ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

პროექტები

სორტირება:

ყველა პროექტი (9)

ავადმყოფი ზრდასრულები
პირველად 9 წლის ასაკში მოვკვდი, ახლა კი...
„ასეთი რამ როგორ შეიძლება?“ - იფიქრებთ თქვენ. მზია ძამუკაშვილმა ამ კითხვაზე პასუხი კარგად იცის. ის პირველად 9 წლის ასაკში მოკვდა, როცა დაბრმავდა. სამყარო გაუჩინარდა. ბავშვობა დასრულდა და დასრულდა სიცოცხლეც. მზიამ თავისი ოცნებები დამარხა და დაიტირა, მერე კი სხვა ცხოვრებისთვის აღდგა, - მარადიულ წყვდიადში. ცხოვრებას ხელის შეხებით სწავლობდა: სიარულს, კითხვას, ადამიანების ცნობას... სწავლობდა იმას, თუ როგორ არ სდომებოდა დიდი სიხარული... თუმცა ბოროტი დედინაცვალი-ბედი მისთვის სიყვარულის, დედობის სიხარულის და ბედნიერების მიცემას არც კი გეგმავდა.
შეგროვებულია
993 ₾
დაეხმარა
62
ავადმყოფი ზრდასრულები
როდესაც დავბრმავდი, - თითქოს ცოცხლად დამმარხეს!
„გავიღვიძებ, დავჯდები... ვზივარ და ჩემს თავს ვეუბნები: „აბა, ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ? შევძლებთ დღეს თავის გართმევას? შეჭამ? წამოდი, მაღაზიაში წავიდეთ!“ და ასე - უკვე 11 წელი! მას შემდეგ, რაც ტელევიზორი გაფუჭდა, საერთოდ დავიკარგე. აღარ ვიცი, როდის თენდება, როდის ღამდება, ან რომელი საათია. ქუჩაში გავდივარ და ვინმეს ველოდები, რომ ვკითხო, დღეს რა დღეა, რომელი საათია, რა ხდება მსოფლიოში... მერე, ძალებს ვიკრებ, ჯოხს ვიღებ და უახლოეს მაღაზიაში მივდივარ პურის საყიდლად. ბრმა კი ვარ, მაგრამ ჭამა ხომ მინდა? მაღაზია თითქოს ახლოს არის, მაგრამ იქ მისასვლელად სამი საათი მჭირდება. ხან ძროხა მირქენს, ხან რაღაცას წამოვეგები, ვეცემი, ორიენტაციას ვკარგავ, გზიდან ვუხვევ...
შეგროვებულია
4,232 ₾
დაეხმარა
285
ავადმყოფი ზრდასრულები
რომ მოვკვდე, ამის შესახებ ვერავინ გაიგებს...
„მთელი ცხოვრება ვმუშაობდი, გადარჩენისთვის ვიბრძოდი... ამ წყეულმა სენმა კი გამტეხა და ლუკმა პურის შოვნის შესაძლებლობა წამართვა“, - მძიმედ ოხრავს ლელა (51 წლის). 43 წლის ასაკში, როდესაც საბრალო ქალი მშენებლობაზე მუშაობდა, მას თავში დიდი ფიცარი დაეცა. მალე მას ინსულტმა დაარტყა... მეტყველების უნარი ლელას დიდი ხნით ჰქონდა წართმეული. შედეგად ის შშმ პირია, ერთი ნაქირავები ბინიდან მეორეში დახეტიალობს, საშინელ პირობებში ცხოვრობს და მარტოობით, შიმშილითა და სიცივით იტანჯება... მას საერთოდ არავინ ჰყავს, ვისაც ის დახმარებისთვის მიმართავდა.
შეგროვებულია
1,759 ₾
დაეხმარა
127
ავადმყოფი ზრდასრულები
როდესაც გავიღვიძებ, არ ვიცი, მემახსოვრება თუ...
„ტკივილი მსჭვალავს, ისევ და ისევ... და ყოველი ნაბიჯი წამებას ჰგავს...“ - ამბობს თეონა, 5 წლის დემეტრესა და 14 წლის ლუკას დედა. მისი თვალები ცრემლებით და უნუგეშო სასოწარკვეთილებით არის სავსე. „ყველაფერი, რაც მიყვარს, ბეწვზე ჰკიდია... წელიწადზე მეტია, ექიმები დიაგნოზს ვერ მისვამენ, ჩვენ კი, უკვე სრულიად ყველაფერი კონსულტაციებზე, ანალიზებზე, გამოკვლევებზე დავხარჯეთ და დღემდე, ამას დასასრული არ უჩანს... ვაიმე, ვაიმე!“ თეონამ თვალები ცისკენ აღაპყრო და ლოყებზე ცრემლები ჩამოუგორდა. „დედიკო, მე შენს თავს არავის დავუთმობ, არავის!“ - ამბობს 5 წლის დემეტრე და დედას ძლიერად ეხუტება. რა არის გაფანტული სკლეროზი? თეონა ამ კითხვას ასე პასუხობს: „ხვალ, როდესაც გავიღვიძებ, არ ვიცი, მემახსოვრება თუ არა, რომ ეს ჩემი შვილები არიან...“
შეგროვებულია
1,361 ₾
დაეხმარა
78

მეგობრებო, ამ საბრალო ადამიანების ცხოვრება გრძელდება! მათ მუდამ სჭირდებათ ჩვენი დახმარება! უფალს სურს, რომ განუწყვეტლივ ვიზრუნოთ ასეთ ადამიანებზე. შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე მისაღები ხერხი და არ მიატოვოთ ისინი ბედის ანაბარა.
(118)