„იყო ღარიბი, ნიშნავს გეცვას დახეული ტანსაცმელი და არ გქონდეს სათამაშო“ - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

„იყო ღარიბი, ნიშნავს გეცვას დახეული ტანსაცმელი და არ გქონდეს სათამაშო“

page info icon
2022 მაისი 19
ათი წლის ვენერას, არ ჰყავს მეგობრები და დარწმუნებულია, რომ არც არასდროს ეყოლება. ღატაკებთან მეგობრობა არავის უნდა. „ვგრძნობ, რომ თავს მარიდებენ. ჩემს გვერდით არ სხდებიან, ჩემთან თამაში არ უნდათ. არაფერს მეუბნებიან, მაგრამ ისე მექცევიან, რომ აი, აქ მტკივა“, - ამბობს ვენერა და ხელს გულზე იდებს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,654 ₾
( 171 დონორი )
დასრულებულია
„იყო ღარიბი, ნიშნავს გეცვას დახეული ტანსაცმელი და არ გქონდეს სათამაშო“
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც, მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!

იყო ღარიბი, ნიშნავს იმას, რომ ტანსაცმელი სულ დახეული გაქვს

ათი წლის ვენერას, არ ჰყავს მეგობრები და დარწმუნებულია, რომ არც არასდროს ეყოლება. ღატაკებთან მეგობრობა არავის უნდა. „ვგრძნობ, რომ თავს მარიდებენ. ჩემს გვერდით არ სხდებიან, ჩემთან თამაში არ უნდათ. არაფერს მეუბნებიან, მაგრამ ისე მექცევიან, რომ აი, აქ მტკივა“, - ამბობს ვენერა და ხელს გულზე იდებს.


მეგობარი რომც გყავდეს, ასეთ სახლში, სტუმრად არავინ მოვა

ვენერა (10 წლის): ლამაზ სახლში რომ ვცხოვრობდე, და მანქანა რომ მყავდეს, დარწმუნებული ვარ, ჩემთან მეგობრობა ყველას მოუნდებოდა. არ დამიჯერებ, მაგრამ მანქანის ტარება ვიცი. ნათესავებმა მასწავლეს. მინდა, ავტომრბოლელი რომ გამოვიდე. მაგრამ ჩემი არავის სჯერა: „ღარიბი ხარ, არასდროს გეყოლება მანქანა, და სახლიც არასდროს გექნება...“ თითქოს ღარიბებს, ოცნების უფლებაც არ გვაქვს...

 “ღარიბი თუ ხარ, ყველა თავს გარიდებს. ფული თუ არ გაქვს, შენთან მეგობრობა არავის არ უნდა!“

 - რას ნიშნავს სიღარიბე?

 ვენერა: ტანსაცმელი რომ არ გაქვს, არც საჭმელი. საწოლიც რომ არ გაქვს, და არც საკუთარი ჭიქა. ეს არის სიღარიბე.

სიღარიბე ნიშნავს, საკუთარი საწოლი რომ არ გაქვს და იძულებული ხარ, ყველასთან ერთად გეძინოს 

- ყოველთვის ასე ცხოვრობდით, ფატიმა? 

 ფატიმა: არ გვიჭირდა, სანამ ჩემი მეუღლე მაღაროში მუშაობდა და ხელფასს იღებდა. მაგრამ ახლა, ასაკის გამო აღარ სჭირდებათ - 65  წლისაა. ამიტომ, ჩვენი ერთადერთი შემოსავალი, სოციალური დახმარებაა. 850 ლარი გვერიცხება. თითქოს, ერთი შეხედვით, არ არის თანხა. მაგრამ შვიდნი ვართ, და არაფერში არ გვყოფნის. მე, ჩემი მეუღლე და ხუთი შვილი. დავითი 12 წლისაა, ვენერა - 10-ის, შემდეგ მოდის ციცინო - 7 წლის, ზაური - 5-ის  არის, ყველაზე პატარა კი, დეგოლი გვყავს - 2 წლისაა. გარდა ამისა, ამ თანხით, ზაურისთვის ვყიდულობთ წამლებს. რომელიც მას ჰაერზე მეტად სჭირდება. თუ არ მიიღო, შეიძლება შეტევა დაემართოს.


 „სამწუხაროდ, სრული ბედნიერებისთვის, საკმარისი არ ყოფილა არაჩვეულებრივი მეუღლე და ულამაზესი შვილები რომ გყავდეს“

- დიდი ხანია ავად არის?

 ციცინო (7 წლის): იცით, რა საშინელებაა? საშინელ მოძრაობებს აკეთებს. თავს აი ასე, უკან გადაწევს ხოლმე. მერე კი, არაფერი ახსოვს.

ფატიმა: პირველად, სამი წლის ასაკში დაემართა შეტევა. ექიმების თქმით, ავადმყოფი გულის გამოა ასე. ვერაფრით მოვახერხეთ, მისთვის ნორმალური, სრული გამოკვლევა ჩაგვეტარებინა. მისი თბილისში წასაყვანი სახსრები, არასდროს გვექნება.

- შეტევები რამდენად ხშირად ემართება?

ფატიმა: ვერ ვიტყვი, რომ ხშირია, აი წელს, მაგალითად, მხოლოდ ორჯერ ჰქონდა. გამიგია, რომ ზოგიერთ ბავშვს, დღეში რამდენიმეჯერ ემართება. მაგრამ ეს წამალი, რომელსაც ახლა ვასმევთ, ამშვიდებს. ძალიან ძვირია, ერთ შეფუთვაში 40 ლარს ვიხდით. ცხრა წვეთს ვასმევთ, ყოველ დილა-საღამოს. თვეში ოთხი ფლაკონი გვჭირდება. 

 „ზაურის ყოველ წუთს შეიძლება  დაემართოს შეტევა. მისი მარტო დატოვება არ შეიძლება“

 - დაავადებას სხვა გართულებებიც თუ ახლავს თან?

 ფატიმა: კი. ძალიან მგრძნობიარეა, ყველაფრის გამო ნერვიულობს და განიცდის, შეიძლება იტიროს სულ უმნიშვნელო რაღაცის გამო.

 ზაური (5 წლის): მიყვარს, ბევრს რომ მეთამაშებიან. დაჭერობანას და დამალობანას თამაში მიყვარს. ციცინოს ყველაზე კარგად გამოსდის დამალვა. რაღაც საიდუმლო ადგილები იცის.

 „სხვადასხვა თამაშს ვიგონებთ, მოწყენილობისგან რომ არ გავგიჟდეთ და ცოტა რომ გავთბეთ“

- ციცინო, გვაჩვენებ ასეთ ადგილებს?

 ციცინო: აბა, კი! მე სადღა დავიმალო მერე? წამო, სხვა რამეს განახებ, ოღონდ არავის არ უთხრა!

 „აქ არის ჩემი „დასამალავი“ ადგილი, ოღონდ არავის უთხრა!“

- ოჰო, მანდ, მართლაც ვერავინ გიპოვის.

 ციცინო: იცი, მინდა პოლიციელი გამოვიდე, ყველა რომ დავიჭირო და ციხეში ჩავსვა. ეს ჩემი მთავარი სურვილია. მეორე - ზაური ავად რომ არ იყოს. მესამე კი - სახურავი რომ შეაკეთონ. აქ, კარგია დამალვა, მაგრამ წვიმის დროს - ცუდია.

- კარგი, ჩამოდი იქიდან, პოლიციელო! მოდი, სხვებსაც ვკითხოთ, რა სურვილები აქვთ.

 ციცინო: მე შემიძლია ყველას მაგივრად გითხრა! ყველას სახურავი გვინდა, სახლში წვიმა რომ აღარ ჩამოვიდეს! მე კი, მინდა, ციხეში რომ ჩავსვა ყველა!

 „ყველა ცუდი ადამიანის ადგილი, ციხეშია!“

- თუ მეც არ დამიჭერ, მირჩევნია თვითონ რომ ვკითხო. შეიძლება?

ციცინო: თუ არ გეზარება, წამოდი, ჰკითხე.

 „ყველანი ვმეგობრობთ. რა გვაქვს საჩხუბარი? გასაყოფიც არაფერი გვაქვს“

 - დათუნა, შენ ყველაზე უფროსი ხარ, შენით დავიწყოთ. გვიამბე შენს ოცნებებზე. რას საქმიანობ, ვინ გინდა რომ გამოხვიდე?

 დათუნა (12 წლის): ვსწავლობ, სკოლის მერე კი, ყველანი ერთად ვთამაშობთ. არც ტელევიზორი გვაქვს, არც კომპიუტერები, ამიტომ, ჩვენ თვითონ ვიგონებთ სხვადასხვა თამაშს. კიდევ, ტაძარში დავდივარ ხშირად. იქ სტიქაროსნად „ვმუშაობ“. ვფიქრობ, რომ გავიზრდები, მღვდელი გამოვალ.

 „მიყვარს შრომა და მიხმარება, ეკლესიის მსახურობა ამიტომ გადავწყვიტე“

- რა საინტერესოა, ანუ შენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებ სულიერ ცხოვრებას?

 დათუნა: კი, მაგრამ არის ისეთი რამეებიც, რომელიც ძალიან გამახარებდა. მაგალითად, კომპიუტერი თავისი საჭით და გასაბერი აუზი. ხანდახან, თვალებს დავხუჭავ ხოლმე და ვფიქრობ: რა მაგარი იქნებოდა, რომ გვქონდეს! რა მაგრად იხალისებდნენ ბავშვები.

 - და საჭმელებიდან რას ისურვებდი? 

 დათუნა: არაფერს. სიმართლე გითხრა, დიდად არ მიყვარს ჭამა. ახლა, მარხვას ვიცავ. მხოლოდ ერთხელ დავარღვიე, შემთხვევით, ყველი ვჭამე. აი, რა მიყვარს მართლა ყველაზე მეტად!

 „მათლა“ მომიტან „ბუთის“

დეგოლი (2 წლის): მე „ბუთი“ და „სოკოლადი“ კიდე!

ციცინო: თქვა, რომ ბურთი უნდა და შოკოლადი, და კიდევ პატარა მანქანა და ველოსიპედი!

- დარწმუნებული ხარ, რომ ასე თქვა?

ციცინო: კი, მე ხომ მისი და ვარ, და კარგად ვიცნობ.

დედიკო ყველაზე გემრიელია, როგორც „სოკოლადი“

- რა სერიოზული ბავშვები ხართ! ერთს უნდა, პოლიციელი რომ გამოვიდეს, მეორეს - ავტომრბოლელი, მესამეს - მღვდელი!

ციცინო: მე რატომ არ მკითხე საჭმელზე?

- ოჰ, იმდენი მელაპარაკე, სულ გადამავიწყდა!

ციცინო: მკითხე მერე, რას ელოდები?

- რომელი საჭმელი გიყვარს, ციცინო?

ციცინო: მე მიყვარს ჭამა! მაგრამ ყველაზე მეტად, თხილიანი შოკოლადი მიყვარს და ნაყინი. კიდევ, კიტრი და პომიდორი. მაგრამ ყველაზე გემრიელი, მაინც ჩვენი დედიკოა!

 „ამ საწოლზე რომ ვწევართ, გვერდები გვტკივა“

 - ახლა კი, შენი ნებართვით, შენს „გემრიელ“ დედიკოსაც გავესაუბრები. იქნებ მასაც უნდა რამის თქმა?

 ციცინო: ისიც სახურავზე გეტყვის!

ფატიმა: ასეთი ცელქია ეს! თან,  ყოველთვის სიმართლეს ამბობს. მართლაც, უამრავი პრობლემა გვაქვს, მაგრამ პირველი, რასაც ვერაფრით ვაგვარებთ - სახურავია! ნეტავ მისი გადახურვა მოხერხდებოდეს. და თითქოს, პრობლემებიც ნაკლები იქნებოდა. გადასახური მასალა რომ გვქონდეს, ჩემი მეუღლე თვითონ გააკეთებდა ყველაფერს. ოქროს ხელები აქვს.

გაა

ოჯახს არანაირი ტექნიკა და არანაირი ავეჯი არ გააჩნია

 - გვიამბეთ ყველა თქვენს პრობლემაზე, რაც გაგახსენდებათ.

ფატიმა: საწოლები! შვიდნი ვართ და მხოლოდ სამი საწოლი გვაქვს. ერთზე ჩემს მეუღლეს სძინავს, დანარჩენ ორზე კი - მე და ბავშვებს! ვერც კი წარმოიდგენთ, როგორია! საშინელებაა! ალბათ, ძალიან ბევრს ვითხოვ, მაგრამ ჰაერივით გვჭირდება პროდუქტი, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სარეცხი მანქანა და საწოლები. ეს ერთადერთია, რაზეც ახლა შემიძლია ფიქრი.

ციცინო: სახურავი არ დაგავიწყდეს! და ის, რაც გითხარი!

 „დეგოლი და მისი და-ძმები, ელიან ყველაზე სათნო ადამიანებს  !“

***
         ბავშვებმა თქვეს, რომ ყოველდღე დაელოდებიან ახალ მეგობრებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი თქმით, მეგობრობის არ სჯერათ, იქნებ შევძლოთ, საპირისპირო რომ დავუმტკიცოთ. ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ბავშვებს რა აცვიათ საიმისოდ, რომ მოვეფეროთ და გულში ჩავიკრათ ისინი. რა მნიშვნელობა აქვს, რანაირ სახლში ცხოვრობენ საიმისოდ, რომ ვესტუმროთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არის, რომ ისინი არსებობენ და გველიან!
თუკი ვინმე მოახერხებს, ამ ოჯახის მონახულებას და ამ საოცარი ბავშვების პირადად გაცნობას, ნამდვილად არ ინანებს! ეს არის მათი მისამართი: ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფელი პერევისა. 
       ამჟამად, სჭირდებათ სახურავის შეკეთება, საწოლების, ჰიგიენური საშუალებებისა და სარეცხი მანქანის შეძენა. ასევე, ბავშვებს ძალიან გაუხარდებოდათ სათამაშოები და ტკბილეული, თუკი ასეთი სურვილი გექნებათ.
        ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გარდაუვალ  დაღუპვას გადავარჩინოთ ისინი! 
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: კვანტალიანების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
          თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: