ამ არაჩვეულებრივ ოჯახს, დაეწვა სახლი და ყველაფერი, შიგნით რაც იყო. მათ სჯერათ, რომ ქართველები მათი გასაჭირის მიმართ გულგრილი არ დარჩებიან! ქართველი ერის სიკეთის რწმენა არასდროს არ დაიწვება. - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ამ არაჩვეულებრივ ოჯახს, დაეწვა სახლი და ყველაფერი, შიგნით რაც იყო. მათ სჯერათ, რომ ქართველები მათი გასაჭირის მიმართ გულგრილი არ დარჩებიან! ქართველი ერის სიკეთის რწმენა არასდროს არ დაიწვება.

page info icon
2022 აპრილი 12
„სურათების ალბომიც კი არ შემოგვრჩა, ჩვენი ცხოვრების მოსაგონებლად. თითქოს, არც ვარსებობდით - ამბობს დიანა და თან ფერფლს ქექავს. - აქ ხშირად მოვდივარ, გული მტკივა, მაგრამ იმის იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძველი ცხოვრებიდან ვიპოვი რამეს“. 2021 წლის 18 ნოემბერმა, ამ ოჯახის ცხოვრება, ახალ და ძველ ცხოვრებად გაყო. ერთმა ნაპერწკალმა, ფერფლად აქცია ოცნებები, იმედები და მოლოდინი. ოჯახი ქუჩაში დარჩა, მათი ლამაზი სახლი კი, რამდენიმე წუთში დაიწვა. მათი ძველი ცხოვრებისგან დარჩა მხოლოდ ნამწვის საშინელი სუნი და ფერფლი... უკვე ეძინათ, როდესაც ცეცხლმა მათი ნივთების განადგურება დაიწყო. ბეწვზე გადარჩნენ, გარეთ საღამურებით გამოცვივდნენ. მეზობლებმა ათხოვეს ჟაკეტები, პლედები და წინდებიც კი.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
5,352 ₾
( 295 დონორი )
დასრულებულია

ამ არაჩვეულებრივ ოჯახს, დაეწვა სახლი და ყველაფერი, შიგნით რაც იყო. მათ სჯერათ, რომ ქართველები მათი გასაჭირის მიმართ გულგრილი არ დარჩებიან! ქართველი ერის სიკეთის რწმენა არასდროს არ დაიწვება.

კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

 „ამ ქვაბში დედა პელმენს გვიხარშავდა, ამ ფორმებში კი, გემრიელ ფუნთუშებს გვიცხობდა ხოლმე“
 „სურათების ალბომიც კი არ შემოგვრჩა, ჩვენი ცხოვრების მოსაგონებლად. თითქოს, არც ვარსებობდით - ამბობს დიანა და თან ფერფლს ქექავს. - აქ ხშირად მოვდივარ, გული მტკივა, მაგრამ იმის იმედი მაქვს, რომ ჩვენი ძველი ცხოვრებიდან ვიპოვი რამეს“.
 2021 წლის 18 ნოემბერმა, ამ ოჯახის ცხოვრება, ახალ და ძველ ცხოვრებად გაყო. ერთმა ნაპერწკალმა, ფერფლად აქცია ოცნებები, იმედები და მოლოდინი.
ოჯახი ქუჩაში დარჩა, მათი ლამაზი სახლი კი, რამდენიმე წუთში დაიწვა. მათი ძველი ცხოვრებისგან დარჩა მხოლოდ ნამწვის საშინელი სუნი და ფერფლი... უკვე ეძინათ, როდესაც ცეცხლმა მათი ნივთების განადგურება დაიწყო. ბეწვზე გადარჩნენ, გარეთ საღამურებით გამოცვივდნენ. მეზობლებმა ათხოვეს ჟაკეტები, პლედები და წინდებიც კი.
 „ამ კიბეების მიღმა, ჩვენი ცხოვრება დარჩა, რომელიც აღარ არსებობს!“
- ლიანა, გვიამბეთ, ამჟამად როგორ ცხოვრობთ? ბავშვებს ცრემლის გარეშე არ შეუძლიათ მათი სახლის და ცხოვრების გახსენება.
ლიანა: მიმოიხედეთ გარშემო. არაფერი არ დარჩა ჩვენი სახლისგან. იმ საშინელ დღეს ვერასდროს ვერ დავივიწყებ. უკვე გვეძინა, ჩემი დედამთილის არაადამიანურმა კივილმა გაგვაღვიძა: „ვიწვით!“ - ყვიროდა ის. კიდევ კარგი, გაეღვიძა. სახლიდან როგორც კი გამოვცვივდით, სახურავი ჩამოინგრა. შეიძლება ითქვას, სასწაულმა გადაგვარჩინა. ჩემი დედამთილი კი, უფლის გამოგზავნილი ანგელოზია! ყოველ წუთს უფალს მადლობას ვწირავ, მაშინ სახლიდან რომ გამოგვიყვანა! სიკვდილს გადაგვარჩინა! კიდევ ერთი-ორი წამიც, და იქიდან ვეღარ გამოვაღწევდით. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი...
უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის, ჩვენი მდგომარეობა რომ აგიღწეროთ. ტირილის თავიც კი აღარ მაქვს. ვერც კი წარმოიდგენთ, იმ სახლში, თითოეული ნივთი, თითოეული წვრილმანი ჩვენთვის ძვირფასი იყო. შენახული მქონდა ბავშვების პირველი ნახატები, მათი პირველი ნაბიჯების სურათები. მათი პირველი სასკოლო რვეულები. იქ, ყველაფერი ჩემი და ჩემი მეუღლის ხელით იყო შექმნილი. იმხელა შრომა ჩავდეთ იმ სახლში, იმხელა სითბო და სიყვარული.
- ხანძრის მიზეზი უკვე დაადგინეს?
ლიანა: თქვეს, რომ ცეცხლი გაყვანილობას წაეკიდა. მისი აღდგენა ნოლიდან მოგვიწევს. მაგრამ, უკვე აღარ შეგვწევს ამის ძალა და სახსრები.
- ამჟამად სად ცხოვრობთ?
ლიანა: მეზობელმა, დროებით მის სახლში ცხოვრების უფლება მოგვცა. ერთი ოთახი გამოგვიყო. მთელმა სოფელმა ჩაგვაცვა და დაგვახურა, ჩვენ ხომ, საკუთარი აღარაფერი არ გაგვაჩნია. საწოლიც გვათხოვეს, ტახტიც და ღუმელიც. ზოგმა თეფში მოგვიტანა, ზოგმა - ჩანგალი.
 
„ამ ოთახში არაფერი არ არის ჩვენი. ყველაფერი კეთილი მეზობლების მოტანილია“
         - ხელსუფლება რამით გეხმარებათ?
          ლიანა: გვითხრეს: „კედლები ააგეთ და ძველი სკოლის სახურავს მოგცემთო“. ჩვენს სოფელში სკოლის შენობას ანგრევენ და სახურავის მასალას შეგვიპრდნენ. ვნახოთ. მაგრამ, სანამ საქმე სახურავამდე მივა... ჩვენი ერთადერთი შემოსავალი, არის სოციალური დახმარება - 400 ლარი და კიდევ, მეუღლე სადმე დროებით სამუშაოზე თუ გავა. ეს არაფერში არ გვყოფნის. მშობლები გვეხმარებიან, წამლებს რომ იყიდიან, პენსიიდან რამე თუ დარჩებათ.
არსაით მიმავალი კიბე
          მალხაზი (13 წლის): იცით, საკუთარი ოთახი მქონდა. იქ ყველას ვემალებოდი და ვკითხულობდი, ან მუსიკას ვუსმენდი. ახლაც,  ხანდახან მარტო ყოფნა მინდა, მაგრამ არ გამოდის. მხოლოდ ორი საწოლი გვაქვს. იატაკზე, ხან მე და მამას გვძინავს, ხან ჩემს დას და დედას. უკვე აღარც კი მჯერა, რომ ოდესმე ნორმალური საწოლი მექნება. შესაძლოა, რომ გავიზრდები, როდესაც სამსახური მექნება... არ ვიცი.
 „აქ ხშირად მოვდივარ, ჩემს დამწვარ ნივთებს ვპოულობ. ეს ჩემი ჭიქა იყო. ბებომ მაჩუქა, 3 წლის რომ ვიყავი.
 
„ეს ხანჯალი კი, ბაბუამ მაჩუქა, ათი წელი რომ შემისრულდა. ასე ვაკოწიწებთ ჩვენს წარსულს“
- რა გენატრება ძველი ცხოვრებიდან ყველაზე მეტად?
მალხაზი: არ ვიცი... ჩემი ოთახი მენატრება. ძალიან მენატრება.
დიანა (15 წლის): მეც, ძალიან! მაგრამ ჩემთვის, ვერაფერზე ვერ ვიოცნებებ. მინდა, ისევ დიდი ოჯახი გვქონდეს. მინდა, მხოლოდ ლამაზ კაბებზე ვოცნებობდე. ისეთი მეოცნებე ვიყავი... ძილის წინ, ჩემს ოცნებებში ლამაზ ცხოვრებას ვხატავდი. თურმე, ისედაც ლამაზი მქონდა! ისეთი კი არა, როგორიც ახლა.
- რაზე ოცნებობდი? როგორ წარმოგედგინა, როგორი იქნებოდა შენი ცხოვრება?
დიანა: წარმოვიდგენდი ხოლმე, რომ მასწავლებელი გავხდები, მერე გავთხოვდები და შვილები მეყოლება. ბევრი არა, მხოლოდ ორი! მერე კი, ეს ყველაფერი მოხდა და ჩემი ოცნებებიც კვამლს გაჰყვა. ახლა, ძილის წინ, მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, ცეცხლს როგორ გამოვასწარით.
 
„ეხლა კარგად გავრეცხავ, მგონი, ეს ჩემი ზარდახშის ნაწილია“
 „ეს კი, ალბათ, ჩვენი სახატავი ალბომია. ბევრს ვხატავდით მე და ჩემი ძმა, ახლა კი, არც ფანქრები გვაქვს და არც ფურცლები“
         - ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდა?
         დიანა: მახსოვს, მთელი სოფელი როგორ გვეხმარებოდა. როგორ გვამშვიდებდნენ, ტანსაცმელს როგორ გვჩუქნიდნენ. თბილი საბნები როგორ მოჰქონდათ. ყველამ ისეთი გულისხმიერება გამოიჩინა! რომ გავიზრდები, და მუშაობას რომ დავიწყებ, ყველას გადავუხდი მადლობას! მეც მინდა, ყველას რომ დავეხმარო.
ლიანა: გულმოწყალე ადამიანები რომ არა, ალბათ, უკვე ცოცხლებიც აღარ ვიქნებოდით. ყველას მადლობას ვუხდი, ვლოცულობ მათთვის. და კიდევ მინდა, რომ თქვენი მეშვეობითაც გადავცე მადლობა! ყველა წაიკითხავს ჩვენს ისტორიას, მინდა ყველას ვუთხრა, რომ მიყვარს!
        - ლიანა, თქვენი აზრით, ამჟამად ყველაზე მეტად რა გჭირდებათ? ზამთარი გადააგორეთ. დღევანდელი მდგომარეობით, რა არის თქვენი მთავარი პრობლემა?
         ლიანა: სამშენებლო მასალის ნაწილი გვაქვს, სახურავის მოცემას შეგვპირდნენ. გლობალურ რამეებს ვერ გთხოვთ, იქნებ, ჭურჭლით, ტანსაცმლით, საწოლებით დაგვეხმაროს ვინმე. ბავშვებს ძალიან სჭირდებათ კომპიუტერები, ან პლანშეტები. თუკი, უფლის შეწევნით კედლებს ავაგებთ, მერე, ფანჯრები და კარები დაგვჭირდება.
ფარ-ხმალი დაყარონ, თუ სცადონ ყველაფრის ნოლიდან დაწყება? დაეხმარებით? მარტონი, უბრალოდ ვერ გაუმკლავდებიან
         მალხაზი: შეიძება, ველოსიპედი რომ გთხოვოთ?
         დიანა: გაგიჟდი? რა ველოსიპედი?! საჭმელი არ გვაქვს!
- ჩემი აზრით, შევძლებთ აგისრულოთ ეს ნატვრა, თუ შენს დასაც ათხოვებ ველოსიპედს!
მალხაზი: მარტო დას კი არა, თქვენც, მთელს სამეზობლოს და მეზობელი სოფლის ბავშვებსაც კი, თუ მოუნდებათ!
***
        მეგობრებო, ზერაგიების ოჯახმა დაკარგა ყველაფერი. მათი სახლი, ქონება, ყველაფერი, რაც მრავალი წლის მანძილზე, მძიმე შრომის ფასად შეაგროვეს, შთანთქა ცეცხლმა. საერთოდ არაფერი არ დარჩა. ცოლ-ქმარი, ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა, შვილებთან ერთად. ისინი ცხოვრობენ ოთახში, რომელიც კეთილმა მეზობელმა დროებით დაუთმო. მაგრამ, ამ არაჩვეულებრივი ადამიანების გულკეთილობით დიდი ხნით სარგებლობის უფლებას, ნამუსი არ აძლევთ. ახლა, მათ  ძალიან სჭირდებათ ჩვენი თანადგომა!
ზერაგიების ოჯახს სჭირდება ნებისმიერი სახის დახმარება, ყველაზე ელემენტარული ნივთები, მათ ხომ, ცხოვრება ფაქტობრივად ნულიდან უნდა დაიწყონ. პირველ რიგში, სჭირდებათ საკვები პროდუქტი, ჭურჭელი, სამშენებლო მასალა, ტექნიკა, საწოლები, მაგიდა, სკამები და პლანშეტები ბავშვებისთვის. არის კიდევ ერთი განსაკუთრებული თხოვნა - ველოსიპედი!
შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ და შეძლებისდაგვარად გაუწიოთ მათ დახმარება. მისამართი: ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვედა გორდი.
        ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
        გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, მათ გული გავუთბოთ და ჩავუსახოთ მომავლის რწმენა.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ზერაგიების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
          ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: