საშინელი კვნესა ჯოჯოხეთიდან ძახილს გავს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

საშინელი კვნესა ჯოჯოხეთიდან ძახილს გავს!

page info icon
2022 თებერვალი 25
თითქოს კედლებიც ვეღარ იტევს ამ სახლში დატრიალებულ უბედურებას. ქუჩაში შორს ისმის სულის შემძვრელი კივილის და ყმუილის ხმა. ამ კივილისგან თმა ყალყზე დგება... ქალის ხმა და ტირილიც ისმის: „გეხვეწები, დაწყნარდი შვილო, გეხვეწები, დაწყნარდი რა“.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
7,369 ₾
( 453 დონორი )
დასრულებულია

საშინელი კვნესა ჯოჯოხეთიდან ძახილს გავს!


კეთილოადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!


მის დატანჯულ თავში შიში და საზარელი აზრები ბუდობს


თითქოს კედლებიც ვეღარ იტევს ამ სახლში დატრიალებულ უბედურებას. ქუჩაში შორს ისმის სულის შემძვრელი კივილის და ყმუილის ხმა. ამ კივილისგან თმა ყალყზე დგება... ქალის ხმა და ტირილიც ისმის: „გეხვეწები, დაწყნარდი შვილო, გეხვეწები, დაწყნარდი რა“.

თითქოს ჭერიც სადაცაა ჩამოიქცეს და ქვესკნელში ჩაიტანოს საბრალო დედა და მისი ლომივით გამძვინვარებული და ამავდროულად, უმწეო შვილი, რომელსაც გულში იკრავს და ამშვიდებს... მათ დიდი ხანია ამქვეყნიურ ჯოჯოხეთში უწევთ ცხოვრება.
დედა არის 42 წლის ხვიჩა ლაგვილავას მოლანდებებით, შიშით და საშინელებებით აღსავსე სამყაროს, ერთადერთი პაწაწინა ნათელი სარკმელი. დედა, რომელიც 42 წლის მანძილზე გვერდიდან არ მოსცილებია და უვლის ავადმყოფ შვილს. ამშვიდებს, ეფერება მას და უმკლავდება აგრესიის შეტევებს. გამწარებული ქალი ჯიუტად ცდილობს სულ ცოტა სითბო და სიყვარული  მაინც მისცეს შვილს, რომელსაც არც მეტყველების, არც აზროვნების უნარი არ გააჩნია.
დედა-შვილი უღიმღამო, ავარიულ შენობას აფარებენ თავს, თითქოს ერიდებიან უცხო თვალს, რომ არავინ შეაწუხონ ამ შეშლილობით. მაგრამ, კეთილი ადამიანების დახმარება და მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ. უფროსი შვილი გოჩა, ფიზიკურად შრომობს ლუკმა-პური რომ იშოვოს, ოჯახი შიმშილით რომ არ დაიღუპოს. დარდით გათანგული ქალბატონი მიმოზა კი უმცროსს, ხვიჩას არ უშვებს ხელს, შიშობს ჯანმრთელობამ არ უღალატოს და მარტო არ დატოვოს თავისი უმწეო შვილი. 

შეტევის დროს, ხვიჩას მხოლოდ დედის მზრუნველი ხელი ამშვიდებს


- მიმოზა, როგორ შეგემთხვათ ეს უბედურება? თქვენი შვილი როდის გახდა ავად?
მიმოზა: ხვიჩა ჯანმრთელი დაიბადა, ოთხ კილოგრამზე მეტს იწონიდა, არაფერი სჯობდა მის შეხედვას. მეცხრე ცას ვეწიე სიხარულით, ორი ვაჟკაცი მეზრდებოდა, დედას ორი იმედი! ოთხი თვის ასაკში კრუნჩხვები დაემართა და საავადმყოფოში წავიყვანეთ. არ ვიცოდით, როგორ, ან რით დავხმარებოდით. მას შემდეგ დაიწყო ჩვენი ტანჯვა. ხვიჩას ფსიქიკური აშლილობა დაუდგინეს. დახმარებისთვის ვის არ მივმართეთ!
თბილისში გვყავდა ექიმებთან. მაგრამ, დაავადება განუკურნებელი აღმოჩნდა. (ამოიოხრა)
- მიმოზა, ავადმყოფი შვილის მოვლაში რა არის ყველაზე რთული? როგორ იქცევა შეტევების დროს? 
მიმოზა: ხვიჩა ვერ ლაპარაკობს, საშინელებაა შეტევების ყურება: ყვირის, ღმუის, ცდილობს გამაგებინოს, რა აწუხებს. აგრესიულია, ქუჩაში გაქცევასაც ცდილობს. ვეხვევი, ვამშვიდებ, ვაკავებ, როგორც შემიძლია. მხვდება კიდეც, მაგრამ ეგ არაფერი. სახლიდან, რომ გაიქცეს სადმე დაიკარგება, ან ავტომობილი იმსხვერპლებს, ან თვითონ დააზიანებს ვინმეს. ამას ვერ დავუშვებ. 
მეც ასაკში ვარ უკვე, ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს: შაქრიანი დიაბეტი მაქვს, სახსრებიც მაწუხებს, მაღალი წნევებიც. წამლებს ვერ ვყიდულობ. ერთხელ, ჩემს შვილს უკვე უღალატეს - მამამ მიატოვა, მეშინია მეც არ გამოვეცალო, ჩემი სიკვდილი, მისი სიცოცხლის დასასრულიც იქნება. 
ნახეთ, ჩემი ხვიჩა, ჯერ კიდევ როგორი ვაჟკაცია. (სუსტად იღიმის) ადრე, ულამაზესი ბავშვი იყო. სულ არ ეტყობოდა გარეგნულად ავადმყოფობა. ხუჭუჭა, ლამაზთვალება ბიჭი მყავდა, ახლა თმაც გასცვივდა, წარბიც და წამწამებიც...
- შეტევა რამ შეიძლება გამოიწვიოს, არ დაკვირვებიხართ? რატომ წუხს?
მიმოზა: ჩემი საბრალო ბიჭი. ვინ იცის, რა ხდება მის გათანგულ ტვინში. მაგრამ, არ უნდა დავუშვა, რომ მოშივდეს. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ძალიან ცუდად გვაქვს საქმე. სულ მეშინია, რომ აი, ეხლა დაეწყება...
- რა არის თქვენი ოჯახის საარსებო წყარო?
მიმოზა: გოჩა, ჩემი უფროსი შვილი, წვალობს, იმის გამო, რომ არ აქვს მუდმივი სამსახური. თუ რამე დროებით სამუშაოს ნახავს, რასაც უხდიან ყველაფერი სახლში მოაქვს. ჩვენი ძირითადი შემოსავალი კი, პენსია და სოციალური დახმარებაა, თუმცა უკვე რამდენი ხანია - 150 ლარის ნაცვლად 120 ლარს ვიღებთ. სოციალურ მუშაკს ვკითხე: „რატომ შეგვიმცირეს თანხა?“ მან კი მიპასუხა: „არ ვიცი, ეგ მე არ მეხებაო.“ აბა ვის ეხება? სად გავარკვიო?  ჩვენთვის, ხომ ყოველი თეთრი მნიშვნელოვანია.
- მეუღლე  ახსენეთ... გეტყობათ, ნაწყენი ხართ. ალბათ, მტკივნეული თემაა. მაგრამ, იქნებ გაიხსენოთ თქვენი სიყვარულის ისტორია?
მიმოზა:  ჩემი მომავალი მეუღლე, მეგობარმა გამაცნო. მეგონა ერთად ავიშენებდით თბილ და ბედნიერ ბუდეს... არაფერი გამოვიდა... ძალიან გულმოკლული ვარ...
- როგორ ფიქრობთ, თქვენი მეუღლის სახლიდან წასვლა, ხვიჩას ავადმყოფობამ ხომ არ გამოიწვია? 
მიმოზა: არ ვიცი რა გახდა მიზეზი. ერთხელაც, უბრალოდ მარტო დამტოვა ავადმყოფობის და შიმშილის პირისპირ, ორი მცირეწლოვანი ბავშვით. 
- ქალბატონო მიმოზა და-ძმა თუ გყავთ? როგორ გახსენდებათ თქვენი ბავშვობა?  გულს რა მოგონებები გითბობთ?
მიმოზა: მშრომელი და პატიოსანი მშობლები მყავდა. ღარიბულად, მაგრამ ბედნიერად ვცხოვრობდით. მგონი, ბავშვობა ჩემი ერთადერთი ნათელი მოგონებაა. უფროსი ძმა და უმცროსი და მყავს. ორივეზე ცელქი და ონავარი მე ვიყავი. სწავლა დიდად არ მიყვარდა და პირველმა შევქმენი ოჯახი დედმამიშვილებიდან.
ჩემი და-ძმა დაოჯახებულები არიან, ღმერთმა ამრავლოთ. თვითონაც გაჭირვებით უმკლავდებიან ცხოვრებას, შეძლებისდაგვარად, ყურადღებას ჩვენც არ გვაკლებენ. მაგრამ არ აქვთ საშუალება, მატერიალურად რომ დაგვეხმარონ. ძალიან კარგი ნათესავები, მეზობლები გვყავს, ყველას მადლობელი ვართ. არასდროს ავიწყდებათ ჩვენი მოკითხვა, მაგრამ ახლა ხომ ყველას უჭირს. ვხედავ, ისინიც როგორი წვალებით არჩენენ ოჯახებს. წელზე ფეხს იდგამენ, რაღაც შემოსავალი რომ ჰქონდეთ. მეზობლები ხშირად გვაწვდიან, ზოგი პროდუქტს, ზოგი სადილს, ვისაც ძროხა ჰყავს, ყველს, ხაჭოს. ღმერთმა დალოცოთ და გააძლიეროთ!
თქვენი ფონდის მეგობრები, მკითხველები ბედის ანაბარა არ გვტოვებენ. გვაგრძნობინებენ უფლის ძალას და დახმარებას. 
- მიმოზა, ვუთანაგრძნობ თქვენს გასაჭირს, დახმარებაზე მთავრობისათვის თუ მიგიმართავთ? მაგალითად, ადგილობრივი მმართველობისათვის?
მიმოზა: კი, და ძალიან მადლობელი ვარ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის. საკვები პროდუქტით გვეხმარებიან.
- თქვენს სახლში, კედელზე, მთავარი ადგილი ჯვარს უკავია. მორწმუნე ადამიანი ბრძანდებით? ღმერთთან საუბრის საშუალება, რომ გქონდეთ, რას სთხოვდით? რას შესჩივლებდით?
მიმოზა:  მხოლოდ უფლის რწმენა მაცოცხლებს. ყოველ შაბათ-კვირას ვესწრები საეკლესიო წირვას და ღმერთს ვავედრებ ჩემს გაჭირვებულ ოჯახს, ჩემს შვილებს. რა თქმა უნდა, კითხვებიც მაქვს, მაგრამ საყვედურით კი არა, უბრალოდ ჩემთვის რომ ვიცოდე - რატომ, ღმერთო, ასეთი ჯოჯოხეთი? ჩემი ძალების გამოცდაა? სასჯელია? თუ დიდი მადლი? 
მინდა, სასწაული მოხდეს და ყველა ბავშვი განიკურნოს, მხოლოდ ჩემი ხვიჩა კი არა. მინდა, ჩემი უფროსი შვილის, გოჩას სახეზე ღიმილი დავინახო. მის ბედნიერებას -  მის ოჯახს და ცოლ-შვილს მოვესწრო. ძალიან დაიჩაგრა, ბავშვობიდან იტვირთა ავადმყოფი ძმის მოვლა-პატრონობა. დამავიწყდა კიდეც,  ბოლოს როდის ვნახე მის სახეზე უდარდელი ღიმილი.

მიმოზა უფალს სთხოვს, დღემ მშვიდად ჩაიაროს და შვილისთვის საჭმელი რომ ჰქონდეს 

- მიმოზა, უცხო ადამიანების სიკეთის გჯერათ? მათი დახმარების იმედი თუ გაქვთ?
მიმოზა: რა თქმა უნდა! მჯერა, რომ უფალი სიკეთეს მისი რჩეული ადამიანების ხელით აკეთებს. ჩვენთვის უცნობმა ადამიანებმა - თქვენი ფონდის მეგობრებმა, თქვენმა მკითხველებმა - დიდი დახმარება გაგვიწიეს: უამრავი პროდუქტი, ახალი კარადა, საწოლი, ლოგინები, ჰიგიენის საშუალებები გვაჩუქეს. ამ ადამიანების ბედნიერებისთვის და ჯანმრთელობისთვის როგორ არ ვილოცო? მე სიკეთე არ მავიწყდება.
- სულ მინდა გკითხოთ, როგორ აღმოჩნდით ამ შენობაში? ის ხომ საცხოვრებლად საერთოდ არ ვარგა.
მიმოზა:  საბჭოთა კავშირის დროს, ეს შენობა ეკუთვნოდა ციტრუსების მეურნეობას. ძველია, მიტოვებული  და ნახევრად დანგრეული. სხვა საცხოვრებელი არ გვქონდა და ჯერ კიდევ 80-იან წლებში დავსახლდით აქ.    ორი ოთახი და სამზარეულო გვაქვს, თუ შეიძლება, ასე რომ ითქვას. აქ, ელემენტარული  საარსებო პირობებიც კი არ გვაქვს. სახურავიდან წყალი ჩამოდის, ღრიჭოებიდან ქარი უბერავს. უფლის მადლით, ჩვენი ერთადერთი თავშესაფარი ესაა. თუმცა, საკუთრების არანაირი საბუთი არ გაგვაჩნია და სულ იმის შიში გვაქვს, არ გაგვასახლონ. მინდოდა დაკანონება, მერიაში განცხადებაც კი შევიტანე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. არ ვიცი, ვის მივმართო.

ხვიჩას ოთახი ფსიქიატრიული საავადმყოფოს პალატას ჰგავს: გარშემო არაფერია, რაც შეიძლება გატეხოს ან დაამტვრიოს. მაგრამ, აქ ყინავს, ღუმელი არ ანთია. ეს ძალიან მოქმედებს და აღიზიანებს ხვიჩას


- ქალბატონო მიმოზა, ვხედავ ძალიან ბევრი რამ გაკლიათ სახლში. ძალიან გიჭირთ. მაგრამ, იქნებ მითხრათ ყველაზე მეტად რა გჭირდებათ? რა არის თქვენი მთავარი პრობლემა?
მიმოზა: საჭმელი, ჩემო კეთილო ადამიანებო. ვისაც საშუალება გაქვთ, იქნებ საკვები პროდუქტით დაგვეხმაროთ. ყველაზე მეტად, სურსათის არქონას განვიცდით, რადგან ხვიჩას, ჯანმრთელი ადამიანებისგან განსხვავებით, გასამმაგებული მადა აქვს და სულ საჭმელს თხოულობს. თუ არ გვაქვს, ბრაზდება, ლოგინს  თავდაყირა აყენებს, ქვეშაგებს, თეთრეულს აზიანებს. ოჰ... (მძიმედ ოხრავს)
კიდევ, ძალიან მერიდება, მაგრამ ხვიჩას საწოლთან  მაგიდა მჭირდება, მოხერხებულად რომ ვაჭამო. თანაც, ამ ოთახში ძალიან ცივა ხვიჩა ლოგინშიც კი იყინება, სწუხს. მეშინია, ფილტვების ანთება არ დაემართოს. ზამთარში სულ ლოგინში წევს, ზაფხულში კი, ეზოში ან დერეფანში ზის. გაზის გამათბობელი რომ გვქონდეს, ზამთარს უფრო მარტივად გადაიტანდა. ხვიჩას არც ტანსაცმელი აქვს.  გოჩას შრომით შემოტანილი კაპიკები ბევრი რამისთვის არ გვყოფნის. არც წამლების საყიდლად გვრჩება თანხა. მე კი თავს ცუდად ვგრძნობ წამლების გარეშე, ხვიჩასაც დამამშვიდებლები სჭირდება. მართალია არ უყვარს, წინააღმდეგობას მიწევს. მაგრამ ჩემი საბრალო ბიჭი რომ არ დაიტანჯოს, ყვირილით გული რომ არ დაეღალოს, დახმარება სჭირდება - დამამშვიდებელი წამალი. ის ხომ ვერ ხვდება, რა დღეში იგდებს თავს.
- და თქვენც...
მიმოზა: ასეთი დედობა მარგუნა ბედმა. და გოჩას ხვედრიც ეს არის.

ავადმყოფობის გამო, გოჩა მუდმივად თხოულობს საჭმელს. ნეტავ მისთვის ერთი ლუკმა მაინც მაპოვნინა, თორემ ისევ შეტევა დაიწყება და სულ დაგლიჯავს ლოგინს და თეთრეულს


გოჩა ჩუმად გვისმენს და დედას სევდიანი თვალებით უყურებს. დროდადრო, თავს ავადმყოფის ოთახისკენ ატრიალებს. ემჩნევა, მზად არის ნებისმიერ წამს, პირველივე ამოკვნესაზე შევიდეს და ძმას დაეხმაროს.
- გოჩა, შეიძლება კითხვა დაგისვათ? როგორც ყველა, ალბათ თქვენც, სამომავლო გეგმებს აწყობდით.  ნუთუ, უარის თქმა მოგიწიათ ამ ყველაფერზე? რას ფიქრობთ, როგორ უნდა განაგრძოთ ცხოვრება?..
გოჩა: ძალიან ადრეულ ასაკში მივხვდი, დედას და უმცროს ძმას ზრუნვა რომ სჭირდებათ. და მხოლოდ მერე, როდესმე, შევძლებ, საკუთარ თავზეც რომ ვიფიქრო. რვა კლასის დამთავრების შემდეგ, სკოლა დავტოვე, ჩემი შრომით ოჯახი რომ შემენახა. მას შემდეგ, ხან სად ვმუშაობ, ხან სად. მთავარია, ოჯახში ორი თეთრი მაინც რომ მოვიტანო. ბავშვობიდან ვებრძვი შიმშილს, სიცივეს, ძმის ავადმყოფობას. ახლა კი, დედაც დასუსტდა, ავადმყოფობს, ორივეს მიხედვა უნდა.
ახლა, დროებით მშენებლობაზე ვშრომობ, მაგრამ ეს სამსახური არ არის. მინდა, სხვა ხელობა შევისწავლო, ნორმალური შემოსავალი რომ  მქონდეს.
- გოჩა, წარსულიდან რას გაიხსენებდით? რაც გულს გითბობთ, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი და სასიხარულო?
გოჩა: ბავშვობაში ყველაზე მეტად ჩემი დაბადების დღე მიყვარდა, თანატოლების სტუმრობა, ტკბილი სუფრა, ზეიმი, საჩუქრები. სკოლაში სწავლის წლები ძალიან თბილად მახსენდება... ერთი ფერიასავით ლამაზი გოგო მომწონდა... რა თქმა უნდა, თვითონ არაფერი იცოდა ჩემი გრძნობების შესახებ, ჩვეულებრივ ვმეგობრობდით. მაგრამ ჩემთვის, მისი დანახვა, მეგობრების წრეში მის გვერდით ყოფნა, დღესასწაული იყო. ახლა დაოჯახებულია, იმედია, ბედნიერია. ღმერთმა დალოცოს.
- გოჩა, რის გეშინიათ ყველაზე მეტად?
გოჩა: დედის დაკარგვის. მინდა დედა დიდხანს, ძალიან დიდხანს იყოს ჩვენს გვერდით. ძალიან მინდა მოვასწრო, და გატეხილი გული რომ გავუხარო.
- გოჩა,  ახლობლებს, თქვენთვის ზურგი უქცევიათ? იმედგაცრუებები გქონდათ? 
გოჩა: მამაზე ნაწყენი არ ვარ. რას ვიზამთ, არავინ იცის წინასწარ, ცხოვრებაში რა მოხდება. ახლა, მასაც ძალიან უჭირს, ვსაუბრობთ, ვამხნევებთ ერთმანეთს. ადამიანებში ყოველთვის მიმართლებდა - კარგი სამეგობრო და საახლობლო წრე მყავს. გული მტკივა, რომ ვხედავ, ჩემს თანატოლებს რამხელა შვილები ჰყავთ. მე კი, 44 წლის ვარ და ჯერ ვერ შევქმენი ოჯახი. ეს ჩემი ოცნებაა, მინდა ბედნიერი ოჯახი, თბილი კერა, ახლობელი ადამიანი რომ მყავდეს. მაგრამ არც სახლი მაქვს, და არც კარი. ამაზეც ვფიქრობ. არ ვიცი, ყველაფერს გავაკეთებ რაც შემიძლია, და უფლის დახმარების იმედით. 
ხვიჩას ოთახიდან საშინელი კვნესა ისმის... გოჩას სახე ეცვლება, თავი ჩაქინდრა. მიმოზა უყურებს გოჩას, ცრემლებს ვერ იკავებს და ჩუმად იწყებს ტირილის...
***
მეგობრებო, ხვიჩას ავადმყოფობით დატანჯული ლაგვილავების ოჯახი, საშინელ მდგომარეობაშია. ახლა, მათ ჩვენი მხარდაჭერა ძალიან სჭირდებათ! დედა დარდისგან ჩამოდნა. აუტანელია იმის ცქერა და მოსმენა, ავადმყოფი ხვიჩა როგორ წუხს და ყვირის შიმშილისგან, და კვლავ ცდილობს დაემალოს ყინვას ამობრუნებულ ქვეშაგებში. ამ უღიმღამო, ნაცრისფერ, ცრემლითა და დარდით სავსე, ძველ სახლს ძალიან სჭირდება კეთილი ადამიანების სითბო...
ამ ოჯახს არაფერი არ გააჩნია, მათ ნებისმიერი სახის დახმარება სჭირდებათ, განსაკუთრებით პროდუქტი, მაგიდა, გაზის გამათბობელი, ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, თბილი საბნები. ცალკე თხოვნაა -  ხელი შევუწყოთ გოჩას დასაქმებაში. ძალიან უნდა, და მზად არის, ახალი ხელობა რომ შეისწავლოს. დიდი იმედი აქვს, რომ თქვენგან შეთავაზებები იქნება.
ნუ მივატოვებთ გასაჭირში ამ ტანჯულ ადამიანებს.
შეგიძლიათ თავად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მისამართი: ქალაქი ფოთი, შენობა ყოფილი ციტრუსის მეურნეობის ტერიტორიაზე.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ ამ დატანჯულ ოჯახს, რომ სასწაულები ხდება, მათ ხომ სჯერათ ჩვენი! იმედს ნუ გავუცრუებთ. დავანახოთ, თუ რაოდენ კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ მათი ცხოვრების შეცვლას!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ლაგვილავების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე დავეხმარეთ უამრავ გაჭირვებულს. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! ცხოვრება ხომ მოულოდნელობებით არის სავსე!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები წაიკითხოთ ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ თქვენს მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270

მსგავსი პროექტები: