მამას სხვა ოჯახი ჰყავს, ბავშვების და მათი მოსიყვარულე დედიკოს ცხოვრება კი გაუსაძლისი გახდა შიმშილისა და სიცივის გამო! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მამას სხვა ოჯახი ჰყავს, ბავშვების და მათი მოსიყვარულე დედიკოს ცხოვრება კი გაუსაძლისი გახდა შიმშილისა და სიცივის გამო!

page info icon
2022 თებერვალი 7
საქართველოში, მარტოხელა დედობა განაჩენია! მდგომარეობა ორმაგად საშინელია, როდესაც პატარა შვილებს მარტოდ ვერ დატოვებ, რომ იმუშავო. პროდუქტი კი იმდენად გაძვირდა, რომ მიზერული სოციალური დახმარება არაფერში გყოფნის. „როდესაც ფული გამომელევა, მათხოვრად ვარ ქცეული, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: ხან მაღაზიაში ვიხვეწები პროდუქტს, ხან მეზობლებთან“, - ამბობს დედა ნათია, და დარცხვენილი, სახეზე იფარებს ხელებს. ბავშვებს ყოველდღე ებოდიშება, რომ არ გამოსდის კარგი დედობა. განა ასეთი ცხოვრება უნდოდა მათთვის, როდესაც უფალს სთხოვდა, შვილი ეჩუქებინა მისთვის!
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,366 ₾
( 137 დონორი )
დასრულებულია
მამას სხვა ოჯახი ჰყავს, ბავშვების და მათი მოსიყვარულე დედიკოს ცხოვრება კი გაუსაძლისი გახდა შიმშილისა და სიცივის გამო!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
 „მაპატიეთ, მინდა კარგი დედა ვიყო, მაგრამ არ გამომდის“
           საქართველოში, მარტოხელა დედობა განაჩენია! მდგომარეობა ორმაგად საშინელია, როდესაც პატარა შვილებს მარტოდ ვერ დატოვებ, რომ იმუშავო. პროდუქტი კი იმდენად გაძვირდა, რომ მიზერული სოციალური დახმარება არაფერში გყოფნის. „როდესაც ფული გამომელევა, მათხოვრად ვარ ქცეული, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: ხან მაღაზიაში ვიხვეწები პროდუქტს, ხან მეზობლებთან“, - ამბობს დედა ნათია, და დარცხვენილი, სახეზე იფარებს ხელებს. ბავშვებს ყოველდღე ებოდიშება, რომ არ გამოსდის კარგი დედობა. განა ასეთი ცხოვრება უნდოდა მათთვის, როდესაც უფალს სთხოვდა, შვილი ეჩუქებინა მისთვის!
 „მთელი შვიდი წელი, მუხლმოდრეკილი ევედრებოდა უფალს, შვილი ეჩუქებინა მისთვის“
შვიდი წლის მანძილზე, სამი შვილი დაკარგა: ერთი მშობიარობის დროს დაიღუპა, მეორე მკვდარი დაიბადა, მესამე კი ქვეყანას საერთოდ ვერ მოევლინა - მოეშალა მუცელი. როგორც იქნა, ღმერთმა აჩუქა სრულიად ჯანმრთელი ბიჭი, ირაკლი და ულამაზესი გოგონა მარიამი. მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა! მოუწყობელი ცხოვრება, ბინის არქონა... ბავშვის სიცილი ყველა დარდს ავიწყებდა. 
როდესაც მეუღლე გვერდში ჰყავდა, ცხოვრება ბევრად მარტივი იყო. მაგრამ, საუბედუროდ, მეუღლემ სხვა არჩევანი გააკეთა, ოჯახი მიატოვა და სხვა ქალთან წავიდა. ნათია მარტო დარჩა. ძმაც, რომელიც მასზე ზრუნავდა, დაიღუპა ერთი წლის წინ. ახლა კი, უბედური, მიტოვებული და გაჭირვებული ქალი სრულიად მარტოა. ჩვენ კი, საქართველოს მოქალაქეებმა, უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენ თავზე და ამ ოჯახზე ვიზრუნოთ.
 „სახლში, ერთი მთელი სკამიც კი არ გვაქვს. ნაგავსაყრელზე ნაპოვნია ეს ყველაფერი“
 „შეხედეთ, როგორ გვძინავს: ლეიბის მაგივრობას, ზაფხულში ზამთრის, ზამთარში კი - ზაფხულის ტანსაცმელი გვიწევს“
ირაკლი (7 წლის): თუკი ოდესმე ფული მექნება, გულებიან ჭიქებს ვუყიდი დედას. ერთხელ, მაღაზიასთან რომ გავიარეთ, ძალიან მოეწონა. ხელში აიღო, დიდხანს უყურებდა, მერე კი ატირდა და ისევ დადო.
 „ფული თუ მექნება, დედას რაც მოუნდება, ყველაფერს ვუყიდი, სახლს საჭმლით გავავსებ!“
         - როგორ ფიქრობ, დედამ ის ჭიქა რატომ არ იყიდა?
         ირაკლი: არასდროს არაფერს არ ყიდულობს, ფქვილის და მაკარონის გარდა. არც სათამაშოებს, არც კანფეტს, მანდარინსაც კი! არ აქვს ფული.
- შენ რომ ფული გქონდეს, რას იყიდიდი? 
ირაკლი: პირველ რიგში, დედას იმ გულებიან ჭიქას ვუყიდიდი, მერე თოჯინას ჩემი დაიკოსთვის, თავისი ეტლით, და ძალიან ბევრ საჭმელს! იმდენს, ყველგან პროდუქტი რომ გვეწყოს.
- და შენთვის?
ირაკლი: სპაიდერმენის ფორმას. რომ გავიზრდები, მინდა სპაიდერმენი გამოვიდე!
- რატომ?
ირაკლი: იმიტომ, რომ ძლიერი ვარ და თანაც ვგავარ.
- გოგონებს მოსწონთ სპაიდერმენივით ძლიერი ბიჭები. შენ თუ მოგწონს ვინმე?
ირაკლი: არა, ჯერ პატარა ვარ სამაგისოდ. სანამ საკუთარი სახლი, მანქანა და ბევრი საჭმელი არ მექნება, არავის არ შევიყვარებ. ეგ დიდების საქმეა. მაგაზე, რომ გავიზრდები, მერე ვილაპარაკოთ, კარგი?
- აუცილებლად! ნათია, მითხარით, რა იმედებით მამართეთ ფონდს?
ნათია: არ იყო იმედი... იცით, თქვენი გვერდი გამოწერილი მაქვს, და ვიცი, როგორი დახმარება შეგიძლიათ. ხანდახან, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მთელი საქართველო გიდგათ მხარში. ჩვენს ქალაქშიც, უკვე არა ერთ ოჯახს დაეხმარეთ. უბრალოდ ახლა, ჩემი მდგომარეობა მართლა გამოუვალია, დახმარების გარეშე, ვერ გადავრჩებით. ბავშვები რომ წამოიზრდებიან, ბაღში და სკოლაში მივიყვან, მე კი ვიმუშავებ. არანაირ ფიზიკურ შრომას არ ვთაკილობ. დავალაგებ, დავრეცხავ, დავხეხავ, ოღონდაც ბავშვებისთვის პურის გარდა კიდევ რამის ყიდვა მოვახერხო.
 „დღესაც მაკარონის და მწვანილის წვნიანი უნდა ვჭამოთ“
          - პურისა და მაკარონის გარდა, რას აჭმევთ ბავშვებს?
          ნათია: უფალმა ჯანმრთელი შვილები მაჩუქა, და მისი წყალობით, არ ჭირვეულობენ. რაც იქნება, ყველაფერს შეჭამენ. ისეთ მაღაზიებს, სადაც ხორცეული და რძის ნაწარმი იყიდება, გვერდს ვუვლი ხოლმე. ტკბილეულსა და ხილზე ხომ, საერთოდ ხმას აღარ ვიღებ. თითოეულ კაპიკს ვუფრთხილდებით. ეს ბავშვებმაც იციან. ირაკლის ესმის, მარიამს კი ვერ ავუხსნი - ისეთივე თოჯინა უნდა, როგორიც სხვა გოგონებს აქვთ. იძულებული ვარ, ყურადღება გადავატანინო. მაგრამ, სათამაშოების გარეშე ბავშვობას, ბავშვობა ჰქვია?
 „თოჯინა მომიტანე და აღარ ვიტირებ“
         - რა შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას?
         ნათია: უპირველეს ყოვლისა, ძალიან მჭირდება პროდუქტი, ბავშვებისთვის საწოლები და თეთრეული. ჯანმრთელი შვილები მყავს, მაგრამ მეშინია, რომ დაავადმყოფდებიან ასეთ პირობებში. გარდა ამისა, სჭირდებათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. სულ ეს არის. სხვა არაფერზე ვოცნებობ.
ჭურჭელიც კი არ მაქვს, მაგრამ რად მინდა, თუკი საჭმელი არ არის?
          ირაკლი: კიდევ გულებიანი ჭიქები შეუკვეთე და თოჯინა მარიამისთვის!
          - აუცილებლად, დავიმახსოვრე. შენთვის კი სპაიდერმენის ფორმა და ველოსიპედი. ხომ ასეა?
          ირაკლი: ჩემთვისაც შეიძლება? მართლა? თუ ვინმე ასეთ საოცრებას მაჩუქებს, მაგრად ჩავიკრავ გულში!
 „მაინც ვერ ვიჯერებ, რომ სპაიდერმენის ფორმა მექნება!“
***
ირაკლის არ სჯერა სიკეთის, არ სჯერა, რომ შესაძლებელია, ვიღაცამ საჩუქარი აჩუქოს ისე, უბრალოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ის კარგი ბიჭია. არასდროს მიუღია საჩუქრები, არც დაბადების დღისთვის, არც საახალწლოდ. მეგობრებო, მითხარით, ნუთუ შეიძლება ასე ცხოვრება? წარმოგიდგენიათ, როგორ გამოჩნდებით ირაკლის თვალში, თუ მას სპაიდერმენის ფორმას აჩუქებთ? თქვენ მისთვის იქნებით ყველაზე, ყველაზე მაგარი სუპერგმირი!
         ნათიას და მისი შვილებს ჩვენი თანადგომა ძალიან სჭირდებათ. ძალიან მადლობელი იქნებიან ნებისმიერი დახმარებისთვის: პროდუქტისთვის, ტანსაცმლისთვის, ფეხსაცმლისთვის, სათამაშოებისთვის, საწოლებისთვის და თეთრეულისთვის.
შეგიძლიათ თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მისამართი: ფოთი, ჯავახიშვილის ქ. 30ა
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge 
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის გადმორიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund 
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! 
დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: