ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი

პროექტები

სორტირება:

ყველა პროექტი (8)

ავადმყოფი ზრდასრულები
პირველად 9 წლის ასაკში მოვკვდი, ახლა კი...
„ასეთი რამ როგორ შეიძლება?“ - იფიქრებთ თქვენ. მზია ძამუკაშვილმა ამ კითხვაზე პასუხი კარგად იცის. ის პირველად 9 წლის ასაკში მოკვდა, როცა დაბრმავდა. სამყარო გაუჩინარდა. ბავშვობა დასრულდა და დასრულდა სიცოცხლეც. მზიამ თავისი ოცნებები დამარხა და დაიტირა, მერე კი სხვა ცხოვრებისთვის აღდგა, - მარადიულ წყვდიადში. ცხოვრებას ხელის შეხებით სწავლობდა: სიარულს, კითხვას, ადამიანების ცნობას... სწავლობდა იმას, თუ როგორ არ სდომებოდა დიდი სიხარული... თუმცა ბოროტი დედინაცვალი-ბედი მისთვის სიყვარულის, დედობის სიხარულის და ბედნიერების მიცემას არც კი გეგმავდა.
შეგროვებულია
1,042 ₾
დაეხმარა
63
ავადმყოფი ზრდასრულები
როდესაც დავბრმავდი, - თითქოს ცოცხლად დამმარხეს!
„გავიღვიძებ, დავჯდები... ვზივარ და ჩემს თავს ვეუბნები: „აბა, ჯერ კიდევ ცოცხალი ხარ? შევძლებთ დღეს თავის გართმევას? შეჭამ? წამოდი, მაღაზიაში წავიდეთ!“ და ასე - უკვე 11 წელი! მას შემდეგ, რაც ტელევიზორი გაფუჭდა, საერთოდ დავიკარგე. აღარ ვიცი, როდის თენდება, როდის ღამდება, ან რომელი საათია. ქუჩაში გავდივარ და ვინმეს ველოდები, რომ ვკითხო, დღეს რა დღეა, რომელი საათია, რა ხდება მსოფლიოში... მერე, ძალებს ვიკრებ, ჯოხს ვიღებ და უახლოეს მაღაზიაში მივდივარ პურის საყიდლად. ბრმა კი ვარ, მაგრამ ჭამა ხომ მინდა? მაღაზია თითქოს ახლოს არის, მაგრამ იქ მისასვლელად სამი საათი მჭირდება. ხან ძროხა მირქენს, ხან რაღაცას წამოვეგები, ვეცემი, ორიენტაციას ვკარგავ, გზიდან ვუხვევ...
შეგროვებულია
4,232 ₾
დაეხმარა
285

მეგობრებო, ამ საბრალო ადამიანების ცხოვრება გრძელდება! მათ მუდამ სჭირდებათ ჩვენი დახმარება! უფალს სურს, რომ განუწყვეტლივ ვიზრუნოთ ასეთ ადამიანებზე. შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე მისაღები ხერხი და არ მიატოვოთ ისინი ბედის ანაბარა.
(119)