"ყველაფერი თეკლას ბრალია!.." - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

"ყველაფერი თეკლას ბრალია!.."

page info icon
2022 მაისი 30
„ოჰ, რა ძნელია, დედიკო ავად რომ არის! თეკლას გამოა ეს ყველაფერი!“ - ამბობს შვიდი წლის ლუკა და დედას თავზე ეფერება. ოთხი შვილის დედა, წელიწადზე მეტია წევს. დედასთან ერთად, საწოლში სხედან ხუთი წლის გვანცა, ოთხი წლის ევა და ერთი წლის თეკლა.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,126 ₾
( 156 დონორი )
დასრულებულია
"ყველაფერი თეკლას ბრალია!.."
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
        „ოჰ, რა ძნელია, დედიკო ავად რომ არის! თეკლას გამოა ეს ყველაფერი!“ - ამბობს შვიდი წლის ლუკა და დედას თავზე ეფერება. ოთხი შვილის დედა, წელიწადზე მეტია წევს. დედასთან ერთად, საწოლში სხედან ხუთი წლის გვანცა, ოთხი წლის ევა და ერთი წლის თეკლა.
აი თეკლაც - დედიკოს ავადმყოფობის „მიზეზი“
- სალომე, გვიამბეთ, როგორ აღმოჩნდით ასეთ მდგომარეობაში? ლუკა თეკლას რატომ აბრალებს თქვენს ავადმყოფობას?
სალომე: ასე გამოვიდა. მეოთხე შვილზე რომ ვიყავი ორსულად, ყველაფერი ნორმალურად იყო. მშობიარობის დროს კი, რაღაც მოხდა და ფეხის გამოძრავება ვეღარ შევძელი. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რა ტკივილების გადატანა მომიხდა, რა გამოვიარე... ნახევარი წლის განმავლობაში, მე გამოვიარე ჯოჯოხეთი! ხანდახან ვამბობ, რომ ზუსტად ვიცი, ცოდვილებს ჯოჯოხეთში რა ტკივილი ელით.
 „ჯოჯოხეთის ყველა წრე გამოვიარე... ტკივილისგან ვკიოდი და ვღრიალებდი“
        - და რატომ არ მკურნალობდით?
        სალომე: მითხრეს, რომ ფეხი დაზიანებული მქონდა, რომ ეს არ იკურნებოდა, რომ ნერვი იყო მოყოლილი. რაღაც საშინლად ძვირადღირებულ აბებს ვსვამდი, მაგრამ უშედეგოდ. მერე,  ყველაფერს თავი დავანებე. მაგრამ ტკივილგამაყუჩებლების გარეშე, ტკივილისგან უბრალოდ ვღრიალებდი, ბავშვებს ვაშინებდი. და აი, სულ ცოტა ხნის წინ, აღმოჩნდა, რომ ეს ფეხის ბრალი სულაც არ არის. ნერვი, ხერხემლის მალებს შორის მქონია მოყოლილი. სწორედ ამის გამო, ვერ დავდიოდი. ყველა საჭირო საბუთი შევაგროვეთ და სახელმწიფომ ოპერაცია დამიფინანსა. მითხრეს, რომ ერთი თვე უნდა ვიწვე, მერე უკეთ გავხდები. შეიძლება, რეაბილიტაციაც დამჭირდეს. ჯერ არ ვიცი. ვნახოთ, ერთ თვეში, ექიმები რას მეტყვიან.
 „სულ ჩაგკოცნი დედიკო, ოღონდ არ იტირო“
          - ახლა როგორ ხართ? უკეთესობა გაქვთ?
          სალომე: ცა და დედამიწაა! რა თქმა უნდა! მაგრამ ჯერჯერობით, გადაადგილება არ შემიძლია. გაუნძრევლად უნდა ვიწვე. მაგრამ როგორ, როდესაც ოთხი შვილი მყავს? რომ მომაწვებიან!.. თან საწოლებიც არ გვაქვს, ბავშვებს ჩემთან და მამასთან სძინავთ.
        ლუკა (7 წლის): მე არ გაწვები! გოგოები ვერ ხვდებიან, რომ დედას სტკივა! და საერთოდაც, ცელქები არიან!
         - ესე იგი, ყველაზე დამჯერი შენ ხარ?
        ლუკა: კი, და ყველაზე უფროსი! დედიკოს ვუვლი. წყალი მომაქვს და ვასმევ ხოლმე. ხორცი რომ მქონდეს, ჩაქაფულს მოვუმზადებდი! ან ქათამს შევუწვავდი!
         - გემრიელი საჭმლის მომზადება იცი?
         ლუკა: რა თქმა უნდა! ჯერ არ მიცდია, მაგრამ, მგონი, ვიცი!
 
„ყველაფრის გაკეთება ვიცი. ღუმელსაც ავანთებ, დედიკოს რომ არ შესცივდეს“
 „წყალსაც მოვიტან და საჭმელსაც მოვამზადებ“
         - კიდევ რის გაკეთება გეხერხება?
        ლუკა: კარგად ვსწავლობ. ხათუნა, ჩემი მასწავლებელი, სულ მეუბნება: „რა კარგი ბიჭი ხარ, ლუკა.“ მე კი მინდა, რომ კიდევ უფრო კარგად ვისწავლო. მაგრამ საწერი მაგიდა არ მაქვს. ეს მიშლის ხელს.
         - კიდევ რა არ გაქვს?
         ლუკა: ბევრი რამ! მაგალითად, ახლახან, ისეთი ქარი იყო, რომ სკოლის სახურავი ჩამოაგდო! კინაღამ მე დამეცა! ახლა, სკოლაში ვეღარ დავდივარ. დღეს ვიტირე კიდეც, ისე მინდოდა წასვლა.
 „ნეტა მალე შეაკეთონ ჩემი სკოლა, სახლში ისეთი მოწყენილობაა“
          - სახლში არ გირჩევნია?
          ლუკა: რას ამბობ! ეს გოგოები მამწარებენ! აი, თეკლამ ჩუსტები დამიმალა, ევამ ჩამარტყა. გვანცას, კიდევ შეიძლება, როგორღაც მოელაპარაკო. ის მიყვარს, ხანდახან. ეს წრიპები კი - არა! აი რა ვაკეთო სახლში? ტელევიზორიც კი არ მაქვს.
 „მაკარონის“ ხე. რა კარგი იქნებოდა, ასეთი ხე ჩვენს ეზოშიც რომ იყოს!
         გვანცა (5 წლის): მეც ბაღი მიყვარს. იქ კუბიკები მაქვს. ხატვაც მიყვარს. და „მაკარონის“ ხეც გავაკეთე.
 
„სახლში უშნო სათამაშოები გვაქვს, ბაღში კი - ლამაზი“
         - შენც ეხმარები ხოლმე დედიკოს?
         გვანცა: კი, იცი, რა მაგრად?! მეც ვასმევ წყალს.
„ჭიქა გასარეცხია, სახლში კი, წყალი არ მოდის“
         - მოდით, დედიკოს ვკითხოთ, ვინ ეხმარება ყველაზე მეტად?
         სალომე: ბავშვები მამხნევებენ, დახმარებით კი - მეუღლე მეხმარება. ჩემი ხელებიც და ფეხებიც ის გახდა. რა მეშველებოდა მის გარეშე! საჭმელსაც ამზადებს და ბავშვებსაც უვლის. უფალს მადლობას ვწირავ, ასეთი ადამიანი რომ გამომიგზავნა.
         - დიდი ხანია იცნობთ? სად გაიცანით ერთმანეთი?
        სალომე: მეგობრებთან, თბილისში. მაშინვე მივხვდით, რომ ერთად ვიქნებოდით. როინი ჩემზე 20 წლით უფროსია. მე 25 წლის ვიყავი, ის - 45. მაგრამ, მყარი ოჯახის შექმნაში, ამან ხელი სულაც არ შეგვიშალა. სანამ ავად გავხდებოდი, მუშაობდა, მაგრამ ლოგინად რაც ჩავვარდი, ვერ მტოვებს ვერც მე, ვერც ბავშვებს. ჩვენთან დედაც ცხოვრობს, 82 წლისაა ჩემი დედამთილი. ისიც ცდილობს, რომ მომიაროს, მაგრამ თვითონაც უკვე მოხუცია, დახმარება სჭირდება.
         - სალომე, ეს სახლი თქვენია მაინც? ქირას ხომ არ იხდით?
         სალომე: კი, მეუღლის სახლია, ძველია უკვე. წვიმაც ჩამოდის და ფანჯრებიდანაც უბერავს. არც წყალი გვაქვს, არც ავეჯი. სამ საწოლზე გვძინავს. თეკლას ჩემთან ერთად სძინავს, ლუკას - მამასთან, გვანცას და ევას კი - ბებოსთან.
 „ყველაზე ცუდი საწოლები გვაქვს. ხანდახან ვარდება“
        - ამჟამად რა გჭირდებათ?
        სალომე: მკურნალობას არ ვითხოვ, სახელმწიფომ დაფარა ჩემი ოპერაციის საფასური. მოგმართეთ იმისთვის, რომ ჩემს შვილებს შეუმსუბუქოთ ცხოვრება. ძალიან გვჭირდება პროდუქტი, საწოლები, მაგიდა და სკამები. სამარცხვინოა, რაზეც ვსხედვართ. სკოლაში ძველი, რკინის სკამები ჩამოწერეს და ბევრი ხვეწნის შემდეგ, ჩვენ მოგვცა დირექტორმა. კიდევ, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სჭირდებათ ბავშვებს. საერთოდ არ აქვთ!
          - რაში გყოფნით სოციალური დახმარების თანხა?
          სალომე: 800 ლარი გვაქვს შვიდ სულზე. თითქოს, დიდი თანხაა, მაგრამ ახლა, ისე გაძვირდა ყველაფერი! კარაქს რომ იყიდი, შაქარს ვეღარ ყიდულობ. ყველაფერზე ეკონომიას ვაკეთებთ, სახლში პური მაინც რომ გვქონდეს. მეტის საშუალება არ გვაქვს.
         გვანცა: ფული რომ გვქონდეს, ათას ცალ ხინკალს ვიყიდდი. და არავის გავუყოფდი. დედიკოს გარდა.
გვანცას მოსწონს მისი „ძაღლუკა-ჩუსტები“, მაგრამ, დედა ეუბნება, რომ მხოლოდ სახლისთვის არის და ბაღში ვერ ჩაიცმევს
ევას კი, ძალიან უნდა საწოლი, სადაც არავინ შეაწუხებს და ფეხს არავინ ჰკრავს. და რომელიც არ იღრიჭინებს
პატარა თეკლას კი, თოჯინა უნდა, ლამაზი. ასეთი საშინელი კი არა, ცალ თვალს რომ აპაჭუნებს
         ლუკა: მე კი ტორტს ვიყიდი, სანთლებს ავანთებ და სურვილს ჩავიფიქრებ, რომ დედიკო კარგად იყოს! რომ აღარ იტიროს!
 „არ იტირო, დედიკო, ჩვენ სურვილი ჩავიფიქრეთ, კარგად იქნები! აი, დალიე!“
„აი, ხომ უკეთესად ხარ?“
         გვანცა: ვაიმე, კინაღამ დამავიწყდა! ტელევიზორი მჭირდება!
         ლუკა: მარტო შენ კი არა, ყველას გვჭირდება!
         ევა (4 წლის): მე კაბიანი თოჯინა მინდა და კაბა ევასთვის, ბურთებით!
         გვანცა: რა ბურთებით? კოპლებით?
         ევა: არა, ყვავილებით! ლამაზი!
როდესაც გვერდით ამისთანა ანგელოზები და ერთგული მეუღლე  გყავს, ჯოჯოხეთსაც კი გაივლი
***
        ღმერთო, რამდენი არაჩვეულებრივი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში! რამდენი ლამაზი და ჭკვიანი ბავშვი, რომლებიც ოცნებობენ მხოლოდ იმაზე, რომ უბრალოდ ბავშვობა ჰქონდეთ, ისეთივე, როგორიც სხვებს! მათ მხოლოდ სათამაშოები და ტანსაცმელი უნდათ, რომ ჰქონდეთ, მათ მშობლებს კი, იმის საშუალება, რომ უბრალოდ აჭამონ მათ! სულ ეს არის!
         თუკი მოახერხებთ ამ ოჯახის მონახულებას, და ამ არაჩვეულებრივი ადამიანების პირადად გაცნობას, ნამდვილად არ ინანებთ! ცხოვრების ბოლომდე დაგამახსოვრდებათ ამ ოჯახის გაცნობის დღე! მათი მისამართია: გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალი სამგორი, ყაზბეგის ქ. ბინა 53.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, ისინი გარდაუვალ დაღუპვას გადავარჩინოთ.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: წიკლაურების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901 200 270! დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: