პროექტის რეპორტი ღმერთმა დაგიფაროთ, თვეში 50 ლარად მოგიწიოთ ცხოვრება ინსულტით და მკერდის კიბოთი! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ღმერთმა დაგიფაროთ, თვეში 50 ლარად მოგიწიოთ ცხოვრება ინსულტით და მკერდის კიბოთი!

page info icon
2022 აგვისტო 26
„ამბობენ, ადამიანი შიმშილს 30 დღე უძლებსო. მე შვიდი დღე ვიყავი მშიერი, მეტს ვერ გავუძელი. მერე კი, გული წამივიდა. რა ვქნა, ვერავის ვთხოვე პური... მომერიდა. ვიყავი ასე, ჩემთვის... ცუდად რომ ვიგრძენი თავი, გარეთ გამოვედი, მერე აღარაფერი მახსოვს...“ - გვიყვება 52 წლის ქალი - ლელა ოსეფაშვილი, რომელიც ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად სრულიად დაუძლურებულია, მარტოობის შედეგად კი - უიმედოდ დარჩენილი. მისი სხეული სულ რაღაც 42 კილოგრამს იწონის. ლელას მკერდის კიბო აქვს. ასევე გადატანილი აქვს ინსულტი. რის შედეგადაც, ბოლომდე ვერ აღუდგა მეტყველების უნარი. გარდა ამისა, მას სხვა უამრავი დაავადებაც აწუხებს: ნაღვლის ბუშტის ანთება, რევმატიზმები, ვენების დაავადება. დაბალი იმუნიტეტის გამო, ხშირად ცივდება და ემართება ფილტვების ანთება.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
1,735 ₾
( 81 დონორი )
დასრულებულია

მსგავსი პროექტები: