არჩევანი ყველას არ აქვს! - პროექტები - ჩერნოვეცკის ფონდი

ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

არჩევანი ყველას არ აქვს!

page info icon
2015 სექტემბერი 23
ჩერნოვეცკის ფონდი იწყებს თანხის შეგროვებას ანტისეფტიკური და შესახორცებელი პრეპარატების შესაძენად
საქველმოქმედო ნომერი:
შეგროვებულია
2,996 ₾
( 133 დონორი )
დასრულებულია

ჩვენ ბევრნი ვართ, ჯანმრთელები, ძლიერები და ენერგიულები. ჩვენ არ გვჭირდება დახმარება. ჩვენით მივხედავთ ჩვენ თავს და ვიცხოვრებთ ისე როგორც გვინდა, არჩევანი, ამ მხრივ დიდია: გავისეირნებთ სუფთა ჰაერზე ან სახლში ვუყურებთ ფილმს, მოვამზადებთ სადილს ან წავალთ კაფეში... დარწმუნებულები ვართ, რომ სულ ასე იქნება. ახლა კი წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ცოტა ხნის წინ სავსე ცხოვრებით ცხოვრობდა, იყო ჯანმრთელი, ძლიერი, ენერგიული, დაახლოებით ისეთი, როგორებიც ჩვენ ვართ, იყო ნათესავების და მეგობრების იმედი... ახლა კი დამოუკიდებლად ვერაფერს აკეთებს, აქვს მხოლოდ ერთი არჩევანი, იყოს მოხუცი, საწოლს მიჯაჭვული და მარტოობაში გაატაროს სიცოცხლის ბოლო წლები.

ჩერნოვეცკის ფონდი ერთ ერთი უმსხვილესლი ორგანიზაციაა, რომლიც ზრუნავს იმ ხალხზე, რომლებსაც დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. ამჟამად, ფონდი საწოლს მიჯაჭვულ 500 მოხუცს პატრონობს. ზოგიერთ პაციენტს, დიდი ხნის განმავლობაში უმოძრაოდ ყოფნის გამო გაუჩნდა ნაწოლები - ღია ჭრილობები, რომლებიც  აუტანელ ტკივილს და დისკომფორტს იწვევს.  ნაწოლების პრობლემა ფონდის 63 პაციენტს აქვს. თითოეულს ყოველდღიურად ესაჭიროება პროფესიული მკურნალობა, გადახვევა და მედიკამენტები, სისხლის ინფიცირებისა და ნეკროზის თავიდან ასაცილებლად. ჩვენი მედდები მათ პროფესიულ დახმარებას უწევენ, ხშირად ისინი ნათესავებზე ახლობლები ხდებიან. მოხუცებს არავისგან ახსოვთ ამდენი სითბო და სიყვარული.

ერთი გადახვევა, საშუალოდ 2 ლარი ჯდება. თვეში - დაახლოებით 1500 ლარი. ბეტადინი, ლევომეკოლი, წყალბადის ზეჟანგი, ქართული ფარმაცეფტიკის სიამაყე უზნაძე-მჭედლიშვლილის მალამო - აი ეს მედიკამენტები უმსუბუქებს ტანჯვას ფონდის პაციენტებს.

ფონდის დაარსების დღიდან, შინმოვლის პროგრამით ისარგებლა 2000-მა საწოლს მიჯაჭვულმა პაციენტმა. ერთი წლის განმავლობაში ფონდის მედდები ასრულებენ 80000 პროცედურას, ხოლო ყოველთვიურად დაახლოებით 3000 ვიზიტს ახორციელებენ მწოლიარე ავადმყოფებთან. ეს ციფრები თავისთავად ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ როდესაც წარმოიდგენთ, რომ მათ უკან კონკრეტული ადამიანები არიან, ნათლად ჩნდება პრობლემის მასშტაბი.

ფონდის პაციენტებს შორის არიან მეცნიერები, მასწავლებლები, ექიმები, სამხედროები. ადრე მათ აერთიანებდა ქვეყანაზე ზრუნვა და ბედნიერი მომავლის შენების სურვილი, ახლა კი მხოლოდ ტკივილი, მარტოობა და გაჭირვება აკავშირებთ. მათი დახმარება მხოლოდ ერთიანი ძალებითაა შესაძლებელი. არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენ პატარა ქვეყანაში, სადაც 4 მილიონზე ნაკლები დავრჩით,  ტანჯვაში და მარტოობაში იღუპებუდნენ ისინი, ვინც ძალიან ბევრი გააკეთა ჩვენი სამშობლოსათვის.

ამ ხალხის დასახმარებლად, ფონდი იწყებს თანხის შეგროვებას ანტისეფტიკური და შესახორცებელი პრეპარატების  შესაძენად.

ჭრილობის დამუშავების ერთი პროცედურის ფასია 2 ლარი. რა შეიძლება დღეს ამ ფასად შეიძინოთ, არჩევანი არც ისე დიდია:  ლიმონათი, ხაჭაპური, შოკოლადის ფილა, სიგარეტი...

ან ყურადღება, მხარში დგომა და ტკივილების შემსუბუქება?

თქვენი გადასაწყვეტია...

სხვისი ცხოვრების შემსუბუქება ნებისნიერს შეუძლია!


©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები


თეგები:
#შინ მოვლა