ბიჭუნა გულში იკრავდა და ეფერებოდა კანფეტს 5 დღის განმავლობაში და უარს ამბობდა მის შეჭმაზე... - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ბიჭუნა გულში იკრავდა და ეფერებოდა კანფეტს 5 დღის განმავლობაში და უარს ამბობდა მის შეჭმაზე...

page info icon
2022 იანვარი 5
page info icon
1625
ორი წლის რამაზისთვის, კანფეტი - ყველაზე დიდი საოცრებაა მსოფლიოში! როგორც დედიკო, როგორც და! დედიკოს იშვიათად აქვს ერთი კანფეტის ყიდვის საშუალება და ეს ბიჭუნასთვის, ნამდვილი დღესასწაულია. ისე უფრთხილდება, როგორც ყველაზე ძვირფას საჩუქარს, კოცნის კიდევაც. თუ არ იცით, ვისზე ვსაუბრობთ, გაიღიმებთ და იტყვით: „ვაიმე, რა სასაცილო ბავშვია“. ნეტავ როგორი იქნება თქვენი რეაქცია, თუ გეტყვით იმას, რომ ამ ბიჭუნას, მთელი თავისი ბავშვობის მანძილზე, მხოლოდ რამდენიმეჯერ აქვს ნაჭამი ტკბილეული? თუ გეტყვით, რომ ხანდახან, მისი ერთადერთი საჭმელი ჩაია? თუ გეტყვით, რომ ძალიან შურს დაიკოსი, რომელსაც დედა რძეს აჭმევს? ისევ იტყვით, რომ საყვარელია, თუ შეგეშინდებათ?
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,176 ₾
( 329 დონორი )
დასრულებულია

ბიჭუნა გულში იკრავდა და ეფერებოდა კანფეტს 5 დღის განმავლობაში და უარს ამბობდა მის შეჭმაზე...

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც გააკეთონ ღვთისნიერი საქმე!

„5 დღეა, კანფეტი სულ ხელში უჭირავს, ძილშიც და საბავშვო ბაღშიც...“

  ორი წლის რამაზისთვის, კანფეტი - ყველაზე დიდი საოცრებაა მსოფლიოში! როგორც დედიკო, როგორც და! დედიკოს იშვიათად აქვს ერთი კანფეტის ყიდვის საშუალება და ეს ბიჭუნასთვის, ნამდვილი დღესასწაულია. ისე უფრთხილდება, როგორც ყველაზე ძვირფას საჩუქარს, კოცნის კიდევაც.

  თუ არ იცით, ვისზე ვსაუბრობთ, გაიღიმებთ და იტყვით: „ვაიმე, რა სასაცილო ბავშვია“. ნეტავ როგორი იქნება  თქვენი რეაქცია, თუ გეტყვით იმას, რომ ამ ბიჭუნას, მთელი თავისი ბავშვობის მანძილზე, მხოლოდ რამდენიმეჯერ აქვს ნაჭამი ტკბილეული? თუ გეტყვით, რომ ხანდახან, მისი ერთადერთი საჭმელი ჩაია? თუ გეტყვით, რომ ძალიან შურს დაიკოსი, რომელსაც დედა რძეს აჭმევს? ისევ იტყვით, რომ საყვარელია, თუ შეგეშინდებათ?

„ჩემს შვილებს, პურსაც კი ვერ ვაჭმევ“

  როდესაც ზეინაბი გათხოვდა, ეგონა რომ საშინელ გაჭირვებას, რომელშიც მთელი ბავშვობა გაატარა, ბოლო მოეღო. მყუდრო ბუდეს მოაწყობდა მეუღლესთან ერთად და სიყვარულით აღზრდიდა შვილებს. როდესაც მეუღლე პირველად დათვრა და ხელი ჰკრა, მოითმინა: „ალბათ მე თვითონ გავაღიზიანე, არ უნდა მეთქვა - არ დალიო!“ მაშინაც მოუნახა გამართლება, როდესაც მეორედ აწია ხელი. მაგრამ როდესაც ორსულს სცემა, გაექცა. მიხვდა, რომ არ იყო გაჩენილი ბედნიერებისთვის.

 „არავის არ მივცემ, ჩემი შვილების ცემის უფლებას... არც ჩემი. მხეცთან ერთად ცხოვრებას, შიმშილი ჯობია“

  ზეინაბი: ერთი ბედნიერი დღეც არ მახსოვს ჩემს ცხოვრებაში. ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი არ ვიცი. მართლა. არ ვიცი, რას გრძნობენ ბედნიერი ადამიანები. ვიღაცას ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა, მე - არა. არასდროს არაფერი მქონია.

- თქვენი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდზე გვიამბეთ.

ზეინაბი: ბავშვების გაჩენის შემდეგ ყველაზე მეტად გამიჭირდა. მარტო დავრჩი. ვერც მშობლები, ვერც ნათესავები ვერ მეხმარებიან. ბავშვების სოციალური დახმარება, თვეში 150 ლარია. როგორ ვიმყოფინო? ქირაში 90 ლარს ვიხდი. გათბობას ვერ ვრთავთ, ვიყინებით. ჭამაზე ლაპარაკიც ზედმეტია. რძეს ვაჭმევ პატარას. მაგრამ საიდან მექნება, როდესაც მე თვითონ ვშიმშილობ?

 „პატარა ლილეს, დედის რძე არ ყოფნის და საათობით ტირის... ხვდებით ალბათ, მშიერ ქალს, როგორი რძე უნდა ჰქონდეს?“

  - ვზივარ და ვფიქრობ, მეძუძურმა დედამ და ორმა ბავშვმა, მთელი თვე, 60 ლარით თავი როგორ უნდა გაიტანოს? მაგრამ ვერ ვხვდები...

  ზეინაბი: ახლახან, მეზობლებმა თანხა შეაგროვეს და პროდუქტი გვიყიდეს - კარტოფილი, ბურღულეული... მაგრამ საჭმლის მომზადების საშუალებაც კი არ მაქვს. საშინელებაა, როდესაც დენის გადასახადი შენი საკვების საფასურს აჭარბებს. საჭმლის კეთება, პატარა ელექტრო ქურაზე მიწევს.

 „ელექტრო ქურაზე საჭმლის მომზადება შეუძლებელია. დენი მეტი ღირს, ვიდრე ყველა პროდუქტი ერთად“

  - როგორ ფიქრობთ თვეში რა თანხა იქნებოდა საკმარისი, ადამიანურად რომ იცხოვროს თქვენმა ოჯახმა?

  ზეინაბი: როგორ? პროდუქტზე რომ გვეყოს?

  - პროდუქტზე, ტანსაცმელზე, სათამაშოებსა და კანფეტზე.

  ზეინაბი: ამ სიტყვებს ნუ ამბობთ! რამაზიმ რომ გაიგოს, ტირილს დაიწყებს. ახლახან, ისე მწარედ იტირა, მაღაზიაში სათამაშო მანქანა რომ დაინახა. სრულიად უცნობმა ქალბატონმა უყიდა და აჩუქა. თავისი სახელიც კი არ მითხრა. თუ ის წაიკითხავს ამ ინტერვიუს, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. მეტიც, ის ანგელოზივით მოგვევლინა! სრულიად უცხო ადამიანები, ანგელოზებივით ჩნდებიან ჩვენს ცხოვრებაში! ამის მერე, უფალი როგორ არ უნდა მწამდეს? თქვენც მან გამოგგზავნათ. ცოტა ხნის წინ,  ასევე უცნობმა ადამიანებმა, რამაზის ფეხსაცმელი აჩუქეს..

„რამაზი მოკლებულია ყველა ბავშვურ სიხარულს, თუ რამეს ჩუქნიან, გულში იკრავს და სულ ხელში უჭირავს“

 

  - ზეინაბ, გადარჩენის ხერხს რაში ხედავთ?

  ზეინაბი: არც კი ვიცი. მთავარია ბავშვებს არ მოშივდეთ და არ შესცივდეთ. მეშინია, არ გავიყინოთ. კეთილმა მეზობელმა გვითხრა, რომ ღამით შეგვიკედლებს, თუ ძალიან ეციება. მე ხომ თბილი საბნებიც კი არ მაქვს. თუ კი რამე გვაქვს თბილი, ყველაფერს დავიფარებთ და ჩიტებივით ბუდეში შევიყუჟებით ხოლმე .

  - ზეინაბ, არ მოგერიდოთ. ახლა რაც გჭირდებათ, ყველაფერი ჩამოგვითვალეთ. გამარტივეთ ჩვენს ქველმოქმედებს კეთილი საქმის კეთება!

  ზეინაბი: ხელოვნური კვება მჭირდება ლილესთვის. არ ყოფნის ჩემი რძე. არც ვიცი, ოთხი თვის ბავშვს, სხვა რა ვაჭამო. პროდუქტი მჭირდება რამაზისთვის. პამპერსი. გაზქურა და გაზის გამათბობელი. მაცივარი, სარეცხი მანქანა. ტელევიზორი ჩემი ოცნებაა, მაგრამ ამაზე ხმას აღარ ვიღებ! ვიმუშავებ, უსაქმოდ ერთ წამსაც არ დავჯდები. აი, წამოიზარდოს ლილე  და ბაღში ვატარებ, მე კი დამლაგებლად ვიმუშავებ, ან მტვირთავად, ქუჩებსაც დავგვი... ჩემი შვილებისთვის, არანაირი შრომა არ მეთაკილება.

იმდენი კანფეტი გექნება, პატარავ, ყოველდღე რომ  ჭამო! უკვე ვთხოვეთ თოვლის ბაბუას.

***

  მეგობრებო, დედა ზეინაბი და მისი პატარები, ამ სასტიკ სამყაროში, სრულიად მარტონი დარჩნენ. შიმშილობენ და იყინებიან. მათ ძალიან სჭირდებათ თქვენი თანადგომა, სანამ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა გაუჩნდებათ.

  სჭირდებათ ნებისმიერი სახის დახმარება: ბავშვის კვება, პამპერსი, პროდუქტი, სარეცხი მანქანა, მაცივარი, ტელევიზორი, თბილი საბნები.

  შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ დახმარება. მისამართი: ჭიათურა, ტყაბლაძის ქ. 2.

  ყოველჯერზე, როცავინმესდახმარება შეგიძლიათ, უბრალოდგააკეთეთეს, დაგიხაროდეთ, რომუფალითქვენიმეშვეობითპასუხობსვიღაცისლოცვას!

  გამოვიჩინოთგულისხმიერებადადავუმტკიცოთპატარარამაზისდალილეს, რომსასწაულებიხდებადამათიბავშვობაცშეიძლებაიყოს ისეთივე ლამაზი, როგორიც სხვებს აქვთ! მათჩვენისჯერათ. ჩვენსთანამემამულეებსიმედსნუგავუცრუებთ. დავანახოთრა კეთილიადამიანებიცხოვრობენსაქართველოში!

  გვჯერა, რომშეგვიძლიამათიცხოვრებისშეცვლა!

არდაგავიწყდეთამ პოსტისგაზიარება, რათათქვენმამეგობრებმაცშეიტყონ ამოჯახისგასაჭირისშესახებ! ესძალიანმნიშვნელოვანია!

  მეგობრებო, თქვენთანკიდევერთითხოვნაგვაქვს - თუკიშეიტყობთ, რომთქვენსნაცნობსანმეზობელსდახმარებასჭირდება, გთხოვთგამოიჩინოთგულისხმიერებადაამისშესახებმოგვწეროთელექტრონულმისამართზე: office-fsp@fsp.ge

ჩვენიფონდისანგარიშია:

#GE15TB7194336080100003

#GE42LB0115113036665000

#GE64BG0000000470458000

(დანიშნულება: სინატაშვილების ოჯახი)

თანხისგადმორიცხვაასევეშეგიძლიათჩვენივებ-გვერდისმეშვეობით

ასევე, თანხისგადმორიცხვაშესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთჩვენიფონდი (ფონდისდამატებითუფლება- მოვალეობებსშეგიძლიათგაეცნოთბმულზეhttps://goo.gl/GY2Gus).

ერთად, ჩვენუკვედავეხმარეთუამრავგაჭირვებულს. ამოჯახსაცგავუმართოთხელი! ვინიცის, იქნებსრულიადუცხოადამიანებისდახმარებაოდესმეთავადაცდაგვჭირდეს?! ცხოვრებახომსავსემოულოდნელობებით!

შესანიშნავისიახლეგვაქვს! ახლაშეგიძლიათჩვენიბენეფიციარებისისტორიებიწაიკითხოთინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/დატელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund

სპეციალურნომერზეგანხორციელებულმხოლოდერთზარს, ვიღაცისსიცოცხლისგადარჩენაშეუძლია: 0901 200 270!

დალოცვილებიყოფილიყავით!


მსგავსი პროექტები: