პროექტის რეპორტი სასჯელის უმაღლესი ზომა - ტანჯვა ცხოვრების ბოლომდე! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

სასჯელის უმაღლესი ზომა - ტანჯვა ცხოვრების ბოლომდე!

page info icon
2022 მაისი 20
page info icon
4144
შენობა, რომელიც უნდა დაინგრეს... მალე, ის საერთოდ აღარ იარსებებს. შესაძლოა, მისმა ბინადრებმაც აღარ იარსებონ. მათ არსაით აქვთ გასაქცევი, არავინ ელის. კაციშვილი არ უდგას მხარში. რამე რომც დაემართოთ, ძალიან გვიან თუ შეიტყობს ვინმე. ალბათ მაშინ, როდესაც სოციალური დახმარების ჩარიცხვის დღეს, ნათია აღარ მივა მაღაზიაში ვალის გადასახდელად.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
3,591 ₾
( 206 დონორი )
დასრულებულია
მშიერი რომ ვიყავი, ვერ ვიცინოდი... ახლა კი, თავისით მეღიმება!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
„თურმე სიცილიც მცოდნია, როცა არ მშია“
        ორი ულამაზესი ბიჭუნას მარტოხელა დედა ვერც კი წარმოიდგენდა, რა შეიძლება მოხდეს, დახმარებას გულით თუ ითხოვ. მხოლოდ უფალმა და თავად ნათიამ იციან, რამდენი ცრემლი დაღვარა, რამხელა დამცირების ატანა მოუხდა მას! როდესაც სასოწარკვეთილმა ნათიამ გადაწყვიტა ფონდისთვის მიემართა, ვერ იჯერებდა, რომ მის საშინელ მდგომარეობას რამე შეცვლიდა.
https://chernovetskyifund.ge/ge/projects/871-iliaandrati/ 
         „ისედაც მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, ყველა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, ბავშვებს რა აჭამოს... ჩვენ ვის ვჭირდებით? უცხო ადამიანები როგორ დაგვეხმარებიან, როდესაც მშობელმა მამამ უარი თქვა საკუთარ შვილებზე?“ - სევდიანად გვითხრა ნათიამ, როდესაც შევპირდით, რომ მთელი საქართველო ამოუდგებოდა მხარში.
         - ნათია, გვითხარით, ახლა როგორ ცხოვრობთ, რა შეიცვალა?
          ნათია: მარტოხელა დედისთვის ყოველთვის მისი შვილები არიან პირველ ადგილზე. მათ მშივრებს ვერ ვუყურებ. ახლა იმდენი ნივთი მაქვს, რომელმაც შემიმსუბუქა ცხოვრება... არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. პირველ რიგში, მინდა ყველას გითხრათ, რომ ეს ფონდი მართლაც ემსახურება სიკეთეს და ყველას შეგიძლიათ მისი ნდობა. თურმე იმდენი გულისხმიერი ადამიანია ამქვეყნად, ვისაც გულთან ახლოს მიაქვს სხვის ტკივილი... დაუჯერებელია... ახლა საჭმელიც გვაქვს, მაცივარიც, სარეცხი მანქანაც, ჭურჭელიც, ახალი ტაფაც, ტოსტერიც და ძალიან გვაბედნიერებს ეს ყველაფერი...
„ტოსტერიყველაზე მაგარი გამოგონებაა მსოფლიოში“
          - ყველაფერი, რაც ითხოვეთ!
          ნათია: ჩვენთვის ეს ფუფუნების საგნები იყო. ჩემი უფროსი ბიჭი სიხარულისგან გაგიჟდა, ტოსტერი რომ დაინახა. მაშინვე მივარდა, გულში ჩაიკრა, კოცნა დაუწყო... მეც და მასაც სიხარულით აგვევსო გული... ახლა, შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანად ვგრძნობ თავს. მადლობა ყველას, ვინც  ადამიანად და დედად მაგრძნობინა თავი...
„ახლა სუფთა ბიჭი იქნები, ჭუჭყიანი ტანსაცმლით აღარ ივლი“
         - ძალიან მიხარია, ასეთ გახარებულს რომ გხედავთ. ახლა კი მითხარით, ახალი მეგობრები თუ შეიძინეთ?
         ნათია: ვინმესთან მეგობრობა ძალიან გამიხარდება. ამ ეტაპზე შემიძლია გამოვყო ერთი ადამიანი, რომელმაც საზღვარგარეთიდან დამირეკა, გიორგი ჰქვია. მოგვიკითხა, გამესაუბრა ჩვენს პრობლემებზე და შემპირდა, რომ აუცილებლად დაგვეხმარება, როდესაც ჩამოვა... ბევრმა გოგომ დამირეკა, ბევრმა მარტოხელა დედამ. მამხნევებდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ისეთ ადამიანთან ერთად ცხოვრებას, ვინც პატივს არ გცემს, მარტოობა სჯობს - ძალიან დამეხმარა ეს სიტყვები! ვიცი, ათასობით ქალია ჩემნაირ მდგომარეობაში და როგორღაც უმკლავდებიან - ესე იგი, მეც ყველაფერი გამომივა!
           ვისაც ჩემთან მეგობრობის სურვილი ექნება, ნუ მოგერიდებათ. დამირეკეთ, გვესტუმრეთ, გოგოებო. უზომოდ გამახარებთ.
ჩემი ძმა 3 წლის გახდა და სტუმრები დავპატიჟეთ
          - ადგილობრივი ხელისუფლება თუ გამოეხმაურა ჩვენს პოსტს? რაიმე სახის რეაგირება მოახდინეს?
           ნათია: შენობა, რომელშიც მე და ჩემი შვილები ვცხოვრობთ, მალე უნდა დაინგრეს. მის ნაცვლად ააშენებენ კორპუსს, რომელშიც ლტოლვილებს შეასახლებენ. შემპირდნენ, რომ ქუჩაში არ დაგვტოვებენ. სანამ კორპუსი აშენდება, ბინას გვიქირავებენ და დროებით იქ ვიცხოვრებთ. ჩემს ოცნებებში უკვე ვხედავ, რამდენიმე წელიწადში როგორ ვიცხოვრებთ სუფთა, კეთილმოწყობილ ბინაში, ეს ახალი ნივთებიც, იქაურობას უფრო მოუხდება.
„ამას სულ შევჭამ... ჩუმად მივეპარები, რომ დაიძინებთ“
        - რას ნიშნავს ეს დახმარება და მხარდაჭერა პირადად თქვენთვის?
         ნათია: დახმარებაზე ბევრად მეტია... ალბათ, ჩემნაირი გაჭირვებული ადამიანები უფრო მიხვდებიან, რას ვგულისხმობ. შესაძლოა, ვინმეს უბრალოდ გაუხარდეს სახლში ახალი ნივთების შეძენა, მაგრამ ეს მხოლოდ სიხარულს არ ნიშნავს... ჩემთვის, ეს რაღაც ახალი და კარგის დასაწყისი უფროა. თქვენი დამსახურებით, ბოლო რამდენიმე თვეა, აღარ ვშიმშილობთ. ფიქრის და ოცნების განწყობა გაგვიჩნდა.
 „ეს ჩემი საყვარელი საჭმელია, ცოტას თქვენც გაგიყოფთ“
         - ილია, მინდა შენ გკითხო... რამდენადაც ვიცი, ტოსტერმა დაიპყრო შენი გული, უკვე გაერკვიე, როგორ უნდა გამოიყენო?
         ილია (8 წლის): კი, ძალიან ადვილია... ჩადებ პურს, მერე ხრაშუნა ნაჭრებს ამოიღებ, წაუსვამ კარაქს, მოაყრი შაქარს და ყველაზე გემრიელი ორცხობილა გამოდის, რაც კი ოდესმე გაგისინჯავს. ჩემს პატარა ძმასაც და დედასაც ძალიან მოეწონათ. ერთხელ, დედიკომ ხუმრობით მკითხა: „აირჩიე, ან მე ან ტოსტერი.“ და მეც ხუმრობით ვუპასუხე: „ტოსტერი“ - მეთქი. ისე კი, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს დედიკო.
          - ნათია, იქნებ გაქვთ კიდევ რაიმე პრობლემა, რომლის გადაჭრაშიც ჩვენი ფონდის მეგობრებს შეუძლიათ დაგეხმარონ? 
         ნათია: უვე მაქვს ის, რაც მჭირდებოდა ყველაზე მეტად. ახლა, საწოლებისა და ლეიბების პრობლემა დარჩა. იმისთვის რომ ჯანმრთელი ვიყოთ, ეს ძველი, დაობებული ლეიბი და ლოგინი, უნდა გადავყარო და რამით ჩავანაცვლო... მაგრამ, რომ გადავაგდო, სად უნდა დავიძინოთ? მე კი დავიძინებ, ბავშვები მეცოდებიან, ნახევრად სველ ლოგინში რომ სძინავთ.
        - მალე აცივდება. ახლაც, უკვე ცივა თქვენთან, როგორ უნდა გათბეთ? 
        ნათია: გაზი არ მაქვს, არ არის შემოყვანილი. ქალაქიდან ბალონების ზიდვა კი ძალიან მიჭირს, დიდი საქმე იქნება, ამ საკითხსაც თუ მოაგვარებთ.
„აბრაკადაბრა საჭმელო, გაჩნდი!“
***
        გილოცავთ, მეგობრებო, კიდევ ერთი ოჯახი დავაყენეთ ფეხზე. ასეთ საქმეში მონაწილეობის მიღება მხოლოდ დიდსულოვან და ძლიერ ადამიანებს შეუძლიათ. ნათიას პატარა ოჯახს, დარჩა პატარა მოუგვარებელი პრობლემები.          ახლა, როდესაც სუსხიანი ზამთარი გვიახლოვდება, მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ახალ, თბილ ლოგინში ძილი. მათ სახლში სითბო რომ იყოს, უნდა მოგვარდეს გაზის საკითხი. ცოტაღა დარჩა, კიდევ ერთმა ოჯახმაც რომ იცხოვროს ისე, როგორც შეეფერება ჩვენი დალოცვილი ქვეყნის მაცხოვრებლებს! მათ სჯერათ, რომ ისევ დაეხმარებით.
          თუკი გიმძიმთ საყოფაცხოვრებო სირთულეებისა და გადაუჭრელი საკითხების გამო, რამდენიმე წამით ყურადღება ჩვენს „ფეისბუქის“ პოსტებზე გადაიტანეთ; ან უმჯობესია, ჩვენს ნებისმიერ ბენეფიციარს დაურეკოთ და ყველა თქვენი პრობლემა უმნიშვნელოდ მოგეჩვენებათ იმათთან შედარებით, ვისაც მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთს დაეხმარეთ.
         მათ პრობლემებთან შედარებით ჩვენი პრობლემები არაფერია! აი, ნამდვილი გაჭირვება! ის თქვენ წინაშეა! უფალს მადლობა შესწირეთ იმისთვის, რაც გაგაჩნიათ! თქვენ უბედნიერესი ადამიანი ხართ! გახსოვდეთ ეს და დაეხმარეთ შეჭირვებულებს.
          სამწუხაროდ, ამ და კიდევ უამრავი სხვა ოჯახის პრობლემები არ დასრულებულა, ამიტომ, დროდადრო დაათვალიერეთ ხოლმე ამ საბრალო ხალხის ისტორიები ჩვენს ვებ-გვერდზე და ესაუბრეთ მათ. ყოველ ჯერზე, როდესაც მორიგი შეჭირვებული ადამიანის ნომერს აკრეფთ, თქვენ აუცილებლად იგრძნობთ უფლის კურთხევას! აუცილებლად! გააგრძელეთ ამ ოჯახების დახმარება! სწორედ ეს არის საუკეთესო ღვთისმსახურება!     
         მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
          თქვენი სიკეთე, არის შესაძლებლობა, თავადაც ყველაფერში ბედნიერი რომ იყოთ!
მეგობრებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!
      ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
          თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/871-iliaandrati/ 
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund


მსგავსი პროექტები: