უჭირს, არაფრის თქმის ტოლფასია. მისი მხნეობისა და ოპტიმიზმის მიღმა ისეთი გულისტკივილი იმალება, რომლის სიტყვებით გადმოცემაც უბრალოდ შეუძლებელია. ჩვენ შეგვიძლია მარტივად დავეხმაროთ მას, უფრო მეტად კი საკუთარ თავებს. მცირე დახმარებამაც კი შეიძლება სასწაული მოახდინოს და ადამიანი ფეხზე დააყენოს. ჩვენ შევეცდებით, ინგა, ყველანი შევეცდებით და ამას აუცილებლად გავაკეთებთ!
მეგობრებო, ინგა გოგოხიას სხვა არავინ ჰყავს, ვისაც დახმარებისთვის მიმართავდა. მისი უკანასკნელი იმედი ჩვენ ვართ. მკურნალობა, რეაბილიტაცია და ძვირადღირებული წამლები მისთვის ერთადერთი შანსია იმისა, რომ სრულფასოვანი ადამიანი გახდეს. 
მისი მონახულება და შეძლებისდაგვარად დახმარება შეგიძლიათ მისამართზე: თბილისი, დიდი დიღომი, ავთანდილის ქ. №6
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და იხარეთ იმით, რომ ღმერთი ვიღაცის ლოცვებს თქვენი საშუალებით პასუხობს!
მოდი გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ ინგას, რომ სასწაულები ხდება. მას ხომ უფლის სწამს! 
დარწმუნებულები ვართ, რომ ერთად ჩვენ მათი ცხოვრების შეცვლას შევძლებთ!
აუცილებლად გააზიარეთ ჩვენი პოსტი, რომ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ შეიტყონ თქვენმა მეგობრებმაც! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge       
ჩვენი ფონდის ანგარიშია: 
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ინგა გოგოხია).
თანხის გადმორიცხვა შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობითაც. 
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება-მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად ჩვენ უკვე მრავალ გაჭირვებულს დავეხმარეთ. მოდი ამ ოჯახსაც გავუმართოთ ხელი! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: www.instagram.com/chernovetskyi.fund და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
მხოლოდ ერთ ზარს სპეციალურ ტელეფონის ნომერზე: 0901 200 270 შეუძლია ვიღაცის სიცოცხლე გადაარჩინოს! დალოცვილები ყოფილიყავით! 

მსგავსი პროექტები: