ოთხი და და ოთხი ერთი მეორეზე საშინელი უბედურება! რა არის ბედნიერება, არ იციან არც მათ, და არც იმათ შვილმა. - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ოთხი და და ოთხი ერთი მეორეზე საშინელი უბედურება! რა არის ბედნიერება, არ იციან არც მათ, და არც იმათ შვილმა.

page info icon
2022 ივნისი 15
page info icon
1938
ამ დანგრეული სახლის კედლები ზაფხულშიც ვერ თბება, სული გეყინება მის სიახლოვეს. იქიდან მუდამ კვნესა და გოდება ისმის. ამ დაწყევლილ სახლში ხუთნი ცხოვრობენ: ოთხი და და მათი საერთო „ბავშვი“ – 29 წლის გიორგი. უფრო სწორად, იქ კი არ ცხოვრობენ, იტანჯებიან. ამ დაწყევლილი სახლის არცერთ ბინადარს, ცხოვრებაში არ გაუმართლა. ისინი, ერთდროულად მკვდრებიც და ცოცხლებიც არიან...
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,235 ₾
( 154 დონორი )
დასრულებულია
ოთხი და და ოთხი ერთი მეორეზე საშინელი უბედურება! რა არის ბედნიერება, არ იციან არც მათ, და არც იმათ შვილმა.
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
         ამ დანგრეული სახლის კედლები ზაფხულშიც ვერ თბება, სული გეყინება მის სიახლოვეს. იქიდან მუდამ კვნესა და გოდება ისმის. ამ დაწყევლილ სახლში ხუთნი ცხოვრობენ: ოთხი და და მათი საერთო „ბავშვი“ – 29 წლის გიორგი. უფრო სწორად, იქ კი არ ცხოვრობენ, იტანჯებიან. ამ დაწყევლილი სახლის არცერთ ბინადარს, ცხოვრებაში არ გაუმართლა. ისინი, ერთდროულად მკვდრებიც და ცოცხლებიც არიან...
სახლში ერთი მთელი ფანჯარაც კი არ დარჩა
ყველაზე უფროსი და - ნუნუ, 61 წლის არის, სულ ახალგაზრდა დაქვრივდა და მეორე ოჯახი აღარ შეუქმნია. 59 წლის ვარდო დაქორწინებული არასდროს ყოფილა. სახლ-კარს და მშობლებს უვლიდა. მაგრამ ორი წლის წინ, მას ფეხი მოკვეთეს განგრენის გამო   და ახლა, ნაწოლები აქვს ყველგან, წევს და ოცნებობს: მალე მოკვდეს, ან სუფთა ჰაერი მაინც ჩაისუნთქოს. 55 წლის მაიას, შვილი ჰყავს - გიორგი, რომელსაც მამამისი არასდროს უნახავს. ახალგაზრდობაში მაია უნამუსო კაცმა მოატყუა და შეაცდინა, მერე კი ორსული მიატოვა! ასე დარჩა, მარტო, მხოლოდ თავისი დების იმედზე.
 
„ერთი დღეც არ მახსოვს, ბედნიერი რომ ვყოფილიყავი. როგორ უნდა იყო ბედნიერი, როდესაც შვილი გყავს ცუდად?“
29 წლის გიორგის სიელმით იტანჯება და ეს, მისი დაავადებებიდან, ყველაზე უწყინარია. სუსტი ჯანმრთელობა აქვს, ცუდი სმენა, ხანდახან, უცნაურადაც იქცევა, ხან დედას ვერ ცნობს, ხან მეზობლებს. ზოგჯერ, ადამიანების ეშინია, ხანაც საერთოდ არ ლაპარაკობს, საბავშვო სათამაშოებს იპოვის ხოლმე და თამაშობს. ყველაზე უმცროსი და - 50 წლის ირმა - ახლა, ყველასთვის დედაც არის, შვილიც და დაც. უვლის და ცდილობს, სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდეს!
„არ მელაპარაკოთ!“
ირმა: ისეთი ნებიერა ვიყავი, ყველაზე უმცროსი შვილი. დედა და მამა ხელის გულზე მატარებდნენ, დაიკოები მეთამაშებოდნენ. პრინცესასავით ვყავდი. როდის შეიცვალა უარესობისკენ ჩვენი ცხოვრება, როდის წავიდა უფსკრულისკენ, არც ვიცი...
         ვარდო: დედას გარდაცვალების შემდეგ, საყვარელო. დედა 2008 წლის 26 ივნისს გარდაიცვალა. ის იყო მთელი ჩვენი ოჯახის საყრდენი, ყველას გვივლიდა და გვპატრონობდა. დაცულები ვიყავით, ყველანაირად. მაგრამ, ავად გაგვიხდა. კუჭ-ნაწლავის ოპერაცია დასჭირდა ერთი, მეორე... მესამე ვეღარ გადაიტანა და მოკვდა... საბრალო მამა ისე დარდობდა, ყოველდღე მიდიოდა მის სურათთან და ეხვეწებოდა, წამიყვანეო. არ დაიჯერებთ, ისიც 26 ივნისს გარდაიცვალა! ოღონდ რვა წლის მერე! ასე დავკარგეთ დედაც და მამაც, და სულ მარტონი დავრჩით.
„არც კი ვიცი, როგორ მივედით ასეთ ცხოვრებამდე...“
ირმა: თავზე დაგვემხო ყველაფერი, განადგურდა, სახლში ერთი მთელი ფანჯარაც კი არ დაგვრჩა, ერთი მთელი სკამიც კი. ასე გამოვიდა, რაღაცნაირად, ვერც კი შევამჩნიეთ, როგორ... ყველაფერი გვქონდა და აღარაფერი დაგვრჩა.
- თქვენი საარსებო წყარო რა არის?
ირმა: სოციალური დახმარება და პენსია. კიდევ, დღეში ერთხელ საჭმელი მოგვაქვს სოციალური სასადილოდან. თავად საჭმლის მომზადება ძალიან გვიჭირს. აი, წავალთ მე და ჩემი და ტყეში, დავკრეფთ ტოტებს, ხის ხმელ ნაფოტებს და სახლში მოვათრევთ... ერთხელ, ჩემმა დამ ტირილით მითხრა: „მარტო ლაგამი გვაკლია პირში, ცხენებივით, ამდენ შეშას ზურგით რომ დავათრევთ“. გაგვეცინა, მერე კი, პირდაპირ მიწაზე დავსხედით და ხმამაღლა დავიწყეთ ტირილი... არ ვიცი, სასოწარკვეთილებისგან, თუ იმის გამო, რომ ჩვენი თავები შეგვეცოდა. მაგრამ, ავდექით, ცრემლები მოვიწმინდეთ და გზას გავუდექით. სახლში ხომ, ვარდო, მაია და გიორგი გველოდებოდნენ მშივრები.
 „მოტეხილი ხელითაც კი, ყველას მე უნდა მოვუარო“
        - ვარდო, გვიამბეთ, რა შეგემთხვათ? რატომ არ გაქვთ ფეხი?
       ვარდო: დიაბეტი მაქვს, როგორც ჩანს, განგრენა იყო დაწყებული, მე კი, ყურადღებას არ ვაქცევდი. მტკიოდა, მაგრამ ვითმენდი, ვიცოდი რომ ექიმთან წასვლის დრო არ იყო. არავის არაფერს ვეუბნებოდი, არც ვაჩვენებდი. ექიმს მაშინ მივმართე, როდესაც ტკივილი გაუსაძლისი გახდა. ძალიან გვიანი იყო! ბერა თითის მოკვეთა მოუწიათ. მაგრამ, პროცესი ვერ შეაჩერეს. დანარჩენი თითები თავისით მძვრებოდა... გახსენებაც კი არ მინდა, ისეთი ტკივილი და საშინელება გამოვიარე! ერთხელაც, ვიზიტის შემდეგ, ექიმმა მითხრა, რომ სასწრაფოდ თბილისში უნდა წავსულიყავი - აუცილებელი იყო ფეხის ამპუტაცია. ამას დახვრეტა მერჩივნა...
„მერჩივნა, დავეხვრიტე. ფეხის გარეშე, ნახევარი ადამიანი ვარ დარჩენილი“
ირმა: ექიმებს არ ეწყინოთ, მაგრამ, როდესაც ფული არ გაქვს, არ გთვლიან ადამიანად. ჩემი აზრით, გადახდის საშუალება რომ გვქონოდა, ვარდოს ყურადღებას მიაქცევდნენ და შესაძლოა, ფეხსაც შეუნარჩუნებდნენ. ეს ჩემს ხელსაც ეხება.
- სად მოიტეხეთ?
        ირმა: იატაკს წამოვკარი ფეხი. აქ ხომ, მთელი არაფერი გვაქვს, იატაკზეც კი ხვრელებია. წავიქეცი და ხელი მოვიტეხე. არ იყო ღია მოტეხილობა. მეგონა, ტკივილი მალევე გამივლიდა. მაგრამ, ის გაუსაძლისი გახდა. მივედი საავადმყოფოში, მაგრამ იქ მომსახურებაზე უარი მითხრეს, სანამ 250 ლარს არ გადავიხდიდი. ასეთ ღატაკებს საიდან უნდა გვქონდეს ამხელა ფული? ჩვენი დახმარების და პენსიის თანხა მაკარონსა და წამლებში ძლივს გვყოფნის. 250 ლარს რანაირად გადავიხდიდი. იქნებ, თქვენ მითხრათ?
         - რას ამბობთ?! ისე გამოგიშვეს, რომ გამოკვლევაც არ ჩაგიტარეს?
         ირმა: თქვენ წარმოიდგინეთ, კი! მერე მეზობლები ჩაერივნენ, დარეკეს და მხოლოდ ამის შემდეგ, ხელი თაბაშირში ჩამისვეს. ამ თაბაშირით უკვე ორთვენახევარია დავდივარ. იმისთვის, რომ მომხსნან და ნახონ, როგორ შეხორცდა, ისევ ფულია საჭირო. ვფიქრობ,  რა იქნება, ჩემით რომ მოვიხსნა? საქმის კეთება ცალი ხელით ძალიან მიჭირს. წყალი არ გვაქვს, მდინარესთან დავდივარ ყველაფრის გასარეცხად. ძალიან რთულია იქიდან დასალევად და დასაბანად წყლის ზიდვა. ვარდოს თეთრეულს კი, ხშირად უნდა რეცხვა. ის ხომ ლოგინიდან ვერ დგება. ერთი სიტყვით, ვიტანჯები!
 „სრულიად მარტონი ვართ ამქვეყნად, არავინ გვყავს ერთმანეთის გარდა“
- წყალი არ მოდის სოფელში?
ირმა: ყველასთან მოდის, ჩვენს გარდა. ვერ შემოვიყვანთ. როდესაც ოჯახში მამაკაცი არ გყავს, პრობლემებთან გამკლავება ძალიან რთულია.
- კიდევ რა პრობლემები გაქვთ, რომელსაც თავად ვერასდროს გაუმკლავდებით? 
ირმა: გაზი გვაქვს გათიშული. უზარმაზარი დავალიანება დაგროვდა. მამა ცუდად რომ გვყავდა, ითხოვდა, სახლში სითბო რომ ყოფილიყო. გათბობას ვრთავდით. არ ვიცი, ეს როგორ მოხდა, მაგრამ გვითხრეს, რომ 650 ლარია დაწერილი! ასეთ თანხას ვერასდროს ვერ გადავიხდით. ამიტომ, გასულ წელს, უბრალოდ ვიყინებოდით მთელი ზამთარი. საწოლებში ვწვებოდით და ვიფუთნებოდით, საჭმელსაც კი ვერ ვამზადებდით.
 
„არ ვიცით, რა არის ბედნიერება“
- გაზისა და წყლის გარდა, კიდევ რა პრობლემების გადაჭრა შეგვიძლია?
ირმა: არაჩვეულებრივი იქნებოდა, შაქრის დონის საზომი ჩხირებისა და ჭურჭლის კარადის შეძენაში რომ დაგვხმარებოდით. თორემ მხოლოდ ერთი კარადა გვაქვს, სადაც ტანსაცმელსაც ვინახავთ, პროდუქტსაც და ჭურჭელსაც. ასევე, პროდუქტი და მაცივარი გვჭირდება. წყალი თუ გვექნება, სარეცხ მანქანაზეც გავბედავ ოცნებას.
ოჯახს უკვე ვემშვიდობებოდით, როდესაც ირმამ ხმადაბლა ჩაილაპარაკა: „იცით, რაზე ვოცნებობ? ლამაზი შპალერის ყიდვაზე, უზარმაზარი ყვავილებით ერთ ოთახში მაინც რომ გავაკრა, რათა შეგვახსენოს, რომ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ, რომ ეს ჯოჯოხეთი კი არა, უბრალოდ ცხოვრებაა“
 „ამ კედლების ყოველდღე ცქერა, ძალიან მტკივნეულია“
***
       მეგობრებო, თედიაშვილების ოჯახში შემაძრწუნებელი მდგომარეობაა. ამ ადამიანებს ჩვენი დახმარება ძალიან სჭირდებათ, და ამას რაც უფრო მალე გავაკეთებთ, მით უფრო მალე შევძლებთ მათი მძიმე ხვედრის შემსუბუქებას. ჩვენ გვჯერა თქვენი და თქვენი კეთილი, წრფელი გულების, რომლებიც მუდამ მზადაა ადამიანების გადასარჩენად. მათ ხომ, ძალიან ცოტა სჭირდებათ!
ასევე, შეგიძლიათ პირადად, შეძლებისდაგვარად, გაუწიოთ მათ დახმარება, ღმერთი კი დაგლოცავთ! თუკი გექნებათ სურვილი, მოინახულოთ და ოჯახს პირადად დაეხმაროთ, მათი მისამართია: საგარეჯო, მეშვიდე შესახვევი, ჯაფარიძის ქუჩა, ბინა 5.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
         გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, ისინი გარდაუვალ დაღუპვას გადავარჩინოთ.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: თედიაშვილების ოჯახი)
         თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270!
დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: