კიდევ ერთ პატარას არ უწერია გახდეს დიდი - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

კიდევ ერთ პატარას არ უწერია გახდეს დიდი

page info icon
2022 ივლის 14
ხელები მუშტებში შეუკრავს, პატარა ტანი გულყრებისგან ეგრიხება, უტყვი პირიდან მხოლოდ ტირილი აღმოხდება ხოლმე. ტირის ტკივილისგან, წყურვილისგან, შიმშილისგან. სხვანაირად დედას ვერც მიახვედრებს რომ სწყურია. კიდევ ერთი ბავშვის ცხოვრება შეიწირა ვერაგმა ავადმყოფობამ - ცერებრულმა დამბლამ. კიდევ ერთ პატარა ანგელოზს არ უწერია გაიზარდოს. ნიკა, 14 წლისაა. ვერ ლაპარაკობს, ვერ დადის, ელემენტარული მოძრაობის გაკეთებაც კი არ შეუძლია. ნიკას ავადმყოფობასთან უთანასწორო ბრძოლაში მთელი ოჯახია ჩართული: 45 წლის დედა - მზია, 11 წლის დაიკო ლიკა და 6 წლის ძამიკო თამაზი.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,020 ₾
( 230 დონორი )
დასრულებულია
კიდევ ერთ პატარას არ უწერია გახდეს დიდი
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
       ხელები მუშტებში შეუკრავს, პატარა ტანი გულყრებისგან ეგრიხება, უტყვი პირიდან მხოლოდ ტირილი აღმოხდება ხოლმე. ტირის ტკივილისგან, წყურვილისგან, შიმშილისგან. სხვანაირად დედას ვერც მიახვედრებს რომ სწყურია. კიდევ ერთი ბავშვის ცხოვრება შეიწირა ვერაგმა ავადმყოფობამ - ცერებრულმა დამბლამ. კიდევ ერთ პატარა ანგელოზს არ უწერია გაიზარდოს. ნიკა, 14 წლისაა. ვერ ლაპარაკობს, ვერ დადის, ელემენტარული მოძრაობის გაკეთებაც კი არ შეუძლია. ნიკას ავადმყოფობასთან უთანასწორო ბრძოლაში მთელი ოჯახია ჩართული: 45 წლის დედა - მზია, 11 წლის დაიკო ლიკა და 6 წლის ძამიკო თამაზი. 
      „ჩემი პატარები როგორც დიდები ისე მიდგანან მხარში, მთავარი ადამიანი ჩვენს ოჯახში - ნიკაა, შვილი, რომელსაც არასდროს დაუძახია ჩემთვის „დედა“ - დაღლილი ხმით გვეუბნება თვალცრემლიანი მზია - მაგრამ ამის აღარ მეშინია, მზად ვარ მთელი ცხოვრება ხელში აყვანილი ვატარო, ვაჭამო, ვაბანავო, პამპერსები ვუცვალო - ოღონდ ნიკამ იცოცხლოს! 
        „ადექი ჩემო ძამიკო, წამო ვითამაშოთ, ჩემს ბაჭიას გათხოვებ, გთხოვ ადექი! - ეხვეწება ნიკას პატარა თამაზი. - დე, ჩემი ძმა ხმას როდის გამცემს? როდის მეთამაშება?“ - ამ უწყინარმა კითხვებმა დედას ლამისაა გული დაუფლითოს. ნიკა ხომ ვერასდროს ამოიღებს ხმას, ნიკა ხომ ვერასდროს ეთამაშება თავის პატარა ძამიკოს. მიუხედავად ამისა, ნიკა ყველაზე საყვარელი შვილია, საყვარელი ძმაა და მას ძალიან უნდა რომ იცოცხლოს!
 „არცერთი დედა არ იმსახურებს, საკუთარი შვილის ტანჯვას რომ უყუროს. და თუ ამის თავიდან აცილება შეუძლებელია, ღმერთმა გამძლეობა მისცეს თითოეულ მათგანს“
- როგორია ნიკას ამჟამინდელი მდგომარეობა?
მზია: აი, თავადაც ხედავთ. წევს, ტირის, ყოველთვის ვერ მიხვდები, რა უნდა. უმეტესად მაშინ ტირის, როდესაც სწყურია, ან რამე სტკივა.
 „ხანდახან კრუნჩხვა იმდენად ჭიმავს მის კუნთებს, რომ მოდუნებას ძალიან დიდი ხანი სჭირდება“
თამაზი (6 წლის): ან, თუ „გაბინძურდება“, ან ჩემთან თამაში თუ მოუნდა.
        - ხშირად ეთამაშები ხოლმე?
       თამაზი: როდესაც არ მეჩხუბება, ვეთამაშები. ჩემს ბაჭიას ვაძლევ. ხანდახან, მართმევს და აღარ მიბრუნებს. მე კი, მერე ამ ბაჭიის გარეშე ვეღარ ვიძინებ. თან ყურებს აგლიჯავს! გთხოვთ, მოუტანეთ სხვა ბაჭია, ჩემსას თავი რომ დაანებოს!
 „ჩემი საყვარელი ბაჭიით ვათამაშებ...“
 „...მაგას კი უნდა, ყური რომ მოაგლიჯოს“
         - სხვა სათამაშოები არ გაქვს? 
         თამაზი: არა! ეს მიყვარს ყველაზე მეტად! ჩემს მეგობრებს დემეტრეს და გოგოლაძეს, ბევრი სათამაშოები აქვთ, ძალიან გულკეთილები არიან და მეც მათამაშებენ ხოლმე. მეც მინდა რამე ვათხოვო, მაგრამ არ მაქვს!
          - სათამაშოების გარდა, რაზე ოცნებობ კიდევ?
          თამაზი: ბევრ რამეზე. აი, ეხლა სკოლაში წავალ და სასკოლო ნივთებზე ვოცნებობ. ბურთზე, „ტუფლზე“, ველოსიპედზე. კიდევ იმაზე, რომ ნიკა გამოკეთდეს.
 „ჩემი ოცნებაა, ჩემი ძმა ჯანმრთელი იყოს. სხვა არაფერი მინდა“
ლიკა (11 წლის): ჩვენი მთავარი ოცნებაა, ნიკა ჯანმრთელი იყოს! ან, ნაკლები მაინც რომ იწვალოს. იცით, რა ცუდად არის? ხანდახან მაგის ადგილზე წარმოვიდგენ ხოლმე ჩემს თავს, და მეტირება. რომ არ შემეძლოს, ჩემით ავდგე, დავჯდე, სათამაშოდ წავიდე, თუნდაც, წყალი რომ დავლიო... ბუზის მოგერიებაც კი. ეს ხომ საშინელებაა.
მზია: ერთადერთი, რაც გულს მიმშვიდებს არის ის, რომ როდესაც მე აღარ ვიქნები, ჩემი საბრალო ბიჭი მარტო არ დარჩება,.
 „ჩემი ძმისთვის ყველაფერს გავაკეთებ!“
ლიკა: დედიკო, სისულელეებს ნუ ლაპარაკობ! ჩვენ ვინ მოგვხედავს?
         - ნიკასთვის რის გაკეთება შეგიძლია?
         ლიკა: ყველაფრის! მე ვაჭმევ, თუ ტირის, ვამშვიდებ, პამპერსს ვუცვლი. ვითომ, ჩემი პატარა ძმა არის! ოღონდ თამაზმა უკვე თვითონ იცის ყველაფრის გაკეთება, ნიკამ კი - არა. და მაგაზე უფრო ხმამაღლა ტირის.
- ნიკას გამოჯანმრთელების გარდა, რაზე ოცნებობ კიდევ? შენს თანატოლ გოგონებს ისეთი ლამაზი ოცნებები აქვთ!
ლიკა: არც კი ვიცი. ბევრი ფული რომ მქონდეს, ლამაზ ფეხსაცმელს ვიყიდიდი ჩემთვის და დედასთვის, ნიკასთვის - ტანსაცმელს, თამაზისთვის - სათამაშოებს.
„ნუ გეშინია, შვილო, მსოფლიოში საუკეთესო და-ძმა გყავს“
მზია: ხედავთ, როგორები არიან, არასდროს არაფერს ითხოვენ თავისთვის. თუ რამეზე ოცნებობენ, მხოლოდ ყველასთვის, ნიკა კი, ყოველთვის პირველ ადგილზეა მათთვის! უფალს მადლობას ვწირავ, ასეთი შვილები რომ მყავს, ამას ხომ ვერ ასწავლი.
- მაშინ გვითხარით, მზია, თქვენთვის რის გაკეთება შეგვიძლია?
მზია: არავინ არ მყავს: მშობლები გარდაიცვალნენ, ბავშვების მამა კი, არ ცხოვრობს ჩვენთან ერთად და ბავშვებსაც არ აქცევს ყურადღებას. მას თავად სჭირდება დახმარება. მხოლოდ დახმარებითა და ნიკას პენსიით ვარსებობთ. ბევრი რამ გვჭირდება. გული მეწვება ხანდახან, როდესაც ფულს მთლიანად მხოლოდ ნიკასთვის ვხარჯავ. თავად დაითვალეთ. პამპერსი სჭირდება, 5-6 ცალი ყოველდღე. ძვირადღირებული წამლები სჭირდება. მხოლოდ ის გვშველის რომ ნიკა არ არჩევს საჭმელს და სოციალური სასადილოს სადილებიც კი მოსწონს. სწორედ ასეთი დახმარებისთვის მოგმართეთ.
 „ტექნიკიდან მხოლოდ ძველი გაზქურა გვაქვს“
- იქნებ, კიდევ რამე გჭირდებათ, ნიკასთვის პამპერსის და წამლების გარდა?
მზია: სარეცხი მანქანა მჭირდება. ნიკას ლოგინის თეთრეული ყოველდღე გასარეცხია, მე კი აღარ შემიძლია. ლიკა რომ ხედავს, ცივ წყალში რეცხვისგან როგორ მაქვს ხელები დახეთქილი, სულ მთხოვს, მაგასაც მივცე გარეცხვის უფლება. მაგრამ როგორ? ისედაც ბევრ რამეს აკეთებს, რასაც პატარა გოგონები არ უნდა აკეთებდნენ. ძალიან გვჭირდება წყლის გამაცხელებელი, ნიკა რომ დავბანოთ, ასევე, პატარა მაცივარი. ჩვენი ძველი იყო და გაფუჭდა. და კიდევ: ვინმეს თუ აქვს ძველი, მოსახერხებელი ტანსაცმელი, ნიკას რომ ჩავაცვა. საერთოდ არაფერი აქვს.
 „ნიკას თქვენი დახმარება სჭირდება. ის ხომ ღვთის შვილია!“
- მზია, თქვენს საჭიროებებზე აუცილებლად დავწერთ. ჩემი აზრით, ლიკას და თამაზის აუცილებლად სჭირდებათ სათამაშოები, პლანშეტი და ახალი ტანსაცმელი.
მზია: ამის თხოვნას ვერც გავბედავ. აი, ასე გამოდის, თითქოს მხოლოდ ჩემს ავადმყოფ შვილზე ვფიქრობ, ლიკა და თამაზი კი, თითქოს არც არსებობენ. როგორ მტკივა ამის გამო გული! დარწმუნებული ვარ, თქვენმა მკითხველებმა უკეთ იციან, რით შეიძლება ჩემი შვილების გახარება. სრულად ვენდობი მათ.
 „გაიღიმე, ჩემო ვაჟკაცო, აუცილებლად დაგვეხმარებიან“
***
აი, კიდევ ერთი ღვთის შვილი, კიდევ ერთი ავადმყოფი ბიჭუნა, რომელიც ვერ გვეტყვის „მადლობას“ და ვერც მიხვდება, დახმარება რომ გავუწიეთ. სწორედ მაშინ ვუხსნით გულს უფალს, როდესაც ასეთ ბავშვებს ვეხმარებით! ჩვენ ხომ სიკეთეს ვაკეთებთ არა „მადლობის“ გამო, არამედ საკუთარი სულის გადასარჩენად.
 ნიკა, ლიკა და თამაზი ელიან ჩვენს დახმარებას, ჩვენს გარეშე, ისინი უბრალოდ ვერ გადარჩებიან. მათი დედა ვერ გაუმკლავდება მარტო, ჩვენს გარდა კი, მას არ ჰყავს ახლობელი ადამიანი!
 მათი ერთადერთი იმედი თქვენ ხართ. ბავშვები უნდა გადავარჩინოთ! შეხედეთ, რა კარგები არიან! პამპერსი, წამლები, პროდუქტი, სარეცხი მანქანა და მაცივარი აუცილებელია, ცხოვრება რომ შევუმსუბუქოთ. ბავშვებს კი, სჭირდებათ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სათამაშოები და პლანშეტი. ჩვენ ხომ, ამას ნამდვილად შევძლებთ?
თუკი ვინმეს ექნება სურვილი, პირადად მოინახულოს და გაუწიოს დახმარება ამ ოჯახს, მათი მისამართია: ხაშური, ბორჯომის ქუჩა, ბინა 54.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ გააკეთეთ ეს და გიხაროდეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
        გვჯერა, რომ ერთად შევძლებთ, დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ვაჩუქოთ მათ!
არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: გუბელიძეების ოჯახი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
თქვენს მიერ სპეციალურ ნომერზე განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს კი, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია: 0901200270! დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: