შვილის ასეთ სიყვარულზე ნებისმიერი ჩვენგანი იოცნებებდა: მან პირადი ცხოვრება დათმო, დედაზე რომ ეზრუნა. ახლა კი, 54 წლისაა, ძალიან ავად არის და სრულიად მარტოა! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

შვილის ასეთ სიყვარულზე ნებისმიერი ჩვენგანი იოცნებებდა: მან პირადი ცხოვრება დათმო, დედაზე რომ ეზრუნა. ახლა კი, 54 წლისაა, ძალიან ავად არის და სრულიად მარტოა!

page info icon
2022 სექტემბერი 8
page info icon
1125
54 წლის გოჰარის ცხოვრების ერთადერთი ნათელი მოგონებაა, თუ როგორ ყიდულობდა მას კანფეტებს ბებო, 50 წლის წინ! სულ ეს არის! მისი გული აუხდენელი ოცნებებისა და დამსხვრეული იმედების სასაფლაოდ იქცა. ორი წლის იყო, როდესაც მამამ მიატოვა. შვილი აღარასდროს უნახავს მას შემდეგ. სამაგიეროდ გოჰარი უყურებდა, როგორ ეფერებოდა და კოცნიდა ის თავის სხვა შვილებს.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
884 ₾
( 92 დონორი )
დასრულებულია
შვილის ასეთ სიყვარულზე ნებისმიერი ჩვენგანი იოცნებებდა: მან პირადი ცხოვრება დათმო, დედაზე რომ ეზრუნა. ახლა კი, 54 წლისაა, ძალიან ავად არის და სრულიად მარტოა!
კეთილო ადამიანო, დაუყოვნებლივ გააზიარე ეს პოსტი! დაეხმარე შენს მეგობრებსაც მონაწილეობა მიიღონ ღვთისნიერ საქმეში!
54 წლის გოჰარის ცხოვრების ერთადერთი ნათელი მოგონებაა, თუ როგორ ყიდულობდა მას კანფეტებს ბებო, 50 წლის წინ! სულ ეს არის! მისი გული აუხდენელი ოცნებებისა და დამსხვრეული იმედების სასაფლაოდ იქცა. ორი წლის იყო, როდესაც მამამ მიატოვა. შვილი აღარასდროს უნახავს მას შემდეგ. სამაგიეროდ გოჰარი უყურებდა, როგორ ეფერებოდა და კოცნიდა ის თავის სხვა შვილებს.
 „ასეთ ნანგრევებში, ძაღლებიც კი ვერ იცხოვრებენ“
ავარიულ სახლში ცხოვრობდა დედასთან ერთად. შემკეთებელი არავინ იყო, დედა-შვილს ისედაც ძლივს გაჰქონდათ თავი. დედა, ნერვიულობის გამო ლოგინად ჩავარდა, პატარა გოჰარი კი, უვლიდა მას. მეხუთე კლასში იყო, მუშაობა რომ დაიწყო. სკოლის მერე, ის ბაზარს ხვეტავდა, ან ალაგებდა, ნაშოვნი კაპიკებით კი, დედისთვის პური მოჰქონდა. ზაფხულში, მთელი დღე ცეხში მუშაობდა, ნაყინის შეფუთვაზე. ათასობით პლომბირი გადიოდა მის ხელში, მას კი, ერთი ცალის ყიდვის საშუალებაც არ ჰქონდა. აგროვებდა ამ ფულს იცოდა, რომ ზამთარში დასჭირდებოდა, დედა რომ არ გაყინულიყო.
 „ამ სახლის დალაგება შეუძლებელია. ქარის ერთი წამობერვა და ყველაფერი ძირს ყრია!“
გოჰარი: აი, შეხედეთ, როგორ ვცხოვრობ. საკუთარი ბავშვობის გახსენება, ცრემლის გარეშე არ შემიძლია. მახსოვს, მუდამ ფეხით როგორ დავდიოდი სკოლაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სახლიდან შორს იყო. ყინვაშიც, წვიმაშიც. ქურთუკი არ მქონდა და ყველას ვეუბნებოდი, რომ ეს ჯიშად გვაქვს და არ მციოდა. ამ დროს კი, ლურჯი ვიყავი და ფეხებიც სულ სველი მქონდა. მიკვირს საერთოდ, ცოცხალი როგორ გადავრჩი.
- არავინ გყავდათ, თქვენთვის რომ ეპატრონა?
გოჰარი: ბებო მყავდა, მანებივრებდა. თვეში ერთხელ, კანფეტები მოჰქონდა ჩემთვის. მაგრამ, ხუთი წლის რომ ვიყავი, გარდაიცვალა.
 „მამამ მიმატოვა, ბებო გარდაიცვალა, დედაც, სულ მარტო დავრჩი“
- თავს როგორ ართმევდით? დედა პენსიას არ იღებდა?
გოჰარი: საპენსიო ასაკამდე ვერ მიაღწია. ბავშვი ვიყავი, მაგრამ როგორღაც დავანიშნინე მისთვის პენსია. ვერც კი წარმოიდგენთ, ამ პოლიკლინიკებში რამხელა დამცირება გამოვიარე. მაგრამ, მაინც გავუკეთე პენსია დედაჩემს. ორივე ისეთი ბედნიერები ვიყავით, გვეგონა, აი, კიდევ ერთი თვეც უნდა გავძლოთ და პენსიას ავიღებთ. ვგეგმავდით, რას გადავდებდით, რას ვიყიდიდით. დედას კარაქიანი პური უნდოდა, მე კი, სოსისზე ვოცნებობდი. მაგრამ, პირველ პენსიამდე ერთი დღით ადრე, დედა გარდაიცვალა... აი, რა ბედი მაქვს.
- და სულ მარტო დარჩით?
გოჰარი: მარტო! სრულიად მარტო! სანამ დედა ცოცხალი მყავდა, ერთად გვეძინა, ერთმანეთს ვათბობდით. მერე კი, დავრჩი ამ სითბოს გარეშეც.
- ღმერთო, რა მტკივნეულია ამ ყველაფრის მოსმენა. წარმომდგენია, რის გადატანა მოგიხდათ. ოჯახი არ შეგიქმნიათ?
გოჰარი: არა. დედას ჩემი გათხოვება არ უნდოდა, მეუბნებოდა: „მე ვიტანჯე და არ მინდა, შენც გული გეტკინოს“. არც მინდოდა. ჩემთვის, ოჯახის შექმნა, პირველ რიგში ადამიანის შეყვარებას ნიშნავს. ვინმე რომ შეგიყვარდეს, კარგად უნდა გაიცნო. როდის უნდა გამეცნო ვინმე, როდესაც სულ ვმუშაობდი, ან დედასთან ვიყავი?
 „არაფერი გამაჩნია. ყველაფერი წვიმამ და ყინვამ გამინადგურა. ფაქტობრივად, გამოქვაბულში ვცხოვრობ“
- შემდეგ რა მოხდა? 
გოჰარი: მერე სწავლა დავიწყე. ვისწავლე კერვა და მანქანაზე ტექსტის კრეფა, მაგრამ სპეციალობით მაინც ვერ ვიმუშავე. მერე ჯანმრთელობაც შემერყა. ასეთ სახლში, სხვანაირად ვერც იქნებოდა. გარშემო მიმოიხედეთ, როგორ ვცხოვრობ?! ამას სახლი ჰქვია? ეს ნანგრევებიც კი არ არი, უბრალოდ ნაგავსაყრელი!
- და როგორ აღმოჩნდით აქ?
გოჰარი: ამ სახლში ვარ გაზრდილი. აქ დავიბადე, აქ ვცხოვრობდი დედასთან ერთად... როდესაც აქ ცხოვრება შეუძლებელი გახდა, ახლობლებმა შემიფარეს, მაგრამ ძალიან გამიჭირდა. უხერხულია, ადამიანების შეწუხებაც და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნაც. მერე, ბინა ვიქირავე. გამყიდველად ვმუშაობდი ბაზარში. მაგრამ, რამდენიმე წლის წინ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მიჭირს სიარული და ფეხზე დიდხანს დგომა. ქირა ვეღარ გადავიხადე და ამიტომ, მომიწია აქ დაბრუნება.
 „ამბობენ, საკუთარი ხმელი პური, გერჩიოს სხვის ხაჭაპურსო“
- კი, მაგრამ, აქ ხომ ყველა კედელი დაბზარულია! ერთი შეხედვით, ვერც იტყვი, რომ აქ ვინმე ცხოვრობს!
გოჰარი: აბა, რა ვქნა? სოციალურ დახმარებას თვეში 60 ლარს ვიღებ! დღეში 2 ლარით რა უნდა ვიყიდო? პური? ჰოდა, ვყიდულობ პურს. კარგია, რომ სოციალურ სასადილოში მაინც დავდივარ. ეს რომ არა, დიდი ხნის მკვდარი ვიქნებოდი. მე ხომ, ჯერ ახალგაზრდა ვარ და არ მინდა სიკვდილი.
- ჯოხით დადიხართ. ალბათ, მკურნალობა გჭირდებათ?
გოჰარი: უამრავი დაავადება მჭირს. ზურგი მტკივა, სახსრებიც, ცხვირიდან სულ სისხლი მომდის. ვიყავი ექიმთან - უამრავი წამალი დამინიშნა, მაგრამ ამის ფული სად მაქვს. 60 ლარით, წამლები ვიყიდო, თუ პური?
 „ყოველი ნაბიჯის გადადგმა ჩემთვის რთულია“
- რით შეგვიძლია დაგეხმაროთ? ცხოვრებას რა შეგიმსუბუქებთ?
გოჰარი: არც კი ვიცი. რა უნდა გთხოვოთ? სახლს შემიკეთებთ? შეკეთდება, რო? შესაძლოა, შეკეთდეს კიდეც. არ ვიცი, ცოცხალი თუ მივატან ზამთრამდე, მაგრამ ხომ იცით, ოპტიმისტია ადამიანი. რა ცუდი ცხოვრებაც არ უნდა ჰქონდეს, მაინც სიცოცხლე უნდა. ამიტომ, ძალიან მეშინია ზამთრის. გთხოვთ შეშას, რომ არ გავიყინო. აქ ხომ, არც გაზი მაქვს, არც დენი, არც წყალი. ძაღლივით ვცხოვრობ. კიდევ, მჭირდება პროდუქტი, წამლები და საწოლი. მორჩა, სხვა არაფერი მჭირდება.
***
ძვირფასო მეგობრებო! მსუბუქი ნათქვამია, რომ გოჰარს უჭირს. მისი მხნე ხმისა და ოპტიმიზმის უკან, იმალება სიტყვებით გადმოუცემელი ტკივილი. ამიტომ მოგვმართა ჩვენ. იმის იმედით, რომ არ მივატოვებთ. სჭირდება მხოლოდ შეშა, საწოლი და პროდუქტი. სხვას არაფერს ითხოვს. არც სჭირდება. ის ხომ სრულიად მარტო დარჩა ამ სამყაროში, თავის ავადმყოფობასთან და მოგონებებთან ერთად.
ან, იქნებ, ჩვენს მკითხველებს შორის არიან მშენებლები, კომპანიები და ხელოსნები, რომლებიც რჩევას მოგვცემენ, როგორ უნდა მოწესრიგდეს გოჰარის სახლი ისე, რომ იქ იცხოვროს და ყინვის არ შეეშინდეს.
იცით, როგორ გაუხარდება, თუ უბრალოდ დაურეკავთ და დაელაპარაკებით, თბილი სიტყვებით გაამხნევებთ. უსაზღვროდ ბედნიერი იქნება, თუ ესტუმრებით.
თუკი ვინმეს ექნება სურვილი მოინახულოს და დახმარება პირადად გაუწიოს, მისი მისამართია: დედოფლისწყარო, ბაგრატიონის ქ. 3.
ყოველ ჯერზე, როდესაც ვინმეს დახმარება შეგიძლიათ, უბრალოდ დაეხმარეთ და გაიხარეთ, რომ ღმერთი თქვენი მეშვეობით პასუხობს ვიღაცის ლოცვებს!
გვჯერა, რომ ერთად ნამდვილად შევძლებთ მის გადარჩენას. 
         არ დაგავიწყდეთ ამ პოსტის გაზიარება, რათა თქვენმა მეგობრებმაც შეიტყონ ამ ოჯახის გასაჭირის შესახებ! ეს ძალიან მნიშვნელოვანია!
მეგობრებო, კიდევ ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან: თუკი შეიტყობთ, რომ თქვენს ნაცნობს ან მეზობელს სჭირდება დახმარება, გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და მოგვწეროთ ამის შესახებ ელექტრონულ მისამართზე: office-fsp@fsp.ge
ჩვენი ფონდის ანგარიში:
#GE15TB7194336080100003
#GE42LB0115113036665000
#GE64BG0000000470458000
(დანიშნულება: გოჰარ მაკარიანი)
თანხის ჩარიცხვა ასევე შეგიძლიათ ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით
ასევე, თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია TBCpay და ExpressPay ტერმინალებიდან. მოძებნეთ ჩვენი ფონდი ქვეთავში “ქველმოქმედება“ (ფონდის დამატებით უფლება- მოვალეობებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://goo.gl/GY2Gus).
        ერთად, ჩვენ უკვე ათასობით გაჭირვებულს დავეხმარეთ. გავუმართოთ ხელი ამ ოჯახსაც! ვინ იცის, იქნებ სრულიად უცხო ადამიანების დახმარება ოდესმე თავადაც დაგვჭირდეს?! რადგან არავინ იცის, რას გვიმზადებს ცხოვრება ხვალ!
შესანიშნავი სიახლე გვაქვს! ახლა შეგიძლიათ ჩვენი ბენეფიციარების ისტორიების წაკითხვა ინსტაგრამზე: https://www.instagram.com/chernovetskyi.fund/ და ტელეგრამზე: https://t.me/ChernovetskyiFund
სპეციალურ ნომერზე: 0901200270 თქვენს მიერ განხორციელებულ მხოლოდ ერთ ზარს, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია:!
დალოცვილები ყოფილიყავით!

მსგავსი პროექტები: