კორესპონდენტი: "მეშინია ვკითხო, რამდენი დღეა მშიერი" - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

კორესპონდენტი: "მეშინია ვკითხო, რამდენი დღეა მშიერი"

page info icon
2022 ივნისი 21
page info icon
903
„ნუთუ ასე ხდება: რომ მშია - მუცელი მტკივა, რომ შევჭამ, მაინც მტკივა? - მეკითხება ნიკა და გულის ტკივილით ამატებს: - ალბათ იმიტომ, რომ ყოველდღე არ მაქვს საჭმელი.“ მეშინია, ვკითხო ბიჭუნას, მერამდენე დღეა, არაფერი უჭამია. ისევ ნიკამ დაარღვია მძიმე სიჩუმე: „ბოლოს როდის ვჭამე კანფეტი, აღარც კი მახსოვს.“
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
4,077 ₾
( 295 დონორი )
დასრულებულია
კორესპონდენტი: "მეშინია ვკითხო, რამდენი დღეა მშიერი"
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
          „ნუთუ ასე ხდება: რომ მშია - მუცელი მტკივა, რომ შევჭამ, მაინც მტკივა? - მეკითხება ნიკა და გულის ტკივილით ამატებს: - ალბათ იმიტომ, რომ ყოველდღე არ მაქვს საჭმელი.“ მეშინია, ვკითხო ბიჭუნას, მერამდენე დღეა, არაფერი უჭამია. ისევ ნიკამ დაარღვია მძიმე სიჩუმე: „ბოლოს როდის ვჭამე კანფეტი, აღარც კი მახსოვს.“
როგორი უნდა გაიზარდოს ბიჭუნა, რომელიც ასეთ სიღატაკეში ცხოვრობს და შიმშილობს? რომელსაც არ აქვს სათამაშოები და არ ახსოვს, საჭმელი ბოლოს როდის აქვს ნაჭამი. ბიჭუნა, რომელსაც მხოლოდ სხვის სახლში აქვს ნანახი ლამაზი ცხოვრება, და მასაც უნდა, რომ სხვის ცხოვრებით იცხოვროს.
რთულია,  ასეთ სახლში იცხოვრო, და არ იოცნებო სხვანაირ ცხოვრებაზე
ფანჯრებზე ცელოფნებია გაკრული, ერთი ფანჯარა კი, უბრალოდ ამოქოლილია
         - მაია, სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, ამ სახლში ვინმე თუ ცხოვრობდა.
         მაია: კი, აქ ნამდვილად შეუძლებელია ცხოვრება. სახურავიდან წყალი ჩამოდის, ფანჯრებში არ არის შუშები, კარი კი, ქარის ყოველ  წამობერვაზე ვარდება. ერთ მშვენიერ დღეს, ეს სახლი უბრალოდ დაინგრევა. გათბობა შეუძლებელია. ზამთარში, მე და ნიკოლოზი ძალიან ვწვალობთ. ღვთის მადლით, გადავაგორეთ... პატარა ფიჩხები მოგვქონდა ტყიდან და ისე ვთბებოდით.
 „ნახე, რამდენი ფიჩხები მოვიტანე. ღამით აღარ შეგვცივდება“
 „აი ასე, შევუჩიჩხინებ და უფრო დათბება...“
         - აქ როგორ აღმოჩნდით?
         მაია: ეს ჩემი დედამთილის სახლია. ყოველთვის გვიჭირდა: მაშინაც, როდესაც ბევრნი ვიყავით, და ახლაც, როდესაც სრულიად მარტონი დავრჩით. მივეჩვიე, არ ვჭამო და შვილებს დავუთმო ჩემი წილი.
         - ნიკას გარდა, არ მინახავს აქ ბავშვები. სად არიან?
         მაია: შვიდი შვილის დედა ვარ. უფროსები - 30 წლის მარი და 24 წლის ქრისტინე - დაოჯახებულები არიან. ბიჭი - გიორგი (28 წლისაა) არ ცხოვრობს ჩვენთან ერთად, იშვიათად ვხვდებით ერთმანეთს. ჩემი 16 წლის ვანო, მამიდასთან ცხოვრობს. 19 წლის ქეთი და 10 წლის მიხეილი კი, მინდობით აღზრდაში არიან. ამ საშინელ სახლში, დედასთან ერთად, მხოლოდ ნიკა დარჩა. სოციალურმა სამსახურმა ისიც რომ წაიყვანოს, ჩემი ცხოვრება დაკარგავს აზრს...
- თქვენი მეუღლე?
მაია: ციხიდან ახლახან გამოვიდა. ორი წელი იჯდა ხულიგნობისთვის. მაგრამ, ის ავად არის, მძიმე სამუშაოს ვეღარ შეასრულებს, როგორც ადრე.
- რა არის თქვენი საარსებო წყარო? 
         მაია: სოციალური დახმარება, 450 ლარის ოდენობით. კომუნალურ გადასახადებს რომ დავფარავ, ფქვილს ვყიდულობ, დანარჩენზე კი, ძლივს გვყოფნის. ახლა, ყველაფერი ისეთი გაძვირებულია.
ნიკოლოზის ერთადერთი ოცნებაა - სხვა ბავშვებივით ცხოვრობდეს
ნიკოლოზი (7 წლის): დედიკო ვერასდროს მყიდულობს კანფეტს. სათამაშოებს ხომ საერთოდ.
         - რომელ სათამაშოებს ისურვებდი?
         ნიკოლოზი: მეზობლის ბიჭებს როგორიც აქვთ - მანქანებს, მაგალითად, ან ბურთს. კიდევ, ველოსიპედი აქვთ, მაგრამ, არ მთხოვნიან. მეუბნებიან, შენი უნდა გქონდესო.
         - ესე იგი, ველოსიპედზე ოცნებობ?
        ნიკოლოზი: არა! მხოლოდ საჭმელზე ვოცნებობ. მხოლოდ გემრიელი საჭმელი მინდა. მარტო პური კი არა, სხვა რამეც რომ ვჭამო
        - ალბათ ფიქრობ, დიდი რომ  გაიზრდები, იმუშავებ, ბევრი ფული გექნება და ყველაფერს იყიდი, რაც გინდა?
         ნიკოლოზი: არა. ამაზე არ ვფიქრობ. არ ვიცი, ეს „დიდობა“ საერთოდ კარგია თუ არა.
ნიკოლოზს არა აქვს სათამაშოები. მეზობლის ბავშვები კი არ ათამაშებენ. ისღა დარჩენია, შორიდან უყუროს და ცრემლები შეიკავოს...
         - შენი აზრით, დიდების ცხოვრება უფრო რთულია?
         ნიკოლოზ: ყველა დიდი რაღაცნაირი უბედურია. დედა სულ ტირის, მამაც...
         - რატომ მოგვმართეთ, მაია? 
         მაია: სასოწარკვეთილი ვარ... ბავშვი მშიერი მყავს. მინდოდა მთელი საქართველოსთვის მეთხოვა: გვიშველეთ, ვშიმშილობთ! მე ნანახი მაქვს, წაკითხული მაქვს - თქვენ ეს შეგიძლიათ.
         - რა გჭირდებათ პროდუქტის გარდა?
         მაია: არც კი ვიცი. იქნებ თქვენ თვითონ ნახოთ და მირჩიოთ? მე კი სახლს გაჩვენებთ.
აი ამ საწოლზე სძინავთ დედა-შვილს
სახლში წყალი არ მოდის, ნიკოლოზს მისი შორიდან მოტანა უწევს
არის მაცივარი, მაგრამ არ ყინავს, კარადის ფუნქციას ასრულებს
ფანჯარასა და კარზე ზედმეტია ლაპარაკი - უბრალოდ არ აქვთ!
ეს არის შემოსასვლელი კარები... უნდა ეცადო დახურო ისე, რომ საერთოდ კარის გარეშე არ დარჩე
***
        მეგობრებო, ახლა თქვენ ყველაფერი ნახეთ! ამ გაჭირვების  სიტყვებით, ან სურათებით გადმოცემა, შეუძლებელი - გულით უნდა შეიგრძნო. უნდა შეიგრძნო ამ საბრალო ადამიანების ტკივილი, მერე კი, გული თვითონ მოგთხოვს, მათ დაეხმარო.
         პირველ რიგში სჭირდებათ პროდუქტი. დედა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, შვილს რა აჭამოს. სხვა არაფერზე შეუძლია ფიქრი. მაგრამ, ჩვენ ყველანი ხომ ვხედავთ, რომ ამ ოჯახს სჭირდება ყველაფერი! მათ სჭირდებათ საწოლები, საწოლის თეთრეული, შემოსასვლელი კარები და ფანჯრები. აუცილებლად მოსაგვარებელია წყლის პრობლემა - შემოიყვანონ  წყალი სახლამდე და ერთი ონკანი მაინც დააყენონ. ოჯახს ასევე გაუხარდება პატარა მაცივარი და ტელევიზორი. და თუკი გსურთ, ნიკოლოზი მართლა რომ გაახაროთ, აჩუქეთ ველოსიპედი და სათამაშოები. მისთვის ეს დაუვიწყარი საჩუქრები იქნება!
თუკი ვინმეს აქვს სურვილი, საკუთარი თვალით ნახოს ეს საშინელება, ეს არის მათი მისამართი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ბადიაური.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, გარდაუვალ დაღუპვას გადავარჩინოთ ისინი.
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: მაია და ნიკოლოზი).
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270!
დალოცვილები ყოფილიყავით!


მსგავსი პროექტები: