პროექტის რეპორტი ჩემს ძმას ჩემი შეჭმა უნდოდა! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ჩემს ძმას ჩემი შეჭმა უნდოდა!

page info icon
2022 აპრილი 20
page info icon
665
„კარგია, რომ მოხვედი, თორემ ხან დედას ვაბრაზებ, ხან ბებოს, მთელი დღე. ეხლა ვაპირებდი დაიკოსთვის მეწყენინებინა“, - წარბშეკრული ამბობს ნიკოლოზი და დემონსტრაციულად ეხვევა თავის დას. მივუსწარით! დის წყენინება არ გამოუვიდა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,725 ₾
( 231 დონორი )
დასრულებულია
თურმე, „გოგო ველოსიპედებიც“ არსებობენ!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„ჩემს გოგოს სულ ასე ვეხუტები და ვკოცნი“
„ჩემი ველოსიპედი უფრო ლამაზია იმიტომ, რომ გოგოა! თქვენი უფრო დაჯღანულია!“
ნაცვლიშვილების ოჯახში, ისევ კამათობენ 4 წლის ლიკა და 5 წლის ნიკოლოზი! მათ პირველად რომ ვესტუმრეთ, მაშინ ერთმანეთს პურს არ უყოფდნენ და იმაზე ჩხუბობდნენ, ვინ უფრო მეტ ძეხვს შეჭამდა, რომ ჰქონოდათ. ახლა, როდესაც პატარები საჩუქრებით ავავსეთ, მათ სხვა საკამათო თემა გაუჩნდათ - ვისი ველოსიპედი უფრო სწრაფია, ვისი უფრო ლამაზია, და შეიძლება, თუ არა, იყოს „გოგო“ და „ბიჭი“ ველოსიპედი! ძალიან საყვარლები არიან! 
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/863-natsvlishvili/description/ 
„შენ ვერ დაგსვამ, ეს მხოლოდ გოგონებისთვისაა! ხომ ხედავ, ცუგაც გოგოა!“
თითქოს არაფერი, მაგრამ ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ცვლის ადამიანს ბედნიერება. დღეს, მათ ცხოვრებაში ისეთი ნივთები გაჩნდა, რომლებზეც აქამდე, ვერც იოცნებებდნენ. ბავშვებს აქვთ საოცნებო ახალი ველოსიპედები და სიხარულისგან, მეცხრე ცასაც გასცდნენ. 
„აბა, ვისი ველიკა მოიგებს?“
ტელევიზორი რომ მივუტანეთ, დიდი ყუთით, ჯერ ვერ დაიჯერეს. ასეთი დიდი და თხელი ტელევიზორი, ნანახიც არ ჰქონდათ! რა ფერადიაო - ვერ მალავდნენ ემოციებს და ერთმანეთს ეხუტებოდნენ. წინასწარ უთანხმებდნენ, ვინ რა დროს, რას უყურებდა. მგონი, ტელევიზორზე ჯერ არ უკამათიათ. თუმცა, ჯერ ყველაფერი წინაა!
„აქაც, სულ „გოგოურ“ რაღაცეებს აჩვენებენ!“
- რუიზან, როგორი გახარებულები არიან ბავშვები. ახალ ნივთებს, თქვენც ასე ემოციურად შეხვდით? 
რუიზანი: რას ამბობთ, მგონი, შვილებზე მეტად მე ვყვიროდი სიხარულისგან! ეს რა ყოფილა, ეს სარეცხი მანქანა! მართლა დედოფლად გაგრძნობინებს თავს. ხომ გახსოვთ ჩემი დამსკდარი ხელები? ახლა შეხედეთ! 
- გჯეროდათ, რომ ასეთი გამოხმაურება მოყვებოდა თქვენს ისტორიას? 
რუიზანი: ყოველთვის მჯეროდა იმის, რომ კეთილი ადამიანი თუ ხარ, და გულით ბოროტებას არ ატარებ, ეს აუცილებლად, რაღაც გზით დაგიბრუნდება. ჩემთვის, ცოცხალი მაგალითი სწორედ ეს არის, რომ ამდენი ადამიანი ამომიდგა გვერდში და შემეხიდა. ძალიან სასიამოვნო გრძნობა ყოფილა, როდესაც უცხო ადამიანები შენზე წუხან და გეხმარებიან. მიხარია, რომ ეს გრძნობა გამოვცადე და ჩემმა შვილებმაც გაიხარეს. მათ გახარებულ სახეებზე მეტად, არაფერი გამხარებია.
  ჩვენი ცხოვრების რეჟიმიც შეიცვალა, თითქოს, გამოცოცხლდა.  ტელევიზორს ვუყურებთ, დროს სულ სხვანაირად ვატარებთ ერთად. ბავშვები დღისით ველოსიპედებით დადიან, ჩვენც ვხალისობთ მათ ცქერაში. მეც დასვენებული ვარ, იმხელა საქმეს მიკეთებს სარეცხი მანქანა და იმდენ დროს ვზოგავ. ჩემმა ხელებმა და წელმა დაისვენა. ღმერთმა ყველა ოჯახს მისცეს ისეთი სიხარული, როგორიც მე განვიცადე, თქვენი წყალობით. ამ სიკეთეს, ჩემი ოჯახი არასდროს დაგივიწყებთ!
“მანქანაში სარეცხს რომ შევყრი და ჩემს საქმეს, ის აკეთებს - თავი დედოფალი მგონია!“
-ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ? ვინმეს განსაკუთრებულად თუ გამოარჩევდით?
რუიზანი: განსაკუთრებით გამოვარჩევ ორ უცნობ ქალბატონს, რომლებიც პირადად იყვნენ ჩვენთან მოსული და პროდუქტებით მოგვამარაგეს. ძალიან ვაფასებ მათ საქციელს, ამხელა გზა გამოიარეს, ამხელა ყურადღება და გვერდში დგომა გამოხატეს ჩვენს მიმართ. ჩემი ახლობლებისგან ვიცი, რომ სოციალურ ქსელებშიც აქტიურად იწერებოდნენ თბილ და კეთილ სიტყვებს. ძალიან გვიხაროდა თითოეული კეთილი სურვილი და მსგავსი ყურადღება. ამ გაჭირვების ჟამს, სიტყვებსაც კი უზარმაზარი ძალა აქვს.
„ისეთი გემრიელია, კოლოფიანად შეიძლება ამ ნამცხვრების ჭამა!“
-ჩვენს პოსტს, ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა? რაიმე სახის რეაგირება თუ მოახდინეს?
რუიზანი: სამწუხაროდ, არავინ ჩანს. სოციალური დახმარების გარდა, არაფერი გაგვაჩნია. ძალიან გაგვიხარდებოდა, რეაგირება რომ მოეხდინათ და ცოტა ყურადღება გამოეხატათ, მაგრამ ჩვენთვის ვინ მოიცლის. გაჭირვებულებს, ჩვენს ქვეყანაში, ყველაზე ცოტა ყურადღებას უთმობენ. არადა წესით, პირიქით უნდა იყოს. თუმცა, დიდი მოლოდინი არც მქონია და იმედიც ნაკლებად გამიცრუვდა.
-რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
რუიზანი: პირველ რიგში, მორალურად გაძლიერებას და ცხოვრებაში იმედის დაბრუნებას, რომელიც უკვე მილეული იყო ამ პრობლემებში. ამ დახმარებამ, სრულიად შეცვალა განწყობა, შემართება და ზოგადი სიტუაცია სახლში. ხანდახან, რომ გავიღვიძებ და გარშემო მივიხედ-მოვიხედავ, ჯერ ვერ შევეჩვიე იმას, რომ სახლში ახალი ნივთებია, რომ გავიაზრებ, ძალიან დიდი ლოდი მეხსნება, თითქოს... სულ სხვა ხასიათზე ვდგები. დილა იმ საფიქრალით აღარ იწყება, რომ ტონა სარეცხი მაქვს გასარეცხი და ნახევარი დღე ამაში უნდა დავკარგო. ჩემო ძვირფასო ადამიანებო, თითოეულ თეთრზე მადლობას გიხდით, რაც ჩემი ოჯახისთვის გაიღეთ... უთქვენოდ, მართლა ძალიან გამიჭირდებოდა ცხოვრება... 
„ჩემს ძმას არ სჯერა, მაგრამ ჩემი ველოსიპედი მისას ჯობია!“
-ბავშვებო, ახლა თქვენ მომიყევით, როგორ ერთობით, კიდევ „ჭამთ“ ერთმანეთს? 
ნიკოლოზი (5 წლის): კი-ი-! აბა, რა! ლიკა მეუბნება ჩემი ველოსიპედი ჯობიაო! როგორ არ ვიკამათოთ, როდესაც ჩემია უკეთესი!
ლიკა (4 წლის): ჩემი გოგოსავით ლამაზია! და მისი - არა! 
ნიკოლოზი: ჩვენს ეზოში, ყველას მე ვუსწრებ ხოლმე... სულ მეხვეწებიან, დამსვი, დამსვიო... ყველას მოსწონს ჩემი ველო.
„მე და ჩემს ძმას, მსოფლიოში ყველაზე მაგარი ველო გვყავს“
-მერე? ხომ აძლევ ხოლმე სხვებსაც?
ნიკოლოზი: კი, აბა ღორი ხომ არ ვარ! ყველას ვსვამ ხოლმე, ცოტა ხნით. ჩემს პატარა ძმასაც ვასწავლი ტარებას და კარგად რომ ისწავლის, მერე, ერთად ვივლით ხოლმე ... 
- ლიკა, შენ რა გაგიხარდა საჩუქრებიდან ყველაზე მეტად? 
ლიკა (4 წლის): მე „ფერადი ტელევიზორი“... მულტფილმებს ლამაზ ფერებში აჩვენებს... კიდე... „ფროზენსაც“ ვუყურე, კიდე-ე-ე-ვ ... „ალადინის ფილმს“. ადრე მიყვარდა, რომ ღამდებოდა, იმიტომ, რომ მალე უნდა დამეძინა. ახლა, აღარ მინდა ძილი. სულ მინდა, რომ „ლამაზ კაბებიან“ გოგოებს ვუყურო.
„ჩემი ველოსიპედი ჩემს ცუგასაც მოეწონა, მგონი...“
ნიკოლოზი: მე კიდევ, იცი, რა გამიხარდა, დეიდა? ძეხვი რომ მოგვიტანეთ და საჭმელი... ძეხვის სუნი, პარკშიც კი ვიცანი. ძალიან მაგარი გემო ჰქონდა. რომ გათავდა, ცოტა კი მოვიწყინე, მაგრამ დედამ მითხრა, კიდევ მოგვიტანენო და ცოტა გადამიარა...
         გინდა, გასწავლო, როგორ უნდა გააკეთო მაგარი სენდვიჩი? აი ესე... აიღებ ორ ნაჭერ პურს , შუაში ჩადებ ძეხვს, მერე  გააღებ დი-ი-იდ პირს და ხამ-ხამ... შეახრამუნებ. მსოფლიოში ყველაზე გემრიელი საჭმელია.
-რუიზან, მინდა, კიდევ მესაუბროთ დარჩენილ პრობლემებზე, რა გჭირდებათ ამ ეტაპზე ყველაზე მეტად?
რუიზანი: რაც ახლა, თქვენი წყალობით გვაქვს, ამაზეც ვერ ვიოცნებებდით ვერასდროს. მეტი რაღა გთხოვოთ...
- ნუ მოგერიდებათ, ეს აუცილებელიც არის. ჩვენი ფონდი სწორედ ამისთვის არსებობს. 
        რუიზანი: თუ ასეა, მაშინ, ერთი სათხოვარიც მექნება. საწოლების პრობლემა გვაქვს დარჩენილი. ამდენი სული ვცხოვრობთ სახლში, და ნორმალური საწოლი არც ერთს არ გვაქვს. ახალს არ ვითხოვ, ნახმარი იყოს, კარგ მდგომარეობაში. ნახევრად ჩავარდნილი და მორყეული მაინც არ იქნება. ხომ შეიძლება, ვინმეს ახლის ყიდვა უნდოდეს, ძველი არ გადააგდონ და ჩვენს ოჯახს შეუნახონ. ზოგადად, ნებისმიერი სახის დახმარებაზე თანახმა ვარ, ჭურჭელი იქნება ეს, თუ ლეიბები... რასაც გაიმეტებენ ყველაფრისთვის  მადლიერი ვიქნები, სიცოცხლის ბოლომდე.
„ესენი რომ გათავდება, კიდევ ხომ მოგვიტანთ?“
***
ამ ოჯახს, თქვენს გარდა არავინ ჰყავს, მათი მატერიალური შესაძლებლობები, თვეში მხოლოდ 300 ლარს შეადგენს, რაც ძალიან ცოტაა საარსებოდ. მალე, ნაცვლიშვილების ოჯახი, კვლავ დადგება საკვების პრობლემის წინაშე. ბავშვებს კვლავ მოშივდებათ... ისევ მოვა ცივი ზამთარი და დრო გააჩენს სხვა რამეების საჭიროებას... ამიტომ ისევ უნდა გავერთიანდეთ, ისევ უნდა გავუწოდოთ დახმარების ხელი ამ ოჯახს. ისინი თქვენში ხედავენ იმედს და გადარჩენას. მათი მისამართია: გორი, სოფელი ახალდაბა.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გარდაუვალ დაღუპვას გადავარჩინოთ ისინი.
თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!
მეგობრებო, თქვენთან კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს - თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს დახმარება სჭირდება, გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და ამის შესახებ მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
ჩვენი ფონდის ანგარიშია:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: ნაცვლიშვილების ოჯახი).
 თანხის გადმორიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/finished/863-natsvlishvili/description/ 
თანხის ჩარიცხვა ასევე შესაძლებელია TBCpay, ExpressPay ტერმინალებიდან. ქვეთავში “ქველმოქმედება“ მოძებნეთ ჩვენი ფონდი (ინფორმაციას ფონდის დამატებითი უფლება-მოვალეობების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
არაჩვეულებრივი სიახლე გვაქვს - ახლა ჩვენი ბენეფიციარების ისტორიები შეგიძლიათ წაიკითხოთ:
ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და
ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund.
სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270
ვიფიქროთ იმაზე, რომ გაჭირვებულთა დახმარებით და მათი ტკივილის გაზიარებით, ჩვენ ვზრუნავთ საკუთარ სულზე და ვუახლოვდებით უფალს!

მსგავსი პროექტები: