მოშორდით, არ ატიროთ ჩემი დედიკო! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მოშორდით, არ ატიროთ ჩემი დედიკო!

page info icon
2022 იანვარი 28
page info icon
929
თორემ მე შენ დარტყმა!“ - იმუქრება ლუიზა. დედას იცავს! ის ხომ დედიკოს საყვარელი გოგოა კარინა: არა, საყვარელო, მეგობრები არიან, არაფერს გვაწყენინებენ. არ ვიტირებ, გპირდები. დასახმარებლად მოვიდნენ. ლუიზა: ყველაფერი მესმის! და ვხედავ. გცემთ! - არავის ვაწყენინებთ, პირობას გაძლევ.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
876 ₾
( 43 დონორი )
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
მოშორდით, არ ატიროთ ჩემი დედიკო!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში! 
„მოშორდი, არ ატირო ჩემი დედიკო!
თორემ მე შენ დარტყმა!“ - იმუქრება ლუიზა. დედას იცავს! ის ხომ დედიკოს საყვარელი გოგოა
კარინა: არა, საყვარელო, მეგობრები არიან, არაფერს გვაწყენინებენ. არ ვიტირებ, გპირდები. დასახმარებლად მოვიდნენ. 
ლუიზა: ყველაფერი მესმის! და ვხედავ. გცემთ!
- არავის ვაწყენინებთ, პირობას გაძლევ.
კარინა: ძალიან განიცდის, პრობლემებზე რომ ვიწყებ საუბარს, თვალებში მიყურებს, და ცრემლი თუ შენიშნა, მტრისას...
ოთახში ცივა, ძალიან ცივა. ობის სუნი ასდის ბეტონის კედლებს. აშკარაა, რომ ოთახი დიდი ხანია არ თბება. ტყუპი ბიჭები - სამველი და დათო, საწოლზე სხედან, თბილ საბნებში გახვეულები. ერთმანეთს ათბობენ. ყინვიდან შესულს, მომეჩვენა, რომ სახლში უფრო ციოდა, ვიდრე გარეთ.
         კარინა: ვერ ავაყენე. სკოლაშიც კი ვერ დადიან. არც თბილი ტანსაცმელი აქვთ, არც ფეხსაცმელი. მთელი დღე ასე ვსხედვართ, საჭმელიც კი არ გვაქვს.
დათო (13 წლის): გული მტკიოდა, ამ საახალწლო ნაძვის ხეებს და მხიარულებას რომ ვუყურებდი. ჩვენ ხომ, პატარა ნაძვის ხეც კი არ გვქონდა. საჩუქრებზე რომ არაფერი ვთქვა. სურვილი კი მაინც ჩავიფიქრე - ცეკვაზე მინდა სიარული! მაგრამ ფორმის საყიდელი ფული არ გვაქვს. ძალიან ძვირი ღირს, ალბათ, 50 ლარი.
სამველი (13 წლის): მეც ჩავიფიქრე სურვილი - მინდა, რომ სპორტზე ვიარო. კიკბოქსიორი მინდა გამოვიდე! ახალ წელს სახლში არანაირი გემრიელობა არ გვქონდა, ერთი ცალი კანფეტიც კი!
         - და როგორ შეხვდით ახალ წელს?
          კარინა: ჩვეულებრივი დღე იყო: სიცივე, ცრემლი და პური. ტელევიზორიც კი არ გვაქვს, სხვების მხიარულებას მაინც რომ ვუყუროთ.
 „შოთიკომ ოცნების სახლი დახატა, ყველანი ვაკვირდებოდით, სურვილებიც ჩავიფიქრეთ. იქნებ ჩვენ მაინც აგვიხდეს“
          - შენ რა სურვილები ჩაიფიქრე, შოთიკო? შეგიძლია, მეც მითხრა? თუ საიდუმლოა?
           შოთიკო (14 წლის): ჩემი სურვილები ძალიან უბრალოა. გეტყვით, რატომაც არა... ჩავიფიქრე, იმდენი ფურცლები მქონდეს, რომ არასდროს გამომელიოს. კიდევ ფუნჯები და საღებავები. ფერადი ფანქრები... იცით, ახლახან ფურცლები რომ აღარ მქონდა, ორივე მხრიდან მოვხატე ყველა, მერე კი, პატარა ბავშვივით ვტიროდი... ძალიან მინდოდა ხატვა და არაფერი არ მქონდა. ისე შემრცხვა, ამხელა კაცი რომ ვტიროდი. მაგრამ, ცრემლები თავისით მომდიოდა.
   
 „ხატვა ყველაფერს მავიწყებს. ვხატავ ჩემს სამყაროს, ისეთს, როგორშიც ვისურვებდი ცხოვრებას“
         - როდის გაქვს დაბადების დღე, შოთიკო? საახალწლო საჩუქრები არ მიგიღია. იქნებ გაქვს დაბადების დღის სანუკვარი სურვილი?
          შოთიკო: მალე მაქვს დაბადების დღე, 8 მარტს. გამიხარდება, თუ ვინმეს გავახსენდები და დამირეკავს. რამე სახატავ მასალასაც თუ მომიტანენ, უზომოდ ბედნიერი ვიქნები. კიდევ, გამიგია, რომ მხატვრებისთვის არსებობს პლანშეტები, სპეციალური ფანქრით. იქ შეიძება ხატვა და ქაღალდიც არ არის საჭირო. მაგრამ მე ვერც ვიოცნებებ მაგაზე.
- თქვენ რაზე ოცნებობთ, კარინა? ალბათ, როგორც, ჩვენი ბენეფიციარების უმეტესობა, სარეცხ მანქანაზე?
კარინა: არა, ჩვენი დედები და ბებიები ხომ ცხოვრობდნენ როგორღაც სარეცხი მანქანის გარეშე, მეც ვიცხოვრებ! მხოლოდ იმაზე ვოცნებობ, ბავშვებს საჭმელი რომ ჰქონდეთ, ლუიზას კი პამპერსი. ეს არის ჩემი ერთადერთი ოცნება. ვიცი, რომ ბინას არავინ მაჩუქებს, ამიტომაც, იმაზე ვოცნებობ, რაც რეალურია.
 „წარმოიდგინეთ, დედის გულში რა ხდება, როდესაც ბავშვები საჭმელს ითხოვენ, მას კი აღარაფერი აქვს? ფქვილიც კი...“
- ეს რა შენობაა? ქირას იხდით?
კარინა: არა, თვითნებურად დავიკავეთ ეს ოთახები. საშინელებაა, მაგრამ ქირის გადახდის საშუალება არ გვაქვს. სოციალური დახმარება და ლუიზას პენსიაა ჩვენი ერთადერთი შემოსავალი. ვყიდულობ ფქვილს, ზეთს, ლუიზასთვის პამპერსს და ვიხდი კომუნალურ გადასახადებს. თუ მეუღლემ იმუშავა და რამის მოტანა მოახერხა, ბოსტნეულს, ხილს, ხანდახან ხორცსაც ვყიდულობთ.
 „ჩვენს ფილტვებს ობი ჭამს! შეხედეთ, ბავშვები რას სუნთქავენ...“
 „იატაკი? ბეტონი შეიძლება ნებისმიერ წამს ჩაინგრეს“
         - რას ჭამთ?
         კარინა: აი, დიდი ქვაბი მაქვს: „თხელ წვნიანს“ მოვხარშავ ხოლმე, წყალი რომ შეიღებოს და ცოტა გემო რომ ჰქონდეს.
 „წყალში ვყრი კარტოფილს, ბრინჯს ან მაკარონს, რამე ბოსტნეულს, ტომატს... ზეთი თუ გვაქვს, მეფური სადილი გამოდის, თუ არა - დიეტური. ორი დღე უნდა ვიმყოფინოთ. ასე ვცხოვრობთ“
ლუიზა: ლუიზას ვაშლი უყვარს! ღმერთი ვაშლს აჩუქებს ლუიზას! მე დედამ საავადმყოფოში... ნემსი. აღარ მინდა! ვაშლი მინდა!
- ლუიზა, ხედავ, პირობა შევასრულე, არ ტირის შენი დედიკო. გპირდები, ბევრი მეგობარი გეყოლებათ, შენ, შენს დედიკოსაც და ძამიკოებსაც. ისინი ვაშლსაც გაჩუქებენ და ბევრ სხვა საჭირო ნივთსაც.
ლუიზა: ნახე რა მაქვს! დედიკომ მაჩუქა! ღმერთი დალოცავს ყველა კეთილ ადამიანს!
 „ეს ჯადოსნური ფულია. ბევრი ასეთი რომ შევაგროვო, სახლში სითბო იქნება!“
„ორი ცალი ჯადოსნური ფული მაქვს!“
***
      ესეც კიდევ ერთი ისტორია იმედგაცრუებისა და სასწაულების რწმენის! კიდევ ერთი ოჯახი, რომელიც ჩვენს გარდა არავის სჭირდება. ჩერნოვეცკის ფონდში კი, ვიცით, რომ  იმ ოჯახების ცხოვრება, ვის შესახებაც ჩვენ გიამბობთ, ჯადოსნურად იცვლება, თქვენ კი ამ ისტორიებს კითხულობთ და თქვენს მეგობრებს უზიარებთ. ლუიზა მადლობას გეტყვით, ღმერთი კი მის სიტყვებს აუცილებლად შეისმენს! ასეთი ბავშვები ხომ მისი შვილები არიან!
კარინა გრიგორიანის ოჯახს ნებისმიერი სახის დახმარება სჭირდება. დიდ მადლობას გეტყვიან ყველანი. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მათ სჭირდებათ პროდუქტი, პამპერსი, საწოლები და კომუნალური გადასახადების დაფარვა.
იქნებ, ისეთმა ადამიანებმა წაიკითხონ ეს ისტორია, ვინც შეძლებს ამ ოჯახის ზამთრის ყინვისგან გადარჩენას? იქნებ, შეძლოს ვინმემ და გათბობის საფასურის გადახდა საკუთარ თავზე აიღოს?
შეგიძლიათ თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მისამართი: ბოლნისის მუნიციპალიტეტი, დაბა კაზრეთი, სახლი 9/2, ოთახი 52.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ მათ, რომ სასწაულები ხდება, რომ მათთანაც შეიძლება იყოს სითბო, სიმყუდროვე და ბევრი საჭმელი! მათ ჩვენი სჯერათ! იმედს ნუ გავუცრუებთ. აჩვენეთ, თუ რა კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
          გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
           არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
 ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: კარინა გრიგორიანი).
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
            სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ვიღაცის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! 
            დალოცვილები ყოფილიყავით!

ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
ბანკის კოდი:
აირჩიეთ თანხა:
გადახდის ხერხი:

რეგულარული გადახდების განსახორციელებლად შესვლა ან დარეგისტრირება.

Помочь вещами ნივთებით დახმარება Donate goods Donate goods
ამ ოჯახს ტანისამოსი სჭირდება. შემოსეთ ისინი და თქვენი სული ღვთიური ნათელით შეიმოსება!
ჩვენი ფონდის ანგარიშები:
საქართველოს ბანკი
თი ბი სი ბანკი
ლიბერთი ბანკი

მსგავსი პროექტები: