დედის გულს სასტიკი სიმართლის მაგივრად, იმედი სჭირდება - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დედის გულს სასტიკი სიმართლის მაგივრად, იმედი სჭირდება

page info icon
2022 მარტი 11
page info icon
1339
სანდრო 13 წლისაა, მაგრამ არაფრის ეშინია: არც ქუჩის ავი ძაღლების, არც მანქანების, გიჟური სისწრაფით რომ დაჰქრიან ტრასაზე. სანდრო ჭიშკრის იქით მარტო რომ გავიდეს, ღიმილით წავა პირდაპირ სიკვდილთან შესახვედრად. ამიტომაც, გიორგი აქცევს ყურადღებას.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,433 ₾
( 260 დონორი )
დასრულებულია
დედის გულს სასტიკი სიმართლის მაგივრად, იმედი სჭირდება
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
 „მაინც მაქვს იმედი და ღმერთს ვავედრებ ჩემს სანდრიკოს“
სანდრო 13 წლისაა, მაგრამ არაფრის ეშინია: არც ქუჩის ავი ძაღლების, არც მანქანების, გიჟური სისწრაფით რომ დაჰქრიან ტრასაზე. სანდრო ჭიშკრის იქით მარტო რომ გავიდეს, ღიმილით წავა პირდაპირ სიკვდილთან შესახვედრად. ამიტომაც, გიორგი აქცევს ყურადღებას.
უმცროსმა ძმამ, გიორგიმ, იცის, როგორ გამოუცვალოს პამპერსი, როგორ აჭამოს, როგორ გაართოს თავისი უფროსი ძმა. სანდროს დაუნის სინდრომის მძიმე ფორმა აქვს. სანდრო ვერ ლაპარაკობს, დამოუკიდებლად ვერ ჭამს და ვერ იცმევს. დღის ცენტრში, სადაც სანდრო სამეცადინოდ დადის, ყველა მისმა ჯგუფელმა რაღაცა მაინც ისწავლა - სიმღერა, ხატვა, ლაპარაკი. სანდრომ კი - ვერაფერი. მისი ტვინი „გაიყინა“ და არც იქით იძვრის, არც აქეთ.
საბრალო დედა, დარეჯანი გულში ჩაიკრავდა ყველას, ერთი სიტყვა მაინც რომ თქვას, ერთი! იქნებ, დღეს თქვას?! „ღმერთო, გემუდარები, გვიშველე, გთხოვ! და კიდევ, გთხოვ, რომ მეუღლე გამოჯანმრთელდეს“ - სახლში, ხატის წინ ლოცულობს დარეჯანი. ყველაზე რთულ სიტუაციებში ღმერთი და კეთილი ადამიანები ეხმარებოდნენ.
ერთხელ უკვე დავეხმარეთ გრიგოლიების ოჯახს. ისინი მუდამ გვლოცავენ და ძალიან მადლობელი არიან ჩვენი. მაგრამ ოჯახს, რომელსაც მძიმედ ავადმყოფი ბავშვი ჰყავს, მუდმივად სჭირდება სახსრები და დახმარება.
- გიორგი, სანამ დედიკო სანდროსთვის წამლების საყიდლად არის წასული, მოგვიყევი, როგორ უვლი შენს ძმას?
გიორგი (12 წლის): სანდროს თვითონ ჭამა არ შეუძლია, ახლა უნდა ვაჭამო. თვითონ მხოლოდ ჩაის სვამს და პურის ჩაკბეჩვა უყვარს. მე კი კარტოფილი შევუწვი - ყველაზე მეტად უყვარს. ან კიდევ, წვნიანს, ბორშს, ფაფას ვაჭმევ, ჩვენ სადილად გვაქვს ხოლმე. ჩემს ძამიკოს ძალიან უნდა ტკბილეული. ძალიან იშვიათად, როდესაც პეჩენია გვაქვს, ხელს ჩამკიდებს, კარადასთან მივყავარ და ხელით მანიშნებს, რომ მივცე. მეც ვაძლევ, არა უშავს, მე პეჩენიის გარეშეც გავძლებ.
- მაგრამ, თვითონ აღება არ შეუძლია?
გიორგი: სულ პატარა ბავშვივით არის. ერთი წლის ბავშვის ჭკუა აქვს. ძალიან მეცოდება ჩემი ძამიკო. ღმერთს სულ ვთხოვ, ცოტა ლაპარაკი მაინც რომ ასწავლოს. სანდრო - კარგი ბიჭია, ყველაზე კეთილი და ყველაზე ოქრო. (კოცნის ძამიკოს.)
დედას დღის ცენტრში დაჰყავს, „ლამპარში“. იქ  ფსიქოლოგი ჰყავს, პედაგოგიც. ხატვას, სიმღერას ასწავლიან. შვიდი წელია იქ დადის ჩემი ძმა, მაგრამ, ფანქარსაც ვერ იჭერს ხელში. სხვებმა ყველამ ისწავლეს უკვე. დედიკოს გული ძალიან სტკივა.
მარტო ზის იქ და იქით-აქეთ ქანაობს. იცით, რა რთულია სანდროსთვის სურათის გადაღება? რომ ქანაობს, ყველა სურათი ფუჭდება. დაბადების დღის სიმღერა რომ ესმის, ძალიან უხარია. წავა და ხელს ჩაკიდებს რომელიმე ბავშვს, ვითომ, ერთად ვიქანაოთო. მაგრამ, ვერც მღერის და ვერც ცეკვავს. მაგრამ, დედიკოს მაინც დაჰყავს.
 „ჩემი ყველაზე ტკბილი ძამიკო ვინ არის? აბა, ვინ? ჩემი სანდროა, ჩემი ოქრო!“
- ძამიკოსთან ერთად სასეირნოდ დადიხარ?
გიორგი: არა, მეშინია, არ გამექცეს. ის კი გარეთ რომ ვართ, არ მიჯერებს. ცოტათი მაინც თუ ვეჩხუბები, მაშინვე იბუტება. ან, რომ ვეტყვი, არ ჩავიდეს ჩვენს ძველ, მორყეულ კიბეზე, მაშინაც სწყინს, ტირილი უნდა. ისე ჩემზე ბევრად უფრო გამბედავია, სულ ქუჩაში გასვლა უნდა, საერთოდ არაფრის არ ეშინია. ვერ ხვდება, სახიფათო რომ არის. სულ ვუვლი. ხელებს ვბან, ფეხსაცმლის თასმებს ვუკრავ, პამპერსს ვუცვლი, ვეთამაშები.
- სანდროს დღეში რამდენი პამპერსი სჭირდება?
გიორგი: ბევრი, 5-6 ცალი მაინც. ტუალეტის ეშინია, ვეცადეთ გვესწავლებინა. მაგრამ ისე ეშინოდა, რომ მერე ვეღარ ვამშვიდებდით. პამპერსი 7 ზომა სჭირდება სანდროს, მაგრამ აქაურ აფთიაქებში ხშირად არ აქვთ. რაც თქვენ მოგვიტანეთ, ისიც გამოილია. ფულიც აღარ გვაქვს. პამპერსის ერთი შეკვრა 14 ლარი ღირს. პამპერსის გარეშე ხომ არ ივლის საწყალი ბავშვი.
- როგორი პრაქტიკული ხარ, ყველაფერი იცი, შენს ძმას რაც სჭირდება.
გიორგი: ახალი ქურთუკი სჭირდება. მორჩა, აღარ უნდა ჭამა. ახლა, ბურთი უნდა ვეთამაშო, კარგი? ძალიან უყვარს ბურთით თამაში. კიდევ უყვარს, ბუშტებს რომ ვბერავ. შემთხვევით ბუშტი ხომ არ გაქვთ? განახებდით.
- უი, არა. შემდეგში გვეცოდინება.
 „მოემზადე, ძამიკო. ახლა ვისვრი!“
გიორგი: „აი, აი, დაიჭირე, დაიჭირე, არ დაგივარდეს!“
 (დარეჯანი აფთიაქიდან დაბრუნდა და საუბარს მასთან ვაგრძელებთ.)
- დარეჯან, გიორგიმ გვითხრა ერთი შეკვრა პამპერსის ფასი. ოჯახის რომელი ბიუჯეტით ყიდულობთ?
დარეჯანი: იმ მიზერით, რომელსაც სახელმწიფოსგან ვიღებთ - სანდროს პენსია (250 ლარი) და ორი ბავშვის სოციალური დახმარება (200 ლარი). ეს ფული არის საჭმლის და ყველაფრის, რაც შეიძლება, ან არ შეიძლება. სხვა შემოსავალი არ გვაქვს. აი, ვალად ავიღე წამალი.
მეუღლე ახლა უმუშევარია. შეიძლება გთხოვოთ? იქნებ ვინმემ, ფონდის მრავალრიცხოვანი მეგობრებიდან, შესთავაზოს რაიმე სამსახური? მაგრამ, მძიმე ფიზიკური დატვირთვის გარეშე. ავადმყოფობის შემდეგ, ექიმებმა დატვირთვა აუკრძალეს.
- რა დაემართა მეუღლეს?
დარეჯანი: ბესიკის, უკვე ორი წელია ეგ პრობლემა აქვს. ადრე, პური დაჰქონდა რაიონებში. ერთ დღესაც, გაწითლებული სახით მოვიდა. წნევა გავუზომეთ- 300. სასწრაფომ წაიყვანა. რომ გამოიკვლიეს, თქვეს, რომ გულსისხლძარღვთა შევიწროება აქვს.  წამალს რომ ვერ მიიღებს, წნევა უწევს, თავბრუ ეხვევა. მეუღლეს მკურნალობა სჭირდება, მაგრამ ფული არ გვაქვს. წამალს ხან სვამს, ხან ვერა. ამიტომაც ვამბობ, მძიმე ფიზიკური დატვირთვის გარეშე. მეშინია, რამე არ დაემართოს. მაინც მიდის, თუ მეზობლები დროებით სამუშაოზე ეძახიან: შეშის დასაჩეხად, ან კიდევ რამე. რა ვქნათ, აბა? როდესაც ავადმყოფი ბავშვი გყავს ოჯახში, სულ რაღაც სჭირდება.
ყაზარმაც კი, უფრო მყუდრო გარემოა, ვიდრე ამ ოთახში. ვერც იტყვი, რომ ეს სახლია.
        - როგორ შეხვდით იმ ამბავს, რომ თქვენი შვილი განსაკუთრებულია, დაუნის სინდრომი რომ აქვს?
დარეჯანი: საკეისრო კვეთა გამიკეთეს. მერე კი, ექიმები ორი დღე არ მანახებდნენ შვილს. ყველასთან მოჰყავდათ ჭამისთვის, ჩემთან კი - არა. ძალიან განვიცდიდი. პედიატრი კეთილი და დელიკატური აღმოჩნდა. ასე მითხრა: „თქვენი პატარა - უფლის საჩუქარია. თქვენ - განსაკუთრებული დედა ხართ“. მაგრამ, იმ წუთში, ამ თბილმა სიტყვებმაც კი, უზომოდ შემაშინა და ამატირა... სრულიად უმწეო იყო. ვერც ჭამდა. ახლაც სრულიად უმწეოა. მაგრამ, მე შევიყვარე და სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. იმედი არ დამიკარგავს. სულ უმნიშვნელო ცვლილების მაინც. სულ მცირე წინსვლის.
იცით, ადრე, სანდროსთვის პენსიის ჩარიცხვა რომ გაეგრძელებინათ, წელიწადში ორჯერ შემოწმებაზე დამყავდა  მთავარ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. ბოლოს, როდესაც მივიყვანე, ასე მითხრეს: „შეგიძლიათ 18 წლამდე აღარ მოიყვანოთ, ისედაც გასაგებია, არ იცვლება მისი მდგომარეობა“. ჩემი სანდრო ახლა 13 წლისაა. ძალიან მეტკინა გული, ძალიან, ღმერთო. (ატირდა უცებ.) თითქოს ვიცი ყველაფერი, მაგრამ მაინც სასწაულს ველი.
 (ცრემლიანი თვალებით მიყურებს. მეც ამატირა. გავჩუმდით...)
დარეჯანი: იქნებ სულელი ვარ? იქნებ, ლოგოპედმა რომ ამეცადინოს, ჩემი ბიჭი რაღაცას იტყვის? არ გვყავს ლოგოპედი სამტრედიაში. ქუთაისი ძალიან შორს არის და არ გვაქვს იქ სიარულის საშუალება.
- რის გწამთ დარეჯან, რა გაიმედებთ?
დარეჯანი: ჩვენი ღმერთის მწამს და ყოველდღიურად ვწირავ მადლობას. ისე კი არა, მარტო მაშინ გამახსენდეს, როდესაც რაღაც გვჭირდება. ყოველდღე ვლოცულობ და მადლობას ვწირავ. ჩვენს ოჯახში, ის პირველ ადგილზეა.
რამდენჯერ დამეხმარა! ერთხელ სანდრო სიცხიანი იწვა. პენსიას კი, მხოლოდ ერთ კვრაში ველოდებოდით. ღმერთმა შეისმინა ჩემი ვედრება. უცებ, ბესოს შორეულმა ნათესავმა დაგვირეკა და თანხა ჩაგვირიცხა. მაშინვე გავიქეცი და აფთიაქში ყელისთვის „ბენეტი“ ვიყიდე და პარაცეტამოლი.
ან კიდევ, ჩემს ბიჭს ფსორიაზი რომ ჰქონდა, ამ საშინელებებით მთელი სხეული ჰქონდა დაფარული: ფეხებიც, ხელებიც, სახეც. სისხლი სდიოდა. უფლის შეწევნით ყველაფერი მოგვარდა და დალაგდა. წელიწადნახევარში დაავადებამ უკან დაიხია. მაშინ, ემიგრანტები დამეხმარნენ. ღმერთმა მშვიდობა მისცეს და სამშობლოში მშვიდობით დააბრუნოს. ან კიდევ ის, რომ თქვენი ფონდი ყველაზე ახლო ნათესავებზე უკეთ რომ გვეხმარებოდა, განა ესეც უფლის წყალობა არ იყო?
 „წამოდი, სანდრიკო, გავიაროთ, სანამ სამეცადინოდ დავჯდები“
- ახალგაზრდობაში რაზე ოცნებობდით? რაში გაგიმართლათ ყველაზე მეტად?
დარეჯანი: მე უბრალო ადამიანი ვარ. უბრალო რამეებს ვნატრობდი: გულკეთილი, თბილი მეუღლე, გამგები დედამთილი. ფულსა და ოქროზე კი, არასდროს ვგიჟდებოდი. ჩემი ოცნება ახდა - კარგი ადამიანები შემხვდნენ.
ნათესავთან ვიყავი სტუმრად. იქ კი, ბესიკიმ დამინახა, ძალიან სერიოზული და მორიდებული ვიყავი. ჩემს გარდა ყველა ცეკვავდა. აღმოჩნდა, რომ ერთ წელს და ერთ დღეს ვართ დაბადებულები - 1982 წლის 14 ნოემბერს. ბედისწერაა. ბესიკიმ გაპარვა შემომთავაზა - ან ახლა, ან არასდროს. (იღიმის.) უკვე 15 წელია, რაც ცოლ-ქმარი ვართ. ის ძალას მმატებს, სულ მხარში მიდგას. „შენ ყოჩაღი ხარ, გმირი დედა ხარ. კარგად ზრდი ჩვენს შვილებს“, - ხშირად მეუბნება. ბევრი შემთხვევა ვიცი, როდესაც მამებს ჯანმრთელი შვილების მიხედვაც არ უნდათ.
- კი, მაგრამ, უფულოდ ხომ, შეუძლებელია არსებობა. ახლა რა აზრის ხართ იმაზე, რასაც ახალგაზრდობაში ფიქრობდით და ამბობდით? როდესაც ბავშვისთვის მუდმივად გჭირდებათ სახსრები.
დარეჯანი: ღმერთს ვთხოვ, ყველაზე აუცილებელი რომ მომცეს: პური, შაქარი, პამპერსი. პირადად ჩემთვის არაფერი არ მჭირდება. რადგან უფალმა რთულ მდგომარეობაში ჩაგვაგდო, ეს ნიშნავს იმას, რომ გამოსავალსაც გვაჩვენებს. ღმერთი ჩემს შვილებს ულუკმაპუროდ არასდროს დატოვებს, არც კეთილი ადამიანები მიატოვებენ.
- კი, მაგრამ, პამპერსის და პროდუქტის გარდა ბევრი რამ გჭირდებათ. გვითხარით, თუ შეიძლება.
გიორგი: მე და სანდროს გატეხილ საწოლზე გვძინავს. დედა სკამს უდგამს, ღამით რომ არ გადმოვვარდეთ. სულ მტკივა გვერდები. სანდროსაც სტკივა, მაგრამ ვერ ამბობს, წუწუნებს.
დარეჯანი (ამოიოხრა): საწოლის საყრდენი გატყდა. იმდენი რამ არის გასაკეთებელი ამ სახლში. არც მაცივარი, არც ტელევიზორი აღარ მუშაობს - შეკეთება აღარ უშველის. შიშველი ქვის კედლები, იატაკი, სახურავი გაოხრებული. სახლს ვერ ვათბობთ. სანდრო ხშირად ცივდება.
დარეჯანი: „საწოლის კუთხეს სკამი შევუდგი, შუაში კი, ფიცარი ჩავდე, იმიტომ, რომ ჩარჩო გატეხილია“
ამ ოღრო-ჩოღრო ლეიბზე სძინავს ორ ბავშვს. რთულია სწორი ხერხემლის შენარჩუნება ასეთ ამერიკულ მთებზე!
- ეს სახლი თქვენია თუ ქირას იხდით?
დარეჯანი: ეს სახლი მეუღლის გარდაცვლილი ბებიის არის. 15 წლის წინ დავსახლდით აქ, და მას შემდეგ ასე ვცხოვრობთ. ვერ მოვაწესრიგეთ. ვერაფერი ვერ შევიძინეთ. დაკანონებულიც კი არ გვაქვს.
ამ ძველ სახლში ყველაფერს შეკეთება სჭირდება, კიბის საფეხურებით დაწყებული, სახურავით დამთავრებული
როდესაც სახურავი ასეთ მდგომარეობაშია, ღმერთს უნდა ევედრო, კარგი ამინდი რომ იყოს!
- გიორგი, რას შეცვლიდი თქვენს ცხოვრებაში, რომ შეგეძლოს?
გიორგი: პირველ რიგში იმას, რომ სანდრომ ლაპარაკი შეძლოს. შემდეგ, ამ საშინელ საწოლს. კიდევ, ვოკალზე სიარული რომ შევძლო. ძალიან მიყვარს ქართული ხალხური მუსიკა და ვმღერი. მაგრამ, მშობლებს არ აქვთ საშუალება და არ ვთხოვ.
- როგორ ფიქრობ, რისთვის ვცხოვრობთ?
გიორგი (დაუფიქრებლად): სიკეთე რომ ვაკეთოთ. მე  მოხუცებს ვეხმარებოდი ჩვენს სოფელში. ღმერთი პროდუქტს რომ გვაძლევდა, შაქარს და პურს ვუნაწილებდით.
- დღეს რა კეთილი საქმე გააკეთე?
გიორგი: სანდროს მოვუარე. ეს არის ჩემი ყოველდღიური კეთილი საქმე. მხიარული უნდა ვიყო, მას არ მოსწონს მოწყენილი სახე. მეც მხიარული ვარ, სანდროსთვის. მაშინაც კი, როდესაც ვდარდობ.
             
                         
 „მას ძალიან უნდა ქუჩაში გასვლა! სულ იქეთ იყურება. იქ ვეღარ წავალთ, სანდრო“
    ***
მეგობრებო, გიორგი, სულ რაღაც 12 წლის არის, და მან დაუფიქრებლად გასცა პასუხი კითხვას, თუ რისთვის ვცხოვრობთ. ჩვენც შეგვიძლია შევმატოთ აზრი  ჩვენს დღევანდელ დღეს - დავეხმაროთ გრიგოლიების ოჯახს. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ ისე, რომ გიორგი და მისი მშობლები ვითომ და სპეციალურად სანდროსთვის კი არა, გულწრფელად იღიმოდნენ. თუკი ყურადღებით და გულისხმიერად მოვეკიდებით მათ საჭიროებებსა და პრობლემებს. სჭირდებათ საკვები პროდუქტი, დიდი რაოდენობით პამპერსი, ტანსაცმელი, ახალი საწოლები, ტელევიზორი, ველოსიპედი მოზარდისთვის. სიმღერაზე სიარული კი, გიორგის ოცნებაა. ის შიშით ელოდება თავის დაბადების დღეს 26 თებერვალს. ვაი თუ, ისევ იმედგაცრუება ელის? მამას ძალიან სჭირდება სამსახური, ის თანახმაა ყველაფერზე, რასაც გაუმკლავდება.
მოდით, გამოვიჩინოთ სიყვარული და მზრუნველობა, დავუდგეთ მხარში ამ ოჯახს. შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ ისინი. მისამართი: სამტრედიის მუნიციპალიტეტი, სოფელი საჯავახო.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ ამ დატანჯულ ოჯახს, რომ სასწაულები ხდება, მათ ხომ სჯერათ ჩვენი! იმედს ნუ გავუცრუებთ. დავანახოთ, რაოდენ კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ დაუვიწყარი შთაბეჭდილები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: გრიგოლიების ოჯახი).
        თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: