ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

ცხოვრება 100 წლის შემდეგ იწყება

მოხუცები პატარა ბავშვებივით ითხოვენ ყურადღებას და სითბოს, და სიხარულსაც ერთნაირად გამოხატავენ. ძვირფასი ნივთებით მათ უკვე ვეღარ მოხიბლავ. სრული ბედნიერები
277 ₾
20
დონორები
შეგროვებულია
დასრულებულია

მოხუცები პატარა ბავშვებივით ითხოვენ ყურადღებას და სითბოს, და სიხარულსაც ერთნაირად გამოხატავენ. ძვირფასი ნივთებით მათ უკვე ვეღარ მოხიბლავ.  სრული ბედნიერებისათვისაც ძალიან ცოტა რამ სჭირდებათ: სიყვარული, ყურადღებიანი მოპყრობა, საჩუქრები... ფეხებზე რომ არ შესცივდეთ, წელი რომ არ გაუცივდეთ.

ჩვენი საქველმოქმედო ფონდი „სოციალური პარტნიორობა“ უკვე 3 წელია სრულიად უფასოდ ზრუნავს თბილისის მასშტაბით 500 სოციალურად დაუცველ მოხუცზე. ჩვენი მედდები და სიციალური მუშაკები ყოველდღიურად უზრუნველყოფენ მათ საჭირო მომსახურებით, მედიკამენტებით და საკვებით. იმ მძიმე პირობების გათვალისწინებით, რომელშიც ჩვენს მოხუცებს უწევთ ცხოვრება მსგავსი ტიპის უფასო დახმარება მათთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია.

მიაგულ გერლიანი-აფრასიძე ჩვენი ფონდის ყველაზე ხნიერი წევრია. იგი 105 წლისაა. დაიბადა 1910 წელს და გახდა ყველა იმ მოვლენის მომსწრე, რასაც ჩვენ სკოლაში, ისტორიის გაკვეთილებზე გვასწავლიდნენ. მიაგული ძალიან პოზიტიური ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გაჭირვება გამოიარა,ძირითადად კარგ რამეებს იხსენებს და მძიმე ცხოვრებაზე საუბარი არ სურს.  თავისი წარმომავლობით ძალიან ამაყობს, საუბრობს ძირითადად სვანურად. მიაგულს უვლის შვილი ეთერი. როგორც მიაგული ამბობს, ეთერი ახლა მისი შვილიცაა, დედაც და თარჯიმანიც.

ეთერის თავისი ოჯახი არ ჰყავს, დედა მისთვის - ყველაფერია.
- ზოგჯერ დაიწყებს ყვირილს, მეძახის: „ეთერი მოდი დროზე, ჩქარა, ჩქარა“ - მე გულგახეთქილი მივრბივარ მასთან, დედა კი მიყურებს და ღიმილით მეუბნება: „ძალიან მომენატრე, მოდი ჩემთან, ჩამეხუტე“  და ასე ვსხედვართ ჩახუტებულები.

მიაგულს უყვარს ნარდის თამაში. პირველად როცა თამაშობ მასთან, ცდილობ მოაგებინო, მაგრამ, მერე ხვდები, რომ ღირსეული მოწინააღმდეგე გყავს და „მშრალზე გტოვებს“. ამ დროს აღიარებ, რომ ასაკი ამ შემთხვევაში პრივილეგიაა.
  - დიდი სიამოვნებით გავიდოდი ნარდის ტურნირზე - ამბობს მიაგული - მაგრამ ასაკობრივ კატეგორიაში მოწინააღმდეგეებს საიდან „ამოთხრიან“ ? და გულიანად იცინის. ხანგრძლივი ცხოვრების საიდუმლოს უპრობლემოდ გვიმხელს: ცივი წყალი დილით, იუმორი, ნარდი, ერთგულება, სუფთა ჰაერი და ბევრი ფიზიკური შრომა. აი მთელი ფორმულა.

სიბერე  - ისაა, რაც ყველა ჩვენგანს მომავალში მოგველის. როგორები ვიქნებით - არავინ იცის. არ დაივიწყოთ თქვენი მოხუცები, ხშირად მოიკითხეთ, მოინახულეთ. არ გაუშვათ ხელიდან შესაძლებლობა ხშირად გაახაროთ ისინი.

დაეხმარეთ ქალბატონ მიაგულს, და იამაყეთ იმით, რომ თქვენი კეთილი საქმის წყალობით, საქართველოში იქნება კიდევ  ერთი, 105 წელს გადაცილებული ადამიანი. ჩვენი გენი ასე ადვილად გადასაშენებელი არაა, და ქალბატონი, რომელმაც გამოიარა საქართველო - აფხაზეთის ომი და საკუთარი სახლიდან აგრესორების მიერ იქნა განდევნილი, რომელმაც არ დაკარგა იმედი, რომ საქართველო კვლავაც ერთიანი იქნება, მგონი იმსახურებს თქვენს პატივისცემას და დახმარებას.

მიაგულს უამრავი მედიკამენტი და ჰიგიენური საშუალებები ესაჭიროება. მის დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშზე: GE15TB7194336080100003 (მიუთითეთ: მიაგულ გერლიანი)

ან ფონდის საიტის მეშვეობით:http://fsp.ge/ge/donate/99/


©ყველა უფლება დაცულია. მასალის გადაბეჭდვა დასაშვებია მხოლოდ პირველწყაროს ლინკის მითითებით.

საიტის მასალების გამოყენების პირობები


თეგები:
#მოხუცები

მსგავსი პროექტები: