გვეგონა, რომ დედიკოს ეძინა, ვეფერებოდით, ის კი სულ უფრო ცივი ხდებოდა! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

გვეგონა, რომ დედიკოს ეძინა, ვეფერებოდით, ის კი სულ უფრო ცივი ხდებოდა!

page info icon
2022 იანვარი 17
ეს ბავშვები, ყოველ საღამოს, მუხლზე დაჩოქილები ლოცულობენ, არა ხატებთან, არამედ დედას სურათთან. უყვებიან მას, როგორ იქცეოდნენ, რა გაკეთეს... ხანდახან დახმარებასაც სთხოვენ. მათი დედიკო ორი წლის წინ, საშინელ სენს, კიბოს ემსხვერპლა!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,894 ₾
( 312 დონორი )
დასრულებულია
გვეგონა, რომ დედიკოს ეძინა, ვეფერებოდით, ის კი სულ უფრო ცივი ხდებოდა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც გააკეთონ ღვთისნიერი საქმე!
 „დღეს კარგად ვიქცეოდით, ბებო სულ არ გაგვიბრაზებია. გოჩა კი - მხოლოდ ერთხელ, სულ ეს არის“
ეს ბავშვები, ყოველ საღამოს, მუხლზე დაჩოქილები ლოცულობენ, არა ხატებთან, არამედ დედას სურათთან. უყვებიან მას, როგორ იქცეოდნენ, რა გაკეთეს... ხანდახან დახმარებასაც სთხოვენ. მათი დედიკო ორი წლის წინ, საშინელ სენს, კიბოს ემსხვერპლა!
 „დედიკო, ნიკა და ანდრია არ მეთამაშებიან... მიშველე, რა“
 „იცით როგორი იყო ჩვენი დედიკო? ყველაზე კარგი! წამო, განახო! ყოველდღე სანთელს ვუნთებ! ბებო ამბობს, რომ დედა ასე უფრო კარგად ხედავს, როგორ ვიქცევით. ერთხელ, როდესაც უკვე ძალიან ავად იყო და ტკივილისგან სულ ტიროდა, გვთხოვა ლეიბები ძირს დაგვეფინა. დავწექით და ყველას ერთად გვეძინა. სამივეს ერთად გვიკრავდა გულში და გვეფერებოდა. დილით კი საბანზე დაწვა და მთელ სახლში ვასრიალეთ. მაგარი იყო...
მერე, რომ დავიღლებოდით, ისევ ლეიბებზე ვწვებოდით და ვეხუტებოდით... მერე კი დედა მოკვდა. თვალები დახუჭა და მორჩა. ვკოცნიდით, ძალიან დიდხანს ვეხვეოდით, გვეგონა, რომ ეძინა, მაგრამ არა. მერე სულ გაცივდა. ეგ დღეები ძალიან კარგად გვახსოვს ყველას. ახლაც, ხანდახან მელანდება დედიკოს სიცილის ხმა. მაგრამ არა... დედიკო დარჩა მხოლოდ სურათებზე და ჩვენს გულებში“.
 „ბებოს დედიკოს სურნელი აქვს და ძალიან ჰგავს. ისიც გვეხუტება“
            ბავშვები საყვარელ დედიკოზე წარსულში ყვებიან, რა უნდა იყოს ამაზე სევდიანი... ათი წლის ნიკა, ცხრა წლის ანდრია და ხუთი წლის გოჩა 2019 წლის ნოემბერში დაობლდნენ. მას შემდეგ, რაც კიბომ სამ ბიჭუნას მსოფლიოში ყველაზე საყვარელი დედიკო წაართვა, სულ რაღაც ორი წელია გასული. ბავშვებს ყველაფერი ახსოვთ და ყოველდღე ხატავენ, რათა გააცოცხლონ მოგონებები მის სილამაზესა და ალერსზე.
 „ანდრიას დედიკო ასეთი ახსოვს. ბოლო დღეს, დედიკოს ყვითელი კაბა ეცვა, და ყოველთვის ამ ტანისამოსით ხატავს“
 „ნიკა დედას პორტრეტებს ხატავს ხშირად. მის ლამაზ და სევდიან თვალებს, როგორ ცდილობს, ცრემლი რომ შეიკავოს“
        როდესაც დედა, ნინო ავად გახდა, სვეტლანა ბებომ ძალიან ბევრი იტირა. შვილი კი ამშვიდებდა: „ღმერთი არ გამწირავს, მე ხომ ჩემი შვილები მყავს დასაყენებელი“. როდესაც ტკივილს ვეღარ უმკლავდებოდა, დედამისს სთხოვდა, ძლიერი ყოფილიყო, სთხოვდა, მისი ბიჭებისთვის დედობა გაეწია. სვეტლანამ პირობა შეასრულა. ახლა, ის ბიჭებისთვის  ერთადერთი ახლობელი ადამიანია. მამამაც მიატოვა ისინი. უფრო სწორად, ისინი კი არა, ავადმყოფი მეუღლე მიატოვა. ბავშვები კი დედასთან დარჩნენ, როგორ დატოვებდნენ.
ისინი არიან ძმები, საუკეთესო მეგობრები და ერთმანეთის დამცველები! ხანდახან ვჩხუბობთ კიდეც, განსაკუთრებით გოჩასთან. მაგრამ არავის მივცემთ ჩვენი წყენინების უფლებას. მაგრად ვუდგავართ ერთმანეთს მხარში!“
         „ყველაზე უბედური დედა და ყველაზე ბედნიერი ბებია ვარ“, - ამბობს სვეტლანა ობოლაშვილი, 50 წლის ქალბატონი, ნიკას, ანდრიას და გოჩას ბებია. 
- სვეტლანა, მოგვიყევით თქვენი ისტორია. ვიცი, მძიმეა თქვენთვის გახსენება...
სვეტლანა: სამი წელიწადში ორი შვილი დავკარგე. ჯერ ჩემი ბიჭი გარდაიცვალა, 26 წლის ასაკში. თირკმელების პრობლემა ჰქონდა. დიალიზზე იყო მთელი 16 წელი. სისხლი ყოველ მეორე დღეს იწმინდებოდა. მერე ორგანიზმმა ვერ გაუძლო, და გარდაიცვალა. ერთ წელიწადში ნინოს საშინელი დიაგნოზის შესახებ შევიტყვეთ. როდესაც ცუდად გახდა, მესამე შვილს ელოდებოდა. რთული ორსულობა გვეგონა და ლიმფური კვანძების კიბო აღმოჩნდა. თუ რამ გაგვაჩნდა, ყველაფერი გავყიდეთ. სამი წელი ვუმკურნალეთ, მაგრამ ამაოდ...
 „დედა ამ საწოლზე იწვა. აქ ხშირად ვსხედვართ და ვთამაშობთ... ის კი გვიყურებს და უხარია“ 
         - ნინო ძალიან იტანჯებოდა?
         სვეტლანა: პირველი წელი, მაგრად იდგა და ჩვენც გვამხნევებდა. ეგონა, ავადმყოფობას დაძლევდა და ბავშვებს მარტოს არ დატოვებდა. მერე კი ტკივილები დაეწყო. ჯერ სიარული გაუჭირდა, მერე საწოლზე წამოჯდომასაც ვერ ახერხებდა, ვეღარ იკავებდა ცრემლებს. ბოლო დღემდე უმალავდა ბავშვებს თავის შიშსა და ტკივილს. ეთამაშებოდა. საწოლში იწვა და სხვადასხვა თამაშს იგონებდა. როდესაც ტკივილი გაუსაძლისი ხდებოდა და ცრემლები თავისით მოსდიოდა, ბიჭები ეკითხებოდნენ: „დედა, რატომ ტირი, გტკივა?“, ის კი უხსნიდა, რომ თვალში რაღაც მოხვდა და მალე გაუვლის. ღმერთო, როგორ უყვარდა სიცოცხლე და თვისი შვილები.
„იღებავდა თვალებს და ტუჩებსაც, თავი ჯანმრთელად რომ მოეჩვენებინა! ბავშვებს ეუბნებოდა: „რამე სერიოზული რომ მჭირდეს, როგორ ფიქრობთ, თვალებს შევიღებავდი?“ თვითონ კი სიცოცხლის ბოლო საათებს ითვლიდა“
          - შვილს და შვილიშვილებს თქვენ უვლიდით?
         სვეტლანა: კი, მეტი ვინ მოუვლიდა. ბავშვები ხანდახან დედას მეძახდნენ. ნინოს თან უხაროდა, თან სწყინდა. უხაროდა, რომ ბავშვები უფრო იოლად შეეგუებოდნენ მის სიკვდილს, რომ დედას მე შევუცვლიდი. მაგრამ გულის სიღრმეში დარდობდა, რომ მათ კარგ დედობას ვერ გაუწევდა... ჩემი საბრალო გოგონა, ჩემი საბრალო შვილიშვილები... მათ ხომ არავინ დარჩათ, ჩემს გარდა.
- მათი მამა?
სვეტლანა: ჩემი შვილი ორსულად იყო, როდესაც ავადმყოფობის შესახებ შეიტყო. მეუღლესთან კარგი ურთიერთობა მანამდეც არ ჰქონია, ამის მერე კი გამწვავდა მდგომარეობა. მას ავადმყოფი ცოლი არ უნდოდა. ერთ დღესაც ჩემმა გოგომ დამირეკა და სახლში წაყვანა მთხოვა. მითხრა, რომ ქმარმა სცემა. ტიროდა. მეც ჩავედი და წამოვიყვანე ისიც, და შვილიშვილებიც. აღარ გვინდა ამაზე საუბარი. ამჟამად საქართველოში არ იმყოფება. ბავშვებს ხანდახან ურეკავს. მათ გასაგონად, მასზე ცუდის თქმა არ მინდა. გაიზრდებიან და თავად მიხვდებიან ყველაფერს.
 „ამ სათამაშოს, ხელები და ფეხები „არ უკეთდება“... მაგრამ სხვა არ გვაქვს“
          - ალბათ, რთულია სამი ბიჭის აღზრდა? ხანდახან ეს ორ მშობელსაც ერთად უჭირს, თქვენ კი მარტო ხართ!
          სვეტლანა: ჩემი ცხოვრების ყოველი წამი, მათთვის მაქვს მიძღვნილი. ერთია საჭმელი აწამო, აღზრდა კი, როგორც აღნიშნეთ, სხვა არის. მართალია მათი შენახვაც რთულია, როდესაც ერთადერთი შემოსავალი, ინვალიდობისა და ობლობის პენსია და სოციალური დახმარებაა. არ ვშიმშილობთ, მაგრამ ბავშვები ყველაფერს არიან მოკლებული. არ აქვთ სათამაშოები, ველოსიპედებსა და ტელეფონებზე ოცნებობენ. მე კი ყიდვის საშუალება არ მაქვს, ბინის ქირაში 300 ლარს ვიხდი, სოციალურ დახმარებას კი 600 ლარს ვიღებ. იძულებული ვარ, ყველაფერზე ეკონომია გავაკეთო.
          მაგრამ ბავშვებს არასდროს არ შიათ და არ სცივათ. უფალი ობლებს არ მიატოვებს, ყველაზე რთულ მომენტებში სრულიად უცნობ კეთილ ადამიანებს გვიგზავნის. თქვენც ხომ მან გამოგგზავნათ?
- თქვენ ინვალიდობის პენსია ახსენეთ? ვინ იღებს?
სვეტლანა: ანდრია ავადმყოფობს. ექვსთვიანი დაიბადა, სულ რაღაც 1,2  კგ-ს იწონიდა. დაბადებიდან ხან ერთი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არის, ხან მეორის. სულ წამლებზე. ახლა ეპილეფსია აქვს. ადრე შეტევები ხშირად ჰქონდა. მაგრამ, რაც წამლების მიღება დაიწყო, თავს უკეთესად გრძნობს.
         ანდრია (9 წლის): წამლებმა კი არა, დედიკომ მიშველა. ცაში ანგელოზს სთხოვა ჩემთვის ეზრუნა... შენ ხომ ასე მითხარი, ბებო?!
         - კიდევ რა გითხრა ბებომ?
         ანდრია: კიდევ მითხრა, რომ დედიკო ჩვენთან თოვლის ბაბუას გამოგზავნის და ის საჩუქრებს მოგვიტანს. თქვენ თოვლის ბაბუამ გამოგგზავნათ? გეხვეწებით, გე-ხვე-წე-ე-ბით, გეხვეწებით მითხარით, რომ კი!
         - რა თქმა უნდა, ხომ ხედავ, ვიწერ თქვენს სიტყვებს. ყველაფერს გადავცემ: როგორ იქცევით, როგორ სწავლობთ, ბებოსაც როგორ უვლით.
          ანდრია: და სურვილები? სურვილებიც?!
- თავისთავად! ჯერ ყველაზე პატარას მოვუსმინოთ!
ნიკა (10 წლის): არ უყვარს ლაპარაკი, მე ვიტყვი მის ნაცვლად. მას კანფეტები უნდა და სათამაშოები. მე პლანშეტი მჭირდება, ან უფრო ტელეფონი ონლაინ-გაკვეთილებს რომ დავესწრო, ანდრია კი თვითონ გეტყვით.
ანდრია: აი, თოვლის ბაბუს კიდევ რაღაც დავუხატე! და მხოლოდ ერთი ოცნება მაქვს... არა, ორი! არა, სამი... მაგრამ თოვლის ბაბუა ამას ვერ შეძლებს. ტელეფონი მინდა, ველოსიპედი და... დედა მინდა.
* * *
         ანდრიას დედა უნდა, ნიკასაც და გოჩასაც. მაგრამ ბიჭებს დედიკოს ვერც დავუბრუნებთ და ვერც შევუცვლით. მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ სითბო ვაჩუქოთ და გავულამაზოთ შობის დღესასწაული. ისინი ხომ სასწაულის მოლოდინში არიან!
ამ ოჯახს სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება. ობლებისთვის ხომ ყველაფერი მნიშვნელოვანია. ყველაფრისთვის მადლობას გეტყვიან. მათ ითხოვეს ველოსიპედი, სკეიტბორდი, ტელეფონები და სათამაშოები. ბებოს ერთადერთი ოცნება კი, გაზქურაა, რომელშიც შეძლებს, რომ ბავშვებს ხანდახან მაინც, რამე ტკბილი გამოუცხოს. ბავშვებს ასევე სჭირდებათ თბილი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, კომოდი, რომელშიც ამ ყველაფერს ლამაზად ჩააწყობენ. თქვენი იმედი გვაქვს! ობლებს ხომ ვერ მივატოვებთ! ჩვენ უნდა გავხდეთ მათი გმირები!
შეგიძლიათ თავად მოინახულოთ, და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება, მისამართზე: გურჯაანი, სარაჯიშვილის ქ. 1
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ ობლად დარჩენილ ბიჭებს, რომ სასწაულები ხდება! რომ შესაძლებელია, მათაც ჰქონდეს ისეთივე ლამაზი ბავშვობა, როგორიც სხვებს აქვთ! მათ ჩვენი სჯერათ! იმედს ნუ გავუცრუებთ. ვაჩვენოთ, რამდენი  კეთილი ადამინი ცხოვრობს საქართველოში!
          გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ მათი ცხოვრების შეცვლას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ობოლაშვილების ოჯახი)
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით 
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
          სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! 
დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: