დილით დედა და მამა მიღიმოდნენ, საღამოს კი მათი ცხედრები მოასვენეს სახლში - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

დილით დედა და მამა მიღიმოდნენ, საღამოს კი მათი ცხედრები მოასვენეს სახლში

page info icon
2022 მარტი 31
ეს პატარა, საყვარელი გოგონა, ცხოვრობს დედიკო ანასტასიასთან და ძამიკო გიორგისთან ერთად რუსთავში, ძველისძველ ერთოთახიანში. ომის დროინდელ ბინაში! სამზარეულოსა და სააბაზანოს შიშველი კედლები დაფარულია ობით, დერეფანში დაბუნდული სარკე, ღრიჭოები ძველ ფანჯრებში. სახლის სადილის ნაცვლად კი - სოციალურ სასადილოს საჭმელი. „რას ნიშნავს სოციალური სასადილო?“ - ვეკითხები იანას. ბავშვი კი მიხსნის: „იქ ყველა ჩვენნაირი ღარიბი იკრიბება, ვისაც საჭმელი არ აქვს“.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,928 ₾
( 239 დონორი )
დასრულებულია
დილით დედა და მამა მიღიმოდნენ, საღამოს კი მათი ცხედრები მოასვენეს სახლში
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
ანასტასია თითქმის არ იღიმის. ის დათრგუნულია, არ იცის, როგორ და რა სახსრებით გაზარდოს შვილები
        თეთრი პერანგი და ნაცრისფერი კაბა. კლასში, არცერთ ბავშვს აღარ აცვია ფორმა. ძალიან ცივა! იანა კი, ყოველდღე ასე დადის.
- ძალიან ლამაზია, - ეუბნება ის თანაკლასელებს. - და კოხტა.
- არ გცივა?
- არა! საერთოდ!
რა თქმა უნდა, ძალიან სცივა! ხელები გაყინული აქვს და ერთიანად კანკალებს, სულ გამათბობელთან ახლოს უნდა ყოფნა.  აბა, სვიტრები და შარვლები რომ ჰქონდეს, ამ სულელურ ფორმას ხო არ ჩაიცმევდა თოვლში?
ეს პატარა, საყვარელი გოგონა, ცხოვრობს დედიკო ანასტასიასთან და ძამიკო გიორგისთან ერთად რუსთავში, ძველისძველ ერთოთახიანში. ომის დროინდელ ბინაში! სამზარეულოსა და სააბაზანოს შიშველი კედლები დაფარულია ობით, დერეფანში დაბუნდული სარკე, ღრიჭოები ძველ ფანჯრებში. სახლის სადილის ნაცვლად კი - სოციალურ სასადილოს საჭმელი.
 „რას ნიშნავს სოციალური სასადილო?“ - ვეკითხები იანას. ბავშვი კი მიხსნის: „იქ ყველა ჩვენნაირი ღარიბი იკრიბება, ვისაც საჭმელი არ აქვს“.
შემოსასვლელში დაკაწრული, დაბუნდული სარკე კიდია
- ანასტასია, არავინ არ გეხმარებათ?
ანასტასია: მხოლოდ მოხუცი დეიდა მყავს, რომელმაც გამზარდა. მშობლები ბავშვობაში დავკარგე. რომ დავობლდი, ხუთი წლის ვიყავი.
- რა მოხდა?
ანასტასია: დედ-მამა ავარიაში დამეღუპა. საშინელი ისტერიკა დამემართა, როდესაც მამიდა შეეცადა აეხსნა ჩემთვის, რა მოხდა. ვერ ვიჯერებდი, ვკიოდი, ვტიროდი. დილით, ერთად ვისაუზმეთ, ერთად ვიცინოდით და ვსაუბრობდით. მერე, სამსახურში წავიდნენ. საღამოს კი, მილიცია მოვიდა. ჯერ დეიდას უთხრეს... ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე: როგორ მოასვენეს ისინი სახლში, როგორ მოდიოდნენ სხვადასხვა ადამიანები. ამ საშინელებას სიტყვებით ვერ აღვწერ, მთელი ცხოვრება მომყვება.
მერე კი, მამიდამ ბაკურიანში წამიყვანა, იქ გავიზარდე, იქ დავამთავრე სკოლა. რუსთავის ბინა კი, მრავალი წლის მანძილზე დაკეტილი იყო.
იანა: ბებოზე და ბაბუზე ყვები, დედიკო? როგორ მოკვდნენ?
ანასტასია: ხო, საყვარელო.
- ძალიან გითანაგრძნობთ. შოკია, რამხელა ტრაგედია გადაიტანეთ! ეს სწორედ ის ბინაა?
ანასტასია: კი. მას ხომ არავინ უვლიდა. ხის კარი გატეხეს, ყველაფერი გაიტანეს. აქ, ორ შვილთან ერთად დაბრუნება რომ მომიწია, ნულიდან დავიწყეთ. არც დენი იყო, არც გაზი, არც წყალი. არ იყო არც დასაძინებელი, არც დასაჯდომი ადგილი. ნამდვილი საშინელება. მზად ვიყავი, ძირს დავმჯდარიყავი და მეტირა.
ბინა დღემდე ისე გამოიყურება, თითქოს არავინ ცხოვრობს
მეზობლები ძალიან დამიდგნენ მხარში. გვაჭმევდნენ. მოგვიტანეს აუცილებელი ნივთები: საწოლი, ლეიბი, ძველი ტელევიზორიც კი გვაჩუქეს. ძალიან გულკეთილი ხალხია, დიდი სითბო გამოიჩინეს. ვტიროდი, ისე მესიამოვნა ეს მზრუნველობა.
მიტოვებულ საერთო საცხოვრებელს ჰგავს, ან კომუნალურ ბინას
- რატომ დაბრუნდით აქ მარტო, შვილებთან ერთად? არ აეწყო თქვენი ოჯახური ცხოვრება?
ანასტასია: მეუღლემ სხვა ქალი ნახა და ფაქტობრივად, ორი ოჯახი ჰყავდა. ძალიან მტკივნეული იყო ამასთან შეგუება, ვერ ავიტანე. ახლა ლაგოდეხში ცხოვრობს, იმ სხვასთან ერთად. ის მეუღლეა, ჩვენ წამოვედით.
-  ძალიან სამწუხაროა.
ანასტასია: კი, ძალიან. მიყვარდა პაშა. იმედი მქონდა, რომ ის ყოველთვის დამიცავდა. მან ხომ მშვენივრად იცოდა, ქორწინებამდე როგორი მწარე ცხოვრება მქონდა, ხედავდა ჩემს ცრემლებს. მამიდას სახლში, რძალს ერთი სული ჰქონდა, როდის მომიშორებდა თავიდან. სკოლა რომ დავამთავრე, მაშინვე ჭურჭლის მრეცხავად დავიწყე მუშაობა, რომ საკუთარი თავი შემენახა და საყვედურები ამეცილებინა თავიდან. მაგრამ, თავს მაინც ზედმეტად ვგრძნობდი იმ სახლში, ძალიან განვიცდიდი და ვტიროდი. პაშას გული გადავუშალე. ინტერნეტით ვმეგობრობდით და ის იყო ადამიანი, რომელსაც ჩემზე გული შესტკიოდა. მასაც ვუყვარდი, თანაც ძალიან! ასე მითხრა: „წამოგიყვან და კარგად ვიცხოვრებთ ერთად“.
ძალიან ბედნიერი ვიყავი მაშინ. საქორწინო მოგზაურობა მომიწყო - ერთი კვირით წამიყვანა ფოთში.
- ბავშვებთან თუ აქვს ურთიერთობა, რამით გეხმარებათ?
ანასტასია: არ გავბოროტდი. არ შემიძლია, რომ შევიძულო. აქვს ურთიერთობა. ხანდახან პროდუქტი მოაქვს. მაგრამ, ეს სიმბოლური დახმარებაა. სხვა ოჯახი ჰყავს, და ახლა მხოლოდ მასზე ფიქრობს. დიდი ხანია, არანაირ მონაწილეობას არ იღებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. თავი შორს უჭირავს. არ აინტერესებს ჩვენი პრობლემები. ჩვენთვის ვართ.
გიორგი: „მე ამას არ შევჭამ, და სულაც არ არის გემრიელი, ნუ მატყუებ!“
- რა არის ამჟამად თქვენი ყველაზე დიდი პრობლემა?
ანასტასია: როდესაც არ გაქვს შემოსავალი, ყველაფერი პრობლემაა. ჯერ ვერ დავიწყებ მუშაობას. პატარები არიან - 4 და 6 წლის. სახლში მარტოს ვერ დავტოვებ. ღმერთმა უწყის, რას იზამენ.
სოციალურ სასადილოში ვჭამთ. ტანსაცმლის, წამლების ყიდვა, რამე წრეებზე ტარება - ვერაფერს ვერ ვუკეთებ ჩემს შვილებს.
იანა: დედა ყოველთვის ამბობს: „არ გვაქვს საშუალება“. მაღაზიაში გვეუბნება: „კანფეტი თავის ადგილზე დადე... ვერაფერს ვერ მოვიზომავთ“.
- რას იყიდიდი მაღაზიაში?
იანა: ლამაზ კაბას. ვიღაცის კი არა, ჩემი რომ იყოს. პარკში რომ ჩამიდონ და მითხრან: „მშვიდობაში“. ასეთი ნივთები არასდროს არ მქონია, მხოლოდ ნაცვამი ტანსაცმელი. სათამაშოები მინდა, სახატავი ალბომი. მზეს დავხატავდი, კაცუნებს, ბალახს და ჩემს ძამიკოს.
- მამას დახატავდი?
იანა: კი. ოღონდ სხვა ფურცელზე, ცალკე. ის ხომ ჩვენთან ერთად კი არა, სხვა დეიდასთან ერთად ცხოვრობს.
- სასადილოსაც დახატავდი?
იანა: რა თქმა უნდა. უი, იცი, რამდენ ბავშვს ვიცნობ იქ? ჩვენსავით ღარიბს. ერთმანეთს ყოველთვის ვესალმებით, ვლაპარაკობთ: „გამარჯობა, როგორ ხარ? რას აკეთებ დღეს?“ თქვენზეც სასადილოში გავიგეთ - დედას ფურცელი მისცეს და უთხრეს: „აი, დარეკეთ, და დაგეხმარებიან“. და თქვენც მოხვედით. (იღიმის.) მე არასდროს არ ვტოვებ საჭმელს, ყველაფერს ვჭამ. გიორგი კი ჭირვეულობს და ბოლომდე არ ჭამს. ხორციან კარტოფილსაც კი! საერთოდ ვერ ხვდება, რომ სახლში მხოლოდ წიწიბურა და ბრინჯი გვაქვს. როგორ შეიძლება, გააკეთო ამხელა სისულელე და საჭმელი დატოვო? გაგიჟდები!
- იქნებ, არ არის გემრიელი?
იანა: რას ამბობ! ჩემთვის გემრიელია, როდესაც მშია. რა დროს ჭირვეულობაა! უხსნიან: „არ გვაქვს სახლში მაცივარი. უცებ გაფუჭდება. წვნიანიც და ფაფაც“. მაინც არ ესმის. (ხელებს შლის.) დედამ იმათ მიწერა... (სიტყვას იხსენებს.)
ანასტასია: მერიას, საყვარელო.
იანა: ხო, მაგათ. ასე თქვეს, არ მოგცემთო მაცივარსო.
- ანასტასია, შეიძლება კიდევ რომ ველაპარაკო იანას? ძალიან გონიერი გოგო გყავთ. იანა, ვინ არის მთავარი - შენ, თუ გიორგი?
იანა: რა თქმა უნდა, ის! ძალიან მიყვარს, ამიტომაც ის არის მთავარი.
- რა გაწუხებს ყველაზე მეტად?
იანა: ის, რომ ჩვენი სახლი ულამაზოა და სევდიანი. შეხედე, როგორი ძველია ფანჯრები. აქ რომ დადგები, გაიყინები. კედლებიც არ მომწონს. მოკლედ, ყველაფერი ულამაზო გვაქვს. კიდევ, ჩემი სკოლის ფორმა მიფუჭებს განწყობას. ერთი და იგივე მაცვია სულ, იმიტომ, რომ დედას საშუალება არ აქვს. იცი, ძალიან მცივა. კიდევ, არ მიყვარს, დედა რომ მოწყენილია.
ეგრევე ცუდ განწყობაზე გაყენებს ასეთი კედლები
- ხშირად არის მოწყენილი დედიკო?
იანა: კი. ის ხომ ჩვენზე დარდობს.
- ანასტასია, სახელმწიფო თუ გეხმარებათ რამით?
ანასტასია: რომ გითხრათ, რამეს გვშველის, ტყუილი გამოვა. სოციალურ დახმარებას ვიღებთ - 370 ლარს. კომუნალურ გადასახადებს ვიხდი და ცოტა მშრალ პროდუქტს ვყიდულობ: წიწიბურას, ვერმიშელს, შვრიას.
 
„აქაც ულამაზოა“, - მაჩვენებს იანა
- უპირველეს ყოვლისა, ოჯახში რა გჭირდებათ?
ანასტასია: ძალიან მჭირდება 4 და 6 წლის ასაკის ბავშვის ტანსაცმელი, ჩემთვისაც, თუ გამოინახება რამე. ჰიგიენური საშუალებები: სარეცხი ფხვნილი, შამპუნი და სხვა. პროდუქტი. მაცივარი რომ გვქონდეს, სოციალური სასადილოდან სახლში რაღაცის წამოღებას შევძლებდი.
ასეთი გამათბობლის გამოყენება, სულაც არ არის უსაფრთხო
იანა: გიორგის კი, ვაფლი და მანქანები სჭირდება.
გიორგი: სასადილოში ვაფლს არ არიგებენ. თქვენ არიგებთ?
- კი, შეგვიძლია, და მანქანებსაც.
 „გიორგი მთავარია, იმიტომ, რომ მიყვარს“
- ყველაზე მეტად რას ნანობთ, ანასტასია?
ანასტასია: იმას, რომ არ მქონია ბედნიერი ბავშვობა. მამიდა ჩემთვის ყველაფერს აკეთებდა, რაც შეეძლო, ჩემი გულის გათბობას ცდილობდა. მაგრამ, მაინც დამრჩა გულში ტკივილი. ხშირად ვეკითხებოდი ღმერთს: „რატომ დაიღუპნენ ჩემი მშობლები? სად არიან? თუ ვენატრები, ნეტა?“ გული მტკიოდა, ვტიროდი, ვბრაზობდი.
ახლა, ღმერთს მხოლოდ იმას ვთხოვ, რომ ჩემმა შვილებმა გაჭირვებაში არ იცხოვრონ, სადილი ყოველთვის რომ ჰქონდეთ. ვხედავ, რომ მას ჩემი ლოცვები ესმის. აქ გადმოსვლისას, მეზობლები მომეხმარნენ. სხვადასხვა ადამიანებს ეცოდებოდათ და აჭმევდნენ ჩემს შვილებს. მოულოდნელად, თქვენ გამოჩნდით ჩვენს ცხოვრებაში. მწამს, რომ უფალი არ მიმატოვებს. (ტირის.)
***
მეგობრებო, ანასტასიას, მძიმე ტრაგედიის გადატანა მოუხდა ბავშვობაში, ახლა კი, დარდობს თავისი შვილების მწარე ბავშვობის გამო. ჯერჯერობით, ის ვერაფერს შეცვლის - ვერც ცუდ საკვებს და ვერც საშინელ საცხოვრებელ პირობებს. ეს პატარა ოჯახი ჩავარდნილია სიდუხჭირის ჭაობში, ანასტასიას კი, აღარ შესწევს იქიდან ამოსვლის ძალა. გავა დრო, ბავშვები წამოიზრდებიან და ანასტასია შეძლებს მუშაობას.
მაგრამ, ახლა ის პერიოდია, როდესაც უნდა გაუძლონ, როდესაც სჭირდებათ მეგობრების მზრუნველობა და თანადგომა. შეგახსენებთ, რა სჭირდებათ მათ ყველაზე მეტად: პროდუქტი, ბავშვის და ქალის ტანსაცმელი, სათამაშოები, მაცივარი. შესაძლოა, ჩვენი ვიდეორგოლის ნახვის შემდეგ, მათი დახმარების უნივერსალურ ხერხს, თქვენ შემოგვთავაზებთ. ძალიან გაგვიხარდება და მადლობელი ვიქნებით ამისთვის!
შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ ტეფნაძეების ოჯახი მისამართზე: რუსთავი, მე-16 მიკრორაიონი, კორპუსი 5, ბინა 25.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავამტკიცოთ, რომ სასწაულები ხდება, რომ მათაც შეიძლება ჰქონდეთ, სითბო, სიმყუდროვე და ბევრი საჭმელი! მათ ხომ სჯერათ ჩვენი! იმედს ნუ გავუცრუებთ. დავანახოთ, რაოდენ კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ტეფნაძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
          ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: