მაინც მენაგვე გამოვალ. კარგი არაფერი იქნება ჩემს ცხოვრებაში! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

მაინც მენაგვე გამოვალ. კარგი არაფერი იქნება ჩემს ცხოვრებაში!

page info icon
2022 მაისი 11
page info icon
829
„მამაჩემს არ აინტერესებს, რომ დღეში 1 ლარით და 30 თეთრით ვარსებობ. შემპირდა, რომ მუდამ იქნებოდა ჩემს გვერდით, თვითონ კი, მე და დედა მიგვატოვა, - ამბობს ალექსი. - ჯერ ვერ მოვიფიქრე, ჩემი ოჯახი როგორ გადავარჩინო. მაგრამ შემიძლია, სკოლა მივატოვო მე-9 კლასის შემდეგ და მენაგვედ ვიმუშაო“. დედამისს, ელენას, ახალგაზრდა და ჯანმრთელ ქალს, მოულოდნელად, მიკროინსულტმა დაარტყა ორჯერ. ვერ მუშაობს. ბებოს გონებრივი პრობლემები აქვს და გულის შეტევები ემართება. ხშირად სჭირდება სასწრაფო დახმარება. ალექსის აზრით, ცხოვრება სულაც არ არის მშვენიერი. ერთადერთი ონკანიდან, რომელიც სამზარეულოშია, წვრილად მოწანწკარებს წყალი, ერთი ჭიქის ავსებასაც კი დიდი დრო უნდა. კარადის თაროები სულ ცარიელია, უკვე გაყიდულია ყველაფერი. საჭმელი მეზობლებს მოაქვთ. რა არის ამაში მშვენიერი? ის დაბნეულია, დაკარგული აქვს ყველაფრის იმედი.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,009 ₾
( 225 დონორი )
დასრულებულია
მაინც მენაგვე გამოვალ. კარგი არაფერი იქნება ჩემს ცხოვრებაში!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

რა იცოდა ლენამ, რომ ჯანმრთელობის გარეშე დარჩენა, ერთ დღეში შეიძლებოდა

„მამაჩემს არ აინტერესებს, რომ დღეში 1 ლარით და 30 თეთრით ვარსებობ. შემპირდა, რომ მუდამ იქნებოდა ჩემს გვერდით, თვითონ კი, მე და დედა მიგვატოვა, - ამბობს ალექსი. - ჯერ ვერ მოვიფიქრე, ჩემი ოჯახი როგორ გადავარჩინო. მაგრამ შემიძლია, სკოლა მივატოვო მე-9 კლასის შემდეგ და მენაგვედ ვიმუშაო“.

დედამისს, ელენას, ახალგაზრდა და ჯანმრთელ ქალს, მოულოდნელად, მიკროინსულტმა დაარტყა ორჯერ. ვერ მუშაობს. ბებოს გონებრივი პრობლემები აქვს და გულის შეტევები ემართება. ხშირად სჭირდება სასწრაფო დახმარება. ალექსის აზრით, ცხოვრება სულაც არ არის მშვენიერი. ერთადერთი ონკანიდან, რომელიც სამზარეულოშია, წვრილად მოწანწკარებს წყალი, ერთი ჭიქის ავსებასაც კი დიდი დრო უნდა. კარადის თაროები სულ ცარიელია, უკვე გაყიდულია ყველაფერი. საჭმელი მეზობლებს მოაქვთ. რა არის ამაში მშვენიერი? ის დაბნეულია, დაკარგული აქვს ყველაფრის იმედი.

საზარელი სანახავია ბავშვი, რომელსაც ამპუტირებული აქვს ოცნება. ალექსმა იცის ისტორია, უყვარს გერმანული ენა. მაგრამ, უკვე მოემზადა იმისთვის, რომ მენაგვედ იმუშაოს. სჯერა, რაც კარგია,  არ არის მისთვის. რომ ცხოვრებამ ბოლომდე თავში უნდა ურტყას და მისი ადგილი ნაგვის ბუნკერთან არის. თუ არ დავეხმარებით, ეს რეალობად იქცევა.

- ლენა, ეს როგორ დაგემართათ, რატომ? საშინელებაა, ახალგაზრდა ქალს ორჯერ რომ დაემართება ინსულტი...

ელენა: სამსახური დავკარგე და ძალიან ვინერვიულე. კოვიდის დროს მოვყევი შემცირებაში. ორჯერ ზედიზედ დამარტყა ინსულტმა, მართლაც საშინელება იყო. მარცხენა მხარე მთლიანად წამერთვა. ჩვარივით ვიყავი. კოშმარი. 48 კილოგრამს ვიწონიდი. ბებერ ქალს დავემსგავსე. როდესაც გორის თავშესაფარში მიგვიყვანეს მე და ალექსი, ყველას 60 წლის ვეგონე, მე კი, ჯერ 40-ისაც არ ვიყავი. აი, რა ყოფილა ადამიანი! თვალს დაახამხამებ, და აღარ გაქვს ჯანმრთელობა!

- თავშესაფარში?

ელენა: დიახ, მე ხომ საკუთარ თავს ვერ მივხედავდი. იქ კი მოვლა გვქონდა, მეც და ჩემს შვილსაც. გვაჭმევდნენ, ხელახლა მასწავლეს სიარული. ჩემი ავადმყოფი დეიდა მარტო დარჩა თბილისის ბინაში. ძალიან რთულია, კარგ სამსახურს რომ დაკარგავ და ასეთ მდგომარეობაში ჩავარდები. მზარეულის დამხმარე ვიყავი რესტორან „ამრაში“. ცივ კერძებს ვამზადებდი, ხაჭაპურს და კუბდარს. არ ვშიმშილობდით. სახლში, საჭმელიც მომქონდა და ფულიც. ახლა კი, ცარიელ კარტოფილზე ვართ გადასულები. ჩემი შვილი ძალიან მეცოდება. ისიც არ მოელოდა, რომ ავად გავხდებოდი და ასე ძალიან გაგვიჭირდებოდა. როგორღაც ვახერხებდი თავის გართმევას.


სახლი ცარიელია, გასაყიდიც არაფერი აქვთ!


ასე არ მინდოდა. მეგონა, მოვასწრებდი მის აღზრდას. ახლა უკვე ვეღარ გავძლებ სამზარეულოში, ფეხის გამო დიდხანს დგომა აღარ შემიძლია. თან ძალაც არ მაქვს მარცხენა ხელში. მეშინია, ინსულტმა ისევ არ დამარტყას. 12-საათიან ცვლას ფიზიკურად ვერ გავუძლებ. რატომ დამემართა ასე? (ცრემლებს იწმენდს.) ძალა უნდა მქონოდა, რომ მემუშავა, ავად არ უნდა გავმხდარიყავი. ჩემს შვილს არავინ ჰყავს ჩემს გარდა.

- და ალექსის მამა?

ელენა: თერთმეტი წლის მანძილზე, ერთხელ ჰყავს ნანახი. ისევ რომ დამარტყას ინსულტმა და ხეიბარი რომ დავრჩე, ან მოვკვდე, ჩემს შვილს ვინ ეყოლება გვერდით? ამის მეშინია... სვეტა დეიდა ვერ მცნობს, სხვა სახელს მეძახის, თვითონაც ბავშვივით არის. ახლა, ვცდილობ არ ვინერვიულო. საკუთარ თავს ვეუბნები: „ფრთხილად ლენა, ბავშვს მარტოს ხომ ვერ დატოვებ.“ მას ხომ, პატრონი არ ჰყავს.

სირცხვილით როგორ ვთქვა, მაგრამ ჩემს ნათესავებსაც არ ვჭირდები. დეიდაშვილი აქვე ცხოვრობს, ახალაშენებულ კორპუსში. დომოფონში ვუთხარი: „მე ვარ, მაკა“. ჩემი ხმა გაიგო თუ არა, მაშინვე გათიშა. ძალიან მეწყინა. დედაჩემსაც, ღმერთმა ნათელში ამყოფოს, გული ძალიან ეტკინებოდა, რომ გაეგო, როგორ არ დამიდგა მხარში. ადრე, როდესაც არ მქონდა პრობლემები, ნორმალური ურთიერთობა გვქონდა.

მეზობლები სისხლით ნათესავები არ არიან, მაგრამ უფრო შესტკივათ გული. ხან სადილს შემოგვიტანენ, ხან სარეცხის გარეცხვას შემომთავაზებენ. ჩვენთან ვერ ვრეცხავ, წვეთ-წვეთად თუ აავსებ ჩაისთვის წყალს. ეს მილები ხომ, გასულ საუკუნეშია გაყვანილი. კარგი მეზობლები მყავს, გულისხმიერი.

სანამ ერთ ჭიქას აავსებ, შეიძლება ჭკუიდან შეიშალო. წყალი წვეთ-წვეთად მოწანწკარებს. ლენა სარეცხის დარეცხვას აპირებს

საპირფარეშო მშრალია - კრანი წლებია აღარ მუშაობს

 „გაზი“ ტაბურეტზე დგას!

მოსამზადებელიც არაფერი აქვთ...

სადილი, რომელიც მეზობლებმა უწილადეს, აივანზე დგას, ქვაბით. ზაფხულში კი, ასეც ვეღარ შეინახავენ


სვეტლანა დეიდა ეძახის საწოლიდან: ნინელი, ნინელი! შენ დღეს ჩემთვის არაფერი გიჭმევია!

ელენა: ახლახან ჭამე, დეიდა.

სვეტლანა: ნინელი, მაჭამე! მშია. ყველაფერს ჭამთ რაც მოგინდებათ, მე კი არ მაჭმევთ.

ელენა: მოიცადეთ, პურს მაინც მივცემ.

(სამზარეულოდან ბრუნდება.)

ნეტა მალე მოვიდეს ჩვენი რიგი სოციალური სასადილოთი სარგებლობაზე. კიდევ სამი თვე უნდა ველოდოთ. დეიდას სკლეროზი აქვს, სულ შია. რამეს მაინც ვაჭმევდი.

სვეტა დეიდას გონებრივი პრობლემები და სუსტი გული აქვს. დიდი ხნის ჩაწოლილია


მას სერიოზული წამლები სჭირდება, 300-400 ლარის ღირებულების ჩამონათვალია. ყველზე მეტად კი, იმის მეშინია, რომ დეიდას გულის ასთმის შეტევა არ დაემართოს. ხელთ მხოლოდ კორვალოლი მაქვს. გუშინ ჩამთვლიმა, მას კი ჰაერის უკმარისობა დაეწყო. კორვალოლით სასწრაფოს მოსვლამდე ძლივს მივატანეთ. მისი საავადმყოფოში დაწვენა უნდოდათ, მაგრამ უარი ვუთხარი. დეიდას არ აქვს სოციალური დაუცველობის სტატუსი, ჩვენ მოგვიწევს საფასურის დაფარვა. მე კი ვერ გადავიხდი. მისი დიაგნოზი არის „სტაბილური სტენოკარდია“. სულ ვნერვიულობ და ვკანკალებ იმის გამო, რომ წამლები არ მაქვს.

 „რამე გულის წამალი მომეცი, ნინელი“


- დეიდა ნინელის გეძახით.

ელენა: მისი და ვგონივარ. დედაჩემს ერქვა ნინელი. ადრე აქ ცხოვრობდა. ეს „ხრუშოვკა“ მან დაგვიტოვა.

რაღაც მხრივ, დეიდა ბედნიერია, ვერ ხვდება, რას ვჭამთ. შეიძლება პურს ჭამდეს და ტორტი ეგონოს. იცით, ჩემი ბიჭი რას აკეთებს? შაქარს და მარილს მოაყრის ხოლმე ხახვს და ისე ჭამს. ეს არის ახლა მისთვის გემრიელობა.

დეიდას ძლიერი წამლები სჭირდება, სახლში კი, მხოლოდ კორვალოლი აქვთ


-რთულია ალბათ უგემური საჭმლის ჭამა, როდესაც კარგი მზარეული ხარ?

ელენა: შეფ-მზარეულობა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ყოველთვის კარგი გემოვნება მქონდა. რა ბედნიერი იყო რესტორნის სამზარეულოში გატარებული წლები. რა ვიცოდი, რომ მე და ჩემს შვილს, სასადილოს სალაფავზე გადასვლა მოგვიწევდა? მართლაც, არავინ იცის, რა ელის წინ. ვმუშაობდი, კარგად გამოვიყურებოდი. ასე კი არა, როგორც ახლა - საფრთხობელასავით.

- საკუთარ თავზე ასე ნუ ამბობთ.

ელენა: აბა რა? მომავალი მეუღლე რომ გავიცანი, ლამაზი ვიყავი. პარკში ძაღლს ვასეირნებდი, მან კი გულგრილად ვერ ჩამიარა.  ყურადღებიანი იყო, ცდილობდა არაფერი ეწყენინებინა, ყვავილებს და სუნამოებს მჩუქნიდა. ჩემთვის ყველაფრის გაკეთება უნდოდა. როგორ გაწითლდა, დედაჩემს ჩემი ხელი რომ სთხოვა... ისეთი კარგი იყო, რომ მახსენდება, ტირილი მინდა.

 (უცებ, საუბარში ალექსი ერევა.)

ალექსი: შენც ნუ გაიხსენებ. მას ხომ არ ვახსოვართ.

- მამაზე ნაწყენი ხარ, ალექს?

ალექსი (13 წლის): რა თქმა უნდა, ნაწყენი ვარ. ცუდად მოგვექცა. ალიმენტს მოგვიგდებს ხოლმე - თვეში 50 ლარს. და არც უნდა, ჩემზე რამე რომ იცოდეს. ჯერ თქვა, რომ ხშირად მნახავდა ხოლმე. ველოდებოდი. ახლა აღარ ველოდები. მომატყუა.


11 წლის მანძილზე, ალექსს მამამისი მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი


- პოსტი რომ წაიკითხოს, გაიგოს როგორ გიჭირთ და დახმარება რომ მოუნდეს?

ალექსი: არ ვიცი... რატომ იქცევა ასე? როგორ შეიძლება, საკუთარ შვილს ასე რომ მოექცე? ნუთუ არ იცის, რომ დღეში 1 ლარით და 30 თეთრით ვერ იარსებებ? აი მე კი, ძალიან კარგად ვიცი ეს. დედას არც ყველს ვთხოვ, არც ხორცს. არც ჩიპსებს და არც კოკა-კოლას. ძალიანაც მინდა, რა თქმა უნდა. მახსოვს, რა გემრიელიც არის. მაგრამ ახლა გვიჭირს. სოციალურ დახმარებას ვიღებთ - 220 ლარს და სვეტა ბებოს პენსიას. საწყალი სვეტა ბებია, ძალიან ავად არის. დედას ვეუბნები: „მოდი სკოლას მივატოვებ და პირდაპირ სამუშაოდ გავალ“. დედას და სვეტა ბებიას რამე გემრიელს მაინც ვუყიდი.

ალექსი საწოლზე დამჯდარი მეცადინეობს. არ აქვს საკუთარი მაგიდა, სადაც ნორმალურად დაჯდომა შეიძლება. იქვე ოთახში სვეტა დეიდა ხმამაღლა ესაუბრება საკუთარ თავს


- მაგალითად, სად იმუშავებდი?

ალექსი: ნაგვის მანქანაზე.

- ეს მართლა გინდა?

ალექსი: რა მნიშვნელობა აქვს, რა მინდა. როგორც გინდა, ისრ მაინც არასოდეს გამოდის. ძალიანაც მინდა, დედაჩემივით მზარეული გამოვიდე. დედა და ბებია ავად რომ არიან, საჭმელს მე ვამზადებ ხოლმე. ან ისტორიკოსი. ძალიან მიყვარს ისტორია, სიგიჟემდე. მაგრამ, მაინც მენაგვე გამოვალ. ცხოვრება ძალიან მძიმეა. ძალიან ბევრი ცუდი რამ მაქვს ნანახი უკვე.


ლენას შვილის სიტყვები გულს სტკენს. დედას ხომ უნდა, რომ მან ისწავლოს, კარგად იცხოვროს


- ალექს, ბავშვისგან ასეთი სიტყვები მძიმე მოსასმენია. მაგრამ ყველა ჩვენმა მკითხველმა უნდა წაიკითხოს, რათა იცოდნენ სიმართლე. იქნებ, ყველამ ერთად შევძლოთ რაღაცის შეცვლა.

ელენა: თქვენი დიდი იმედი მაქვს!

- დახმარება რით დავიწყოთ, ლენა?

ელენა: ჩვენთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი არის პროდუქტი და წამლები. დანარჩენს თავად გადაწყვეტთ. არაფერი არ გაგვაჩნია. სადილი აივანზე დგას, ქვაბით, პირდაპირ იატაკზე. მაცივრის გარეშე ვცხოვრობთ. სარეცხს მეზობლებთან ვრეცხავთ. სირცხვილია, მაგრამ რას ვიზამთ? ტაბურეტზე ვამზადებ, ჩაცუცქული. ასეთია ჩემი „გაზი“. წყალი მთელ სახლში არ მოდის... სულ ვწვალობ.


სახლში, გაშავებულ დამპალ შნურებზე კიდია  შიშველი ნათურები 

კარადა ძლივს დგას, კარები წარამარა ძვრება


ალექსი: თუ შეგიძლიათ, დედაჩემს დაეხმარეთ. ფეხზე სჭირდება მკურნალობა.

- ამასაც ვიტყვით. ლენა, რას შეცვლიდით, საკუთარი ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობა რომ გქონდეთ?

ელენა: არაფერს. მხოლოდ უფლის გადასაწყვეტია, რა განსაცდელი გვაქვს გასავლელი. თუკი მიჭირს და ავად ვარ, ეს გამოცდაა, ხომ არ გავხდები ცუდი ადამიანი? რამე საშინელებას ხომ არ ჩავიდენ? ძალიან მიმძიმს, ტირილი მინდა. და ვტირი. ცრემლები არ უნდა შეიკავო. ღმერთის წყალობით, ჩაივლის ბნელი დროც. რადგან თქვენ გამოჩნდით, ჩაივლის, იმედია.

***

როდესაც ხარ მარტოხელა დედა, არ გაქვს ავადმყოფობის უფლება. გამოძრავებს ერთადერთი შიში - შვილის გაზრდა მოასწრო.  ელენა თავდაუზოგავად შრომობდა და ძალიან განიცადა, სამსახური რომ დაკარგა. ერთ დღეში, ჯანმრთელობის გარეშე დარჩა. ნებისმიერ, საქართველოში მცხოვრებ მარტოხელა დედას, შეიძლება შეემთხვეს ასეთი რამ. როდესაც ყველაფერს მარტო უმკლავდები და წელში წყდები... როდესაც დახმარება არსაიდან ჩანს.
ეს პატარა ოჯახი, დამოკიდებულია ჩვენს გულისხმიერებასა და სიკეთეზე. მათ ცხოვრებაში ბნელი დრო უნდა დასრულდეს. შეგიძლიათ პირადად მოინახულოთ პოპოვების ოჯახი და დაეხმაროთ მათ. მისამართი: თბილისი, გორგასლის ქ. 116.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გამოვიჩინოთ გულმოწყალება და დავუმტკიცოთ, რომ სასწაულები ხდება, და რომ მათაც შეიძლება ჰქონდეთ სითბო, სიმყუდროვე და ბევრი საჭმელი! მათ სჯერათ ჩვენი! იმედს ნუ გავუცრუებთ. დავანახოთ, რაოდენ კეთილი ხალხი ცხოვრობს საქართველოში!
         გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: პოპოვების ოჯახი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270!
დალოცვილები ყოფილიყავით!




მსგავსი პროექტები: